„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობზე“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.go.ge), 26/04/2016, სარეგისტრაციო კოდი:
420000000.05.001.018099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ბ) 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ბ.ა) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების
სერტიფიცირების წესის შესახებ“;
ბ.ბ) მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო
ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“;
ბ.გ) „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის
ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.“
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2 და მე-19
პუნქტები ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან“.“
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების
ამოქმედების გადავადების აუცილებლობა. კერძოდ, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონით (13/04/2016წ. N4951-IIს) დადგინდა მაცივარაგენტზე მომუშავე
სტაციონარული მოწყობილობის მფლობელის და ტექნიკოსის ვალდებულებები (71
მუხლი) და მაცივარაგენტების ატმოსფეროში გაფრქვევის ახალი რეგულაცია (541
მუხლი), რაც მოიცავს 3 კგ და 3 კგ-ზე მეტ მაცივარაგენტზე მომუშავე სტაციონარული
მოწყობილობის და მათი მომსახურე ტექნიკოსების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების
წარმოებას, ასევე, მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე
ტექნიკოსების სავალდებულო სერტიფიცირებას. აღნიშნული ნორმების ამოქმედება
გათვალისწინებულია 2017 წლის 1 იანვრიდან. გამომდინარე იქედან, რომ მოცემული
ვალდებულებების პრაქტიკაში აღსრულებისთვის საჭიროა დამატებითი წინასწარი
მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება (ვალდებულებებს დაქვემდებარებული
სუბიექტების ფართო წრის ინფორმირება, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება,
სერტიფიცირება
და
ა.შ)
და
ასევე,
ვალდებულებების
შესრულების
ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი წინაპირობების შექმნა,
მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული ვალდებულებების ამოქმედების გარკვეული
ვადით გადაწევა.
ასევე, ვინაიდან ასოცირების შეთანხმების 302-ე მუხლისა და XXVI დანართიდან
გამომდინარე, საქართველო ვალდებულია მოახდინოს Seveso II დირექტივის
იმპლემენტაცია (1996 წლის 9 დეკემბრის 96/82/EC დირექტივა სახიფათო
ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული დიდი ავარიების საფრთხეების
შესახებ, 2003/105/EC დირექტივით და (EC) N 1882/2003 რეგულაციით შეტანილი
შესწორებების შესაბამისად) (ვალდებულების შესრულების ვადა - 2018 წლის 1
სექტემბერი). ამასთან, ეს ვალდებულება, ასევე, დაგეგმილია „ერთი მხრივ,
საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის
წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესახებ
7/03/2016 N382 საქართველოს მთავრობის განკარგულებით (სამოქმედო გეგმის 151-ე
პუნქტი) შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს შესაბამისი
კანონპროექტის
მომზადება,
უცხოელი
ექსპერტების
კონსულტაციების
გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული „დიდი
2
ავარიების
პრევენციის“
დირექტივის
საქართველოს
კანონმდებლობაში
იმპლემენტაცის მიზნით, შესაბამისი კანონისა და „გარემოსდაცვითი შეფასების
კოდექსის“ მიღებამდე (კოდექსის ამოქმედება გათვალისწინებულია 2017 წლის 1
სექტემბრიდან) „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან
გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის“ მიღება. შესაბამისად,
საჭიროა აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის მიღების ვადის გარკვეული ვადით
(2018 წლის 1 იანვრამდე) გადავადებაც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონპროექტის მიზანია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებული ზოგიერთი ვალდებულების ამოქმედებისა და მათთან
დაკავშირებით შესაბამისი აქტების მიღების ვადების გადაწევა. ასევე, კანონით
გათვალისწინებული „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან
გარემოს დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის“ მიღების ვადის
გადავადება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტით ცვლილება შედის „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
(13/04/2016წ. N4951-IIს) და ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-2 და მე-3
მუხლების
ის
ნორმები,
რომლებიც
ითვალისწინებენ
ზემოაღნიშნული
ვალდებულებების დამდგენი მუხლების (პუნქტების) ამოქმედებას და მათთან
დაკავშირებული კანონმქვემდებარე აქტების მიღებას. კერძოდ, მოქმედი რედაქციით,
კანონის 71 და 541 მუხლების ამოქმედება (ასევე, შესაბამისი ნორმატიული აქტების
მიღება) გათვალისწინებულია 2017 წლის 1 იანვრამდე. წარმოდგენილი
კანონპროექტით, მითითებული მუხლების ამოქმედებისა და აქტების მიღების ვადა
განისაზღვრება 2018 წლის 1 იანვრით. ასევე, 1 წლით (2018 წლის 1 იანვრამდე) ხდება
„სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს დაცვის
ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის“ მიღების ვადის გადაწევა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
3
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ფინანსურ ზეგავლენას იმ პირებზე, ვისზეც
გავრცელდება კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის დადგენა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს .
გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.
4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული
რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 2
1. საქართველოს მთავრობამ:
ა) 2016 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „ოზონდამშლელი
ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის
გაცემის და წლიური საიმპორტო კვოტის განაწილების ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“;
ბ) 2017 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები:
ბ.ა) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურე ტექნიკოსების
სერტიფიცირების წესის შესახებ“;
ბ.ბ) „მაცივარაგენტზე მომუშავე მოწყობილობის მომსახურების სარეგისტრაციო
ჟურნალის ფორმისა და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“;
ბ.გ) „სახიფათო საწარმოო ობიექტებზე სამრეწველო ავარიებისაგან გარემოს
დაცვის ღონისძიებების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.
2. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა 2016
წლის 1 ივნისამდე დაამტკიცოს ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის,
ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-9,
16, მე-18 და მე-19 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მე-11–მე-
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტები და მე-3–
მე-9, მე-11–მე-16 და მე18 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და მე-2
და მე-19 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
5