„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 101 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-12
ბიუროს ნომერი 9
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
ა) მე-7 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით,
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო“.
ბ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის
დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი
სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე
ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი
სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.“.
გ) 70-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 პუნქტები:
„11. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი აქტით საქართველოს ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი
სარგოს
განსაზღვრამდე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობა.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის
ამოქმედებამდე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სარგოს დამტკიცების თაობაზე
გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის
უფლებამოსილებათა ჩამონათვალს. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტით „საქართველოს
პრეზიდენტი ახორციელებს კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც ერთი სხვა საკანონმდებლო აქტით, მათ შორის
ორგანული კანონით, არ შეიძლება პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებათა დადგენა,
რომელიც არ არის გათვალისწინებული კონსტიტუციით.
აღნიშნულისაგან განსხვავებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს პრეზიდენტი. ამავე კანონის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ
საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის
თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. პრეზიდენტის არც ეს უფლებამოსილებაა
გათვალისწინებული კონსტიტუციით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი
კანონპროექტის
მიზანია „საქართველოს
ეროვნული
ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-10 მუხლის
შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტთან,
რომლის თანახმადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებანი განისაზღვრება მხოლოდ
საქართველოს კონსტიტუციით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებას:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
წარდგინებით თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს
ეროვნული ბანკის საბჭო, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, ხოლო ეროვნული
ბანკის საბჭოს წევრის დამატებითი სარგოს ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს
2
პარლამენტი. საინტერესოა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ 1995 წლის ორგანული
კანონით სწორედ პარლამენტის მიერ ხდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების
დამატებითი სარგოს განსაზღვრა, რის საფუძველზედაც პარლამენტს მიღებული ჰქონდა
დადგენილებები (1998 წლის 24 ნოემბერი, N1690-I ს, 2005 წლის 28 დეკემბერი, N 2604-რს).
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის,
პირების
ფინანსურ
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის
მიღება
არ
არის
დაკავშირებული
იმ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
3
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გიორგი კახიანი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და გიორგი კახიანი.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომელშიც შედის კანონპროექტით
წარმოდგენილი ცვლილებები
მუხლი 7. ეროვნული ბანკის მმართველობა
1. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც
შედგება 7 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 4-ზე ნაკლებია,
ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ
შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
2. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან უცხო ქვეყნის
მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და
გამორჩეულნი პატიოსნებით. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი
დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს ორს. (10.04.2012. N6017)
3. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან
ეროვნული ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა წევრები.
4. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით
ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გადაყენება შეიძლება მხოლოდ საქართველოს
კონსტიტუციის
64-ე
მუხლის
შესაბამისად,
საქართველოს
პარლამენტის
გადაწყვეტილებით.
6. დასაშვებია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ხელახლა არჩევა. ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის მაგივრად
აირჩევა ახალი წევრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების სრული
ვადით.
7. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით, ხოლო
ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ეროვნული ბანკის
საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს პრეზიდენტი.
8. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თანამდებობიდან გათავისუფლდება, თუ:
ა) იგი აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი;
ბ) მან დაკარგა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების უფლება
ამ ორგანული კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად;
გ) იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
(20.03.2015. N3359 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
დ) იგი გარდაიცვალა.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული წესით
თანამდებობიდან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები.
გათავისუფლდებიან
5
10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და
ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 10. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის
დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და სააგენტოს საბჭოს წევრის დამატებითი
სარგოს ოდენობა არ შეიძლება იყოს ეროვნულ ბანკში არსებულ საშუალო ხელფასზე
ნაკლები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის სარგოს ოდენობას განსაზღვრავს
საქართველოს პრეზიდენტი, ხოლო სააგენტოს საბჭოს წევრის სარგოს ოდენობას –
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
მუხლი 70. გარდამავალი დებულებები
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო 2009 წლის 1
დეკემბერს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი რეორგანიზებულ იქნეს.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის რეორგანიზებულმა სტრუქტურულმა ერთეულებმა
განახორციელონ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებანი.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს სამართალმემკვიდრე.
5. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბალანსზე რიცხული შენობანაგებობები, ტექნიკური საშუალებები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბანკს.
6. საქართველოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ახალი ნორმატიული აქტების გამოცემამდე ინარჩუნებს
იურიდიულ ძალას.
7. საფინანსო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიები,
ნებართვები და განხორციელებული რეგისტრაციები, რომლებიც არ არის გაუქმებული,
ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.
8. ამ ორგანული კანონის ამოქმედებიდან:
ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს თავის კომპეტენციაში შემავალი
სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ ორგანულ კანონთან;
ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა
ამ ორგანულ კანონთან.
9. ამ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული
ბანკის 2008 საფინანსო წლის წმინდა მოგების განაწილებაზე, რომელიც განიკარგება 2008 წელს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. 2014 წლის 1 მარტიდან 2015 წლის 1 ივნისამდე „საინვესტიციო ფონდების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას
საინვესტიციო ფონდების მიმართ ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი. (12.12.2014. N2954)
6