„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-12
ბიუროს ნომერი 9
📜 ტექსტი
წერილი
「 l 3
沼
もうJう トロ3'Cmb
‑
bδ J5̀ヽ lD30g(0)b
じδ gr5886(bOb Ψ08F)0
う0卜 C)0,6● n
LrjJd,o8lqx',b JJt+,e'ra..r6Ool.,
Lro50r6otir0.,or eCJrt6gsdgfu ob ggCrrLL
Cr<'arornb C(r,C6 l8orbrodCL
jiq,o,:6cso 3o'34'
trslt6ogqmL Jct6\)oogo(nb 67-3 Ag\'oL Jo63Cq,o Jgq)obr ar LrCJ6oaCq,(,l,
,tlaC,rACq)ob t+{5q,!AC&Jot, la3-C AJbq'ol., AC-2 JrftopL 6XUrb$oL:a9, bi3.:6cn6aq9Cbqx'}
o6ooo\)o3ou $CL.,o, $J6,A!0oabC6(,, "lrrC.5d,otCqx"l., LrAt(orl.rrbNx, Ja{-odbEo $qo{C&'L
ACO5EoU ACbrbCA" brCr6o,3cq,(1L 3!ffiot, Jd,oC&)Cblr.
6otur,r3or, g$t6gfu3q'Scr<n l$Cn6crr3Cqxrll J,:t6q'raC6$oll t6g6q'l096goL 163-3 Agbq,oll
Agbra.sAobsqp 3r6mEl6(')frloCbou AiEdJl6CAU(,o SOUo<r, Ar6boqBol, Jt6aBC(tjr,CboL er$gCbr.
e.or6r.6oo: 24 g060Cq,o
J\5o3ob0JA.,o,,
fx'lA56 J$UE or
3r6q,!AC6OoL $Ca6o
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს 97-ე ნაწილის შემდგომ დაემატოს
შემდეგი შინაარსის 98-ე ნაწილი:
„98.
ერთობლივ
შემოსავალში
ასახვას
არ
ექვემდებარება
პირის
მიერ,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო
სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოსაგან,
„აწარმოე
საქართველოში“
სახელმწიფო
პროგრამის
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების შესაბამისად,
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის
ნაწილის ფარგლებში 2017 წლის 1 იანვრამდე მიღებული თანადაფინანსება.“
მუხლი 2.
ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანა განპირობებულია
სახელმწიფო
პროგრამის
„აწარმოე
საქართველოს
მთავრობის
2014
საქართველოში“
წლის
30
მაისის
დამტკიცების
N365
შესახებ“
დადგენილებით
დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე
მეწარმეობის ნაწილის
ფარგლებში საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან მიღებული თანადაფინანსების სახსრები,
იმ მეწარმე სუბიექტთა ჯგუფებისათვის, რომლებსაც შექმნილი აქვთ ამხანაგობები,
დღეს მოქმედი კანონმდებლობით ჩაეთვლება ერთობლივ შემოსავალში და იბეგრება
არსებული წესით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამით თანხების გაცემა
მიკრო და მცირე მეწარმეებზე გათვალისწინებული იყო გრანტის სახით. ცვლილება
განპირობებულია იმით, რომ პროგრამაში მონაწილე ამხანაგობების მიერ მიღებული
თანადაფინანსების თანხები არ იქნას შეტანილი მათ ერთობლივ შემოსავალში და
შესაბამისად არ მოხდეს სახელმწიფოს მიერ მათზე გადაცემული თანადაფინანსების
თანხების დაბეგვრა, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების
ეფექტურად გამოყენებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
ცვლილების მიზანია პირის მიერ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეწარმეობის განვითარების სააგენტოსგან, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო
პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის
N365
დადგენილებით
დამტკიცებული
სახელმწიფო
საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის
პროგრამის
„აწარმოე
ფარგლებში მიღებული
სახსრები არ ჩაითვალოს ერთობლივ შემოსავალში და შესაბამისად არ მოხდეს
ბენეფიციარისთვის გათვალისწინებული თანადაფინანსების თანხების დაბეგვრა
20%-ით,
რაც
ხელს
შეუწყობს
პროგრამის
წარმატებულ
და
ეფექტურ
განხორციელებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავლად არ ჩაითვლება საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი განვითარების
სამინისტროს
საჯარო
იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ
სამართლის
„აწარმოე
საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის
ფარგლებში
მეწარმე
სუბიექტებზე
2017
წლის
1
იანვრამდე
გაცემული
აუცილებელი
ხარჯების
თანადაფინანსების სახსრები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ მოითხოვს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ინიცირებული ცვლილება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
ბიუჯეტის
დაგეგმვისას
გათვალისწინებულია,
რომ
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის
ნაწილით გასაცემი თანადაფინანსების თანხები პროგრამის ბენეფიციარებზე
გაიცემა გრანტის სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტი ფინანსური თვალსაზრისით წაახალისებს, იმ პირებს, რომლებიც
ისარგებლებენ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილების
მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით, თუმცა კონკრეტული ფინანსური
შედეგების დათვლა, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ დგინდება
რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა
სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
საერთაშორისო
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
ან/და
ექსპერტის
შეფასება
კანონპროექტის
მიმართ,
(დაწესებულების)
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან კაკულია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი: რომან კაკულია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის იმ მუხლის სრული რედაქცია,
რომელშიც გათვალისწინებულია შესაბამისი ცვლილება
მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი
1. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
2. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
3. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
31. 2014 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში გადახდილი პროცენტი დაიბეგრება გადახდის
წყაროსთან 0-პროცენტიანი განაკვეთით, თუ კმაყოფილდება ქვემოთ ჩამოთვლილი
ყველა პირობა: (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან) ამოღებულ
იქნეს (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
ა) პროცენტის მიმღებ საწარმოს პროცენტის თანხა შეაქვს პროცენტის გამცემი
საწარმოს კაპიტალში;
ბ) ამ კოდექსის 131-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში გადახდილი პროცენტის გადახდის წყაროსთან 5-პროცენტიანი
განაკვეთით დაბეგვრის მოქმედების პერიოდში არ შემცირდება პროცენტის გამცემი
საწარმოს კაპიტალი.
