„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2016
ავტორი
საქართველოს მოქალაქე თამაზ ქოქოსაძე
ნომერი
#9831/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-06-01
ბიუროს ნომერი 410

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
bri.lriorpq,ob J,x6q,.l0g66otr 3D‖ :]調 :lCrη bog6otr 0rqQrfgACOoq,C6r b N410/2 2016師 ,1… 謝枷 響 b午40む 5■ 650b 5」 b♪ nⅢ ¨ 6‑b嚇 蠍蹴騎蜘 OSGp"0噛 。 dぃ 型 "
წერილი
brjs6orggqx'rb Js6q,r6g66oU orr30aqrn0r63b, br$r.rb cgr3ool gbggrtsgoql: bt$er&r qgr3oo, b':jl6or3cq,cnlt Js6q,,:0g6gob 6X6q,;6g6gob 150-9 Ogbq,,ob tsgbsbr8obrq, tt3r6er60qggbq,rn $o6tqg,:qggbob $gboor, $,:60rn6oq6g6or lrtjr6orpq,erlr 3.r6rn6olr J6ogigb ,,brbpq,6$ogtn 3r'r63g6b,:6oob q.or brbgq,O$ogo r3rq.og0og6o b6oJgbqgoolr tsgbrbgb" ttjs6cn3gq,oli 3r6ar6tso 6gq,oq,gbolr tsC$r6ob or,:obcbg, rbCaC 3r6oJ6r'rgjgob 6r60r6ggboon br6rorob J6ogj6b. 6orber3or, $s60arqg6g6oq, l-r13.:6rn60qg5bq,rn $obsqrsqgXblb 6ob6Xor boorrbsqro Ol"r3qrgqrerbr, l6jr6or35qrr.rb Jr6q,r6g6goU 6g6q,r6X66oor c9rqg6g6oq,o $3botr tsgbrbr0obsqg. 3s6o3ob6g0oor, o,.rortjojobsdg *,V/^--A-0obr0s6on: orboqrobo, g.rq,o,:03oqrob j. N,43, bobr N,44; ggqggoEo: 2 222 029; Eoboq136o: 551222 029.
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) პირებს, რომელთაც 1994 წლის 17 იანვრამდე დანიშნული ჰქონდათ პერსონალური პენსია.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI2 თავი: „თავიVI2. ყოფილი პერსონალური პენსიონერის სახელმწიფო კომპენსაცია მუხლი 222. ყოფილი პერსონალური პენსიონერის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა იმ პირის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა, რომელსაც 1994 წლის 17 იანვრამდე დანიშნული ჰქონდა პერსონალური პენსია, განისაზღვრება 500 ლარით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოში წლების მანძილზე პერსონალური პენსიები ენიშნებოდათ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებს. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 17 იანვრის #38 დადგენილებით, გაუქმდა მინისტრთა კაბინეტთან არსებული პერსონალური პენსიების დამნიშვნელი კომისია. თუმცა პერსონალური პენსიის დანიშვნა 1989 წლიდან ფაქტობრივად არღარ მომდარა. ამავე დროს, მოქმედი საპენსიო კანონმდებლობით პირები, რომელთაც თავის დროზე დაენიშნათ პერსონალურ პენსია, გათანაბრებულნი არიან ასაკით პენსიონერებთან და არ არის გათვალისწინებული ის განსაკუთრებული დამსახურება, რომელიც თავის დროზე პერსონალური პენსიის დანიშვნის საფუძველი გახდა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ყოფილ პერსონალურ პენსიონერთა ღვაწლის დაფასება და მათი სოციალური დაცვის პირობების გაუმჯობესება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილებები შედის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება „პ“ ქვეპუნქტი, რომლითაც პირს, ვისაც 1994 წლის 17 იანვრამდე დანიშნული ჰქონდა პერსონალური პენსია, ენიჭება სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. გარდა ამისა, კანონს ემატება VI2 თავი, რომლითაც ყოფილი პერსონალური პენსიონერის სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება 500 ლარით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე ისევე, როგორც 2017 წლის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს 2017 წლის 01 იანვრიდან წარმოეშობა ახალი ფინანსური ვალდებულება. ფინანსური ვალდებულების მოცულობის კუთხით, გასათვალისწინებელია შემდეგი მონაცემები: 2003 წლის მდგომარეობით საქართველოში იყო სულ 3,750 ყოფილი პერსონალური პენსიონერი; 2004 წელს - 2,940 (კლება წინა წელთან შედარებით შეადგენს 810 კაცს); 2005 წელს - 2,052 (კლება წინა წელთან შედარებით შეადგენს 888 კაცს); 2006 წელს - 1,572 (კლება წინა წელთან შედარებით შეადგენს 480 კაცს). 2007 წლიდან საქსტატი აღარ გასცემს მსგავს ინფორმაციას (როგორც ჩანს, ასეთი სტატისტიკა აღარ წარმოებს). ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალური პენსიის დამნიშვნელი კომისია ოფიციალურად გაუქმდა 1994 წლის 17 იანვარს, 1989 წლიდან პერსონალური პენსიის დანიშვნა ფაქტობრივად შეწყდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველაზე ახალგაზრდა ყოფილი პერსონალური პენსიონერის ასაკი 87 წელზე ნაკლები ვერ იქნება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ყოფილ პერსონალურ პენსიონერთა რაოდენობა საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე ათეულს შეადგენდეს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებას დადებითი ფინანსური შედეგი ექნება ყოფილი პერსონალური პენსიონრებისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელთა შემოღებას. გ) კანონპროექტის სტანდარტებთან. მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს მოქალაქე თამაზ ქოქოსაძე, დოქტორი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ტექნიკურ მეცნიერებათა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც გათვალისწინებულია ცვლილება: მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები 1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება. ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. (25.07.2013 N 866 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) 2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს; დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს; 1 დ ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს;(22.06.2012 N 6550 ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან) ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს; (08.07.2015 N3934 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) 1 ე ) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირებს; (02.05.2014. N2359) ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს; ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს; თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს; ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს; კ) მეცნიერებს. ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს. (17.03.2006 N2798) მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; (27.12.2013. N1896) (25.07.2013 N 866 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) ნ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს (27.12.2013. N1896) (25.07.2013 N 866 ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან) ო) საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღის (1991 წლის 9 აპრილი) შემდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 პუნქტით და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, გარდა ამ პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (08.07.2015 N3934 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან) 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს.