„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 108 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 101 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-12
ბიუროს ნომერი 9
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს
საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;“;
ბ) ,,უ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული,
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე
სტუდენტისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
პერსონალის
ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების განხორციელებისათვის აუცილებელია
კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და ადმინისტრირების
შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;“;
2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;
3. 31-ე მუხლის 33 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი
ერთეულის
საქმიანობას
აფასებს
ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის საქმიანობის შიდა შეფასების წესის
საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულის
საბჭო.“;
4. 33-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორისა და ასისტენტისაგან.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
5. 35-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროფესორის თანამდებობაზე:
1
ა)
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით
შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,
რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და
რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით
დადგენილ მოთხოვნებს და აქვს განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო
მიღწევები (მაგ. სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო
ჟურნალებსა და გამოცემებში, მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ და საერთაშორისო
სამეცნიერო–კვლევით პროექტებში და სხვა);
გ)
სახელოვნებო-შემოქმედებით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულებით (გარდა თეორიული დარგებისა), არანაკლებ
4 წლის ვადით, შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური
ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო
(შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები
შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით. აღნიშნული პროფესორის თანამდებობაზე პირის ზედიზედ
მესამე ვადით არჩევის შემთხვევაში შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იგი
ამ თანამდებობას საპენსიო ასაკის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე იკავებს.“
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
,,41. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესორის
თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში, პროფესორი 5 წელიწადში
ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით. ატესტაციას არ ექვემდებარება ამ მუხლის პირველი
პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროფესორი, რომელიც პროფესორის
თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე
არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.“
6. 371 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის
განსახორციელებლად, კონკურსის საფუძველზე, აირჩევა ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ
განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ
ერთხელ.“;
7. 372 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია:
ა) პირს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით,
რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს;
ბ) პირს, უვადოდ, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ
მოთხოვნებს და აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგ. სამეცნიერო
პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და გამოცემებში,
2
მონაწილეობა აქვს მიღებული ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევით
პროექტებში და სხვა).“
ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
,,51. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის
თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში, მთავარი მეცნიერი
თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. ატესტაციას არ
ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მთავარი მეცნიერი
თანამშრომელი, რომელიც მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულია 5
წელზე მეტი ვადით, მაგრამ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩევიდან 5
წლის შემდეგ დარჩენილი აქვთ უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.“;
8. 474 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის
სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე
დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და
წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის
სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან
კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის
მონიტორინგისათვის და სხვა.“;
9. 48-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან
გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე
პირს.“;
10. 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
გამოცდის
შედეგები
სავალდებულოა
ყველა
დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან
რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ
გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს
საქართველოში გაცემულ ან მასთან გათანაბრებულ სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელ დოკუმენტს.“;
11. 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის
მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ
კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;“;
12. 85-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ
3
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წარმომადგენლობითი
საბჭოს
გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება,
თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს,
შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი
საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
13. 87-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ კანონის მიხედვით არჩეულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
რექტორობის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის
კანდიდატებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტითა და
29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის
განმავლობაშიც მათ ამ კანონის ამოქმედებამდე ამ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ან/და
ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ
შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.“;
14. 88-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. საქართველოს მთავრობა 2005–2006 სასწავლო წლიდან 2017-2018 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005–2006 სასწავლო წლიდან 2017-2018
სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.“;
15. 896 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
2016 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ დაწესებულებაში ჩარიცხვამდე
მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს
შესაბამისმა დაწესებულებამ.“;
16. 8911 მუხლი ამოღებულ იქნეს.
4
17. 8912 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8912. მასწავლებლის განათლება (მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო
პროგრამები)
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის
მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები
მიიღოს 2017 წლის ჩათვლით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის
მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს 2022–
2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2022–2023 სასწავლო წლიდან
უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა,
რომლებსაც 2022–2023 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია
მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად.“.
მუხლი 2. ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა
პირებმა - უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 6
თვის ვადაში, უზრუნველყონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში
შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსათვის წარდგენა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზებია: პროფესორისა და მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და არჩევის ვადის მოქნილობის
უზრუნველყოფა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული
მოძრავი ქონების განკარგვის წესის გამარტივება; მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
პროგრამებზე
ჩარიცხული
სტუდენტების
უფლებების
დაცვის
უზრუნველყოფა;
მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017
წელს აბიტურიენტების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ზოგიერთი ტექნიკური
უზუსტობის აღმოფხვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია პროფესორისა და მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და არჩევის ვადის მოქნილი სისტემის
შემოღება; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული მოძრავი
ქონების განკარგვის წესის გამარტივება; მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უფლებების დაცვა; მასწავლებლის მომზადების
ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წელს აბიტურიენტების
მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა; ზოგიერთი ტექნიკური უზუსტობის აღმოფხვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება
პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ - პროფესორისა და ასისტენტისაგან.
საყურადღებოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი
რედაქციის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების აკადემიური
პერსონალი შედგებოდა პროფესორებისა და ასისტენტებისაგან. ამასთან, პროფესორებს
მიეკუთვნებოდნენ პროფესორები, რაც ქმნიდა გარკვეულ ტერმინოლოგიურ უხერხულობას.
აქედან გამომდინარე კანონპროექტის შესაბამისად გაუქმდება უმაღლესი საგანმანთლებლო
დაწესებულების აკადემიური პერსონალის დაყოფა პროფესორებად და ასისტენტებად.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 35-ე და 372 მუხლებში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება
პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის როგორც ვადით, ასევე უვადოდ
არჩევის შესაძლებლობა. ამასთან, პირის პროფესორად ან მთავარი მეცნიერ თანამშრომლად 5
წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში, 5 წელიწადში ერთხელ პირი დაექვემდებარება
ატესტაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული
წესით. ატესტაციას არ დაექვემდებარებიან პირები, რომლებიც არჩეულები იქნებიან 5 წელზე
მეტი ვადით, მაგრამ პროფესორად ან მთავარი მეცნიერი თანამშრომლად არჩევიდან 5 წლის
შემდეგ დარჩენილი ექნებათ უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა. აღნიშნული
ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესორისა და მთავარი მეცნიერი
თანამშრომლის მხოლოდ უვადოდ არჩევის საკითხმა უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებს პრაქტიკული თვალსაზრისით პრობლემები შეუქმნა. კანონში ცვლილების
განხორციელების
შემდგომ
კი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება,
6
ავტონომიურობის ფარგლებში თავად მიიღებს გადაწყვეტილებას პროფესორი/მთავარი
მეცნიერი თანამშრომელი აირჩიოს ვადით თუ უვადოდ.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილების შეტანა ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 371 მუხლის მე-3 პუნქტში, კერძოდ განისაზღვრება, რომ
პოსტდოქტორანტად აირჩევა ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და
ვადით. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის
შესაბამისად,
პოსტდოქტორანტს
ირჩევს
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო საბჭო ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ
სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. იქიდან
გამომდინარე, რომ სამეცნიერო საბჭო არის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის მართვის ორგანო, ხოლო დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული
ბევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ჰყავს, მოკლებული არიან
პოსტდოქტორანტად პირის დასაქმების შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ
აღნიშნულის აუცილებლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიეროკვლევით ერთეულებში. შესაბამისად, კანონპროექტის შესაბამისად აკადემიურ საბჭოს
მიენიჭება უფლებამოსილება განსაზღვროს პოსტდოქტორანტის არჩევის წესი.
კანონპროექტი ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მოძრავი ქონების განკარგვის წესის გამარტივებას და ამ მიზნით ცვლილება შედის
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლში. ,,უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების (მათ შორის მოძრავის) ისეთი განკარგვა,
რომელიც
სცილდებოდა
საგანმანათლებლო-სამეცნიერო
საქმიანობის
ფარგლებს
საჭიროებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას. იქიდან გამომდინარე,
რომ მოძრავი ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემა სცილდება საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს, წარმოდგენილი
კანონპროექტის მიხედვით ამოღებულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ მოძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობის გაცემის სავალდებულოობა.
კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 88-ე მუხლის მე-8 პუნქტში. აღნიშნული პუნქტის მოქმედი რედაქცია
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
ავალდებულებდა
უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის საფასური 2005–2006 სასწავლო წლიდან 2016-2017
სასწავლო წლის ჩათვლით განესაზღვრათ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალური,
საშუალო და მინიმალური ოდენობების შესაბამისად. საქართველოს მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებითა და უმაღლესი განათლების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული
ვადის 1 წლით გადაწევას, რამდენადაც იგეგმება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების დაფინანსების სისტემის შეცვლა, ხოლო იქამდე მიზანშეწონილია
არსებული მდგომარეობის შენარჩუნება.
კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 896 მუხლში და განისაზღვრება, რომ მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2016 წლის 1 იანვრამდე
ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვლებიან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
7
ჩარიცხულებად. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კონკრეტული
მართლმადიდებლური
საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მიიღეს კრედიტებისა და ტრანსფერისა
ევროპული სისტემის და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი
უმაღლესი განათლება, თუმცა აღნიშნული სახელმწიფოს მიერ არ არის აღიარებული და ვერ
ხერხდება მათთვის დიპლომების მიცემა. შექმნილი სიტუაცია დისკრიმინირებულ და მძიმე
პირობებში აყენებს კონკრეტულ სტუდენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, რამდენადაც ვერ
ახერხებენ დადგენილი წესით მიღებული განათლების დადასტურებასა და შემდგომი
აკადემიური მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურზე
სწავლის გაგრძელებას.
კანონპროექტის შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 8911 მუხლი ამოღებულ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონის აღსრულება პრობლემატურია. კანონის
მუხლით
განსაზღვრულია
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
8911
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ერთჯერადი
ატესტაციის ჩატარების ვალდებულება 2016 წლის ბოლომდე, მაშინ როდესაც კანონი
ზემოხსნებული სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების საკონკურსო საფუძვლებს
საზღვრავს. გარდა იმისა, რომ კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების ვალდებულების
ერთდროული არსებობა
ნაკლებლად ლოგიკურია, უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას ატესტაციისა და კონკურსის ჩატარება მოუწევს დროის ძალიან მოკლე
შუალედში (დაახლოებით 3-4 თვე). ვინაიდან კანონით განსაზღვრულია კონკურსის წესით
სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ვალდებულება, ეს საკმარისი უნდა იყოს
სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობის შესაბამისი კომპეტენციის დასადასტურებლად.
ამდენად, კანონის 8911 მუხლით განსაზღვრული ატესტაციის ჩატარების საჭიროება
ზედმეტია, მითუმეტეს, რომ ატესტაციის გარკვეული პერიოდულობით გავლის
ვალდებულება კანონით მთავარი მეცნიერი თანამშრომელს ისედაც აქვს, ხოლო სხვა
სამეცნიერო თანამდებობებისათვის ატესტაცია საერთოდ არაა სავალდებულო.
კანონპროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 8912 მუხლში და განისაზღვრება, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები მიიღოს 2017 წლის ჩათვლით. აღნიშნული
განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2017 წლის მიღებისათვის ვერ ესწრება მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია.
