„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო
მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 17/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.05.001.018150)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტები:
„ბ1) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტი
სახელმწიფო
პროექტის
კომპონენტი,
საქართველოს
მთავრობის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში შესასრულებელი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უნდა შესრულდეს ამ
კანონით საპილოტო პროექტისთვის დადგენილი წესით;
ბ2) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის
განმახორციელებელი
საქართველოს
მთავრობის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სუბიექტი;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სისტემური რეგისტრაცია – საპილოტო პროექტის ან განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების
რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური
წესის შესაბამისად;“;
გ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) სარეგისტრაციო ბლოკი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ხოლო
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებლის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების ერთობლიობა;“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„,21. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია
წარმოებს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებლის მიერ პროაქტიულად და სისტემურად მოპოვებული
სარეგისტრაციო
დოკუმენტაციისა
და
ამავე
წესით
შედგენილი
საკადასტრო
2
აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით და შეღავათების
შესაბამისად.“.
3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის
საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის
შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის
საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით,
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებელის
მიმართვის საფუძველზე,
ხოლო
სპორადული
რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე და
უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა
დაინტერესებული პირის ჩართვას.“.
4. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის ფარგლებში საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების დაწყებას
უზრუნველყოფს
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი. სარეგისტრაციო უძრავი ნივთის
ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირების, საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი
სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის
მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპილოტო პროექტის ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო
რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის
და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის
იდენტურობა
დგინდება
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი
და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში - განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4.
საპილოტო
პროექტის
ფარგლებში,
მომიჯნავე
მიწის
ნაკვეთების
მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა
მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან
მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის
უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში,
მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების
საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით.“;
გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
3
„41. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის ფარგლებში, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი
მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის
ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის
და
ფაქტობრივ
მდებარეობას
ადგენს
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
განმახორციელებელი,
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ
შედგენილ მონაცემებზე დაყრდნობით.“;
დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია, როგორც ცალკეული მიწის
ნაკვეთების, ისე სარეგისტრაციო ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის
ფაქტობრივი მდებარეობის ერთობლივად დადგენა.
6. სარეგისტრაციო ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობა
ერთობლივად დგინდება სარეგისტრაციო ბლოკის გეგმაზე მესაკუთრეთა/საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა ხელმოწერის საფუძველზე. თუ
მომიჯნავე მიწის ნაკვეთის რომელიმე მესაკუთრე/საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლების მქონე პირი უარს ამბობს მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობის
ერთობლივად დადგენაზე ან არ არსებობს ინფორმაცია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის
ადგილსამყოფლის შესახებ, შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას საპილოტო
პროექტის ფარგლებში ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ მუხლის მე-4
პუნქტით განსაზღვრული წესით, ხოლო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
ფარგლებში
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი ამ
მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად.“.
5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.
საკადასტრო
აღწერის
შედეგად
შედგენილი
საკადასტრო
რუკა
მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და
მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის თვეში ერთხელ ქვეყნდება
სააგენტოს
ოფიციალურ
ვებგვერდზე
(www.napr.gov.ge),
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ
ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტში თვალსაჩინო
ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას
მისცემს.“.
6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. სახელმწიფო პროექტის, გარდა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა, განხორციელების პროცესში მხარეთა შორის
4
დავის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით
მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც
(რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს
(ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.“.
7. 23-ე მუხლის:
ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო პროექტის (მათ შორის, საპილოტო პროექტის) ფარგლებში
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოები
შესაძლებელია
შესრულებული
ანაზღაურდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში
შესრულებული
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოები
ანაზღაურდება
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის მიერ.“;
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტის განმახორციელებელი უფლებამოსილია სააგენტოს წარუდგინოს განცხადება
მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, თუ
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია ადმინისტრაციული
ორგანოს/თანამდებობის
პირის,
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოს,
მუნიციპალიტეტის ან/და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მონაწილეობით.“.
მუხლი 2.
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მისი დაკვეთით შესრულებული
საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, თუ ისინი
შესრულებულია ამ კანონის ამოქმედების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით
დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 3.
