„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-20
ბიუროს ნომერი 418
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები იქმნება თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის
საქალაქო, ზუგდიდის, თელავისა და გორის რაიონულ სასამართლოებში. მათი სამოქმედო
ტერიტორია განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.“.
2. 28-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად მიიღონ
სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ
მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი
ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
სასამართლო, ნაფიცი მსაჯულების თანხმობით, უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის
საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებლის ან დროებითი განთავსების
ადგილიდან სასამართლომდე და უკან.“.
3. 29-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ცხოვრობს აღმოსავლეთ ან დასავლეთ საქართველოში, იმის შესაბამისად, თუ
საქართველოს რომელი ნაწილის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში იმართება ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო პროცესი;“.
4. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. შეუთავსებლობა
პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ
არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და:
ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;
ბ) იგი სამხედრო მოსამსახურეა;
გ) იგი სასულიერო პირია;
დ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ე) იგი ბრალდებულია;
ვ)
იგი
ნარკოტიკული
საშუალების
მცირე
ოდენობით
მოხმარებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია და აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელის
დადებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები;
ზ) იგი ნასამართლევია.“.
5. 221-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა
ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 300 პირის შემადგენლობით.
თითოეულ კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი ნომერი. ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ 20 დღით ადრე
საცხოვრებელი
ადგილის
მისამართზე
ეგზავნებათ
მოსამართლის
მიერ
დამტკიცებული
კითხვარი. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის
ვადაში
დაუბრუნოს
მოსამართლეს
შევსებული
კითხვარი.
მოსამართლე
ვალდებულია
შევსებული კითხვარები მხარეებს გადასცეს მათი მიღებიდან 5 დღის ვადაში. კითხვარს
მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ეგზავნებათ
უწყება,
სადაც
მითითებულია
სხდომის
დაწყების
დრო,
ადგილი
და
გამოცხადების
სავალდებულოობა. პირველ სხდომაზე გამოძახების უწყება ეგზავნება ამ მუხლის პირველ
ნაწილში მითითებული სიის არაუმეტეს პირველ 150 კანდიდატს რიგითი ნომრების მიხედვით.“.
6. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
ნაფიც
მსაჯულთა
შერჩევის
სხდომა
ღიაა.
ამ
კოდექსის
182-ე
მუხლით
გათვალისწინებულ შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება
სხდომის დახურვის შესახებ. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც
სხდომის მდივანი აცხადებს მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.“.
7. 223-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ
შუამდგომლობა, რომელიც შეიძლება იყოს დასაბუთებული ან დაუსაბუთებელი. მხარეს უფლება
აქვს დააყენოს განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული და განსაზღვრული რაოდენობის
დაუსაბუთებელი აცილება. პირველად მხარეები აყენებენ შუამდგომლობებს დასაბუთებული
აცილების, ხოლო, ამის შემდეგ - დაუსაბუთებელი აცილების შესახებ. თითოეული სახის
აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და მორიგეობით, ჯერ ბრალდების
მხარე და შემდეგ დაცვის მხარე.“;
ბ) მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 და მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის მიერ თვითაცილების შესახებ დაყენებული
შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
აცილების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს ცალკე, მხოლოდ პროკურორისა
და ადვოკატის მონაწილეობით, პროცესზე დამსწრე პირთა მიერ სასამართლო სხდომის
დარბაზის დატოვების გარეშე. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს
სასამართლო სხდომის დარბაზი.
9. თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ მოხდა ყველა ნაფიცი მსაჯულის
შერჩევა, მოსამართლე გადადებს სხდომას არა უმეტეს 10 დღით და ამ თავით დადგენილი წესით
მოიწვევს დარჩენილ კანდიდატებს ამ კოდექსის 221-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული
ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიიდან. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ
მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე არაუმეტეს 10 დღით
კვლავ გადადებს სხდომას და ამ თავით დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არაუმეტეს 100
კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ
რაოდენობამდე შესავსებად.“.
8. 224-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს,
გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე, ან დაესწროს სასამართლოს
თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამართლოს
თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა ნაფიცი მსაჯული ამ კოდექსის 232-ე მუხლის
პირველი ნაწილით დადგენილ შემთხვევაში და წესით.“.
9. 225-ე და 226-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 225. საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით,
სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს წინასასამართლო სხდომის
დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო
სხვა ვადას არ განსაზღვრავს.
მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს თუ წარდგენილია ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული)
მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351
მუხლით, 143-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2-მე-4
ნაწილებით, 144-ე, 1441 და 1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მეორე
ნაწილით, 147-ე მუხლით, 149-ე მუხლით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მესამე
ნაწილით, 229-ე მუხლით.
2. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობის
გარეშე.
ასეთ
შემთხვევაში
საქმეს
განიხილავს
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლოს მოსამართლე.
3. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე
შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს
ხელყოფილი
მათი
ხელშეუხებლობა,
მხარის
შუამდგომლობის
საფუძველზე,
საქმის
განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის
გარეშე.
4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის
დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
5. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა
მასმედიით
მისი
ინტენსიური
გაშუქების
ან
საქმისადმი
კონკრეტული
ტერიტორიის
მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე,
საქმის განმხიველი სასამართლო უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის თანხმობით დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ამ კოდექსის
211 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა სასამართლოში.“.
