„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 102 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-12
ბიუროს ნომერი 9
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 103 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და
რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი
ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის
მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების
დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.”;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის
წესით ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და დასანიშნად წარუდგენს
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს.
დაწესებულების დირექტორს, დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წარდგინების
საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი. დაწესებულების
დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის უარის შემთხვევაში, დაწესებულების
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი, დაწესებულების
დირექტორის ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, დაწესებულების დირექტორის
მოვალეობის შესრულებას აკისრებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან
დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულის ხელმძღვანელს.“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე დაწესებულების
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის უარის
შემთხვევაში, დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ იმავე კანდიდატის წარდგენა
დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.“
2. მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო იძლევა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებში სამეცნიერო
და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების, საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან
საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების საზღვარგარეთ ცნობის
(ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.
1
3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო
აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის, მათი მომავალი შემოქმედებითი სამეცნიერო
საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის მომავალი
თაობის შერჩევითა და აღზრდით დასაქმებულ ორგანიზაციებს; ეხმარება უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიეროკვლევით ერთეულებს; ავითარებს სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და
მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების სხვა ფორმებს.“.
მუხლი 2. ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირებმა - სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში უზრუნველყონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში)
შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსათვის წარდგენა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების ძირითად მიზეზს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) დირექტორის
დანიშვნის პროცედურის მოწესრიგება და ტექნიკური ხარვეზების გასწორება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს დაწესებულების დირექტორის დანიშვნის
პროცედურის მოწესრიგება, კერძოდ კანონპროექტით დგინდება დაწესებულების
სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული და წარდგენილი კანდიდატის დანიშვნაზე
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის
მხრიდან უარის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები. ამასთან, განისაზღვრება
დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი.
კანონპროექტის მიზანია ასევე კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზების გასწორება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს 103 მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ტექნიკური
ხარვეზის გასწორებას.
კანონპროექტით დგინდება, რომ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე
დანიშვნაზე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
ხელმძღვანელის უარის შემთხვევაში, დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი
ორგანოს
ხელმძღვანელი,
დაწესებულების
დირექტორის
კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშვნამდე, დაწესებულების დირექტორის
მოვალეობის შესრულებას აკისრებს დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან
დაწესებულების
სტრუქტურულ
ერთეულის
ხელმძღვანელს.
,,მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის დღეს მოქმედი
რედაქციის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორს სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით
თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო
კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუმცა, არაფერია ნათქვამი რა ხდება იმ
შემთხვევაში თუ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო არ ეთანხმება
დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატურას. საყურადღებოა, რომ
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარმა
კანდიდატის დაწესებულების დირექტორად დანიშვნაზე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს მიერ
კანდიდატის შეუცვლელობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს დაწესებულებაში
მიმდინარე პროცესებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია კანონპროექტის ფარგლებში
მოწესრიგდეს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეული და წარდგენილი
კანდიდატის დანიშვნაზე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი
ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან უარის შემთხვევაში განსახორციელებელი ღონისძიებები.
3
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დათქმას, რომ დაწესებულების დირექტორის
თანამდებობაზე
დანიშვნაზე
დაწესებულების
სახელმწიფო
კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის უარის შემთხვევაში, დაწესებულების
სამეცნიერო საბჭოს მიერ იმავე კანდიდატის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ერთხელ.
აღნიშნული უზრუნველყოფს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსა და დაწესებულების
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს შორის კონფლიქტის წარმოშობის
პრევენციას.
გარდა
აღნიშნულისა,
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
,,მეცნიერების,
ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2
და მე-3 პუნქტებში და სწორდება ტერმინოლოგიური ხასიათის ხარვეზები.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
4
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
ხელშეკრულებებს.
მრავალმხრივ
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტი.
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება
მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის
ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების
სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის
შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65
წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების
დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.
3. დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის
წესით თანამდებობაზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო. დაწესებულების
დირექტორს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და
დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება
დაწესებულების წესდებით.
41. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო
საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური.
დაწესებულების დირექტორის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების
წესდებით.
5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.
მუხლი 17. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება და ატესტაცია
1. სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადება ხდება სწავლების
უწყვეტობის, მისი მრავალნაირი ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით.
2. სახელმწიფო იძლევა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვა სახელმწიფო
სამეცნიერო ორგანიზაციებში სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადების,
საამისოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჭირო ასიგნებათა გამოყოფის, სამეცნიერო ხარისხების
საზღვარგარეთ ცნობის (ნოსტრიფიცირების სისტემის მოქმედების) გარანტიას.
3. უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის მიზნით სახელმწიფო
აყალიბებს ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევის, მათი მომავალი შემოქმედებითი სამეცნიერო
საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემას; შეღავათიან პირობებს უქმნის მომავალი
თაობის შერჩევითა და აღზრდით დასაქმებულ ორგანიზაციებს; ეხმარება წამყვან უმაღლეს
სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო ცენტრებს; ავითარებს
სასწავლო-საწარმოო კომპლექსების ქსელს და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების
მომზადების სხვა ფორმებს.
4. (ძალადაკარგულია - 21.06.02, №1522).
6
5. საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სამეცნიერო და სამეცნიეროტექნიკური კადრების მომზადებისა და სტაჟირების ხელშესაწყობად სახელმწიფო გამოყოფს
ბიუჯეტის სახსრებს, საამისოდ ქმნის პირობებს უცხოური ფონდების, დაწესებულებათა,
ორგანიზაციათა და მოქალაქეთა სახსრების მოსაზიდად.
6. სახელმწიფო აწესებს სახელმწიფო და სახელობით პრემიებსა და საპატიო წოდებებს იმ
პირთათვის, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი მეცნიერების განვითარების,
მისი შედეგების პრაქტიკულად გამოყენების საქმეში და ღვაწლი მიუძღვით ეროვნული
სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკური კადრების მომზადებაში.
7