შესაბამისად, იმისათვის, რომ განათლების სისტემაში არ შეიქმნას მასწავლებლების
დეფიციტი, მიზანშეწონილია კანონში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება.
წარმოდგენილი
კანონპროექტი
ითვალისწინებს
გარდა
ზემოაღნიშნულისა,
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ტექნიკური
უზუსტობების გასწორებას, კერძოდ მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,უ1“ ქვეპუნქტებში, მე-20 მუხლის
მე-3 პუნქტში, 31-ე მუხლის 33 პუნქტში, 474 მუხლის პირველ პუნქტში, 48-ე მუხლის პირველ
პუნქტში, 51-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და 87-ე
მუხლის მე-6 პუნქტში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
8
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტი.
9
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით შედის
ცვლილება
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აბიტურიენტი – სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში
გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ბ) ავტონომია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის თავისუფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს და
განახორციელოს აკადემიური, საფინანსო-ეკონომიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა;
ბ1) ავტორიზაცია – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის
აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
გ) აკადემიური თავისუფლება – აკადემიური პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და
სტუდენტთა უფლება, დამოუკიდებლად განახორციელონ სწავლება, სამეცნიერო კვლევა და
სწავლა;
გ1) ატესტაცია – პროფესორის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პროფესიული უნარების,
აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის
წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) მობილობა – სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილება
სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობისათვის როგორც
საქართველოში, ისე უცხოეთში, რასაც თან სდევს
სწავლის პერიოდში მიღებული
განათლების, კრედიტების ან კვალიფიკაციის აღიარება;
ე) აკადემიური საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო;
ე1) აკადემიური უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლების კურსი, რომელიც მოიცავს
ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო
- სამაგისტრო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებს;
ე2) უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩო – ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს
შემადგენელი დოკუმენტი, რომელშიც სისტემატიზებულია საქართველოში არსებული
უმაღლესი განათლების ყველა კვალიფიკაცია;
ვ) აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი
განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება ან მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება;
ვ1) ერთობლივი აკადემიური ხარისხი – საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის
კანონმდებლობის
შესაბამისად
აღიარებული
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
მიერ
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
განხორციელების შედეგად მათ მიერ პირისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების
შესაბამისი საფეხურის დამთავრების შედეგად ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაცია;
ზ) აკადემიური წოდება – წოდება (საპატიო დოქტორი, ემერიტუსი), რომელიც საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ენიჭება მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს
განსაკუთრებული დამსახურებისთვის;
10
თ) აკრედიტაცია – აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის პროცედურა,
რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატური თვითშეფასების
დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა და
რომელთანაც დაკავშირებულია სახელმწიფო დაფინანსების მიღება, ასევე ამ კანონით
გათვალისწინებული ზოგიერთი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება;
ი) ასისტენტ-პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც თავისი კომპეტენციის შესაბამისად მონაწილეობს
სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში;
ი1) ასისტენტი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო
პროცესის ფარგლებში ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს პროფესორის,
ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით;
კ) ასოცირებული პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური
თანამდებობა. ასოცირებული პროფესორი მონაწილეობს სასწავლო პროცესში და
ხელმძღვანელობს სტუდენტების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი) – ფინანსური, მატერიალური და
ადმინისტრაციული რესურსების მართვის სფეროში უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
მ) ბაკალავრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის
პირველი
საფეხურისათვის
–
ბაკალავრიატისათვის დადგენილი კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ნ) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალობის
საფუძვლების სწავლებას, რაც აუცილებელია პირის მიღებული კვალიფიკაციით
მუშაობისათვის და მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისათვის;
ნ1 ) დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული – საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − უნივერსიტეტის ან უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული ( სამეცნიერო - კვლევითი
ინსტიტუტი , ცენტრი , ლაბორატორია და სხვა ), რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები . დამოუკიდებელ
სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.
დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი
უნდა იყოს ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი
ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის
დებულებით;
ნ2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება – დაწესებულება,
რომელსაც აფუძნებს საქართველოს მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან –
უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან
– უნივერსიტეტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და უფლება
აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში;
11
ო) დიპლომი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
მინიჭებული
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან / და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
ო1) დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა,
რომელიც პირს სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულებისა და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. პროგრამა
ითვალისწინებს
მედიკოსის/სტომატოლოგის
მომზადებას
პრაქტიკული
ხასიათის
პროფესიული საქმიანობისათვის;
ო2) განათლების მაგისტრი – იმ აკადემიური ხარისხის მფლობელი, რომელიც პირს
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო
სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების და დადგენილი კრედიტების დაგროვების შედეგად ენიჭება. განათლების
მაგისტრის აკადემიურმა ხარისხმა შეიძლება პირს მიანიჭოს მასწავლებლობის უფლება;
პ) (ამოღებულია);
პ1) (ამოღებულია);
ჟ) დიპლომის დანართი – დოკუმენტი, რომელსაც დიპლომთან ერთად გასცემს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსის და
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის
დასადასტურებლად, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სტუდენტის მიერ
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მიღებული
განათლების შინაარსის და საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მისთვის
ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დასადასტურებლად;
რ) დისერტაცია – სამეცნიერო ნაშრომი, რომელსაც დოქტორანტი იცავს დოქტორის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად;
ს) დოქტორანტი – პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში;
ტ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების
ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით;
უ)
დოქტორი
–
მფლობელი
იმ
აკადემიური
ხარისხისა,
რომელიც
პირს
დოქტორანტურისათვის
გათვალისწინებული
კომპონენტების
შესრულებისა
და
დისერტაციის დაცვის შედეგად ენიჭება;
უ1) ელექტრონული სწავლება − საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოში აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კვალიფიკაციის მისაღებად ორგანიზებული,
თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო
პროცესი ან მისი ნაწილი, რომელიც არ ითვალისწინებს განსაზღვრულ ადგილზე
სტუდენტისა და მასწავლებლის ერთდროულად ყოფნას. ელექტრონული სწავლების
განხორციელებისათვის აუცილებელია კურიკულუმის დაგეგმვის, სასწავლო პროცესის
ორგანიზებისა და ადმინისტრირების შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება;
ფ) ერთიანი ეროვნული გამოცდა – პროცედურა, რომელიც ადგენს აბიტურიენტის მზაობას
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
12
ფ1) ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო – დოკუმენტი, რომელიც აერთიანებს საქართველოში
არსებულ ყველა კვალიფიკაციას, მათ შორის, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციებს;
ფ2) ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი – სამაგისტრო გამოცდებში მონაწილე უმაღლეს
საგან-მანათლებლო დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებშიც მაგისტრანტობის
კანდიდატები ირიცხებიან ამ კანონით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების შედეგად;
ქ) ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა – სტუდენტის ინტერესებისა და
აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა;
ღ) (ამოღებულია);
ღ1) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამას;
ღ2) კვალიფიკაცია – სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით , აგრეთვე სწავლის შედეგი , რომელიც მიიღწევა
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება
საქართველოს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით /
დიპლომებით ან სერტიფიკატით;
ყ) კოეფიციენტი (კოეფიციენტები) – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრული ერთეული (ერთეულები), რომლის (რომელთა)
შესაბამისადაც ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების რანჟირება კონკრეტულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ჩასარიცხად;
შ) კრედიტი – ერთეული, რომელიც გამოხატავს სტუდენტისათვის საჭირო სასწავლო
დატვირთვას და რომლის მიღებაც შესაძლებელია სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;
ჩ) (ამოღებულია);
ც) (ამოღებულია);
ძ) მაგისტრი – მფლობელი იმ აკადემიური ხარისხისა, რომელიც პირს აკადემიური
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის დადგენილი
კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად ენიჭება;
ძ1) მაგისტრანტი – სტუდენტი, რომელიც სწავლობს მაგისტრატურაში;
წ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო კვლევის ელემენტებს და
მიზნად ისახავს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტის ან მკვლევრის მომზადებას,
აგრეთვე პირს ამზადებს მიღებული კვალიფიკაციით მუშაობისათვის;
წ1) მაგისტრანტობის კანდიდატი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის, მაგისტრის ან განათლების
მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე ან მათთან გათანაბრებული პირი, რომელიც აპირებს
სწავლის მაგისტრატურაში გაგრძელებას. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის
შემთხვევაში სწავლის მაგისტრატურაში გასაგრძელებლად მაგისტრანტობის კანდიდატს
უნდა ჰქონდეს შესაბამისი ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის ან
მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
წ2) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო
სამაგისტრო
13
საგანმანათლებლო
პროგრამებისაგან
დამოუკიდებელი,
შესაბამის
სტანდარტზე
დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;
წ3) მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც გაიცემა
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად;
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო
წ4) მასწავლებლის
საგანმანათლებლო პროგრამა – შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უნდა მოიცავდეს შესაბამისი საგნების /
საგნობრივი ჯგუფების მოდულს, მასწავლებლის მომზადების მოდულს, თავისუფალი
კომპონენტების მოდულს, სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს;
წ5) მეცნიერი – დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
თანამდებობის მქონე პირი, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას და
რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და უხელმძღვანელოს
სტუდენტების სამეცნიერო - კვლევით მუშაობას;
წ6) პოსტდოქტორანტი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო - კვლევითი პროექტის განსახორციელებლად
ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე საქმდება ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ
განსაზღვრული წესით;
ჭ) მოდული – სწავლების დამოუკიდებელი თანმიმდევრული ბლოკი, რომელიც აერთიანებს
მონათესავე საგნებს. მოდულში განსაზღვრულია საგანთა ურთიერთკავშირები და
თანმიმდევრობა. რამდენიმე მოდული შეადგენს სასწავლო გეგმას;
ხ) პროფესიული ასოციაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი,
წევრობაზე
დაფუძნებული,
დამოუკიდებელი
არასამეწარმეო
(არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელიც შედგება ერთი ან რამდენიმე მომიჯნავე პროფესიის
წარმომადგენლებისაგან და რომლის მიზანია პროფესიის განვითარების ხელშეწყობა, წევრთა
ერთობლივი ინტერესების დაცვა, პროფესიული ეთიკის დაცვაზე ზრუნვა;
ჯ) პროფესორი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის
მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების
სამეცნიერო-კვლევით მუშაობას;
ჰ) რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით – საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული,
აბიტურიენტის/სტუდენტის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა აბიტურიენტმა/სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
ჰ1) რანჟირება კოეფიციენტებით – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, აბიტურიენტის მიერ
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოპოვებული ქულის/ქულების გადათვლის