10. 231-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის
თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას,
ამ კოდექსს და საქართველოს სხვა ნორმატიულ აქტებს. ეს განმარტებები ნაფიც მსაჯულებს
წერილობითი სახითაც გადაეცემა.“;
ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1)
ბრალდებულის
მიერ
მისთვის
ბრალად
შერაცხული
ქმედების
ჩადენის
დადასტურების აუცილებლობას, ამ ქმედების ობიექტური შემადგენლობის თითოეული
ელემენტის არსებობის დამტკიცების ჩათვლით; განზრახვისა და გაუფრთხილებლობის არსსა და
მნიშვნელობას; მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველ გარემოებებს;“;
გ) მე-4 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას, იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი გონივრული
ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება, აგრეთვე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის
შინაარსს;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის თავმჯდომარის მიერ
განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის
გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას;“;
დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, მხარის შუამდგომლობით განუმარტოს ნაფიც
მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული,
რომლის
შემადგენლობის
გათვალისწინებული
გარკვეულ
დანაშაული.
ელემენტებსაც
ასეთ
შეიცავს
შემთხვევაში
ნაფიც
წარდგენილი
ბრალდებით
მსაჯულებს
დამატებით
წარედგინებათ გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის
შესაბამისად და მოსამართლე მათ განუმარტავს, თუ რა არის საერთო და განმასხვავებელი
ბრალდებით გათვალისწინებულ დანაშაულსა და მეორე - შედარებით ნაკლებად მძიმე
დანაშაულს შორის.“
11. 256-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან
სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც მსაჯულთა გარდა, არავის არა აქვს უფლება,
იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულთა
ვერდიქტზე.“;
12. 259-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის
დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.“.
13. 261-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 4 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს
გადაწყვეტილებების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილებები მომდევნო 8 საათის განმავლობაში
მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ
11 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები მიიღება 6 ხმით;
თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, გადაწყვეტილებები
მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან,
გადაწყვეტილებები მიიღება 4 ხმით.“.
14. 266-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში
სააპელაციო სასამართლო განაჩენით ადგენს ახალ სასჯელს. ამ შემთხვევაში სააპელაციო
სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
15. 330-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის
მიკუთვნებულ,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
110-ე–114-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას,
თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით
დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
3. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო
სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება,
სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილებისა, ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 330-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები
ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გ. მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მომზადება
განაპირობა
ნაფიც
მსაჯულთა
ინსტიტუტის
ფუნქციონირებისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობამ, რაც უკავშირდება
ნაფიც
მსაჯულთა
შერჩევის
პროცედურებს,
მათ
უსაფრთხოებას,
მიუკერძოებლობას,
სასამართლო პროცესების ორგანიზებულობასა და ზოგადად, ინსტიტუტის ეფექტიანობას.
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ექსპერტის რეკომენდაციების თანახმად,
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის უფრო ფართოდ გამოყენებასთან ერთად
აუცილებელია
გადაიხედოს
პროცედურები
მსაჯულთა
დანიშვნასთან
დაკავშირებით.
კანონპროექტის მომზადება აგრეთვე განაპირობა 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც ვადა
გასდის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობის მარეგულირებელ გარდამავალ
ნორმებს, ერთი მხრივ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობის მუდმივი ნორმების
შემოღების აუცილებლობამ და, მეორე მხრივ, არსებული რესურსების გათვალისწინებით
განსჯადობის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვის მიზანშეწონილობამ.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი 2010 წელს იქნა შემოღებული სისხლის
მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ფარგლებში. პირველი სასამართლო პროცესი ნაფიც
მსაჯულთა მონაწილეობით 2011 წელს წარიმართა. თუმცა, დღემდე ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობით გამართული სასამართლო პროცესების რაოდენობა ძალზე მცირეა, რაც
სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული.
კანონპროექტის
გამოვლენილი
მიზანია
ხარვეზების
ნაფიც
აღმოფხვრა
მსაჯულთა
და
სასამართლოს
აღნიშნული
საკითხის
ფუნქციონირებისას
მარეგულირებელი
კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, უნდა
მოხდეს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის სრულყოფა, მათ მიერ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოზე დაკისრებული ფუნქციების სრულად აღქმის უზრუნველყოფა, ნაფიც მსაჯულთა
უსაფრთხოებისა
წარმართული
და
მიუკერძოებლობის,
აგრეთვე
ნაფიც
მსაჯულთა
მონაწილეობით
სასამართლო პროცესების ორგანიზებულობისა და მთლიანად ინსტიტუტის
ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
შედის ცვლილებები, რომელთა თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო კონკრეტულ
ტერიტორიულ ერთეულებში იფუნქციონირებს; ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა
შეიცვლება იმგვარად, რომ შერჩევის პროცესი გონივრულ ვადებში დასრულდეს; ახლებურად
ყალიბდება ნაფიც მსაჯულთა შეუთავსებლობის შემთხვევები; განისაზღვრება ნაფიც მსაჯულთა
მიუკერძოებლობისა
და
უსაფრთხოებისთვის დამატებითი
გარანტიები;
დაუსაბუთებელი
აცილებების ბოროტად გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრისა და პროცესის ორგანიზებულობის
უზრუნველყოფის მიზნით, შეიცვლება ნაფიც მსაჯულთა აცილებისა და მათ მიერ კენჭისყრის
ჩატარების წესები.
