„ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-12-26
ბიუროს ნომერი 17
📜 ტექსტი
წერილი
〆│ \
しヽうヽF)R'ヽ
:〕
:,1:(1う 1')11:,(ヽ 11F),‖ )r,ふ
、
、
N2154
lγ lν 2016
Us jst6or3cq'oLr J;t6qr.:0X6$oL
L,rore6.r6otr6o<'r q.o3Jvr6r6Xfu ol-r ggt+rcrl-rU
j.\O.1J<$ gcr,C6 U3oJbrod3U
C<'5\)l't6<'t Oo,C6,
$rt66o6oq6g6or tt:.ls6q'.>fuQ1r'r g06odr3lx,rbr0o 336r3.:q,o g6.>j6og0oU
,,36oro16o 6.>6rx'r6tqxgtio 0od6lo0ol.r" q.o.> ,,6r6oo6rq"3t6o 0<'rdr6robs - lljr6or3gqmL
$o6ltgq,olD3oU" ao06 aoatre0aUq U.>jot6o4gq,olr Jrfu',:0366oU 6r60bJeCbou
J6(.lftlot ,,rq'CJmAo r6t CbUq 0do03 3g0r6o6.:6gq, dq96o0r63mbs[ro.)b
qgs3u30ot630oo".
0ob(18(r,, gtirtf, 6gCq'U('Io J(5ots60q'o 6J6BbJ<,Cbot bo06,(,t, ApoLr $3Lr6o6tso
SCODEJ, 610,r lt:3oorbolt sjggoqnbq,.:6 6$oaqr,6r6g, 6s66b4r9boL Jd,r.rfrl6oU
6r6boqB) A(nbCgCb q,JBCr6CAUq'Jq.
JrCpgobOJaoo,
6oJr6o6 aCq'or
い 3敏 や¨ 。
Q
09050い 00‑o
´0
螺
メ
り 決
′ ′
∝ え
o,r3A{eoar'6J
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის განცხადების პროექტზე
„ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით“
ა) ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ
ა.ა) მიღების მიზეზი:
პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სირიაში, კერძოდ კი ალეპოში ბოლო
პერიოდში არსებული ვითარება, რომლის ძირითადი შემოქმედნი არიან სირიის არაბთა
რესპუბლიკის რეჟიმი და მისი მოკავშირე რუსეთი. ქვეყანაში მასიურად მიმდინარეობს
უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის (მოხუცების, ქალების და ბავშვების) ხოცვა.
დარღვეულია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვერ
ხორციელდება მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სათანადო სამედიცინო და სხვა
დახმარების აღმოჩენა.
ა.ბ) პროექტის მიზანი:
საქართველო, როგორც დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს შემადგენელი
ნაწილი,
რომელიც
მონაწილეობს
არაერთ
სამშვიდობო
ოპერაციაში
იზიარებს
საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის,
ევროკავშირის,
ევროპის
უსაფრთხოებისა
და
თნამშრომლობის
ორგანიზაციის,
ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას,
რომ სირიის არაბულ რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება
სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.
ა.გ) პროექტის ძირითადი არსი:
პროექტის არსს წარმოადგენს, რომ საქართველოს პარლამენტმა (როგორც საგარეო
კურსის განმსაზღვრელმა) დააფიქსიროს ქვეყნის პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე
ალეპოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის სასწრაფოდ მოგვარების მიზნით.
ბ) პროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პროექტი არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
პროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
პროექტი არ აუარესებს ფინანსურ მდგომარეობას.
ბ.ვ) პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
პროექტით არ ხდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
განსაზღვრა.
გ) პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
პროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) პროექტის ავტორი:
პარლამენტის უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
ვ) პროექტის ინიციატორი:
პარლამენტის უმცირესობაში შემავალი ფრაქციები
განცხადება
პროექტი
საქართველოს პარლამენტის განცხადება
ალეპოში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
ვინაიდან, ბოლო პერიოდში სირიის არაბთა რესპუბლიკის რეჟიმის და მისი
მოკავშირეების მიერ, განსაკუთრებით კი რუსეთის მიერ, გახშირდა აღმოსავლეთ
ალეპოს საჰაერო დაბომბვები, რასაც მოჰყვა ქალაქის დიდი ნაწილის განადგურება
და სამოქალაქო მოსახლეობის მასიური მსხვერპლი,
ვინაიდან, ალეპოში ფაქტიურად განადგურდა სასკოლო, ჯანდაცვის და სხვა
ჰუმანიტარული
ინფრასტრუქტურა,
ხოლო
გახშირებულმა
სამხედრო
მოქმედებებმა გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა,
ვინაიდან
გახშირდა
ადამიანის
უფლებების,
ასევე,
საერთაშორისო
ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მასიური დარღვევა,
ვინაიდან ხშირია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო მოსახლეობას შეგნებულად
აქცევენ ალყაში, რათა მოხდეს მათი იძულებით დევნა, ან შიმშილით მოკვლა,
ითვალისწინებს რა, რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გამოდევნის მწარე
გამოცდილებას,
-
-
საქართველოს
პარლამენტი
ხაზს
უსვამს
საქართველოს,
როგორც
საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი აქტორის როლს,
აღნიშნავს მთლიანად რეგიონში უსაფრთხო და მშვიდობიანი განვითარების
და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირების მნიშვნელობას,
შეშფოთებას გამოთქვამს იმ უმძიმესი ჰუმანიტარული და პოლიტიკური
ვითარების გამო, რაც შექმნილია სირიის არაბთა რესპუბლიკაში,
იზიარებს საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის, ევროკავშირის, ევროპის უსაფრთხოებისა და
თნამშრომლობის ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა
საერთაშორისო
პარტნიორების
პოზიციას,
რომ
სირიის
არაბულ
რესპუბლიკაში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება სასწრაფოდ უნდა
მოგვარდეს,
გამოთქვამს მწუხარებას ალეპოში სამოქალაქო მოსახლეობის, განსაკუთრებით,
ბავშვების, ქალების და უმწეოების სიცოცხლის მოსპობის გამო,
უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს ალეპოში უკანასკნელ პერიოდში
ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტების გამო,
გმობს სირიაში, განსაკუთრებით კი ალეპოში მიმდინარე პროცესებში
რუსეთის ფედერაციის სამხედრო და პოლიტიკურ ჩარევას, რაც კიდევ უფრო
მასშტაბურს ხდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კრიზისს,
-
-
-
-
გმობს რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ როლს გაეროს უშიშროების
საბჭოში, რაც აფერხებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეფექტიან
ჩარებას ჰუმანიტარულ კრიზისში,
მოუწოდებს
ალეპოს
კრიზისში
ჩართულ
ყველა
მხარეს,
რომ
უზრუნველყოფილ იქნას ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა კონფლიქტის
ზონაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის,
მნიშვნელოვნად მიიჩნევს საერთაშორისო შეთანხმებების დაუყოვნებლივ
შესრულებას,
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შესაძლებლობის ფარგლებში
გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარება სირიის არაბთა რესპუბლიკის
მშვიდობიან მოსახლეობას და მიიღოს დევნილები სირიიდან,
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას აქტიურად დააფიქსიროს ქვეყნის
პოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ალეპოსა და სირიის არაბთა
რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.