„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.12.2016
ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/13/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2012, სარეგისტრაციო კოდი: 360090000.05.001.016631) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 53-ე მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2018 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“.“. 2. 53-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ე) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; ვ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართელოს კანონის პროექტზე „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: წინამდებარე კანონის პროექტის შესაბამისად, იცვლება ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების თარიღი. გაწერილი ვადების გადავადების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოებები: პირველი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინიცირებით 2016 წლიდან დაიწყო ბირთვული ავარიის ან რადიაციული ავარიული სიტუაციის შემთხვევაში დახმარების შესახებ კონვენციასთან მიერთებისათვის აუცილებელი შიდა პროცედურები. შესაბამისად, მიერთების საფუძველზე, საქართველოს წარმოეშვება ვალდებულება, შესაბამისობაში მოიყვანოს რელევანტური კანონმდებლობა კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონვენციის იმპლემენტაციამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს აღნიშნული სამართლებრივი აქტების შინაარსზე, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ამ სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემისათვის განსაზღვრული დრო იქნას გადაწეული ამ კონვენციის იმპლემენტაციის დასრულებამდე. მეორე გარემოებას წარმოადგენს 2016 წელს საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს (შემდგომში „აესს“) ზოგად კონფერენციაზე მიღებული რეზოლუცია,1 რომლის 135-ე პუნქტი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ გაითვალისწინონ სახელმწიფოებისათვის ბირთვულ და რადიოლოგიურ საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ აესს-ის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების მოთხოვნები (General Safety Requirements No. GSR Part 7). აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დოკუმენტი 2016 წლის ნოემბერში გახდა ხელმისაწვდომი წევრი სახელმწიფოებისათვის. ამ ახალი სტანდარტების ეფექტიანი იმპლემენტაცია 2017 პირველ იანვრამდე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამგვარად, ზემოაღნიშნული ორი ახალი გარემოებიდან გამომდინარე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ მიზანშეწონილად ჩათვალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების/გამოცემის ვადის გადაწევა, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში არ მოდის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან (ვინაიდან შეთანხმების 298-ე მუხლით კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ არის), ხოლო ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის გეგმის მომზადების ეტაპზე სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას წინსწრებით განეჭვრიტა ზემოაღნიშნული ორი გარემოება. ზემოხსენებული მიზეზების ერთობლიობიდან გამომდინარე, ცხადია, სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინტერესი, ქვემოთ ჩამოთვლილ რელევანტურ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, რომლებიც ჯერ არ არის მიღებული, ასახული იყოს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ვალდებულებები, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და სტანდარტები. შესაბამისად, შემუშავდა წინამდებარე კანონპროექტი, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსაცემი/მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების 1 https://www.iaea.org/About/Policy/GC/GC60/GC60Resolutions/English/gc60res-9_en.pdf გამოცემის/მიღების ვადად განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვარი. აღნიშნული ცვლილება ვრცელდება შემდეგ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე:  „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება;  „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება;  „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: საქართველოს კანონმდებლობის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის/გამოცდილების იმპლემენტაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებებში ცვლილების შეტანას. ცვლილების თანახმად, 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსაცემი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებების გამოცემის ვადად განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვარი, თუმცა აღნიშნული ცვლილება ეხება მხოლოდ „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებას, ვინაიდან „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება უკვე გამოცემულია (2016 წლის 29 ნოემბრის №39 ბრძანება). გარდა ამისა, წარმოდგენილი ცვლილებებით, 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები დადგენილებების მიღების ვადად განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვარი, თუმცა აღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ ცალკეულ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებს, კერძოდ „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“, „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ და „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებს. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ „ტექნიკური რეგლამენტის – „სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ და „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებები (2016 წლის 7 ივლისის №317 და 11 ივლისის №319 დადგენილებები) უკვე მიღებულია, ხოლო „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი მომზადებულია და წარდგენილია საქართველოს მთავრობაში, რომელიც მიღებული იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოქმნას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულებებს, ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 53. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები (გამოსაცემი) ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2016 წლის 1 იანვრამდე მიღებულ იქნეს „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2. საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებული სამხედროტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისთვის წარსადგენი ინფორმაციის ნუსხის დამტკიცება. 3. 2015 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ინსპექტირების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“; ბ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); გ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); დ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ე) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ვ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ზ) „ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესი“; თ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ი) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); კ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ლ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); მ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ნ) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932); ო) (ამოღებულია - 12.12.2014, №2932) . 4. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – მეტალის ჯართის რადიაციული მონიტორინგის წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების ავტორიზაციის უწყებრივი რეესტრის შექმნისა და წარმოების წესის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების კატეგორიზაციის“ დამტკიცების შესახებ“. 5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); ბ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); გ) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფორმის“ დამტკიცების თაობაზე“. 51. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2017 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ბირთვული და რადიაციული ობიექტების, რადიოაქტიური წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) შესახებ“. 6. საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); ბ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); გ) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); დ) (ამოღებულია -11.11.2015, №4486); ე) (ამოღებულია - 11.11.2015, №4486); ვ) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მოპყრობისადმი რადიაციული უსაფრთხოების ნორმებისა და ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; ზ) „ტექნიკური რეგლამენტის – ინდივიდუალური მონიტორინგის განხორციელებისა და კონტროლის წესის“ დამტკიცების შესახებ“. 7. საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო დასხივების სფეროში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; გ) „ტექნიკური რეგლამენტის – მრეწველობაში, მეცნიერებასა და განათლებაში რადიაციული უსაფრთხოების მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; დ) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ე) „ტექნიკური რეგლამენტის – მაიონებელი გამოსხივების წყაროების ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის ძირითადი მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“; ვ) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობების დამტკიცების შესახებ“.