კანონპროექტით იცვლება და მოქმედ რედაქციას ემატება შემდეგი საკითხები:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოების ტერიტორიული განსაჯადობა
თავდაპირველად ნაფიც მსაჯულთა სისტემა
საქართველოს მხოლოდ ორ ქალაქში
(თბილისში და შემდგომ - ქუთაისში) ამოქმედდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე იგეგმებოდა მისი
განვრცობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსს ემატება 211 მუხლი, რომლის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები
იქმნება თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო, აგრეთვე ზუგდიდის,
თელავისა
და
გორის
რაიონულ
სასამართლოებში,
მათი
სამოქმედო
ტერიტორია
კი
განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ასეთი მიდგომა
შეესაბამება სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკას, სადაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, როგორც
წესი, რაიონულ ცენტრებში და დიდ ქალაქებში მოქმედებს. მაგალითად, ბელგიაში ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო ბრიუსელში და ბელგიის რეგიონების ყველა მთავარ ქალაქში
მოქმედებს.1
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საგნობრივი განსჯადობა
კანონპროექტის
თანახმად,
ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლო
განიხილავს
საქმეებს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული)
მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6, მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351
მუხლით, 143-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-2-მე-4
ნაწილებით, 144-ე, 1441 და 1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მეორე
ნაწილით, 147-ე მუხლით, 149-ე მუხლით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მესამე
ნაწილით, 229-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდების შემთხვევებში.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით მსგავსი
მიდგომა აქვთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. მაგალითად, ესპანეთში დანაშაულებს,
რომელთა განხილვის უფლებაც აქვს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, მიეკუთვნება მკვლელობა,
მუქარა,
შენობაში
უკანონოდ შეჭრა
ქურდობის მიზნით, განზრახ
ცეცხლის წაკიდება,
დოკუმენტების გაყალბება, ქრთამის აღება, გავლენის ბოროტად გამოყენება, საზოგადოებრივი
ბელგიის ნაფიც მსაჯულთა ასიზის სასამართლო, ბელგიის იუსტიციის სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტი,
2010, გვ. 4.
1
ფონდების უკანონოდ მითვისება, თაღლითობა და გამოძალვა, თანამდებობის პირთათვის
აკრძალულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, პატიმართა არასათანადო მოპყრობა.2
მსგავსი მიდგომაა ავსტრიაში,3 ასევე ინგლისსა და უელსში.4
კანონპროექტის
თანახმად,
ბრალდებულს
უფლება
აქვს
მოითხოვოს,
რომ
საქმე
განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში საქმეს განიხილავს
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე. ასეთი მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს, უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებების დაცვას და ზემოთ განხილული
ქვეყნების - მაგალითად, ინგლისისა და უელსის, კანონმდებლობითაც არის გათვალისწინებული.5
ნაფიც მსაჯულთა შეუთავსებლობა
კანონპროექტის
თანახმად,
პირი
ვერ
მიიღებს
სისხლის
სამართლის
პროცესში
მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს სსსკ-ით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის
აცილების რომელიმე საფუძველი ან/და:
ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;
ბ) იგი სამხედრო მოსამსახურეა;
გ) იგი სასულიერო პირია;
დ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ე) იგი ბრალდებულია;
ვ)
იგი
ნარკოტიკული
საშუალების
ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირია
მცირე
და
ოდენობით
აღნიშნული
მოხმარებისთვის
ადმინისტრაციული
სახდელის დადებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები;
ზ) იგი ნასამართლევია.
ამასთან, მოქმედ კანონში არსებული ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა განსაზღვრული
პროფესიების წარმომადგენლები - გამომძიებლები, პოლიციელები, იურისტები, ფსიქოლოგები,
ფსიქიატრები. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ არ შეიძლება რომელიმე
პროფესიისადმი კუთვნილება per se საფუძვლად დაედოს კანონისმიერ შეუთავსებლობას. ამავე
დროს, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ორივე მხარის უფლება - დასაბუთებული ან
დაუსაბუთებელი აცილება მისცეს ამა თუ იმ მსაჯულს, მათ შორის, იმის გამო, რომ იგი შეიძლება
მიკერძოებული იყოს ბრალდების ან დაცვის მხარის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, მაგალითად,
გამომძიებლისა თუ ადვოკატის შემთხვევაში ნაკლებია მიკერძოების საფრთხე, ვინაიდან მათ,
საკუთარი პროფესიიდან გამომდინარე, უკეთ აქვთ აღქმული მიუკერძოებლობის ვალდებულების
არსი. აღნიშნული მიდგომა გამყარებულია იმ სახელმწიფოთა პრაქტიკით, სადაც განხილული
ესპანეთის ორგანული კანონი ნაფიც მსაჯულთა შესახებ (1995), მუხლი 2.
ავსტრიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (1974), მუხლი 31(4).
4 ინგლისისა და უელსის სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები (2014), მუხლი 38(6).
5 ევროპის საბჭოს შედარებითი კვლევა, ევროპის სახელმწიფოებში ნაფიც მსაჯულთა სისტემის ანალიზი, 2013, გვ. 40.
2
3
პროფესიები არ წარმოადგენს შეუთავსებლობის საფუძველს - მაგალითად, ბელგია6 და
საფრანგეთი.7
გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, „შეუთავსებელ“ პირთა ჩამონათვალს ემატება
ნასამართლობის მქონე პირები, რაც ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ
ჩამონათვალში უკვე მოცემულია ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირი.
ეს
მიდგომა
სრულად
შეესაბამება
ევროპის
ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ნასამართლობა წარმოადგენს საქმეში პირის ნაფიც მსაჯულად
მონაწილეობის გამომრიცხველ შესაძლებლობას. ასეთი ქვეყნებია საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია,
ესპანეთი, ინგლისი და უელსი.8
ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა
-
ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოება
კანონპროექტი9 იცავს ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოებას და განსაზღვრავს, რომ საქმის
განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს
თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის
გარეშე, თუ დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე
შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს
ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა.
-
ნაფიც მსაჯულთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა
კანონპროექტით10
გათვალისწინებული
ცვლილებით
სასამართლო
უზრუნველყოფს
ნაფიცი მსაჯულების გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი
საცხოვრებლის ან დროებითი განთავსების ადგილიდან სასამართლომდე და უკან. აღნიშნული
ნორმა აუცილებელია იმისთვის, რომ სხდომის დასრულების შემდგომ ნაფიცი მსაჯულები და
პროცესის რომელიმე მხარე ერთმანეთს არ შეხვდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სხვა
ადგილას, რამაც, შესაძლოა, შექმნას მათზე ზეგავლენის საფრთხე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვის ორგანიზება და ვადები
-
ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა და ვადები
ბელგიის ნაფიც მსაჯულთა ასიზის სასამართლო, 2010, გვ. 8.
მუხლი 257, საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (2000).
8 გაერთიანებული სამეფოს აქტი ნაფიცი მსაჯულების შესახებ (1974), სექცია 1, ნაწილი II; მუხლი 217, ბელგიის
სასამართლოების შესახებ კოდექსი, 1967, იხილეთ ასევე ბელგიის ნაფიც მსაჯულთა ასიზის სასამართლო, 2010, გვ. 7;
ავსტრიის ნაფიც მსაჯულთა შესახებ კანონი (1990), მუხლი 5; საფრანგეთის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
(2000), მუხლი 256; ესპანეთის ორგანული კანონი ნაფიც მსაჯულთა შესახებ (1995) მუხლი 9.
9 სსსკ, მუხლი 226 (3).
10 სსსკ, მუხლი 28.
6
7
ცვლილებების თანახმად11, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა რამდენიმე ეტაპისაგან
შედგება:
I ეტაპი: ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ
მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის
პრინციპით
ადგენს
ნაფიცი
მსაჯულობის
კანდიდატთა
სიას
არა
უმეტეს
300
პირის
შემადგენლობით. თითოეულ კანდიდატს შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მიენიჭება რიგითი
ნომერი.
აღნიშნული ცვლილების მიზანია უზრუნველყოს მსაჯულთა შერჩევის პროცედურის
დასრულება მაქსიმუმ ერთ თვეში, დღეს არსებული 3-4 თვიანი პრაქტიკისგან განსხვავებით.
აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - სასამართლო რეფორმის,
ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობის დანიის საქართველოს პროგრამის
ფარგლებში მომზადებული ანგარიშის ავტორების თანახმად, იმ სისტემაში, რომელშიც პროცესის
თითოეულ მხარეს შეუძლია ბევრჯერ გამოიყენოს დაუსაბუთებელი აცილების შესახებ
შუამდგომლობის დაყენების უფლება (მაგ., ირლანდია), ნაფიც მსაჯულთა უფრო დიდი საწყისი
რეზერვია საჭირო. ამავდროულად, საწყისი რეზერვის მოცულობა მნიშვნელოვანწილად
დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც გათავისუფლდნენ ნაფიც მსაჯულთა
მოვალეობის შესრულებისაგან, ანდა მოხდა მათი დისკვალიფიკაცია ან აცილება.12
II ეტაპი: ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე არანაკლებ
20 დღით ადრე საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ
დამტკიცებული კითხვარი.
III ეტაპი: ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს და 5 დღის
ვადაში დაუბრუნოს მოსამართლეს შევსებული კითხვარი.
IV ეტაპი: მოსამართლე ვალდებულია შევსებული კითხვარები მხარეებს გადასცეს მათი
მიღებიდან 5 დღის ვადაში. კითხვარს მოსამართლე მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე
ამტკიცებს.
პრაქტიკაში
ყოფილა
შემთხვევები,
როცა
მოსამართლეს
შევსებული
კითხვარები
მხარეებისთვის სხდომის წინა დღეს გაუგზავნია, რაც ცხადია, არასაკმარისი დროა კითხვარების
ჯეროვნად გაცნობისა და მათ საფუძველზე თითოეული კანდიდატისათვის დასასმელი
კითხვების ჩამოსაყალიბებლად. შესაბამისად, ცვლილებით დადგენილი ვადა უზრუნველყოფს
მხარეების მიერ კითხვებისა და პასუხების სრულყოფილად გაცნობის შესაძლებლობას.
ცვლილებების თანახმად,13 ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა, თუმცა, თუ არსებობს
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხდომის ნაწილობრივ
სსსკ, მუხლი 221.
ევროსაბჭოს შედარებითი ანალიზი - არაპროფესიონალ მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის სისტემები ევროპის
საბჭოს წევრ სახელმწიფოებში 2013, გვ. 56.
13 სსსკ, მუხლი 222.
11
12
ან სრულად დახურვის რომელიმე საფუძველი, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს
გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.
-
ნაფიც მსაჯულთა აცილება
ცვლილების თანახმად14 მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის
აცილების
შესახებ
შუამდგომლობა,
რომელიც
შეიძლება
იყოს
დასაბუთებული
ან
დაუსაბუთებელი. მხარეს უფლება აქვს დააყენოს განუსაზღვრელი რაოდენობის დასაბუთებული
და განსაზღვრული რაოდენობის დაუსაბუთებელი აცილება. პირველად მხარეები აყენებენ
შუამდგომლობებს დასაბუთებული აცილების, ხოლო, ამის შემდეგ - დაუსაბუთებელი აცილების
შესახებ. თითოეული სახის აცილების უფლებას მხარეები ახორციელებენ სათითაოდ და
მორიგეობით, ჯერ ბრალდების მხარე და შემდეგ დაცვის მხარე.