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ
უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 4.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
5
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მის
სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მეშვეობით ახორციელებს
ქვეყნისათვის განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტებს. 2016 წლის 15 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის №655
განკარგულება, რომლითაც დამტკიცდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
სისტემაში
შემავალი
სუბიექტების
მიერ
განსახორციელებელი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტების ნუსხა (შემდგომში - ნუსხა). აღნიშნულ ნუსხაში განსაზღვრული
ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა წარმოადგენს საქართველოს მთავრობის
ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილს და მიეკუთვნება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ
ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ნუსხაში განსაზღვრულ ინფრასტრუქტურულ
პროექტებს განეკუთვნება საავტომობილო გზები, რომელთა მშენებლობამაც უნდა
უზრუნველყოს ქვეყნის სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის გაზრდა, რაც
პირდაპირ აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ზემოაღნიშნული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტების განხორციელება უკავშირდება მიწის შესყიდვისა და
განსახლების გეგმის მომზადებას, რომლის ფარგლებშიც დგინდება პროექტის
განსახორციელებლად საჭირო განთვისების ზოლი, რაც უმეტეს შემთხვევაში მოიცავს,
როგორც უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებისათვის საჭირო მონაკვეთს, ასევე მის
მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას (შემდგომში - განთვისების ზოლი). მიწის შესყიდვისა
და განსახლების გეგმის ფარგლებში აუცილებელი ხდება დაურეგისტრირებელი მიწის
ნაკვეთების
რეგისტრაცია
და
რეგისტრირებული
მიწის
ნაკვეთების
დაზუსტება/კორექტირება.
უმრავლეს შემთხვევაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები არ შეიცავს
ინფორმაციას მიწის ნაკვეთების გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. მოქმედი
კანონმდებლობით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების სისწორე დამოკიდებულია
დაინტერესებული პირის კეთილსინდისიერებაზე. ამ ეტაპზე, მიწის ნაკვეთის მდებარეობისა
და საკადასტრო საზღვრის დადგენის ერთადერთი საფუძველია მხოლოდ მესაკუთრის
პასუხისმგებლობით შედგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ამასთან, არ
არსებობს სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთისა და უფლების დამდგენ
დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის გადამოწმების მექანიზმი.
ამგვარი რეგულაციის შესაბამისად რეგისტრირებული მონაცემები, მთელ რიგ შემთხვევებში,
იწვევს დავას მომიჯნავე ნაკვეთების მესაკუთრეთა შორის, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთების
6
საკადასტრო მონაცემების რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან ზედდების გამო.
უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რაც აფერხებს განსახლების პროცედურებს
დაკავშირებულია
საჯარო
რეესტრის
მონაცემების
დაზუსტება/კორექტირება/
ცვლილებებთან. აღნიშნულ შემთხვევაში სახეზეა ის გარემოება, რომ ზედდებების
(რეგისტრირებული მონაცემის ფაქტობრივ მდებარეობასთან) გასწორების მიზნით,
პროექტის განმახორციელებლის დაკვეთით მზადდება საკადასტრო აგეგმვითი/აზომვთი
ნახაზები, ფაქტობრივი მდებარეობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ არსებული მონაცემი
არ შეესაბამება რეგისტრირებულ მონაცემებს, აუცილებელია რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების დაზუსტება და მათი ცვლილების რეგისტრაცია. ამასთან,
თუ ზედდებაშია რამდენიმე მიწის ნაკვეთი, აუცილებელია ყველა მესაკუთრის ნების
გამოვლენა (თანხმობა). ძირითად შემთხვევებში, რამდენიმე მესაკუთრე უარს აცხადებს
ნების გამოვლენაზე სხვადასხვა მიზეზით (თანხის მომატება, განთვისების ზოლს გარეთ
არსებული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის მოთხოვნა), შესაბამისად ვერ ხერხდება საჯარო
რეესტრის მონაცემის დაზუსტება და მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში ზემოქმედების ქვეშ არსებულ მიწის
ნაკვეთების უმრავლესობზე უკვე რეგისტრირებულია საკუთრების უფლება, ხოლო
განსახლების გეგმის განხორციელების დროს პრობლემა იქმნება რეგისტრირებული მიწის
ნაკვეთების გადაფარვებისა და საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, მათი არასწორი
მდებარეობის გამო. რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, მესაკუთრე ფლობს სხვა ადგილას და
შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში მყარი საზღვარი ფიქსირდება არა საჯარო რეესტრში ასახულ
„წითელ“ საკადასტრო საზღვარზე, არამედ მისგან მოშორებით. იმ შემთხვევაში, თუ
პროექტის განმახორციელებლი გამოსყიდვებს განახორციელებს საჯარო რეესტრში
დარეგისტრირებული მონაცემებით, კომპენსაციებს ხშირ შემთხვევაში მიიღებს, ან
არასრულად მიიღებს იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც ფაქტობრივად არ ფლობს
მიწის ნაკვეთებს გზის განთვისების ზოლში, თუმცა რეგისტრირებული მონაცემებით, მიწის
ნაკვეთი განთავსებულია გზის სამშენებლო არეალში, ვინაიდან რეგისტრაციის დროს ასეთი
მიწის ნაკვეთები არასწორად აისახა კოორდინატთა სისტემაში.
