„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
21.07.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ა. მიროტაძე, ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“
ინიციატორი
ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“
ნომერი
#07-3/604/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-08-17
ბიუროს ნომერი 425

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
´ 「 し b〕 ふ ln300恥 qさ ,80blし 3)hCD89500 10Lさ bOb 卜1425/2 17 5830` 60, 2016 軍択 o ° 乱 δ Ч δ l)30ROJ欄 滞〕 摯 ぶ∬.搬机j燃鞠満牌】 8聯 logo6rSb-1ulo1p$o 3o8o$X$o ,Ⅲ頑 F・OoOm‑0709‐ 2809 ` bOS●■6働゛¬ ‐0709 2109 A,bhe,o t'qtan7*., @n *'*a 2209 ‐0710 や,^"パ │ ̀ス 'レ │ 凸 606● Jゆ協。♂ ` `お卜R。ル 択90360t … ttR♪ゅoR賞 碑 い 00o00 066 」 ̀Ю"Ъ nn e,6fii4 a.fla<@\ r^^<('rrrRtu ^Drd6,, Lrjrr6or3gqoL Jor6q.>3n5gob bopr6o rq665L: troj.:r4or3XqoL Jor6q;3X5gob,;r'r3og3g6bb.> po b;Jrr6gr3X5$r'r g16.,jgon6?o qro$3r'rL 5r'rt4O;golqo id6ob J6o1d6ol, goSboq3o bo j.>16 ur 36q'rn L .);t6q.>395$ o tr or.>38ypt'r3.>16n do216ob bbqoSoL uru33gqo3or6X 0 輿`3000Lり も`180R0 \ b)jDhCn330plb 3)hCDe360∩ 一 ltjst6orgxq,ob is{6qrr036$ob bo3{6rnlr 659。 0い '93000響 N425/2 2016 $Cq'o' 17 rASoLOn, brdr6o66q'ob Jf,E rac6o.rr rr66q$9furrr t,l6-9 ag\'ob "6" $3fuE$ob qgr la7-9 ao\,otr ac-a &cqi)ob Bglssraottag' t$$6ro4gq,('rlr lroq'ra96oob b(PJ6x'! rqgbC6t : ($166o5o ei$rq,clq, t,q#AoAgq\d, $d,q'rAC6oot t$go6!5ljo-Li0(,"Jx0oo qr63ob'r qgr Joooocoo), qcdr,(r,cq' lDJoorbor Ql JQDaoJEou Utsqcoro)r rr"a.C.q'"C. o6O006rGCrlL 3o&Ococbll 6r6obrryc6 lsJrdrq'raofuo gdtrioor o goreig0ob" 0.rC6 b4i6erffiACbq'o o6o6ol6o3ob $Cb* "CdrogEpJE OgJD6ob Srtrera96g6oq,o "brjroo4gecnJ br6lAtUibrqx'r 3oq6dlao $q'oq'CbC0ol' qgr $106158'r A3lrbg6" (N07-3/604 , 21.07.2016\ tD}:r6o4gE'ob Jr6o6ot, J6oCd6o 0rArf$C6oq,C6ob orro0r$9 r66<'r6ob b.)dif,o6Cq'ol, Ji6'q'r0C60r't' JoAoOCOAi 6og6rcilJ. ttld$,(r)8C('ot Jvr,q,r0g60rfu o,rBAX(mAldtC, 0q0t6ctu lrbqx'raoU cn$AxAoorq ゃPo"9ヽ b∝ "
წერილი
√ \ 。)'J 一 )コ 8 n3arb 5」 00δ ‐86m86■ R10■ m6■ 00 "珈 Lr j.r6o6gqn(t J$q,$36ool) trrr,66r6o'b0ff I (QJi])t+,OrArSOot) Ug6cllrL $q,6r0o6 CcnC6 L3or6rodCL $q,6r,Oc*,o J,,l36, br$tr,cr,3cq,(''1j JoBlrJoOUOrr,L 67 C A.Jbq'ob J.rBCei, J.,rE*)oU, lr+C,o)3Jqml, Jyc,q,rfo6tnb t6Jaq')ar6oob 15 C AJbqmb er 9+C &Jbq'ob ,lo6,)3Ce'., JU6:JOob ACbrbraoL.>qr tr3$r,r66pg6q,fi o6o0oro%oU fol)oor g.r50ar6oq,A06o, LrCrC,oBCq,{,b,lJ6m6oL J6c)d,jL,,brCj6,oBJq,lru Lrbrerlr)brq! J(.efilLAo o3q,oq'CBJBoL ACOr6ob crrrlArto ,, 6rnbo3or, &\y9or A3L;br6obo 0b3q1qxr0,r. .trOo3ob0CAo(,), tsC,rC3or,,C6o36.Jq,o Bo611ilob" tnr3Aiqxr0s63 4.3.:{nfu.f3r('o 1子 0子 ′′ρ7 : ケ . 略 、 り。 │ ,ぅ 、 0% ヽ 46001J■ 0ヽ 。 ` 。.、 ヽ ̀261、 Oo● o ll・ 'F̀・ (00532)22810700Rむ j、 6̀o30RⅢ し` ` ` an60。 、いいbRo ̀や 3ment ge LO、 contactOPaf