აცილების
შესახებ
შუამდგომლობას
მოსამართლე
განიხილავს
ცალკე,
მხოლოდ
პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობით. ამ მიზნით მოსამართლე თავისთან მოიხმობს
პროკურორსა და ადვოკატს, ისე, რომ პროცესზე დამსწრე სხვა პირებს არ მოუწევთ სასამართლო
სხდომის დარბაზის დატოვება. აცილების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის
შემთხვევაში ნაფიცი მსაჯული შეიძლება უარყოფითად განეწყოს ამცილებელი მხარის მიმართ,
ამიტომაც მიზანშეწონილია, რომ აცილების შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ ცალკე,
მხოლოდ პროკურორისა და ადვოკატის მონაწილეობით განიხილოს.
რაც შეეხება თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს, მოსამართლე მათ განიხილავს
საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება.
-
საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო
ცვლილების თანახმად,15 გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქმე
ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობით განიხილება, სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს
წინასასამართლო სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს. ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით
არსებითი განხილვის ვადა განსაზღვრულია სსსკ-ის 224-ე მუხლის მე-3 ნაწილით. შესაბამისად,
ცვლილების მიზანია 225-ე მუხლში ცალსახად იყოს აღნიშნული, რომ მასში მოცემული ვადა
ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით საქმის განხილვის დაწყებაზე არ ვრცელდება.
-
ნაფიც მსაჯულთა მიერ კენჭისყრის ჩატარების წესი
ცვლილების თანახმად16, ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი
მსაჯული თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს ცვლილებებით
გათვალიწინებული სსსკ-ის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილში დადგენილი რიგითობით და
ფორმულირებით. პირველად კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ
ვერდიქტს, ხოლო თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, შემდგომ კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს
ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით. შესაბამისად, კენჭისყრა მოხდება არა
სსსკ, მუხლი 223 (1).
სსსკ, მუხლი 225.
16 სსსკ, მუხლი 256.
14
15
სხდომის თავმჯდომარის მიერ ჩამოყალიბებულ რიგითობისა და ფორმულირების მიხედვით,
არამედ
კანონით
დადგენილი
წესით,
რაც
უზრუნველყოფს
გამჭვირვალობასა
და
მიუკერძოებლობას.
სათადარიგო მსაჯულის თათბირზე დასწრება
-
სიახლე საქმეში სათადარიგო მსაჯულის მონაწილეობის წესებსაც შეეხება. სათადარიგო
მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას, მაგრამ მას უფლება არა აქვს გამოხატოს საკუთარი
აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე. არსებული წესისაგნ განსხვავებით, მას ასევე არ
აქვს უფლება დაესწროს სასამართლოს თათბირს. სათადარიგო მსაჯული მხოლოდ იმ
შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში, თუ მან შეცვალა
ნაფიცი მსაჯული კანონით დადგენილი წესით.
-
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება
კანონპროექტის თანახმად17 იცვლება 266-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსი და შესაბამისი
ქვეპუნქტების შემთხვევაში განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში სააპელაციო
სასამართლოს ენიჭება უფლება განაჩენით დაადგინოს ახალი სასჯელი. ამ შემთხვევაში
სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის
ცვლილებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
17
სსსკ, მუხლი 266.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობისას შეხვედრები და კონსულტაციები გაიმართა სისხლის სამართლის
სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში. ამ კონსულტაციების
შედეგად მიღებულ იქნა მოსაზრებები, რომელთა უმრავლესობაც ასახულია წინამდებარე
პროექტში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს
მთავარი პროკურატურა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლების მოქმედი სრული
რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 28. ნაფიცი მსაჯულის (მსაჯულობის კანდიდატის) სოციალური გარანტიები
1. ნაფიც მსაჯულს და მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ დროულად მიიღონ
სახელმწიფოსგან ყველა იმ ხარჯის ანაზღაურება, რომელიც პირდაპირაა დ აკავშირებული მათ
მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი
ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს
უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.
3. სასამართლო ვალდებულია ინდივიდუალურად გაითვალისწინოს ნაფიცი მსაჯულის
კანონიერი ინტერესები. სასამართლო თავისუფლდება ამ ვალდებულებისაგან, თუ ნაფიცი
მსაჯულის კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილებით დაცული სიკეთე ნაკლებია, ვიდრე
მართლმსაჯულებისათვის ან მესამე პირისათვის მიყენებული ზიანი. ასეთ შემთხვევაში პირი არ
უნდა გათავისუფლდეს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებისაგან.
მუხლი 29. მოთხოვნები ნაფიცი მსაჯულისადმი
პირი უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულად მიიღოს მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თუ:
ა) საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს
გადაცილებული პირი;
ბ) იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
გ) ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც შედის იმ სასამართლოს განსჯადობაში, სადაც
მიმდინარეობს პროცესი;
დ) შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს არ შეუშლის მის
მიერ ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.
მუხლი 30. შეუთავსებლობა
პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ
არსებობს ამ კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი ან/და:
ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;
ბ) იგი გამომძიებელია;
გ) იგი პოლიციელია;
დ) იგი ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ე) იგი სასულიერო პირია;
ვ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;
ზ) იგი ბრალდებულია;
თ)
იგი
ნარკოტიკული
საშუალების
მცირე
ოდენობით
მოხმარებისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული პირია;
ი) მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო
იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;
კ) იგი ფსიქოლოგია;
ლ) იგი ფსიქიატრია;
მ) იგი იურისტია.
მუხლი 221. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის შედგენა
1. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა
ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არა უმეტეს 100 პირის შემადგენლობით. ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი
ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ დამტკიცებული კითხვარი. ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში მითითებულ ვადაში.
კითხვარს მოსამართლე ამტკიცებს მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე.