მაგალითად:
ზემოაღნიშნული პრობლემის საფუძველზე, ვერ ხერხდება მიწის ნაკვეთების დროულად
გამოსყიდვა და შესაბამისად, სამშენებლო არეალის მშენებელი კონტრაქტორისათვის
7
გადაცემა, რის გამოც ჩერდება პროექტის განხორციელება, ხოლო აღნიშნული წარმოშობს
კონტრაქტორის მხრიდან პროექტის განმახორციელებლის მიმართ, დროის მოცდენასთან
დაკავშირებით დამატებითი ხარჯების მოთხოვნის უფლებას.
ამდენად, აუცილებელი გახდა ქმედითი მექანიზმის შემუშავება, რომლითაც
უზრუნველყოფილი იქნება მიწების გამოსყიდვის პროცესში მიწების სწრაფი და ეფექტიანი
რეგისტრაცია, აგრეთვე რეესტრის მონაცემების დაზუსტება/კორექტირება/ცვლილების
განხორციელება. აღნიშნული მექანიზმით სახელმწიფო უზრუნველყოფს არა მხოლოდ
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურული პორექტის ეფექტიანად შესრულებას, არამედ აღნიშნული მექანიზმი
მიწების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემების კორექტირების კუთხით მხარს
დაუჭერს კერძო პირებს.
ზემოღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა „სახელმწიფო პროექტის
ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის (შემდგომში კანონპროექტი) მომზადება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტები ხორციელდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით და მათ
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტების წინაშე
სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება, რომლითაც უნდა უზრუნველყოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებში განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი ინფრასტრუქტურული
პროექტის დასრულება. საერთაშორისო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამის
სამშენებლო კომპანიას, სამინისტროს სისტემაში შემავალმა/მართვაში არსებულმა სუბიექტმა
ხელშეკრულებაში დათქმულ დროს უნდა გაუთავისუფლოს განთავსების ზოლი, იმისთვის,
რომ მშენებელმა დაიწყოს სამუშაოები. ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში ფერხდება მიწის
გამოსყიდვის სამუშაოები, დაურეგისტრირებელი მიწების, აგრეთვე საჯარო რეესტრში
არსებული მონაცემების უზუსტობის გამო, შესაძლოა ვერ განხორციელდეს განთავსების
ზოლის დათქმულ დროს გათავისუფლება და აღნიშნულმა შეაფერხოს პროექტის დაწყება.
2016 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანსაც
წარმოადგენს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი
უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა, ხოლო ამ მიზნის
მისაღწევად კანონი ითვალისწინებს სისტემური და სპორადული რეგისტრაციის
მექანიზმებს. ამასთან, თავად სახელმწიფო პროექტის მექანიზმს წარმოადგენს საპილოტო
პროექტი, რომელიც ქმნის ეფექტიან პროცედურას მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი
რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული
მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საპილოტო პროექტი ხორციელდება მხოლოდ 12
დასახლებაში, თუმცა ის მექანიზმი, რომელიც გათვალისწინებულია საპილოტო პროექტის
ფარგლებში მიწების სისტემური რეგისტრაციისათვის, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს
8
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების
მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების ფარგლებში.
