„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №46, 22.12.2009, მუხ. 346) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკია 65 წელი. იუსტიციის მინისტრს
შეუძლია,
ნოტარიუსის
განცხადებისა
და
საქართველოს
ნოტარიუსთა
პალატის
დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე, ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების
ვადა არა უმეტეს 5 წლით.“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.
მუხლი 2. ნოტარიუსს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი და ამ
კანონის ამოქმედების მომენტისათვის კვლავ ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, 70 წლის
ასაკის მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვალოს უფლებამოსილების ვადა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედი
რედაქციით „ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო
სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს
საქართველოს
ნოტარიუსთა
პალატის
წინადადების
საფუძველზე
გაუგრძელოს
უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით“. ამავე კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად კი ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველია
,,ნოტარიუსის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
ამდენად, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონი ნოტარიუსის თანამდებობაზე
ყოფნის ზღვრული ასაკის განსაზღვრისას მითითებას აკეთებს „საჯარო სამსახურში ყოფნის
ზღვრულ ასაკზე“, რომელიც, თავის მხრივ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონით უნდა იყოს დადგენილი. ამ უკანასკნელის 50-ე მუხლის 2013 წლის 20 მარტს
განხორციელებულ ცვლილებამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, სამსახურში ყოფნის
ზღვრული ასაკი 65 წლით განისაზღვრებოდა. რაც შეეხება ამავე მუხლის ამჟამად მოქმედ
რედაქციას, მასში „საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკზე“ საერთოდ აღარ არის საუბარი
და მხოლოდ ზოგადი მითითება კეთდება იმაზე, რომ „მოსამსახურე პენსიაში გადის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით“.
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებით შინაარსი გამოეცალა „ნოტარიატის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ნოტარიუსის
თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის განსაზღვრისას მითითებას სწორედ „საჯარო
სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკზე“ აკეთებს. ასეთი ვითარება იწვევს გაურკვევლობას
ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის განსაზღვრის საკითხის მიმართ.
პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18
მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ
საფუძვლად ,,ნოტარიუსის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევას“ ადგენს და იქვე შეიცავს დათქმას:
„გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“. თავის
მხრივ, კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტში საუბარია თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული
ასაკის მიღწევის შემდეგ, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადების საფუძველზე,
იუსტიციის მინისტრის მიერ ნოტარიუსის უფლებამოსილების ვადის არა უმეტეს 5 წლით
გაგრძელებაზე. თუმცა, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, კანონმდებლობაში არ არსებობს პასუხი
„საჯარო
სამსახურში
ყოფნის
ზღვრული
ასაკისა“
და,
შესაბამისად,
ნოტარიუსის
თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის განსაზღვრის საკითხის მიმართ, რაც „ნოტარიატის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტსაც ნაწილობრივ უკარგავს შინაარსს.
ამდენად, აუცილებელია, რომ „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს
სათანადო ცვლილება და ამავე კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის
ზღვრული ასაკი, რაიმე სხვა საკანონმდებლო აქტზე მითითების გარეშე.
საქართველოს კანონმდებლობაში უკვე არსებობს სხვადასხვა პროფესიის მიმართ
ზღვრული ასაკის დადგენის შემთხვევები. მაგალითად, „საერთო სასამართლოების შესახებ"
საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად,
მოსამართლეს უფლებამოსილება უწყდება 65 წლის ასაკის მიღწევისას; „პროკურატურის
შესახებ" კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროკურატურის მუშაკი შეიძლება
დაითხოვონ სამსახურიდან საპენსიო ასაკის მიღწევისას და სხვ. ამდენად, ცხადია, რომ
როდესაც კანონმდებელმა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი საჯარო
სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს დაუკავშირა, ამით მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ იმ
პროფესიებს შორის, რომლებიც, მათი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე,
სხვადასხვა კუთხით, მათ შორის, ასაკის კუთხითაც, სპეციალურ რეგულირებას საჭიროებს,
არის ნოტარიუსის პროფესიაც.
ზემოაღნიშნულ მიდგომას ჩრდილს არ უნდა აყენებდეს ამჟამად მოქმედი „ნოტარიატის
შესახებ“ საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც სხვა საკანონმდებლო აქტებში
განხორციელებული ცვლილებების გამო არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი ხდება და
არ იძლევა ცალსახა პასუხს კითხვაზე - არის თუ არა ნოტარიუსების მიმართ თანამდებობაზე
ყოფნის ზღვრული ასაკი დადგენილი და, თუ დადგენილია, როგორია იგი.
შემოთავაზებული ცვლილებით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი
65 წლით განისაზღვრება. ამასთან, იუსტიციის მინისტრს შეუძლია, ნოტარიუსის განცხადებისა
და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე,
ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით. ამრიგად, თუ არ
იარსებებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული
ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების რომელიმე საფუძველი, ყველა ნოტარიუსი,
სქესის ან სხვა გარემოებათა მიუხედავად, 65 წლის ასაკამდე, ხოლო, უფლებამოსილების ვადის
გაგრძელების
შემთხვევაში
-
70
წლის
ასაკამდე
შეძლებს
სანოტარო
საქმიანობის
განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რაც „ნოტარიატის შესახებ“
საქართველოს კანონში არსებობს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის
განსაზღვრასთან დაკავშირებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი და მიეთითება, რომ ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის
ზღვრული ასაკია 65 წელი. ამასთან, იუსტიციის მინისტრს შეუძლია, ნოტარიუსის
განცხადებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის
საფუძველზე, ნოტარიუსს გაუგრძელოს უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.