2. 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიან სიას სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტო ყოველწლიურად, არა უგვიანეს 1 ივლისისა, უგზავნის შესაბამის სასამართლოს.
3. სასამართლო ვალდებულია შეატყობინოს მხარეებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის
ადგილისა და დროის შესახებ. მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის
პროცედურას. მხარეს უფლება აქვს, ერთჯერადად, 24 საათის განმავლობაში გაასაჩივროს ნაფიც
მსაჯულთა შერჩევის სხდომის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილება ან მოქმედება.
საჩივარი შეიტანება საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარესთან, რომელიც ზეპირი
მოსმენის გარეშე, განჩინებით წყვეტს მას შეტანიდან 24 საათის განმავლობაში.
4.
ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით შერჩეულ ნაფიცი
მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი. სიას ხელს აწერს სხდომის
თავმჯდომარე. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის ასლები გადაეცემა მხარეებს.
5. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ეგზავნებათ
უწყება, სადაც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, ადგილი და გამოცხადების
სავალდებულოობა.
6. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია ამ კოდექსით განსაზღვრული
აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2
დღის განმავლობაში.
მუხლი 222. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა
1. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, რის შემდეგაც სხდომის მდივანი
აცხადებს მსაჯულობის კანდიდატთა ვინაობას.
2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი
გამოცხადდება, მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის
პროცედურა.
3. სხდომის თავმჯდომარე:
ა) წარადგენს საკუთარ თავს და სხდომის მდივანს;
ბ) მიმართავს მსაჯულობის კანდიდატებს და განუმარტავს მათ მოწვევის მიზანს;
გ) აცხადებს, რომელი საქმე განიხილება, და მსაჯულობის კანდიდატებს გააცნობს
წარდგენილი ბრალდების შინაარსს;
დ) მსაჯულობის კანდიდატებს განუმარტავს კანონს, რომელიც გამოყენებული იქნება
საქმის განხილვისას;
ე) აცხადებს საქმის განხილვაში მონაწილე მხარეებს;
ვ) განსაზღვრავს სხდომის ხანგრძლივობას და სხვა პროცედურულ საკითხებს.
4. სასამართლო მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის
მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე.
მხარეთა
მონაწილეობით
მუხლი 223. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, აცილება და თვითაცილება
1. მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ
შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალ დების მხარე, ხოლო
შემდეგ – დაცვის მხარე.
2. მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის
კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს საშუალებას აძლევს,
შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარმოადგინონ დამატებითი მასალები
აცილების თაობაზე.
3. მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების
წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისთვის დასმასაც აპირებენ; ეს არ ზღუდავს
მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი კითხვები.
4. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს
მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა
და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ
გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და
მიუკერძოებლად განხილვაში.
5. მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის
პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. მსაჯულობის
კანდიდატს აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება მოეთხოვოს მხოლოდ მხარის დასაბუთებული
მოთხოვნის არსებობისას. თუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი
მიაყენოს მის ინტერესებს, მსაჯულობის კანდიდატი ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ
სხდომის თავმჯდომარეს.
6. დაუსაბუთებელი აცილება არ შეიძლება იმგვარად იყოს გამოყენებული, რომ მოხდეს
მსაჯულობის კანდიდატთა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენის,
მსოფლმხედველობის, პოლიტიკური შეხედულებების, რაიმე გაერთიანების წევრობის,
ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და
წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის,
ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის საფუძველზე.
7. მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა
თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რ ომელი ც მას ხელს შეუშლის ნაფიცი
მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში . თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს.
მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის
თვითაცილებ ისადმი .
8. აცილებისა და თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს მოსამართლე განიხილავს
საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა
დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი.
9. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა
სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე გადადებს სხდომას არა უმეტეს 10 დღით და ამ თავით
დადგენილი წესით მოიწვევს დამატებით არა უმეტეს 30 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს შემადგენლობის ამ კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად.
10. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების
აღკვეთას, მხარეს 12 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ
შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია განაცხადოს 6 დაუსაბუთებელი აცილება.
11. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, თითოეულ მათგანს დამატებით 3 კანდიდატის
დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ეძლევა. იგივე უფლება ეძლევა ბრალდების
მხარეს. თუ რომელიმე ბრალდებული სრულად არ გამოიყენებს აცილების განცხადების საკუთარ
კვოტას, მისი გამოყენების უფლება ენიჭება იმავე საქმეში სხვა ბრალდებულს. ამ შემთხვევაში
ბრალდების მხარე სარგებლობს იმდენივე დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით,
რამდენითაც ისარგებლა ყველა ბრალდებულმა საერთო ჯამში.
მუხლი 224. კანდიდატის დანიშვნა ნაფიც მსაჯულად
1. აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგანთორმეტს სხდომის
თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს,
როგორც სათადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამართლე
უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სათადარიგო მსაჯულის დამტკიცების
შესახებ. ეს გადაწყვეტილება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
2. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს.
სათადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც
მსაჯულებზე ან მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში.
3. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის
თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის
პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა.
მუხლი 225. საქმის არსებითი განხილვის დაწყების დრო
სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს წინასასამართლო
სხდომის დასრულებიდან არა უგვიანეს 14 დღისა, თუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე
სასამართლო სხვა ვადას არ განსაზღვრავს ან დამატებით გონივრული ვადა არ არის საჭირო
ნაფიც მსაჯულთა შესარჩევად.
