„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2016
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/12/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016497) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.“. 2. მე-13 მუხლის: ა) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით.“; ბ) მე-13 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ.“. 3. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობით.“. 4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: კანონპროექტის ოთხპუნქტიანი მიღება გეგმის დაკავშირებულია პროგრამულ საქართველოს პრიორიტეტებში მთავრობის არსებული ერთ-ერთი მიმართულების, მმართველობის რეფორმის, განხორციელებასთან, რაც ეფექტური და კოორდინირებული საქართველოს საჯარო მთავრობის ადმინისტრაციის შექმნას გადაწყვეტილებით გულისხმობს. მიმდინარეობს კერძოდ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის თანამდებობის გაუქმებისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქციებს განახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული გადაწყვეტილება მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. კერძოდ, „უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ, რომელიც ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის საერთო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო ცვლილების თანახმად, შესაბამის კოორდინაციას, განსაზღვრულია მინისტრის აპარატი. წარმოდგენილი სახელმწიფო ორგანოდ მითითებულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ რიგი ფუნქციების საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობითა და ხელშეწყობით განხორციელების შესაძლებლობას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის თანახმად, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისი მუხლებიდან ხდება მისი ამოღება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზანია, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროთი ჩანაცვლება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის არსს წარმოადგენს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაზღვრა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მიღება; ბ) პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელება; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენა; დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. 3. (ამოღებულია - 20.09.2013, №1252). 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა. 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ეცნობებათ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მუხლი 13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი 1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი . აღნიშნული ვადის იმავე ვადით გაგრძელება შესაძლებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. 2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს სხვა სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, რომელიც კომპაქტურადაა თანამემამულეებით . დასახლებული შესაძლებელია რამდენიმე უცხოეთში მცხოვრები სახელმწიფოში დაინიშნოს დიასპორის საკითხებში საქართველოს ერთი საპატიო წარმომადგენელი. 3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის აუცილებელი პიროვნული თვისებები; ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან; გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას; დ) შეუძლია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ამ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ე) არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე. 4. სასურველია, წარმომადგენლად დიასპორის საკითხებში პირს გარკვეული დასანიშნ საქართველოს დამსახურება საპატიო მიუძღოდეს საქართველოს წინაშე ან/და იგი ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას. 5. პირი დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით. 6. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას; გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტისას; დ) მოქალაქეობის დაკარგვისას (თუ მიუღია არ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა); ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოვალეობების შეუსრულებლობისას; ვ) გარდაცვალებისას. 7. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო. 8. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი: ა) ხელს ურთიერთობებს; უწყობს საქართველოსა და შესაბამის დიასპორას შორის ბ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; გ) ხელს უწყობს დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა ს; ე) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ვ) აქტიურად მონაწილეობს დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ მუშაობას; ზ) შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აწვდის ინფორმაციას დიასპორასთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ; თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე, შესაბამის სახელმწიფო ორგანოს წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ხელს უწყობს შესაბამის დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას; კ) ასრულებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის დავალებებს. 9. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე. 10. შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციი რებული პროექტები დაფინანსდეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 11. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციი რებული პროექტები შესაძლებელია აგრეთვე დაფინანსდეს სამინისტროებისათვის ან სახელმწიფო მინისტრების აპარატებისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით კანონმდებლობით გამოყოფილი დადგენილი ასიგნებების წესით, ფარგლებში, შესაბამისი საქართველოს სახელმწიფო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე. 12. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ორგანოებთან ურთიერთობებს ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით. 13. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. 14. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელის საქართველოს წარდგინების დიპლომატიურ საფუძველზე მიიღოს წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ. 15. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ვალდებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე, პერიოდულად, მაგრამ წელიწადში არანაკლებ ერთხელ, ჩამოვიდეს საქართველოში საკუთარი ხარჯებით და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. 16. დიასპორის საკითხებში საქართველოს შესაძლებელია ჰყავდეს მოადგილეები, თანამდებობაზე ნიშნავს და საპატიო რომლებსაც თანამდებობიდან წარმომადგენელს მისი წარდგინებით ათავისუფლებს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელი. 17. დიასპორის მოადგილე საკითხებში ასრულებს საქართველოს დიასპორის საპატიო საკითხებში წარმომადგენლის საქართველოს საპატიო წარმომადგენლის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 14. დიასპორული ორგანიზაცია 1. დიასპორული თანამემამულეებსა და ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს შორის უცხოეთში კულტურული და მცხოვრებ სამეცნიერო კავშირების გაღრმავებას, ხელს უწყობს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას, საქართველოს სახელმწიფო ენის შესასწავლი პროგრამების შემუშავებას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას, ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას. 2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) დიასპორული ორგანიზაციის სრული დასახელება; ბ) დიასპორული ორგანიზაციის იურიდიული მისამართი; გ) მონაცემები დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელთა შესახებ; დ) დიასპორული ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები და ამოცანები; ე) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ დიასპორული ორგანიზაცია შექმნილია ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. რეესტრში დასარეგისტრირებლად დიასპორული ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) შექმნილი უნდა იყოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) მის დამფუძნებელთა 2/3 მაინც უნდა იყოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე; გ) მისი საქმიანობის მიზნები და ამოცანები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. 4. დიასპორული ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულოა. 5. დიასპორული ორგანიზაცია თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან და მონაწილეობს სხვადასხვა პროექტსა და პროგრამაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობითა და შუამდგომლობით. მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და ამავე კანონის დებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. 2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს „დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 სექტემბრის №761 ბრძანებულება. 3. ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანოდ განისაზღვროს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.