2
1
3 . ამ მუხლის 3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ პროცენტის
მიმღები არის არარეზიდენტი საწარმო, პროცენტის გამცემი საწარმოს მიერ
გადახდილი პროცენტი არ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას,
ხოლო უკვე გამოქვითული ხარჯი ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ჩართვას
იმ პერიოდში, რომელშიც სესხის პროცენტი შეტანილ იქნა პროცენტის გამცემი
საწარმოს საწესდებო კაპიტალში. (20.12.2011. N5556) ამოღებულ იქნეს (13.05.2016.
N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
33. ამ მუხლის 31 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის
შემცირებისთვის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევაში კაპიტალში შეტანილი
პროცენტი ექვემდებარება დაბეგვრას მისი კაპიტალში შეტანის მომენტისთვის
1
არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ამ მუხლის 3 ნაწილის მოთხოვნათა
გაუთვალისწინებლად. (20.12.2011. N5556) ამოღებულ იქნეს (13.05.2016. N5092
ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
4. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
5. ამოღებულა (8.11.2011. N5202 ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან)
6. ამოღებულია (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
7. ამოღებულია (26.12.2013. N1886)
8. ამოღებულია (22.02.2011. N4206)
9. ამოღებულია (22.02.2011. N4206)
10. საქართველოში ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატებისათვის
არ გამოიყენება გადამუშავების სასაქონლო ოპერაციები, გარდა შიდა გადამუშავების
სასაქონლო
ოპერაციისა,
რომელიც
გამოიყენება
საქონლის
შერევის
(კომპაუნდირების) და გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან
გატანის პირობით. (12.06.2012. N6446)
11. ამ კოდექსის ამოქმედებამდე საქართველოს საბაჟო კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N39, 09.08.2006, მუხ. 280) შესაბამისად გაცემული სანებართვო
მოწმობები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
12. ამ კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილისა და 161-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მარეგულირებელი დებულებები ვრცელდება მხოლოდ 2009
წლის 7 აგვისტოდან შექმნილ ამხანაგობაზე. 2009 წლის 7 აგვისტომდე შექმნილ
ამხანაგობაზე გავრცელდება 2009 წლის 7 აგვისტომდე მოქმედი ნორმები. (14.06.2011.
N4754)
13. საქართველოს მთავრობას დაევალოს, საქართველოს ტყის კოდექსში
სამონადირეო მეურნეობების მიერ დაკავებულ მიწებთან დაკავშირებით
ტყითსარგებლობით განსაზღვრულ სახეებთან მიმართებით
ცვლილებების
განხორციელებისთანავე მოამზადოს შესაბამისი ცვლილება აღნიშნული მიწების
ქონების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით.
14.
ოკუპირებულ
ტერიტორიაზე
განხორციელებული
ეკონომიკური
საქმიანობით
წარმოშობილი
უიმედო
ვალი
ჩამოიწერება
საქართველოს
მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“
ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.
15. 2018 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების
ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ
დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის
(ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან,
მათ შორის, დახლიდან, გარდა იმ პირისა, რომელიც რეგისტრირებულია ან
ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად ამ კოდექსის
შესაბამისად. ამ ნაწილის მიზნებისათვის: (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1
იანვრიდან)
ა) ბაზარი (ბაზრობა) არის მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია
სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან
მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული
სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია საქონლის სარეალიზაციოდ;
ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) არის
ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური
სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და
მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები,
აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება.