მუხლი 226. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
1. თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას, საქმეს განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის
გარეშე. თუ, დანაშაულის სიმძიმიდან ან ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე
შეექმნას ნაფიც მსაჯულთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან სხვაგვარად არსებითად იქნეს
ხელყოფილი მათი ხელშეუხებლობა, აგრეთვე როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
ჩატარება არსებითად დაარღვევს ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას, მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე, საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით და
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით, საქმეს განიხილავს
მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე .
2. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობა უნდა უზრუნველყოფდეს მის
დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
3. თუ შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა
მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების ან საქმისადმი კონკრეტული ტერიტორიის
მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქმის განმხილველი სასამართლო
უფლებამოსილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანხმობით
დაადგინოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადატანა ტერიტორიულად სხვა ადგილას მდებარე
სასამართლოში.
მუხლი 231. სხდომის თავმჯდომარის განმარტებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსადმი
1. სხდომის გახსნისას და სათათბირო ოთახში გასვლამდე სხდომის თავმჯდომარე ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს აძლევს განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. სხდომის
თავმჯდომარის განმარტებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციას,
ამ კოდექსს და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს განმარტებები
ნაფიც მსაჯულებს წერილობითი სახითაც გადაეცემა.
2. აღნიშნული განმარტებები წერილობითი სახით გონივრული ვადით ადრე უნდა
გადაეცეთ მხარეებს. ისინი უფლებამოსილი არიან სხდომის თავმჯდომარეს მიმართონ მასში
ცვლილებების და დამატებების შეტანის შუამდგომლობით. თუ მხარეები ამ უფლებას არ
გამოიყენებენ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლამდე, სხდომის თავმჯდომარის
განმარტებათა სამართლიანობა და კანონიერება არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის
საფუძველი.
3. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია სათათბირო ოთახში გასვლის წინ ნაფიც
მსაჯულებს მოკლედ განუმარტოს სხდომაზე განხილული ყველა მტკიცებულების შეფასების
წესი. იგი აღნიშნულ განმარტებებს იძლევა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესით.
განმარტებისას სხდომის თავმჯდომარეს ეკრძალება რაიმე ფორმით თავისი პირადი
შეხედულების გამოხატვა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა გადაწყვეტაც ნაფიც
მსაჯულთა კომპეტენციას განეკუთვნება.
4. სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულებს განუმარტავს:
ა) ბრალდების შინაარსს და მის სამართლებრივ საფუძველს;
ბ) მტკიცებულებათა შეფასების ძირითად წესს;
გ) უდანაშაულობის პრეზუმფციის ცნებას და იმ გარემოებას, რომ ყოველგვარი ეჭვი
ბრალდებულის სასარგებლოდ წყდება;
დ) რომ გამამტყუნებელი ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს სხდომის თავმჯდომარის მიერ
განმარტებულ კანონს და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ
მტკიცებულებათა ერთობლიობას;
ე) რომ სხდომის მიმდინარეობისას მათ უფლება აქვთ, აწარმოონ და გამოიყენონ
ჩანაწერები;
ვ) რომ ვერდიქტი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სასამართლო პროცესის დროს
გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არ უნდა იქნეს მიღებული
მხედველობაში სხვისი მითითებით, რომ ვერდიქტი არ უნდა იქნეს გამოტანილი ვარაუდის
საფუძველზე ან დაუშვებელ მტკიცებულებათა გამოყენებით;
ზ) თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე ვერდიქტის გამოტანის წესს;
თ) რომ ჯერ კენჭი უნდა უყარონ ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამართლებელ
ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების
სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით;
ი) რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ თითოეული ბრალდებისათვის წარდგენილი
ვერდიქტის ფორმებიდან მხოლოდ ერთს – გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტის
ფორმას.
5. სხდომის თავმჯდომარე განმარტებას ამთავრებს ნაფიცი მსაჯულებისათვის იმის
შეხსენებით, რომ მათ ფიცი დადეს.
6. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მოსმენის შემდეგ ნაფიც მსაჯულებს უფლება
აქვთ, სხდომის თავმჯდომარეს წერილობით დაუსვან დამატებითი შეკითხვები. დამატებითი
განმარტებების მიცემა ხდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით.
7. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია მხარის შუამდგომლობით განუმარტოს ნაფიც
მსაჯულებს, რომ ბრალდებულმა შესაძლოა ჩაიდინა შედარებით ნაკლებად მძიმე დანაშაული,
რომლის შემადგენლობის ელემენტებს შეიცავს წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული
დანაშაულის ელემენტები. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს დამატებით წარედგინებათ
გამამტყუნებელი ვერდიქტის ფორმა ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 256. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირი
1. სხდომის თავმჯდომარის განმარტებების მიღების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები გადიან
სათათბირო ოთახში ვერდიქტის გამოსატანად. ნაფიც და სათადარიგო მსაჯულთა გარდა, არავის
არა აქვს უფლება, იმყოფებოდეს სათათბირო ოთახში და რაიმე სახით გავლენა მოახდინოს ნაფიც
მსაჯულთა ვერდიქტზე.
2. ნაფიც მსაჯულებს უფლება აქვთ, შეწყვიტონ თათბირი მხოლოდ სხდომის
თავმჯდომარის თანხმობით.
3. ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ უფროსი მსაჯული
თანამიმდევრულად აყენებს ღია კენჭისყრაზე თითოეულ საკითხს სხდომის თავმჯდომარის მიერ
განსაზღვრული რიგითობით და ფორმულირებით. ჯერ კენჭი ეყრება ყველა წარდგენილ
ბრალდებაზე გამამართლებელ ვერდიქტს. თუ ვერდიქტი ვერ მიიღება, კენჭი ეყრება
გამამტყუნებელ ვერდიქტს ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით.
