ანგარიში - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის ნოემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში.

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
02.12.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#1136/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-05
ბიუროს ნომერი 8

📜 ტექსტი

წერილი
N 1136 02/12/2016 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის ნოემბერში გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 2 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის ნოემბერში გაწეული მუშაობის ანგარიში საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მუშაობდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად. კომიტეტმა მას შემდეგ რაც აირჩია კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები, შეიმუშავა კომიტეტის დებულების ახალი პროექტი და დასამტკიცებლად გაუგზავნა პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტმა განიხილა მე-8 მოწვევის პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განსახილველად წარმოდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების საკითხი და მიზანშეუწონილად მიიჩნია მათი შემდგომი განხილვის გაგრძელება. კომიტეტის დასკვნა წარედგინა პარლამენტის ბიუროს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“. ფარული კეჭისყრით, კომიტეტის წევრთა უმრავლესობით, ნდობა გამოუცხადა სამთავრობო გუნდა და მათ მიერ წარმოდგენილ პროგრამას და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, კომიტეტმა მოამზადა დასკვნები და პარლამენტის დადგენილებების შემდეგი პროექტები: 1. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კვირიკაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის კახა კალაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; 3. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გახარიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე; 4. საქართველოს პარლამენტის წევრის სანდრა ელისაბედ რულოვსისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა დაიწყო კომიტეტებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობის შესწავლა. 1 გარდა ამისა კომიტეტმა დაიწყო ახალი მოწვევის პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციებისა და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხების შესწავლა. კომიტეტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით და პარლამენტის დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან. კომიტეტის ვებ გვერდზე განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული ინფორმაციები, რითაც პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ. მიმდინარეობდა მუშაობა აგრეთვე წინა მოწვევის განმავლობაში ვადაგასული შეუსრულებელი დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად. მიმდინარე წლის ნოემბერში სულ მოწვეულ იქნა კომიტეტის 3 სხდომა. კომიტეტში სხვადასხვა საკითხზე სულ შემოვიდა 38, ხოლო გაიგზავნა 7 კორესპოდენცია. 2