16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის
შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი
აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული
ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და
ექვემდებარება
დეკლარირებასა
და
გადახდას
საშემოსავლო/მოგების
გადასახადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. (9. 12 2011. N5452 ამოქმედდეს
2012 წლის 3 იანვრიდან)
17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ
კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“
ქვეპუნქტის დებულებები. (15.12.2010. N4061 ამოქმედდეს 2010 წლის 31
დეკემბრიდან)
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტითა და ამ
მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული
ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ
ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი
მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას. (15.12.2010. N4061
ამოქმედდეს 2010 წლის 31 დეკემბრიდან)
(17. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში
აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ
კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი
ნაწილის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“
ქვეპუნქტის დებულებები. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
18. ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტითა და ამ
მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული
ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ
ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი
მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას. (13.05.2016. N5092
)
ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
19. „საბაჟო კონტროლის
გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე
შემოტანილი,
კეთილსინდისიერად
შეძენილი
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე
და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, მექანიკური
სატრანსპორტო საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან
დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის
გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების
გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, თუ იგი „საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი,
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2012 წლის 1
იანვრამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით საჯარო
სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს წარუდგენს სათანადო განცხადებას 2006 წლის 1
ივლისამდე კეთილსინდისიერად შეძენილი და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით
ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2006 წლის 1 ივლისამდე
შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ და
უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციას.
(27.03.2012. N5942)
20. საქონლის მფლობელი საქართველოს მოქალაქე თავისუფლდება
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების იმპორტის სასაქონლო ოპერაციის
გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული საქონლის გაფორმების, საქონლის
დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის (საბაჟო) გადასახადის, დამატებული
ღირებულების გადასახადის, აქციზის გადასახადის გადახდის, აგრეთვე ამ კოდექსის
272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, თუ
აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო
ტერიტორიაზე შემოტანილია 2006 წლის 1 ივლისამდე და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განხორციელებულა მისი წარდგენა და
გაფორმება. (27.03.2012. N5942)
21. პირი თავისუფლდება ამ კოდექსის 272-ე, 289-ე და 291-ე მუხლებით
გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან,
მექანიკური
სატრანსპორტო
საშუალების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული
საქონლის გაფორმების, საქონლის დეკლარირების, საქონლის გაშვების, იმპორტის
(საბაჟო) გადასახადის, დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის
გადასახადის გადახდის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან
დაკავშირებული
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
სხვა
ვალდებულების შესრულებისგან, თუ აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განხორციელდა 2007−2009
წლებში. (19.04.2011. N4549)
22. ამ მუხლის მე-19, მე-20 და 21-ე ნაწილებით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისაგან ან ვალდებულებების შესრულებისაგან გათავისუფლება არ
ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც სამართალდარღვევებისათვის
გამოყენებული საგადასახადო სანქციები აღსრულდა „საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით ან მისგან მალულად საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი,
კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების
რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. (27.03.2012.
N5942)
23. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი
წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ
საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ
საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში
მიღება. ამასთანავე, უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი
საწარმოსთვის 2011 წლის 1 იანვრამდე პრივატიზების წესით შეძენილი შენობანაგებობის ამავე საქმიანობისათვის გამოყენების (ექსპლუატაციაში მიღების)
შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა მცირდება შესაბამისი ქონების (შენობანაგებობის) პრივატიზების წესით შეძენისას ბიუჯეტში გადახდილი თანხით.
(15.05.2012. N6211)
24. 2018 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს
„ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის“
55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული
საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის
მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ
იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად ან ამ
საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში
მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000
ლარს. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
25. ამ მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში
ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად
განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის
ფართობი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან
წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება
დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10
ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის
ობიექტის
ადგილმდებარეობის
ან/და
სეზონურობის
გათვალისწინებით,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
(24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.)
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის
მიხედვით გადაიხდება:(26.12.2013. N1886)
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15
ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15
იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი
შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება. (26.12.2013. N1886)
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება
გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ
კალენდარულ წელს, ისე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლებელია
არ იყოს უწყვეტი. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან
წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
29.
ფიქსირებული
საშემოსავლო
გადასახადით
დაბეგვრის
პერიოდში:
(24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.)
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით
დაქირავებული
პირი
თავისუფლდება
საშემოსავლო
გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი
პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო
გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ
გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის
გამოყენების ვალდებულებისაგან.
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ
მუხლის 24-ე ნაწილით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონებას იმავე
სახის საქმიანობაში იყენებს: (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1
ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული
შემოსავლის
მიხედვით
გათავისუფლებულია
მოგების/საშემოსავლო
გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან
დაკავშირებით
დაქირავებული
პირი
თავისუფლდება
საშემოსავლო
გადასახადისაგან,
შესაბამისად,
მოიჯარე
–
საგადასახადო
აგენტის
ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო
აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო
ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. (24.06.2011. N4935
ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთირთობებზე)
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო
გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი
ადგილის მოკლე ვადით გაცემა. (24.06.2011. N4935 ამ პუნქტის მოქმედება
გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.)