შედეგად დადგენილი ჩამონათვალი წინასწარ დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით. ამ
გადათვლის
შედეგად
აბიტურიენტები
ნაწილდებიან
კონკრეტული
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე;
ჰ2) რეგულირებადი პროფესია – საქმიანობა, რომლის განხორციელების წინაპირობა,
შესაბამისი კვალიფიკაციის არსებობის გარდა, არის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის
ჩაბარება ან რომლის განსახორციელებლად მოთხოვნილი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის
აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის
ჩაბარება;
14
ჰ3) რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა – პროგრამა, რომლისთვისაც სახელმწიფო
ადგენს სპეციალურ სააკრედიტაციო მოთხოვნებს ან/და რომლითაც მაგისტრისა და
დოქტორის მომზადებას სახელმწიფო უზრუნველყოფს სპეციალური კვლევითი
პროგრამების მეშვეობით;
ჰ4) რექტორი − სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში − აგრეთვე ერთ-ერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე;
ჰ5) საგანმანათლებლო პროგრამა (კურიკულუმი) – უმაღლესი განათლების კვალიფიკაციის
მისაღებად აუცილებელი სასწავლო კურსების/მოდულების ერთობლიობა, რომელშიც
მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სასწავლო კურსები/მოდულები
შესაბამისი კრედიტებით, სტუდენტთა შეფასების სისტემა და სასწავლო პროცესის
ორგანიზების თავისებურებები;
ჰ6) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება – კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში
მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთში სწავლის პერიოდში უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის ფარგლებში მიღებული განათლების აღიარება (ცნობა);
ჰ7) სადისერტაციო საბჭო – დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში სადისერტაციო საბჭო შეიძლება არსებობდეს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში;
ჰ8) (ამოღებულია);
ჰ9) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამა –
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის მიზანია ხელოვნების ან სპორტის ერთ-ერთ ან
რამდენიმე სპეციალობაში სპეციალისტების (მათ შორის, მხატვრის, მუსიკოსის, მსახიობის,
სპორტის სფეროს სპეციალისტის და სხვა) მომზადება და მათთვის შესაბამისი სპეციალობით
კვალიფიკაციის მინიჭება;
ჰ10) სახელმწიფო სასწავლო გრანტი – სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით სტუდენტისათვის ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო
პროგრამაზე ჩარიცხული პირისათვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია
ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის
აკრედიტებული
საგანმანათლებლო
პროგრამის
ან/და
მასწავლებლის
მომზადების
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასაფინანსებლად;
ჰ11) სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის
მიზანია ხელოვნების ერთ ან რამდენიმე დარგში სპეციალისტების მომზადება;
ჰ12) სასპორტო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომლის მიზანია სპორტის
ერთ ან რამდენიმე სახეობაში შემსრულებელი სპეციალისტების მომზადება;
ჰ13) (ამოღებულია);
ჰ14) სტუდენტი – პირი, რომელიც ამ კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, მასწავლებლის
მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის /
სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად, აგრეთვე
პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელიც ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასრულებს სასწავლო კომპონენტის ან / და
15
კვლევითი
კომპონენტის
ნაწილს
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ან / და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში / საჯარო
სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში / საჯარო სამართლის
იურიდიულ პირში – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში;
ჰ15) უმაღლესი განათლება – სრული ზოგადი განათლების შემდგომი განათლება, რომელიც
უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საფეხურის შესაბამისი კომპეტენციის გამომუშავებას და
დასტურდება კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ16) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება,
რომლის ძირითადი ფუნქციაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო
კვლევების ან უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე
შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
შედგება ძირითადი საგანმანათლებლო და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან და
ანიჭებს შესაბამის კვალიფიკაციებს;
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ფილიალი
–
უმაღლესი
ჰ17)
საგანმანათლებლო დაწესებულების ნაწილი, რომელსაც აქვს გარკვეული დამოუკიდებლობა,
ტერიტორიულად განცალკევებულია ამ დაწესებულების მართვის ორგანოებისაგან და
ახორციელებს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას (პროგრამებს), რასაც შესაბამისი
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
ჰ18) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე და მესამე საფეხურების ან სამივე საფეხურის
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს;
ჰ19) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ძირითადი სასწავლო-სამეცნიერო და ადმინისტრაციული ერთეული,
რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და
მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას;
ჰ20) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო – საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ21) წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანო;
ჰ22) ხარისხის უზრუნველყოფა – შიდა და გარე შეფასების პროცედურები, რომელთა
განხორციელება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების
ხარისხის გაუმჯობესებას;
ჰ23) სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი) – დოკუმენტი, რომელიც იძლევა ინფორმაციას
სასწავლო კურსის/მოდულის მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტების, შინაარსის,
სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების კრიტერიუმების შესახებ;
ჰ24) საერთო სამაგისტრო გამოცდა – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და საგანმანათლებლო პროგრამების
შესაბამისად დადგენილი პროცედურა, რომელიც ადგენს პირის მზაობას მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად;
ჰ25) საერთო სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრული ერთეული;
16
ჰ26) საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის განსაზღვრულ ქულათა
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობა, რომლის დაგროვება
აუცილებელია მაგისტრანტობის კანდიდატისთვის ტესტირების წარმატებით დასაძლევად
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
ჩასატარებელ
გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლების მოსაპოვებლად;
ჰ27) (ამოღებულია – 22.03.2013, №388);
ჰ28 ) საერთო სამაგისტრო გამოცდის რანჟირება აბსოლუტური ქულით/ქულებით
თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულების
მიხედვით
–
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდის დასრულების შემდეგ,
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული, მაგისტრანტობის
კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის შედეგად მოპოვებული
აბსოლუტური ქულის/ქულების მიხედვით დადგენილი ჩამონათვალი, რომლითაც ირკვევა,
რომელმა მაგისტრანტობის კანდიდატმა მოიპოვა კონკრეტული საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების ან/და პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული
მიმართულების მიხედვით სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული
საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო
სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში;
ჰ29) სამაგისტრო გამოცდა – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
გაგრძელების უფლების მოპოვებისთვის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც მოიცავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო
პროგრამული მიმართულების შესაბამის საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდას/გამოცდებს;
ჰ30) სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტების ჯამი – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის
ან/და
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრული
გამოცდის/გამოცდების კოეფიციენტების ჯამი;
ჰ31) სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირება – საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, სამაგისტრო გამოცდების შედეგების
საფუძველზე, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წინასწარ