ამავე
კანონის
მე-18
მუხლის
მე-2
პუნქტის
„ბ“
ქვეპუნქტით
ნოტარიუსის
თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძველად განისაზღვრება ნოტარიუსის
თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ, ამავე კანონის
მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსს გაგრძელებული აქვს უფლებამოსილების
ვადა.
კანონპროექტი შეიცავს გარდამავალი შინაარსის რეგულირებას, რომლის თანახმად, იმ
ნოტარიუსს, რომელსაც ახალი კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 65 წელი და ამავე კანონის
ამოქმედების მომენტისათვის კვლავ ახორციელებს სანოტარო საქმიანობას, 70 წლის ასაკის
მიღწევამდე გაგრძელებულად ჩაეთვლება უფლებამოსილების ვადა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ ეკისრება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
ფინანსურ შედეგებს არ იწვევს.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროქტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროქტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროქტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას კონსულტაციები იქნა გავლილი სსიპ - საქართველოს
ნოტარიუსთა პალატასთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება.
მუხლი 11. ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები
1. ნოტარიუსის თანამდებობა შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით დაიკავოს
საქართველოს ქმედუნარიანმა მოქალაქემ, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,
გავლილი აქვს სტაჟირება ან აქვს ნოტარიუსად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი ან საჯარო
სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი და ჩაბარებული აქვს
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2.
პირი
გათავისუფლდება
ნოტარიუსთა
საკვალიფიკაციო
გამოცდის
ჩაბარების
ვალდებულებისაგან, თუ მას აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული
სამეცნიერო ხარისხი სამოქალაქო, საერთაშორისო კერძო სამართლის ან სამოქალაქო
საპროცესო სამართლის სპეციალობაში.
21. ახალდანიშნული ნოტარიუსი პირველი 3 წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას
ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება
სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ამ კანონის მიზნებისათვის „მაღალმთიანი დასახლების“
სტატუსი განისაზღვრება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით.
22. იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხას, სადაც სანოტარო
მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი ამ
კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
23. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის
შესაბამის დასახლებაში განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში სათანადო
ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა. ნოტარიუსისათვის
ფინანსური დახმარების გაწევის წესს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
24. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს
შეუძლია სანოტარო საქმიანობა იმავე დასახლებაში ან საქართველოს ნებისმიერ სხვა
დასახლებაში გააგრძელოს. თუ ეს დასახლება ნოტარიუსის მიერ მასში სანოტარო საქმიანობის
გაგრძელების დროისათვის ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში იქნება
შეტანილი, ნოტარიუსს სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის
განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
ამავე მუხლის 23 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
25. ნოტარიუსს, რომელიც სანოტარო ბიუროს ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ
დასახლებაში განათავსებს, სანოტარო საქმიანობის განხორციელების შესაბამისი პერიოდის
განმავლობაში სათანადო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ამ
მუხლის 23 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი უთანაბრდება საჯარო
სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს. იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს, ნოტარიუსს
საქართველოს
ნოტარიუსთა
პალატის
წინადადების
საფუძველზე
გაუგრძელოს
უფლებამოსილების ვადა არა უმეტეს 5 წლით.
მუხლი 18. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლება
1.
ნოტარიუსს
უფლებამოსილება
უწყდება
თანამდებობიდან
გათავისუფლების
შემთხვევაში.
2. ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) ნოტარიუსის წერილობითი განცხადება თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე,
რომელიც წარედგინება იუსტიციის მინისტრს;
ბ) ნოტარიუსის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევა, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) ნოტარიუსის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის
მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ)
ნოტარიუსთა
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
შესახებ
დებულებით
გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენა, რაც იწვევს ნოტარიუსის თანამდებობიდან
გათავისუფლებას;
ე)
ნოტარიუსის
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
რაც
გამორიცხავს
ჩადენის
ფაქტზე
მის
მიერ
სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას;
ვ)
ნოტარიუსის
მიერ
განზრახი
დანაშაულის
სასამართლოს
გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა ან განზრახი დანაშაულის ჩადენის
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ხანდაზმულობის ან ამნისტიის გამო;
ზ) ნოტარიუსისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
თ) ნოტარიუსისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი
განაჩენით სანოტარო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა;
ი) ნოტარიუსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
კ) ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა;
ლ) ამ კანონის მე-11 მუხლის 21 პუნქტით დადგენილი წესით დანიშნული ნოტარიუსის
მიერ სანოტარო საქმიანობის შესაბამის დასახლებაში განხორციელების შეწყვეტა.
3. ნოტარიუსი, რომელიც გათავისუფლდა თანამდებობიდან, ამოირიცხება საქართველოს
ნოტარიუსთა რეესტრიდან.
4. ნოტარიუსისათვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეჩერების ან ნოტარიუსის
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს იუსტიციის მინისტრი.
5. იმ ნოტარიუსის დოკუმენტაცია, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება
ან
რომელიც
გათავისუფლდა
თანამდებობიდან,
იუსტიციის
მინისტრის
ბრძანების
საფუძველზე გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
6. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება ან რომელიც
გათავისუფლდა თანამდებობიდან, შეუძლია გაასაჩივროს იუსტიციის მინისტრის ბრძანება
მისი ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში. ბრძანება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი
გადაცემულია უშუალოდ ნოტარიუსისათვის ან დაზღვეული წერილით გაგზავნილია
ნოტარიუსის რეგისტრაციის ადგილზე. ბრძანების გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების
შეჩერებას.