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტების ეფექტიანად განსახორციელებლად, ამასთან იმისთვის რომ უზრუნველყოფილ
იქნეს აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიწების გამოსყიდვის პროცედურის დათქმულ
დროსა და ვადაში დასრულება, კანონპროექტით განისაზღვრება მექანიზმი, რომლითაც
შესაძლებელი
იქნება
საპილოტო
პროექტისათვის
გათვალისწინებული
წესით,
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტებისათვის მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება.
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების
ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში, მიწების გამოსყიდვის პროცედურის შეუფერხებლად
ჩატარების მიზნით, უძრავი ქონების რეგისტრაციის, საჯარო რეესტრის მონაცემების
დაზუსტება/კორექტირება/ცვლილების
ეფექტური
მექანიზმის
გავრცელება
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის შესაბამისად, განიმარტება განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ცნება, რომელიც იქნება სახელმწიფო პროექტის
კომპონენტი,
საქართველოს
მთავრობის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით განსაზღვრული განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში შესასრულებელი ღონისძიებების
ერთობლიობა და შესრულდება, საპილოტო პროექტისთვის დადგენილი წესით.
ამასთან, ცვლილება ხორციელდება სისტემური რეგისტრაციის ცნებაში, რომლის
შესაბამისადაც, სისტემური რეგისტრაცია განისაზღვრება როგორც საპილოტო პროექტის,
ასევე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში
ცვლილების რეგისტრაცია პროაქტიულ საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული
სპეციალური წესის შესაბამისად.
კანონპროექტით
განიმარტება
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი
და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის ცნება, რომელიც იქნება
საქართველოს მთავრობის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული სუბიექტი.
ბლოკი,
გარდა
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის
სარეგისტრაციო
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ
არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების ერთობლიობისა იქნება განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე მიწის ნაკვეთების ერთობლიობაც.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი
9
სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი
მნიშვნელობის
პროექტის
განმახორციელებელი.
ამასთან,
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებელი იქნება სარეგისტრაციო უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და
საზღვრის
იდენტიფიცირების,
საკადასტრო
აზომვითი/აგეგმვითი
სამუშაოების
სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზის მონაცემთა
სისწორისთვის პასუხისმგებელი.
ამასთან, სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის
საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის
შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის
საფუძველზე განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტზე განახორციელებს - განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი
მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის მიმართვის საფუძველზე, ვინაიდან თავად
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლი უზრუნველყოფს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი
ნახაზის მომზადებას.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და
საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში შესასრულებელი ღონისძიებების
ერთობლიობა შესრულდება საპილოტო პროექტისთვის დადგენილი წესით, თუმცა
გამონაკლისი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იქნება ის გარემოება, რომ მომიჯნავე მიწის
ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების
მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადასტურებაზე უარის თქმის
ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის არარსებობის
შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას დაადგენს განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელი
საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესრულების უფლებამოსილების მქონე
პირის მიერ შედგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, განსხვავებით საპილოტე პროექტისაგან,
რომელშიც აღნიშნულს ადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი
მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო
მტკიცებულებებზე დაყრდნობით.
კანონპროექტის შესაბამისად, საკადასტრო აღწერის შედეგად შედგენილი საკადასტრო
რუკა მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირთა და მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის თვეში ერთხელ
გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის ოფიციალურ ვებგვერდზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ოფიციალურ
ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტში თვალსაჩინო
ადგილზე, რაც შესაბამის დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას
მისცემს.
კანონპროექტში განისაზღვრება, რომ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში დავის
გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება (მედიაცია) არ გავრცელდება განსაკუთრებული
10
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში
განსახორციელებელ ღონისძიებებზე.
ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ კანონის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას
კანონის გარდამავალ დებულებებში, რომლის შესაბამისადაც, განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის ფარგლებში
შესრულებული
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოები
ანაზღაურდება
განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის
განმახორციელებლის მიერ.