განსაზღვრული კოეფიციენტების მიხედვით რანჟირებული, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ დამტკიცებული მაგისტრანტობის კანდიდატების ნუსხა, რომლებმაც
მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მაგისტრატურის შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე;
ჰ32) სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი – საქართველოს მთავრობის მიერ
დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის, მათ შორის,
პრიორიტეტული
საგანმანათლებლო
პროგრამული
მიმართულებებისთვის,
სტუდენტისთვის გადაცემული თანხა, რომელიც განკუთვნილია მაგისტრატურის
აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად, გარდა სახელოვნებოშემოქმედებითი, სასპორტო, საზღვაო, მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო ან
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამისა, თუ ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო სამაგისტრო
გამოცდის მეშვეობით;
17
ჰ33) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს
უმაღლეს
საგანმანათლებლო
პროგრამას/პროგრამებს
(გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ჰ34) სწავლის შედეგები – საგანმანათლებლო პროგრამის, მოდულის, სასწავლო კურსის
დასრულების შედეგად სტუდენტის მიერ მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები;
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – სპეციალური
ჰ35)
საგანმანათლებლო პროგრამა, რომლითაც ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების
მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, აფხაზურენოვანი, ოსურენოვანი და
სომხურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების მიერ ქართულ ენაში უნარ ჩვევებისა და ცოდნის ( წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი ) იმ დონეზე შეძენა, რომელიც
აუცილებელია ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო
პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად . აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის გავლის
უფლება აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე
ჩაირიცხებიან
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჰ36) შუალედური კვალიფიკაცია – კვალიფიკაცია, რომელიც სტუდენტს ენიჭება პირველი
საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში არსებული მოკლე ციკლისთვის
გათვალისწინებული კრედიტების რაოდენობის ათვისების შედეგად;
ჰ37) რეგენტთა საბჭო – საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი კოლეგიური ორგანო,
რომელიც
ახორციელებს
ამ
კანონით
გათვალისწინებულ
ზედამხედველობით
უფლებამოსილებებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობასთან
დაკავშირებით;
ჰ38) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი – სახელმწიფოს
მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი, რომელსაც სამართავად გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი;
ჰ39) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება, რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ კანონით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
ჰ40) საზღვაო უმაღლესი განათლება – უმაღლესი განათლება, რომელიც უზრუნველყოფს
საზღვაოსნო მეცნიერებებში სათანადო კომპეტენციის გამომუშავებას და დასტურდება
კვალიფიკაციის შესაბამისი დოკუმენტით;
ჰ41) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება − მართლმადიდებლურ
სწავლა-მოძღვრებასა და კულტურაზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების კურსი,
რომელიც
შეიცავს
ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა
და
დოქტორანტურის
საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს;
ჰ42) მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
− მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება,
რომლის ძირითადი ფუნქციაა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი
საგანმანათლებლო საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევების ან მართლმადიდებლური
18
საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე
შემოქმედებითი მუშაობის წარმართვა;
საპოლიციო
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
−
უმაღლესი
ჰ43)
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ან ამ
კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტრო;
ჰ44) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა − საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც
ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და უცხო
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას შორის დადებული სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების
საფუძველზე და მიზნად ისახავს გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე
სტუდენტის მიერ კრედიტების განსაზღვრული რაოდენობის დაგროვებას პარტნიორ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ45) გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი − საქართველოს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობის
შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი,
რომელიც გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აგროვებს კრედიტების
განსაზღვრულ რაოდენობას პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ჰ46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო
საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
ჰ47) ტექნოლოგიური ინსტიტუტი – „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულება;
ჰ48 ) ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა – საგანმანათლებლო პროგრამა ,
რომელიც ხორციელდება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას /
დაწესებულებებს ან / და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებას
შორის,
აგრეთვე
საქართველოს
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებასა და დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს /
საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულ საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას / საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს – სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებას შორის ერთობლივი უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე და
რომლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
დადგენილი წესით და ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაიცემა უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი / დოკუმენტები.
მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის,
დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა
წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა
19
თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი
არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით .
2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი
რაოდენობის
წარმომადგენელი.
მათი
რაოდენობა
განისაზღვრება
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
21. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით
ერთეულს (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულისა) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური
საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო
საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში.
5.
აკადემიურ
საბჭოში
არჩეული
ძირითადი
საგანმანათლებლო
ერთეულის
წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი
საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული
თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური
საბჭოს წევრობა.
მუხლი 31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახური
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სასწავლო და სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის,
აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა
და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული
განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით , განათლების ხარისხის
უზრუნველყოფის
სისტემის
მუდმივი
განვითარებისათვის
იქმნება
ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის დებულების შესაბამისად .
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კავშირს
ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის
გამჭვირვალე
კრიტერიუმებისა
და
მათი
უზრუნველყოფის
მეთოდოლოგიის
ჩამოსაყალიბებლად.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს
უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და
შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა)
პროცესისათვის
თვითშეფასების
გამოყენებისა
და
ავტორიზაციის/აკრედიტაციის
მომზადების გზით.
