„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
15.12.2016
ავტორი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/25/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014 - 2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა (1)
II მოსმენა (2)
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-19
ბიუროს ნომერი 13

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) შეტანილ იქნეს ცვლილება და კოდექსს VII14 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VII15 თავი: ,,თავი VII15. ადმინისტრაციული სამართალწარმოება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრებასთან დაკავშირებით 61 მუხლი 21 . მოსამართლის დადგენილება იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ 1. დადგენილებას „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. 2. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობაში მიეთითება მონაცემები ევროკომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული იურიდიული პირის, იურიდიული პირისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობის და მისი ქონების შესახებ (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირებს და უგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას. 5. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებაში აღინიშნება: ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ; დ) მონაცემები ევროკომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული იურიდიული პირის შესახებ; ე) მითითება იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ; ვ) მონაცემები იურიდიული პირის ქონების შესახებ (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) დადგენილების გასაჩივრების წესი; თ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. მოსამართლის დადგენილება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ორგანოს, ხოლო მესამე − შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს. თუ აღნიშნული იურიდიული პირისთვის დადგენილების გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. მუხლი 2162. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების ძალაში შესვლა და გასაჩივრება 1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ აჩერებს დადგენილების მოქმედებას. 2. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებით საპროცესო დარღვევების არსებობის შემთხვევაში, დადგენილების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება დადგენილების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის დადგენილების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. 3. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში. 4. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მუხლი 2163. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გაუქმება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე 1. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გაუქმების საფუძველია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლისთანავე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით. 3. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კოდექსის 2161 მუხლით დადგენილ ვადაში და წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღება განპირობებულია „საქართველოსა და ევროკავშირს საქართველოს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებიდან გამომდინარე. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 2016 წლის 29 აპრილს ხელი მოეწერა „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმების დანართი III-ის VI პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კანონის გამოყენების ზიანის მიყენების გარეშე ადმინისტრაციული ზომები და ჯარიმები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კომისიის მიერ (EU, Euratom) N966/2012, (EU) N1268/2012 და (EC, Euratom) N2988/95 რეგულაციების შესაბამისად. ამავე შეთანხმების VII პუნქტის შესაბამისად, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროგრამის შესაბამისად, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლითაც ფულადი ვალდებულებები ეკისრება პირებს და არა სახელმწიფოებს, საქართველოში აღსრულდება. კომისიის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული ორგანო კომისიის სახელით დაიწყებს საქმისწარმეობას გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისათვის. ამ შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების ამ მიზნებისათვის სპეციალურად დანიშნული პირი შეიტანს სასამართლოში, რომელსაც ექნება მხოლოდ მისი ავთენტურობის დადასტურების იურისდიქცია და შეატყობინებს ამის შესახებ ევროკომისიას. აღსრულების შესაბამისი დებულებები შეტანილ იქნება საქართველოს მონაწილეებთან დადებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და/ან კონტრაქტებში. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ექნება იურისდიქცია, რათა განიხილოს კომისიის გადაწყვეტილება სამართლიანობა და შეწყვიტოს მისი აღსრულება. უფრო მეტიც, საქართველოს სასამართლოებს ექნებათ იურისდიქცია იმ საჩივრებთან დაკავშირებით, რომელთა აღსრულება ხორციელდება არარეგულარული ფორმით. „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირებისათვის, აუცილებელია ზემოაღნიშნულ ნორმასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა, კერძოდ კი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების განხორციელება. წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში, ორგანოს, რომელმაც ევროკომისიის მოთხოვნით, საქართველოში აღსასრულებლად უნდა მიაქციოს ევროკომისიის გადაწყვეტილება, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 15 კოდექსისათვის VII თავის დამატებას. კანონპროექტის შესაბამისად, დადგენილებას „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ევროკომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობაში აუცილებელი იქნება ზუსტი მონაცემების მითითება ევროკომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული იურიდიული პირისა და მისი ქონების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა შეატყობინებს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირებს და გაუგზავნის შესაბამის საქმის მასალებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს შესაბამის დადგენილებას. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მისი გასაჩივრება არ შეაჩერებს დადგენილების მოქმედებას. იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გამოცემასთან დაკავშირებით საპროცესო დარღვევების არსებობის შემთხვევაში, დადგენილების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება დადგენილების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის დადგენილების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში, ხოლო თუ გადაცემა ვერ ხერხდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ გაუგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება მისი შეტანიდან 15 დღის ვადაში. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს დადგენილება საბოლოო იქნება და არ დაექვემდებარება გასაჩივრებას. კანონპროექტი ითვალისწინებს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულებების დაკისრების შესახებ მოსამართლის დადგენილების გაუქმების შესაძლებლობას ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის საფუძველზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი კანონპროექტის ავტორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
დასკვნები
い db静 0&rQの も ヽ LECAL DEPARTMENT 000b OF STAFF OF S‑Ob ̀R枷 O■ ●ORO訳 0 ぺ 0ふゝ6eぬ8o● oo PARLINMENT OF CEORCIA ● b〕 )hln390nb 26 Abashidze Avenuc,4600,Kuta● ,cc。 鳴 lrr$,oBlq,o, J. icovrh, 46@, o. $S.d.l, 6!A!. 26 hO)0360n う Olql 224 9l 6E !<'. s.Jr!: lcgaldeP@Parliament.ge cm詞 :置 温 蕊 ame.te 艶 ′│ t募 μ‐ 狐6, qQrb336r lr$r6or3gq'oU 0or4t6obol.r 0o36r l-r.>3u6o60eCbq,o .)6()0c)10.,g.)lj $cboo) $r60r'rq.o696oq,o,,t,Jj.>6o6gq,oL cqr0o6ob6t6r6q3q, LrJtlog3ln 3oqgSbAo 3gq,oq,CboL ACOrEoL ts3bfu0" Lrrjrdo3gqx'rb 3$o6oU J6r'rgjgob (07-2125, 15. 12.2016) l.DCr6(,,3Cq,olj $6q'JAC6Ool, 6CAq,JAC60oL 145-3 B3bq'ob 0oorbo36gborr6 0glsbr0otmboU orrob.r$g t rCr6ogCqx')t Jr6q,rAC6OoU rJrf)rooL qJ6oqQ.ICq,Ar QCJ)6O50C6OAr 0r6oboq,J Lr.>j.sfroggq,r'rb 0orr3t6obob 6ogt6 ls3$o66qrg\,o o6ogo.1)o3ob $gLtoor $r66oq966oq,o ,,U:jr6o69qoU rqr0o6ol.r6tir6ogq' UrJttrogXLo 3oq93jb0o 63E ogcbob aCor6ob tcLrbcb" b:j.>6lol3cq,rnb Jr6mbot Jf)oCCOoL (07-2125, 15.12.2016) l$jroor$q,ob Jr6,q,rAC5Oob 636q,$36$oU 145-X Ogbq,olr ArnotboS6Cbolrb tssltbr0oLtrT bott lt3oorbo cgu 0otc609$o6oq,rqr 0o;B6os 3r6o6oLt J6ofil0oL 0r6boqBol, J6,r'rg3qg6ob p.>$scbs. ▼ N 2137 19/12/2016 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროკავშირის შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების“ თანმდევი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/25; 15.12.2016) საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროკავშირის შორის ევროკავშირის პროგრამა ჰორიზონტი 2020 - კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში (2014-2020) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების“ თანმდევი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/25; 15.12.2016) საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია თანმდევი კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება. პატივისცემით, თათია ხეთაგური ოფისის უფროსი