კანონპროექტის
შესაბამისად,
შესაძლებელი
იქნება
განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებლის
მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მისი დაკვეთით შესრულებული საკადასტრო
აზომვითი/აგეგმვითი ნახაზები, გამოყენებულ იქნეს, თუ ისინი შესრულებულია ამ კანონის
ამოქმედების დროისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.
აღნიშნული რეგულაციის განსაზღვრა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ფაქტობრივად
ზოგიერთ განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივი მნიშვნელობის
პროექტზე საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი ნახაზების სამუშაოები შესრულებულია.
კანონპროექტის მე-2 მუხლის შესაბამისად, ვინაიდან კანონში განსაზღვრული
ღონისძიებები წესრიგდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით, გათვალისწინებულია
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვალდებულება, კანონის ამოქმედებიდან 30 დღის
ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონპროექტთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ამასთან, იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს კანონქვემდებარე აქტების პროექტების
მომზადება და პროცესის ეფექტიანად სრულად ამოქმედება, კანონის მე-3 და მე-4 მუხლები
ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო პირველი და მე-2 მუხლები გამოქვეყნებიდან 30-ე
დღეს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან, ვინაიდან, მიწების გამოსყიდვის მიზნით, შესაბამისი
ღონისძიებებისათვის სახსრები გათვალისწინებულია თითოეულ განსაკუთრებული
სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ არის დაკავშირებული ფინანსურ შედეგებთან.
11
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი შეესაბამება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის
დაწესებულება,
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში :
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და
მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
12
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის,
ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სახელმწიფო პროექტი – ამ კანონით გათვალისწინებულ სისტემურ და სპორადულ
რეგისტრაციასთან
დაკავშირებით
განსახორციელებელი
საჯარო
მმართველობითი
სპეციალური ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება ამავე კანონით
დადგენილი შეღავათიანი წესებით მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებად რეგისტრაციის
წასახალისებლად;
ბ) საპილოტო პროექტი – სახელმწიფო პროექტის კომპონენტი, რომელიც
ითვალისწინებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ რეგისტრაციას და ხორციელდება
გეოგრაფიული მრავალფეროვნების ნიშნით შერჩეულ საქართველოს 12 დასახლებაში;
გ) სისტემური რეგისტრაცია – საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია
პროაქტიულ საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული სპეციალური წესის
შესაბამისად;
დ) სპორადული რეგისტრაცია – სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი
სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისა და
რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ამ კანონით გათვალისწინებული
სპეციალური წესის შესაბამისად;
ე) მიწის ნაკვეთი – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობანაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე;
ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – საძოვარი, სათიბი, სახნავი
(მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) ან საკარმიდამო მიწის ნაკვეთი;
ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ნაკვეთი, რომელიც
არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;
თ) საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი – პირი,
რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი
მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
ი) მართლზომიერი მფლობელი – ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის)
დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა;
კ) მოსარგებლე – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე
ფაქტობრივად ფლობს მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, საკუთრების უფლების
13
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთან ფორმის დაუცველად დადებული
გარიგების საფუძველზე;
ლ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი – მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი ან
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი
გამგეობის/მერიის თანამდებობის პირი ან მოხელე;
მ) საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ადმინისტრაციული
ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში
შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას;
ნ) მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი
დოკუმენტი – 1994 წლამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური
ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო
წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა
კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის)
ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის
კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე)
დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის
გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ
დამტკიცებული მიწის გადასახადის გადამხდელთა სია (საგადასახადო სია), „ფიზიკური
პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“
საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის
მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან სხვა დოკუმენტი;
ო) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი – მიწის ნაკვეთის
საზღვრების, კონფიგურაციისა და ადგილმდებარეობის, აგრეთვე მასზე განთავსებული
ნაგებობების შესახებ გრაფიკულად და ტექსტობრივად გამოსახული ზუსტი ინფორმაცია,
რომლის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შესაბამისობა, საჭიროების
შემთხვევაში, დასტურდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
პ) სარეგისტრაციო ბლოკი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მდებარე
მიწის ნაკვეთების ერთობლიობა;
ჟ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებით
დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი;
რ) მყარი სასაზღვრო მიჯნა – ღობე ან საზღვრად გამოყენებული სხვა ნაგებობა,
რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა;
14
ს) მედიაცია – ამ კანონით დადგენილი წესით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალება;
ტ) მედიატორი – პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოდავე მხარეთა შორის მოლაპარაკებას წარმართავს;
უ) სანოტარო მედიაცია – კერძოსამართლებრივი დავის გადაწყვეტის ალტერნატიული
საშუალება, რომელიც გამოიყენება სახელმწიფო პროექტის მიზნებისათვის და რომელსაც
წარმართავს ერთი ან ერთზე მეტი მედიატორი ნოტარიუსი;
ფ) ფაქტების კონსტატაცია – გარემოებათა დასამტკიცებლად ფაქტობრივი
გარემოებების შესახებ არსებული მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ასახვა.