4. თითოეული ნაფიცი მსაჯული გამოხატავს თავის დადებით ან უარყოფით
დამოკიდებულებას საკითხისადმი. ნაფიც მსაჯულს უფლება არა აქვს, თავი შეიკავოს ხმის
მიცემისაგან. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოსამართლეს, თუ
რომელიმე მსაჯული თავს იკავებს ხმის მიცემისაგან, უგულებელყოფს მოსამართლის მიერ
მიცემულ მითითებებს, ითვალისწინებს იმ მტკიცებულებას, რომელიც არ გამოკვლეულა
სასამართლოში, გამოხატავს აშკარა მიკერძოებას ან/და სხვაგვარად აშკარად არღვევს კანონს. ამ
შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია გააფრთხილოს ნაფიცი მსაჯული და მის მიერ
დარღვევის განმეორების შემთხვევაში დაითხოვოს იგი. მოსამართლე ასევე უფლებამოსილია
ამავე საფუძვლით დაითხოვოს ნაფიც მსაჯულთა სრული შემადგენლობა და დანიშნოს ნაფიც
მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღი.
5. ნაფიცი მსაჯულები ხმას აძლევენ მსაჯულთა სიაში მათი რიგითობის მიხედვით.
უფროსი მსაჯული ხმას აძლევს ბოლოს და აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს.
მუხლი 259. სასამართლოს განაჩენის კანონიერება, დასაბუთებულობა და სამართლიანობა
1. სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
2. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს
კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა
ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
3. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის
დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში
ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება
მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
მუხლი 261. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განსჯის და იღებს გადაწყვეტილებებს ფაქტების
შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფაქტების შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის
თავმჯდომარის
მიერ
სამართლებრივ
საკითხებთან
დაკავშირებით
მიღებული
გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე.
2. ნაფიცმა მსაჯულებმა თითოეულ წარდგენილ ბრალდებაზე უნდა გადაწყვიტონ
უდანაშაულობის ან ბრალეულობის საკითხი.
3. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად.
4. თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს
გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში
მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ
11 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 4 ხმით.
5. თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სხდომის
თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის მნიშვნელობას და
სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, არის თუ არა ისეთი
მსაჯული, რომელიც უარს აცხადებს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან რომელსაც აქვს
ინტერესი საქმის მიმართ, რის შესახებაც არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს.
აღნიშნული განმარტების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს,
დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი კანონის შესაბამისად.
6. თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის
განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე
მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და
დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით
დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება.
7. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გააუქმოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს
გამამტყუნებელი ვერდიქტი და დანიშნოს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის
სხდომის თარიღი, თუ აღნიშნული ვერდიქტი აშკარად ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა
ერთობლიობას, უსაფუძვლოა და გამამტყუნებელი ვერდიქტის გაუქმება სამართლიანი
მართლმსაჯულების აღსრულების ერთადერთი შესაძლებლობაა. სხდომის თავმჯდომარე არ არის
უფლებამოსილი, გამოიყენოს ამ ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება მხოლოდ იმ
საფუძვლით, რომ იგი არ ეთანხმება ნაფიც მსაჯულთა მიერ მოწმის ჩვენების სანდოობის
შეფასებას ან რომელიმე მტკიცებულების მნიშვნელობას.
8. უფროსი მსაჯული ავსებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტს, რომელშიც შეაქვს კენჭისყრის
საერთო შედეგები და რომელსაც ყველა ნაფიცი მსაჯული ადასტურებს ხელმოწერით.
მუხლი 266. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება
1. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და
არ გასაჩივრდება.
2. მხარეს შეუძლია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს
გამამტყუნებელი განაჩენი, თუ:
ა) სხდომის თავმჯდომარემ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ უკანონო გადაწყვეტილება
მიიღო;
ბ) სხდომის თავმჯდომარემ მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვისას უკანონო
გადაწყვეტილება მიიღო, რითაც არსებითად დაირღვა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი;
გ) სხდომის თავმჯდომარემ ნაფიც მსაჯულთა სათათბირო ოთახში გასვლის წინ განმარტებების
მიცემისას არსებითი შეცდომა დაუშვა;
დ) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას მთლიანად ან ნაწილობრივ არ დაეყრდნო
ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს;
ე) სხდომის თავმჯდომარე განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო ამ კოდექსის მოთხოვნების
დარღვევით გამოტანილ ვერდიქტს;
ვ) სასჯელი უკანონოა ან/და აშკარად დაუსაბუთებელია;
ზ) სხდომის თავმჯდომარემ არ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის
შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაცია.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის
დაკმაყოფილების შემთხვევაში საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცემა ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოს ახალ შემადგენლობას.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით ნაფიც
მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში გაუქმების შემთხვევაში საქმე სასჯელის
ხელახალი
დანიშვნისათვის
უბრუნდება
ნაფიც
მსაჯულთა
სასამართლოს
სხდომის
თავმჯდომარეს.
მუხლი 330. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დროებითი განსჯადობა
1. 2011 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მხოლოდ თბილისის
საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის
მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის) სისხლის სამართლის
საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (მხოლოდ დამთავრებულის)
ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
11. 2011 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
მოქმედებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში და განიხილავს მისი ტერიტორიული
განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა
ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ
კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
2. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის
მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე
მუხლებითგათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა
ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ
კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.
3. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე მუხლითგათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო
სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება,
სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო.
31. (ამოღებულია - 19.02.2015, №3090).
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების
ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო,
ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.