„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-07-20
ბიუროს ნომერი 423
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს ცვლილება და 236-ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი
ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების
ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება,
დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და
ასეთი იარაღის შესაბამისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან
შენახვა, –
ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან
ორას ორმოც საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან
თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულისა), ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
5. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
6. ამ მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ
საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ
მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ცეცხლსასროლი
იარაღი,
როგორც
განსაკუთრებული
კატეგორიის
მოწყობილობა/საგანი, რომელიც განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის
დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის
წყაროს დანაშაულის ჩადენის რისკების თვალსაზრისით. სახელმწიფოს ამოცანაა,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით
განსაზღვროს ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ცეცხლსასროლი
იარაღის უსაფრთხო ბრუნვას და გაზრდის ამ კუთხით მართლწესრიგის დაცვის
გარანტიებს. შესაბამისად იარაღის უკანონო ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს წინაშე
არსებული გამოწვევების საპასუხოდ მომზადდა აღნიშნული ცვლილების პროექტი,
რომელიც ითვალისწინებს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით დადგენილი წესების
დარღვევისათვის
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით
დადგენილი წესების დარღვევისათვის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამკაცრება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად იცვლება 236-ე მუხლის დისპოზიცია, კერძოდ,
ერთმანეთისაგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღისა და
მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის შეძენა/შენახვა და შესაბამისად, მძიმდება
ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) შეძენისათვის ან/და შენახვისათვის
გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. აგრეთვე, ამ ცვლილების
პროპორციულად სანქციები მკაცრდება ამ მუხლის შემდეგი ქვეპუნქტებისთვისაც.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
გამოყოფას.
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
ბიუჯეტიდან
ხარჯების
მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი, სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი
ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების
ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება,
დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება
1. სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული იარაღისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, აგრეთვე ამ
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.
3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.
4. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან
ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ბ) არაერთგზის, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ
საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ
მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.