2. ამ კანონში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება „საჯარო რეესტრის შესახებ“
საქართველოს კანონის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 5. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის სპეციალური წესი
1. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული
პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად
შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე
კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
2. საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების
სისტემური
რეგისტრაცია
წარმოებს
საპილოტო
პროექტით
გათვალისწინებულ
საქართველოს 12 დასახლებაში სააგენტოს მიერ პროაქტიულად და სისტემურად
მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და მის მიერვე პროაქტიულად და
სისტემურად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის
საფუძველზე, ამ კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად.
3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული
რეგისტრაციის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
დამტკიცებული წესით.
მუხლი 6. მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის
ზოგადი წესი
1. სააგენტო დაუზუსტებელი მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის
საკადასტრო მონაცემების დაზუსტებას და მათი ცვლილების რეგისტრაციას ამ კანონის
შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის
საფუძველზე, საპილოტო პროექტის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი ინიციატივით,
ხოლო სპორადული რეგისტრაციის შემთხვევაში – დაინტერესებული პირის განცხადების
საფუძველზე და უზრუნველყოფს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში
ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას.
2. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთარი
ინიციატივით შეცვალოს დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული
მიწის ნაკვეთის სა-კა-დას-ტრო მონაცემები, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით ან/და
საკადასტრო აღწერის შედეგად დადგინდა რეგისტრირებული საკადასტრო მონაცემების
15
მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობასთან შეუსაბამობა, და უზრუნველყოს ამ მიზნით
დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.
მუხლი 14. საპილოტო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების ადგილმდებარეობის
დადგენისა და საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების შესრულების წესები
1. საპილოტო პროექტის ფარგლებში საკადასტრო აზომვითი/აგეგმვითი სამუშაოების
დაწყების საფუძველია მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირება მიწის
ნაკვეთის მესაკუთრის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე
პირის ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მითითების საფუძველზე.
2. საჭიროების შემთხვევაში, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას (მიწის
ნაკვეთის საზღვრებსა და კონფიგურაციას მომიჯნავე მიწის ნაკვეთებთან მიმართებით)
ადასტურებენ მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები/საკუთრების უფლების
რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირები.
3. საჭიროების შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით
გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო
მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო
აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლების მქონე პირთა მიერ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის
დადასტურებაზე უარის თქმის ან მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის/საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის ადგილსამყოფლის შესახებ
ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა
გარემოების შეფასებისა და შეჯერების საფუძველზე, სათანადო მტკიცებულებებზე
დაყრდნობით.
5. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შესაძლებელია როგორც ცალკეული მიწის ნაკვეთების, ისე
სარეგისტრაციო ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთების ან მათი ნაწილის ფაქტობრივი
მდებარეობის ერთობლივად დადგენა.
6. სარეგისტრაციო ბლოკში შემავალი მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობა
ერთობლივად დგინდება სარეგისტრაციო ბლოკის გეგმაზე მესაკუთრეთა/საკუთრების
უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა ხელმოწერის საფუძველზე. თუ
მომიჯნავე მიწის ნაკვეთის რომელიმე მესაკუთრე/საკუთრების უფლების რეგისტრაციის
მოთხოვნის უფლების მქონე პირი უარს ამბობს მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობის
ერთობლივად დადგენაზე ან არ არსებობს ინფორმაცია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის
ადგილსამყოფლის შესახებ, შესაბამისი მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მდებარეობას ადგენს
მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით.