33. ფიზიკურ პირებს 2011 წლის 1 იანვრიდან ამ კოდექსის 203-ე მუხლით
გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით 2007 წლის ქონების
გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევისათვის ამავე კოდექსის 274ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა არ ეკისრებათ. (20.12.2011. N5556)
34. 2011 წლისათვის ქონების გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება
მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული
ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი).
(24.06.2011. N4963 ამ პუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე.)
35. 2010 წლის 1 იანვრამდე ლიზინგით გაცემულ ამორტიზაციას
დაქვემდებარებულ ძირითად საშუალებებზე მოგებისა და ქონების გადასახადების
მიზნებისათვის ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს
საგადასახადო კოდექსის ნორმები. (13.10.2011. N5118)
36. გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის გადახდის დამადასტურებელი №1
ფორმის ქვითრის საგადასახადო ორგანოში წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო
ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება
შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი თანხის ნაწილში. (8.11.2011. N5202)
37. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას
ექვემდებარება: (12.12.2014. N2946)
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე
გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული
საურავი, თუ პირს 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის
ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო
დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
1
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოპერაციის
მიხედვით
განხორციელებული
დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციის/გაანგარიშების
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოპერაციის
მიხედვით
განხორციელებული
დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა
ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და
ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება); (13.05.2016. N5092)
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო
დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული
აღიარებული ჯარიმა, თუ გადახდილია 2013 წლის 1 იანვრისათვის არსებული
აღიარებული საგადასახადო დავალიანება – გადასახადის თანხის ნაწილში და პირს
2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე)
საგადასახადო
ორგანოსთვის
დეკლარაცია/გაანგარიშება
(გარდა
არ
წარუდგენია
საგადასახადო
პირის
ქონების
გადასახადის
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1761 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოპერაციის
მიხედვით
განხორციელებული
დეკლარირებისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციის/გაანგარიშების
(გარდა
პირის
ქონების
გადასახადის
1
დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 176 მუხლის პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოპერაციის
მიხედვით
განხორციელებული
დეკლარირებისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა
ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და
ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება); (13.05.2016. N5092)
გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური
პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის
ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.
38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება
საშემოსავლო გადასახადის 12-პროცენტიანი განაკვეთით. (8.11.2011. N5202)
39. ამოღებულია (22.06.2012. N6547)
40. 2005 წლის 1 იანვრიდან 2009 წლის 1 იანვრამდე პერიოდის მიხედვით დღგის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიმღების
მოთხოვნისას მასზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისთვის დადგენილი
ვადის (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა)
დარღვევით გამოწერილი და წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით
მიღებული დღგ-ის ჩათვლები გაუქმებას არ ექვემდებარება. ამ ნაწილის მოქმედება
არ ვრცელდება 2010 წლის 1 იანვრამდე გაუქმებულ დღგ-ის ჩათვლებზე, მათ შორის,
ჩათვლებზე, რომლებზედაც მიმდინარეობს საგადასახადო დავა. (8.11.2011. N5202)
ამოღებულ იქნეს (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან)
41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის
რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის,
99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“
ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება
ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით
დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (8.11.2011. N5202)
ამოღებულ იქნეს (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლოსამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის
სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას
ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და
2018 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის
შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2018 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. (22.06.2016 N 5491)
43. ამოღებულია (20.12.2012. N118 ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან)
44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და
„გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება
გავრცელდეს
2011
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და
206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის
1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის
105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (15.05.2012. N6211)
(44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 31 ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“
და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება
გავრცელდეს
2011
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტისა და
206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის
1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამ კოდექსის
105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1
)
იანვრიდან)
45. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად,
შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული
საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით
აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან
დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი
საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი
წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1
ივლისიდან)
46. 2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 ივნისამდე საგადასახადო პერიოდის
(პერიოდების) საგადასახადო შემოწმებისას საერთაშორისო გადაზიდვების და
მათთან დაკავშირებული (მათ შორის, საექსპედიტორო) მომსახურების მიმართ
დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) 2006 წლის 28
აპრილის №2955 კანონით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 01.05.2006, მუხ.
84) განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ
ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო
შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
(20.12.2011. N5556)
47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში
წარმოქმნილ ზარალზე. (15.05.2012. N6211 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2011
წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
48. ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება 2011
წლის 1 იანვრამდე დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე. (15.05.2012. N6211)
49. 2006 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/პერიოდების
საგადასახადო
შემოწმებისას
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
პირგასამტეხლოსა და სხვა ჯარიმების სახით მიღებული/მისაღები შემოსავლების
მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 136-ე მუხლის მე-13 ნაწილის
გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ
და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (15.05.2012. N6211)
50. ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას
ექვემდებარება: (15.05.2012. N6211)
ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილ ტერიტორიებზე არსებული ქონების მიხედვით დარიცხული და
გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა;
ბ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწის მიხედვით დარიცხული
და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ
მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ, რის გამოც პირი ვერ სარგებლობს
მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.
