„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015,
სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757) 42-ე მუხლის პირველი პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს
ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის
შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ, ვალდებული არიან, 2017 წლის 1
აპრილამდე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ სერტიფიცირება სასწავლო
ცენტრში, თუ, ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი თანამდებობებისათვის
სერტიფიკატი მოითხოვება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი
რედაქციით გათვალისწინებული ვადის მოახლოება. კერძოდ, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის შესაბამისმა მოსამსახურეებმა 2017 წლის 1 იანვრამდე
უნდა გაიარონ სერტიფიცირება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციით
გათვალისწინებული ვადის გონივრული ვადით, 2017 წლის 1 აპრილამდე გადაწევა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულების სისტემის ორგანოს ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულების
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ მუშაობას სამსახურში
განაგრძობენ, ვალდებული არიან, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ
სერტიფიცირება სასწავლო ცენტრში, თუ, ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი
თანამდებობებისათვის სერტიფიკატი მოითხოვება.
2015 წლის ბოლოს დასრულდა ინსტიტუციური რეფორმა პენიტენციურ
სისტემაში და მოსამსახურეები დაინიშნენ ახალ პოზიციებზე, იმ პირობით, რომ 2017
წლის 1 იანვრამდე გაივლიდნენ სპეციალური გადამზადების კურსს და მიიღებდნენ
შესაბამის სერტიფიკატს.
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მოსამსახურეთა
პროფესიული
გადამზადების კურსები. ამჟამად, გადამზადების კურსი გაიარა 2300-ზე მეტმა
თანამშრომელმა, ხოლო დარჩენილმა მოსამსახურეებმა 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა
გაიარონ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სავალდებულო გადამზადების კურსი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სერტიფიცირების
პროცესის პარალელურად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში
ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამუშაოდ
მისაღები კანდიდატებისათვის (კურსანტებისათვის) სავალდებულო სპეციალური
პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსები.
მიუხედავად სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო
ცენტრის აქტიური და კოორდინირებული მუშაობისა, შესაძლებელია სამინისტრომ
ფიზიკურად ვერ უზრუნველყოს ყველა მოსამსახურის გადამზადება 2017 წლის 1
იანვრამდე. ამასთან, გასათვალისწინებელია ისეთი ობიექტური გარემოებები,
როგორიცაა მოსამსახურეთა დეკრეტული შვებულება და ბიულეტენი, რა დროსაც
შეუძლებელია მათი სამსახურში გამოძახება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტრში გაგზავნა სერტიფიცირების გასავლელად. აქედან გამომდინარე
აუცილებელია „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სპეციალური
პენიტენციურ სამსახურის მოსამსახურის სერტიფიცირების გავლა გადავადდეს 2017
წლის 1 აპრილამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან აუცილებელი
ხარჯების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
გადასახდელს.
არ
ადგენს
გადასახადს,
მოსაკრებელს,
ან
სხვა
სახის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები ჩართული არ ყოფილან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი
42.
მოსამსახურის
სერტიფიცირებასა
და
გადამზადებასთან
დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოწესრიგება
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოს
ის მოსამსახურეები, რომლებიც სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის
შემდეგ მუშაობას სამსახურში განაგრძობენ, ვალდებული არიან, 2017 წლის 1
იანვრამდე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით გაიარონ სერტიფიცირება სასწავლო
ცენტრში, თუ, ამ კანონის მე-8 მუხლის თანახმად, მათი თანამდებობებისათვის
სერტიფიკატი მოითხოვება.
2. სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი პირობების შექმნა ამ მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირთა დადგენილ ვადაში სერტიფიცირებისათვის
მოსამზადებლად.
3. მინისტრმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მოსამსახურეთა გადამზადებისა და
სერტიფიცირების გრაფიკი.