7. ამ მუხლით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობის დადგენის
წესი არ მოქმედებს, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად
დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.
16
მუხლი 15. საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენა
1.
საკადასტრო
აღწერის
შედეგად
შედგენილი
საკადასტრო
რუკა
მესაკუთრეთა/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირთა და
მოსარგებლეთა მონაცემების მითითებით, საჯარო გაცნობისათვის თვეში ერთხელ ქვეყნდება
სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.napr.gov.ge), მუნიციპალიტეტის ოფიციალურ
ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და თვალსაჩინო ადგილზე, რაც შესაბამის
დასახლებაში მცხოვრებ პირებს მისი გაცნობის საშუალებას მისცემს.
2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული საკადასტრო რუკის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში
მიმართონ სააგენტოს საკადასტრო აღწერის კონკრეტული შედეგების გადამოწმების
მოთხოვნით.
3. მიწის ნაკვეთების საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის
წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 18. მედიაციის ზოგადი წესი
1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მხარეთა შორის დავის
გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო ამ დავის გადასაწყვეტად სავალდებულო წესით
მიმართავს სანოტარო მედიაციას ან საქმეში რთავს მედიატორს (მედიატორებს), რომელიც
(რომლებიც) მხარეებს აცნობს (აცნობენ) მედიაციის პირობებს და მათი თანხმობით ნიშნავს
(ნიშნავენ) შეხვედრის დროსა და ადგილს.
2. მედიაცია სრულდება სანოტარო მედიაციისათვის მიმართვიდან/საქმეში
მედიატორის (მედიატორების) ჩართვიდან არაუგვიანეს 3 კვირისა. მხარეთა მიერ
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე უფლება რეგისტრირდება ამ
კანონით დადგენილი წესით.
3. საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხარეებს
არ უზღუდავს უფლებას, დავის გადასაწყვეტად მედიაციას მიმართონ.
4. მედიატორი შეიძლება იყოს როგორც ერთი, ისე რამდენიმე პირი, დავის
სპეციფიკისა და სირთულის გათვალისწინებით.
მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი
1. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც საპილოტო პროექტით გათვალისწინებულ
საქართველოს 12 დასახლებაში შესრულებული სამუშაოების შედეგად ვერ დადგინდება
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის
უფლების არსებობა, 1 წლის ვადით, პირობითად რეგისტრირდება სახელმწიფოს
საკუთრებად ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
შესაბამისად. აღნიშნულ ვადაში
ამ
მიწის
ნაკვეთზე
მესაკუთრის/საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირის
უფლება რეგისტრირდება დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო
დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლებამოსილების მქონე
ორგანოს თანხმობის გარეშე, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ამ მიწის ნაკვეთზე
რეგისტრირდება სახელმწიფოს საკუთრების უფლება.
17
2. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი
რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის
სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16
მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის
მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231
დადგენილების საფუძველზე შედგენილი და საჯარო რეესტრში დაცული საკადასტრო
მონაცემები ამ კანონის მიზნებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მიწის
ნაკვეთის მდებარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ექვემდებარება
დაზუსტებას, შეცვლას ან გაუქმებას.
3. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში და ამ კანონის მიზნებისათვის
მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო
მონაცემების, დოკუმენტაციის ან/და ინფორმაციის საფუძველზე დააზუსტოს, შეცვალოს,
ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და
საქართველოს
მოქალაქეთათვის
სარეგისტრაციო
მოწმობების
გაცემის
შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის №327 ბრძანებულებისა და „საქართველოს
ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან
დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების საფუძველზე რეგისტრირებული მცდარი ან
ურთიერთშეუსაბამო მონაცემები.
4. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და
სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება,
სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მედიაცია, ფაქტების
კონსტატაცია) უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) სრულდება და მიწის ნაკვეთზე
საკუთ-რე-ბის უფლება და მას-ში ცვლილება სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების
საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირდება.
5. სახელმწიფო პროექტის (მათ შორის, საპილოტო პროექტის) ფარგლებში
შესრულებული
საკადასტრო
აგეგმვითი/აზომვითი
სამუშაოები
შესაძლებელია
ანაზღაურდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.