გ) პირის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ქონების და მასზე
დამაგრებული მიწის მიხედვით დარიცხული თუ გადაუხდელი ქონების
გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი ამ ქონებით ვერ
სარგებლობს იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა მიერ საცხოვრებლად
გამოყენების გამო და ეს ქონება რეგისტრირებულია, როგორც დევნილთა
კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, რაც დასტურდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული ცნობით.
(26.07.2014. N2540)
51. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის
დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში
ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
(15.05.2012. N6211)
52. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული
ოდენობის
დადგენამდე
არსებული
საგადასახადო
პერიოდის/პერიოდების
საგადასახადო შემოწმებისას: (15.05.2012. N6211)
ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო
პერიოდში/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს
მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში
დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან
დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმის ფარგლებში
არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება;
გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის
დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური
ზღვრული
ოდენობის
გამოყენებასთან
დაკავშირებით
საგადასახადო
ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად
იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ
ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას.
53. ამ მუხლის 52-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის
ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ
და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე. (15.05.2012. N6211)
54. „სასიცოცხლო სამოქალაქო დანიშნულების ტრანსპორტით საზღვრის კვეთის
ხელშეწყობის შესახებ“ 2007 წლის 30 ოქტომბრის ქ. ბრიუსელში ხელმოწერილი
მემორანდუმით გათვალისწინებული სწავლების (წვრთნების) მიზნებისათვის
შემოტანილი საქონელი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან.
(15.05.2012. N6211)
55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
ინვესტორისა
და
კონტრაქტორის
საგადასახადო
ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით. (15.05.2012.
N6176 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)
56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია
ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი
შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.
(15.05.2012. N6176 ამ ნორმის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ
ურთიერთობებზე)
57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, 99-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის,
205-ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და
272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას. (5.06.2012.
N6395)
(57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების,
99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 51 ნაწილის, 156-ე
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 11 ნაწილის, 1761 მუხლის მე-2 ნაწილის,
205-ე მუხლის 101 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ4“ ქვეპუნქტისა და
272-ე მუხლის 31 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად
ახორციელებენ
ელექტროენერგიის
განაწილების
საქმიანობას.
(13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
)
58. ფიზიკური პირისათვის (გარდა შემოსავლების მიღების მომენტში დღგ-ის
გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა) ან არარეზიდენტი
საწარმოსათვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი შემოსავალი
მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას): (28.12.2012.
N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან)
ა) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2006 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2012 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ბ) 2012 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2007 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის 1 ივლისამდე ანაზღაურებულად;
გ) 2013 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2008 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2013 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
დ) 2014 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2009 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2014 წლის ბოლოს ანაზღაურებულად;
ე) 2015 წლის ბოლომდე აუნაზღაურებელი პროცენტები, რომლებიც ხარჯის
სახით გამოქვითულია 2010 წლის საგადასახადო პერიოდში, საგადასახადო
მიზნებისათვის ითვლება 2015 წლის ბოლოს ანაზღაურებულად.
59. ამ მუხლის 58-ე ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ეკისრება
საგადასახადო აგენტისა და შესაბამისი თანხის 5%-იანი განაკვეთით დაბეგვრის
ვალდებულებები, ხოლო შემდგომ პერიოდში ფაქტობრივად ანაზღაურების
შემთხვევაში შესაბამისი შემოსავალი გადახდის წყაროსთან არ დაიბეგრება.
(28.12.2012. N189 ამოქმედდეს 2012 წლის 31 დეკემბრიდან)
60. ამ კოდექსის 123-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება 2018 წლის 1 იანვრამდე
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016
წლის 1 იანვრიდან)ამოღებულ იქნეს (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1
იანვრიდან)
61. გადასახადის გადაუხდელ თანხას 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 30
ივნისის ჩათვლით პერიოდში საურავი დაერიცხება 0,06 პროცენტის ოდენობით,
ხოლო ამ კოდექსის 272-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საურავი − 0,05
პროცენტი − გადასახადის გადაუხდელ თანხას დაერიცხება 2015 წლის 1 ივლისიდან.
ამ შემთხვევაში გადასახადის გადაუხდელობისათვის საურავის ოდენობის
განსაზღვრისას ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილების დებულებები არ
გამოიყენება. (1.05.2015. N3581 ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან)
62. ამ კოდექსის მე-4 მუხლის პირველი, მე-3, მე-5, მე-8 და მე-9 ნაწილებით
განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა, აგრეთვე ამ კოდექსის
43-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული
ვადა არის:(18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან)
ა) 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 5 წელი;
ბ) 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე პერიოდში − 4 წელი.
63. ამ კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დღგის ჩათვლის უფლების გამოყენება შესაძლებელია, თუ საქონლის იმპორტთან ან/და
საქონლის დროებით შემოტანასთან დაკავშირებით დღგ-ის დარიცხვის შესახებ
საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მიღებულია აღნიშნული ქვეპუნქტის
ამოქმედების შემდეგ. (26.12.2013. N1886)
64. საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია 2013 წლის 31
დეკემბრამდე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ
ძალას და მასზე ვრცელდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომენტში
მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის XLI თავის დებულებები.