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მუხლი 1. მე-60 მუხლს დაემატოს 41 მუხლი: 4.1 მსჯავრდებულის მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინება ჩერდება სასჯელის მოხდის პერიოდში“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: სასჯელის მოხდის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, მის მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე კვლავაც გრძელდება საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინება, რაც უსამართლოა და არსებითად ლახავს პატიმრის უფლებებს. მსჯავრდებულთა ინფორმაციით, საგადასახადო საურავი/ჯარიმა შეადგენს ათასობით ლარს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და კოლოსალურ თანხებს შეადგენს. მაგალითად, მსჯავრდებულმა, რომელსაც მისჯილი აქვს 5-10 წელი, წარმოდგენაც შეუძლებელია, რა რაოდენობის თანხა შეიძლება გადაიხადოს პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულს ისღა დარჩენია, დავალიანების დაფარვის მიზნით, უკანონო გზებს მიმართოს, ჩაიდინოს დანაშაული ან საცხოვრებელი სახლი გაყიდოს და დარჩეს მიუსაფარი. მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ საკუთარი ქმედებით არ უნდა უბიძგოს პატიმარს ახალი დანაშაულის ჩადენისა და ფიზიკური განადგურებისკენ. სახელმწფოს ეკისრება მსჯავრდებულის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის პოზიტიური ვალდებულება. ამასთანავე, გასათვალისწინებელის ისიც, რომ სასჯელის მიზანს შემდგომი დანაშაულის პრევენცია და მსჯავრდებულის გამოსწორება წარმოადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: შეთავაზებული ცვლილების მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და პატიმრის უფლებების დაცვა წარმოადგენს. საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანით, სახელმწიფო აღარ უბიძგებს მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ და რეაბილიტაციის სრულ შესაძლებლობას მიცემს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათი დაწესდება იმ მსჯავდებულებზე, რომლებიც დაპატიმრებამდე ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას და სახელმწიფოს წინაშე ჰქონდათ საგადასახადო დავალიანება. კერძოდ, მსჯავრდებულის მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინება შეჩერდება სასჯელის მოხდის პერიოდში“. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ აუარესებს შესაბამის პირთა ფინანსურ მდგომარეობას. ბ.ვ) კანონპროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის განსაზღვრა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტანციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ე) კანონპროექტის ავტორი: პარლამენტის წევრი - ანი მიროტაძე; ა/ო „ადამიანის უფლებათა ცენტრი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 60. საგადასახადო შეღავათი 1. ამ კოდექსით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი ან ადგილობრივი გადასახადისაგან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ ამ კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანით. 2. საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან. 3. ადგილობრივი გადასახადის გადახდისათვის საგადასახადო შეღავათი დგინდება შესაბამის ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანით. 4. აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან. 5. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.