31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას
დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს.
32. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს
სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების
20
პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა
ფორმის გამოყენება და სხვა).
33. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას აფასებს
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის შიდა
შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელისათვის
წასაყენებელ
მოთხოვნებს
განსაზღვრავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება.
მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება
პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი
და ასისტენტ-პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და
წარმართავენ მათ.
4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის
ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები
1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის
არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან / და სამეცნიერო
მიღწევები და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრულ პირობებს. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა.
პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. სახელოვნებო შემოქმედებით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სახელოვნებო
(შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორის
თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური ან / და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის
გამოცდილება. აღნიშნული პროფესორის თანამდებობაზე პირის ზედიზედ მესამე ვადით
არჩევის შემთხვევაში შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იგი ამ
თანამდებობას საპენსიო ასაკის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევამდე იკავებს. დამატებითი პირობები შეიძლება
განისაზღვროს
სახელოვნებო
შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით.
2. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის
აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიეროპედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით
21
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სახელოვნებო
(შემოქმედებითი)
მიმართულების
(გარდა
თეორიული
დარგებისა)
ასოცირებული
პროფესორის
თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური
ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური
ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება.
დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან
მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებოშემოქმედებით
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
სახელოვნებო
(შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის
თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს მაგისტრის აკადემიური
ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
4. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით.
სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო
(შემოქმედებითი)
მიმართულების
(გარდა
თეორიული
დარგებისა)
ასისტენტის
თანამდებობაზე
სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3
წლის ვადით.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს
პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის პირველი−მე-4
პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ
შემთხვევაში
პირის
კვალიფიკაცია
შეიძლება
დასტურდებოდეს
პროფესიული
გამოცდილებით, სპეციალური
მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი
კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული
სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
6. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
აკადემიურ თანამდებობაზე არ ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.
მუხლი 371. უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება
შედგებოდეს
მეცნიერებისა
და
პოსტდოქტორანტებისაგან.
2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი
თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელსაც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის
განსახორციელებლად არაუმეტეს 2 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე ირჩევს
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში
აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება
აირჩეს მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 372. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი
1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე,
რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი
22
კონკურენციის
პრინციპების
შესაბამისად.
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი
საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები და
რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრულ პირობებს. პირი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უვადოდ
იკავებს. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას.
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს
დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი
თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული
ვადით
იკავებს.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის
თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული
ვადით
იკავებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი
პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1
თვით
ადრე.
6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო
პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს
შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და
განსახილველად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ
საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წარმომადგენლობით
საბჭოს.
7. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის
საბჭოს.
8. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს
პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მუხლი 474. ელექტრონული სწავლება
1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის
სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე
დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციოსაკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და
წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის
სტუდენტთან
ან/და
მასწავლებელთან
კომუნიკაციისათვის,
ტესტირებისათვის,
კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა.
23
2. ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული
კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას,
როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ
კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული − როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს
ხორციელდება.
3. ელექტრონული სწავლების პროგრამა აგებულია უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამისთვის ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. მისი დაძლევის შემდეგ
პირს ენიჭება შესაბამისი კვალიფიკაცია და გაიცემა ამ კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
4. ელექტრონული სწავლების პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება მხოლოდ აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე, ამ კანონის VIII თავით დადგენილი წესით.
5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792);
მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა
1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის
პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების
შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს
მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
21. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი
კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „ბაკალავრი“ შესაბამისი
მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
ბ) სპეციალობის შეცვლა ( გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა );
გ) კვალიფიკაციის ამაღლება.
5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან
სასპორტო უმაღლესი სპეციალობებისა, არ შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ სწავლებისაგან.
ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების
დამოუკიდებლად ჩატარებას, რომელთა საფუძველზედაც იგი შეძლებს საკვალიფიკაციო
ნაშრომის წარდგენას.
51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი
კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „მაგისტრი“ შესაბამისი
მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის მითითებით.
6. (ამოღებულია).
მუხლი 51. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული
პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების
ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო
24
კვლევები, ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
სხვა
უფლებამოსილებებს.
11. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების
განხორციელებისას
უზრუნველყოფს
მონაცემთა
ბაზების
შექმნას
საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა
ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების
ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
უფლებამოსილია გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი,
დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება
და სხვა.
12. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისთვის
შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერმინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
31. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების
განხორციელებისას უფლება აქვს, მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი
წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს
აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტს. შეფასებისა და
გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების,
შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრი.
4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული
გამოცდის
შედეგები
სავალდებულოა
ყველა
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის და უმაღლესი განათლების მისაღებად საქართველოს მოქალაქეზე ან
რეზიდენტზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის საფუძველია. ერთიან ეროვნულ
გამოცდაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც
წარმოადგენენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს.
5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო
გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
6. მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდაში/გამოცდებში
მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური
ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს.
მუხლი 521. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი
განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების
საფუძველი
1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
მათ
შორის,
პრიორიტეტულ
საგანმანათლებლო
პროგრამულ
მიმართულებაზე,
უმაღლესი
25
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განსაზღვრულ
გამოცდაში/გამოცდებში
მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმატებით გადალახა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ
კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი.
11. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა
ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე
დაუშვას ის მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდაში ვერ
გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
3. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, მათ
შორის, პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, გარდა
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
მაგისტრატურისა იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება არ ხდება საერთო
სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით, სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის
კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო
გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით
გათვალისწინებულ პირებზე.
5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული
სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს.
6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო
სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული
გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.
7. მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი
წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი
უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული
26
აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ბ1) საქართველოს მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის
მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს
მიერ
განსაზღვრული
ვადით
ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ,
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ
ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მაგისტრატურაში;
გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
71. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის
გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა შესაბამისი ზღვარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული
საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში.
8.
სახელოვნებო-შემოქმედებითი
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება ხდება
საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით.
9. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-7 და
71 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის.
მუხლი
85.
სახელმწიფოს
მიერ
დაფუძნებული
უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ქონებით სარგებლობა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან
დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო
და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების სამართავად
შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი,
რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და
ფინანსების ნაწილი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას
ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც
დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების
მართვისა და განკარგვის წესები.
27
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან
მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს (საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შემთხვევაში – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს) თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და
სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს –
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11
მუხლის
მე-5
პუნქტით
განსაზღვრულ
სკოლისგარეშე
სახელოვნებოშემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.
მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა
1. დაფუძნებულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ამ კანონის
ძალაში შესვლამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებები.
2. ამ კანონის ძალაში შესვლა იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
რექტორისა
და
ფაკულტეტების
დეკანების
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტი
უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ
რექტორს, ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
პროფესორი.
საქართველოს
პრეზიდენტი
უფლებამოსილია ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტით,
რომელიც
უფლებამოსილია
დეკანის
მოვალეობის
შესრულება
დააკისროს
გათავისუფლებულ დეკანს ან დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს
სხვა კანდიდატურა.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველ არჩევნებს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებები ამ კანონის შესაბამისი მართვის ორგანოების პირველი არჩევიდან არა
უგვიანეს 6 თვისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კანონის შესაბამის ახალ წესდებებს.
5. ამ კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის არჩევისთანავე
წილისყრის საფუძველზე განისაზღვრება წევრთა ერთი მესამედი, რომელთა არჩევის ვადა
განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადით.
6. ამ კანონის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის,
ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისა და ფაკულტეტის დეკანობის კანდიდატებს ამ კანონის
22-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 29-ე მუხლის პირველი
28
პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის ან/და
ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ
შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს.
7. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული
სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური
ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა .
ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი,
მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე
ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების
შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ
უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს.
მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო
მოდულებს, განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი
ფაკულტეტი.
8. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული
საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად 2009-2010 სასწავლო წლის
დასაწყისამდე უზრუნველყონ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა
საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისი
სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010–2011 სასწავლო წლის
დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ მ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წესის დამტკიცება .
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე
უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების
დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო
პროგრამების აკრედიტაციის დებულების დამტკიცება.
12. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1
მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
13. ამ კანონის 75- ე მუხლის მე -2 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ
დაწესებულებებს მიეცეთ უფლება , განახორციელონ საზღვაო აკადემიური უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამა , აკრედიტაციის მიუხედავად , 2017–2018 სასწავლო წლის
დაწყებამდე .
მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება
1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს
დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი
ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
29
სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008
სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი,
რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის
მინიჭებაზე.
ლიცენზირებული
ან
კანონით
ლიცენზირებულად
ჩათვლილი
უმაღლესი
11.
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2005–2006 სასწავლო წლის დაწყებამდე
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო
პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ
დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად.
2. (ამოღებულია) .
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის
განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა,
ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი
განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.
7. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა
2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 661 მუხლის
მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით.
იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის
მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა
აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე.
71. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის
661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის
გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის
საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე
ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები
ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.
8. საქართველოს მთავრობა 2005–2006 სასწავლო წლიდან 2016–2017 სასწავლო წლის
ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო
გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ
ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005–2006 სასწავლო წლიდან 2016–2017
სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი
სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი
საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
მიერ
განხორციელებული
ერთობლივი
30
საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული
საფასურის განსაზღვრა შესაძლებელია რეგენტთა საბჭოსთან შეთანხმებით.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
11. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
12. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები –
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის
იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
14. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს
რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება.
მუხლი 896. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში / მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტები
1.
მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში
2015 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ დაწესებულებაში
ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება
განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები
ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ
დაწესებულებაში ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით
გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.
მუხლი 8911. სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით
ერთეულსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სამეცნიერო-კვლევით ერთეულში
ტარდება სამეცნიერო პერსონალის ატესტაცია, რომელიც უნდა დასრულდეს „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
2015 წლის 27 ნოემბრის კანონის ამოქმედების წლის მომდევნო საფინანსო წლის ბოლომდე.
2. სამეცნიერო პერსონალის ატესტაციის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
წესდებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგები იწვევს იმ
სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლებას, რომლის შრომითი
ხელშეკრულების ვადა არ გასულა.
მუხლი 8912. მასწავლებლის განათლება (მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო
პროგრამები)
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის
მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები
31
მიიღოს
2016
წლის
ჩათვლით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მასწავლებლის
მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს 2021–
2022
სასწავლო
წლის
დაწყებამდე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2021–2022 სასწავლო წლიდან
უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე 2016 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანა,
რომლებსაც 2021–2022 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია
მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
დასრულების შედეგად.
32