(12.12.2014. N2946)
65. „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო დაფინანსების
ფარგლებში გადახდილი თანხის შემოსავლად აღიარება ხორციელდება ეროვნული
ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, მაგრამ არაუგვიანეს ფილმის
დასრულების შესახებ აქტის შედგენის და დაფინანსების მიზნობრივი ხარჯვის
დადასტურების მომენტისა. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
66. პირი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით
წარმოებულ ეროვნულ ფილმს აღრიცხავს, როგორც არამატერიალურ აქტივს. მას
უფლება აქვს, ფილმის ექსპლუატაციაში მიღების მომენტიდან სრულად გამოქვითოს
არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხები. (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
67. პირი, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სახელმწიფო დაფინანსების მხარდაჭერით
აწარმოებს ეროვნულ ფილმს, ვალდებულია: (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015
წლის 1 იანვრიდან)
ა) არამატერიალურ აქტივზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვის ნორმა
შეარჩიოს იმ საგადასახადო წელს, როდესაც აქტივი ექსპლუატაციაში შევიდა, და არ
შეცვალოს არჩეული გამოქვითვის ნორმა მოცემულ აქტივზე მისი ექსპლუატაციაში
შესვლის საგადასახადო წლის შემდგომი პერიოდებისთვის;
ბ) საამორტიზაციო ანარიცხების სრულად გამოქვითვის შემთხვევაში იგივე
მეთოდი გამოიყენოს შემდგომ წარმოებული ყველა ეროვნული ფილმის მიმართ,
თუმცა მას უფლება აქვს, არჩეული საამორტიზაციო ანარიცხების სრულად
გამოქვითვის ნორმა შეცვალოს მისი არჩევიდან 5 წლის შემდეგ.
68. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ – უეფა) 2015 წლის
სუპერთასის და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: (12.12.2014.
N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
ა) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება
მოგების გადასახადისაგან;
ბ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების
გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისაგან;
გ) უეფას ან/და მისი ფილიალის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება
იმპორტის გადასახდელები;
დ) უეფა ან/და მისი ფილიალი საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე
თავისუფლდება ქონების გადასახადისაგან.
69. დანიშნული პირის მიერ უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან
დაკავშირებული
ღონისძიებების
ფარგლებში
მიღებული
შემოსავალი
თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან მისი ფილიალის მიერ დანიშნული
ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, კლუბის თანამშრომელი (მაგალითად,
მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან მისი ფილიალის თანამშრომელი.
(12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
70. უეფას ან/და მის ფილიალს უეფას 2015 წლის სუპერთასის და მასთან
დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობა ამ კოდექსის 154-ე
მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე,
აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასათვის ან/და მისი ფილიალისათვის
მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
71. უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩის ორგანიზება და ჩატარება არ
წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას. (12.12.2014. N2946 ამოქმედდეს
2015 წლის 1 იანვრიდან)
72. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: (12.12.2014. N2946
ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
ა) პირის მიერ უეფასთვის, მისი ფილიალისთვის ან/და დანიშნული პირისთვის
იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან
არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2015 წლის სუპერთასს და მასთან დაკავშირებულ
ღონისძიებებს;
ბ) უეფას 2015 წლის სუპერთასის მატჩზე ან მასთან დაკავშირებულ
ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია.
73. ამ მუხლის 68-ე–72-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო
შეღავათებით სარგებლობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
(12.12.2014. N2946 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
74. ამ კოდექსის 106-ე მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტის, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის
„ბ“ ქვეპუნქტისა და 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის მოქმედება
ვრცელდება 2011 წლის 1 იანვრიდან
წარმოშობილ სამართლებრივ
ურთიერთობებზე. (12.12.2014. N2950)
75. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტებისა და
202-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2014 წლის 1
იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. (12.12.2014. N2950)
76. ფიზიკურ პირს, რომლის ერთობლივი შემოსავალი,
საგადასახადო
ორგანოსათვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 ან 2014 კალენდარული
წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს,
უფლება აქვს, შესაბამისი
კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი
შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმი − 1800 ლარი. ამ ნაწილის
მიზნებისათვის დასაბეგრ შემოსავალში არ
გაითვალისწინება ამ კოდექსის
საფუძველზე საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან განთავისუფლებული
შემოსავალი. (26.12.2014 N3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
77. დაქირავებულს უფლება აქვს, 2013 და 2014 კალენდარული წლების მიხედვით
გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშებისა და
სათანადო თანხის დაბრუნების მიზნით დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის
შესახებ დეკლარაცია (მათ შორის, დაზუსტებული დეკლარაცია) საგადასახადო
ორგანოს წარუდგინოს შესაბამისი საანგარიშო წლის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ,
მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. ფიზიკური პირის მიერ მიღებული
დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვისა და შესაბამისი
თანხის დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
(26.12.2014 N3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან)
78. დამქირავებლის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის საანგარიშო
თვის
მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ
ინფორმაციის
წარუდგენლობისას, დაგვიანებით წარდგენისას ან/და არასწორად წარდგენისას
დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში თანხის ზედმეტად
დაბრუნების ან/და
საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ზედმეტად ჩათვლის შემთხვევაში
დაქირავებულს ზედმეტად დაბრუნებულ ან/და საგადასახადო ვალდებულების
ანგარიშში ზედმეტად ჩათვლილ თანხაზე საგადასახადო ვალდებულება არ
დაეკისრება. (26.12.2014 N3015 ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან) (ამ ნაწილის მოქმედება
აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.)
79. დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება,
თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: (20.03.2015. N3407) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ა) უძრავი ქონება მიწოდებულ იქნა 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1
იანვრამდე პერიოდში;
ბ) მიწოდებული უძრავი ქონება განთავსებულია 2008 წლის 8 აგვისტოსთვის
ძალაში მყოფი მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებულ ობიექტში ან იმ
ობიექტში, რომელზედაც, 2008 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით, საპროექტო
დოკუმენტაცია
(არქიტექტურული
პროექტი)
უფლებამოსილ
ორგანოსთან
შეთანხმებული იყო, მშენებლობის ნებართვა კი შემდგომ გაიცა;
გ) უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირი არის ამ ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ობიექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის
მფლობელი (იგი შეიძლება არ იყოს ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მშენებლობის ნებართვის/საპროექტო დოკუმენტაციის (არქიტექტურული პროექტის)
მფლობელი);
დ) იმ ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად, სადაც განთავსებულია
მიწოდებული უძრავი ქონება, უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს;
ე) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, მთლიანად ან
ნაწილობრივ საცხოვრებლადაა განკუთვნილი;
ვ) ობიექტი, სადაც განთავსებულია მიწოდებული უძრავი ქონება, ამ მუხლის 81-ე
ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი.
80. ამ მუხლის 79-ე ნაწილის შესაბამისად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით
გათავისუფლებული უძრავი ქონების მიწოდების განმახორციელებელი პირისათვის
იმ ობიექტთან დაკავშირებით გაწეული სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურება,
რომელიც ამ მუხლის 81-ე ნაწილით გათვალისწინებულ ნუსხაშია შეტანილი,
გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით. (20.03.2015. N3407) (ამ ნორმის
მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
81. ამ მუხლის 79-ე და მე-80 ნაწილებით გათვალისწინებული შეღავათების
გამოსაყენებლად იმ ობიექტების ნუსხას, რომლებიც აკმაყოფილებს ამ მუხლის 79-ე
ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, განსაზღვრავს
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. (20.03.2015. N3407) (ამ ნორმის მოქმედება
გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
82. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2015 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნულ
სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში
გადასახადის
გადასახდელი
თანხის
გადაუხდელობისათვის,
საქონლის
წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო
საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის, სასაქონლო ოპერაციის
პირობების დარღვევისათვის ამ კოდექსის 272-ე მუხლითა და
289-ე მუხლის
პირველი, მე-17 და მე-18 ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან,
თუ იგი 2015 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს ამ მექანიკური სატრანსპორტო
საშუალების წარდგენასა და გაფორმებას. (1.05.2015. N3581)
83. ამ მუხლის 82-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან
გათავისუფლება არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართ საგადასახადო
სამართალდარღვევებისათვის გამოყენებული საგადასახადო სანქციები ამავე მუხლის
82-ე ნაწილის ამოქმედებამდე აღსრულდა.(1.05.2015. N3581)
84. 2015 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდებზე ჩათვლის დოკუმენტად
განიხილება უკუდაბეგვრისას ან საქონლის დროებითი შემოტანისას ბიუჯეტში დღგის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (1.05.2015. N3581)
85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ
კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად
ბრძანების გამოცემა. (1.05.2015. N3581)
86. ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის განმახორციელებელი
ელექტროენერგეტიკის საწარმოს მიერ 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1
იანვრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის
მოვალისათვის პატიება არ ითვლება მიწოდებული საქონლის ღირებულების
ანაზღაურებად. (22. 07. 2015. N4092)
87. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: (22. 07. 2015.
N4092)
ა) 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში
ელექტროენერგიის მიწოდებით წარმოშობილი ვალის პატიების შედეგად ფიზიკური
პირის მიერ მიღებული სარგებელი;
ბ) 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად
დაზარალებული ფიზიკური პირის მიერ: (ამ ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14
ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
ბ.ა) ფინანსური ინსტიტუტისგან სასესხო ვალდებულების პატიების შედეგად
მიღებული სარგებელი;
ბ.ბ) 2015 წლის 14 ივნისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე პერიოდში
საქონლის/მომსახურების
უსასყიდლოდ
მიღების
შედეგად
წარმოშობილი
სარგებელი.
გ) კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შიდა
პროცედურების, ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით 2014 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად უიმედო სესხად კლასიფიცირებული სასესხო ვალდებულების
პატიებისას (ჩამოწერისას) ფიზიკური პირის მიერ მიღებული სარგებელი. ამ
ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო მიზნებისათვის მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია უიმედო სესხის კლასიფიცირებას ახორციელებს ამავე ნაწილში
მითითებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად. (8.06.2016 N 5406)
შენიშვნა: (8.06.2016 N 5406)
1. ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის 2015 წლის 13-14 ივნისს ქალაქ
თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა სიას
ადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
2. ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება დამქირავებლის მიერ
დაქირავებულისათვის ან ამ კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული
ურთიერთდამოკიდებული პირებისათვის სასესხო ვალდებულების პატიების
შემთხვევებზე.
88. ფინანსური ინსტიტუტი უფლებამოსილია ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება
გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან. ამასთანავე, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „ბ.ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება
ფინანსური ინსტიტუტის მიერ ერთობლივ შემოსავალში ჩართვას არ ექვემდებარება.
(22. 07. 2015. N4092) (88-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14 ივნისიდან
წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
881. კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილი
არიან, ამ მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული (ნაპატიები)
სასესხო ვალდებულების ღირებულება გამოქვითონ ერთობლივი შემოსავლიდან,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომერციული ბანკის მიერ: (8.06.2016 N 5406)
ა) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითულია
სესხის შესაძლო დანაკარგების რეზერვი;
ბ) შესაბამისი პერიოდისათვის ერთობლივ შემოსავალში შეტანილი არ არის
სესხზე დარიცხული პროცენტი და ჯარიმა.
შენიშვნა: ამ ნაწილით განსაზღვრული შეზღუდვის გათვალისწინებით
კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთობლივ
შემოსავალში შეტანას არ ექვემდებარება ამ მუხლის 87-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული (ნაპატიები) სასესხო ვალდებულების ღირებულება. (8.06.2016 N
5406)
89. თუ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო ხელშეკრულების
შესაბამისად, აქვს ვალდებულება, გაათავისუფლოს ან თავის თავზე აიღოს საქონლის
მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო
ვალდებულების შესრულება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო
ხელშეკრულება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ
საგადასახადო ვალდებულებების ანაზღაურებას), ითვლება, რომ ამ ხელშეკრულების
ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა
გათავისუფლებულია დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ხოლო აღნიშნული
ოპერაციების
განხორციელების
შედეგად
მიღებული
შემოსავალი
გათავისუფლებულია საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან. (18.12.2015. N4680
ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან) (309-ე მუხლის 89-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს
2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
90. ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ექვემდებარება 2015 წლის 13-14
ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საწარმოს/მეწარმე
ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფოსთვის ან/და თვითმმართველი ერთეულისთვის
უსასყიდლოდ გადაცემული ფულადი სახსრები. (18.12.2015. N4680 ამოქმედდეს 2016
წლის 1 იანვრიდან) (309-ე მუხლის 90-ე ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 14
ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
91. 2016 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის
„ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება 2016
წლის 1 იანვრამდე მოქმედი „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური
და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით
გათვალისწინებული კანონის დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალში აღნიშნულ
ქალაქებში, სოფლებში, თემებსა და დაბებში (გარდა „მაღალმთიან დასახლებათა
ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის
№671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილი
დასახლებებისა) მცხოვრებ, იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე. (4.03.2016
N 4842 ეს ნორმა
ურთიერთობებზე)
გავრცელდეს
2016
წლის
1
იანვრიდან
წარმოშობილ
სამართლებრივ
92. თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან
2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას
უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი
მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის
მიხედვით გადასახდელი თანხისა. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017 წლის 1
იანვრიდან)
93. ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა
გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით
გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1
იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი
მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე
საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1
იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა
მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის
გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება. (13.05.2016. N5092
ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)
94. კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია,
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის
97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის
მიხედვით იბეგრებიან 2019 წლის 1 იანვრიდან. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017
წლის 1 იანვრიდან)
95. 2019 წლის 1 იანვრამდე კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის,
სადაზღვევო ორგანიზაციის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ლომბარდის
მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია სხვაობა კალენდარული წლის
განმავლობაში
მიღებულ
ერთობლივ
შემოსავალსა
და
ამ
კოდექსით
გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. (13.05.2016. N5092 ამოქმედდეს 2017
წლის 1 იანვრიდან)
96. ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ჩ“ ქვეპუნქტის მოქმედება
ვრცელდება 2008 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ამასთანავე, ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე
დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ
საგადასახადო ვალდებულებაზე. (13.05.2016. N5092)
97. ამ კოდექსის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მობილური
საკომუნიკაციო მომსახურების განაკვეთი 2017 წლის 1 იანვრამდე არის 8 პროცენტი,
ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე − 3 პროცენტი. (22.06.2016 N 5445)