„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კახიანი
ნომერი
#07-3/9/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 17

📜 ტექსტი

წერილი
」 恥 ゝЪもJb̀冊 30̀要 mし 356響 500600b Ψ0360 もうJ昴 03■Wヽ ― )OhC)o― b● 8o66o J ゆ∞呻nし 3蒟 智o0050ob ヽぉ009o3蒟 ぃ 005oob 0900bb メで0っ o50o06し 3の 5ooaOも 」 Clq)6i6o6('| CorC6, L{rd)('aCqxqu 3o6\)oggrnlr 67-3 Ag\rotr Jcx+63q,o Jgojoot ACbro)AoLJ<, $rt60m6oqr536or UJJr6,oACq'ob JJ6q'JAC6OoL $33ttrob 3oo616o 3*ro$otr 6o96 lD3rSo6Aq,Cbqx'r o6o0oJ6.Rol, $Clros, A'r0ttJq,Cl3q, b.>jr6cr6gqx,rb Jn6q,.>0g6goU 6CAq')AC6Oob &nogjgL ,,b.>jsr6oryqx,rb Jr6q'r6C6ool., 6,CAq,rAC6OAo. g3qoq,gbotr ACOrEob ACbrbC6". 6ortx.r3or $.>60r'rqraC6(q'o 616q'$ge)ou Jrir,rfil0o 6rSoboq-Jq, .,C6CL aJBCYiCbUq,., $CLool,. 6olb<,r3or, Ao\por 0gbbJaobo ahq,Cq,oAJ. erbr6(rr):,,6"tsU6OCq,o JJOcBot)oCAoo, 6cxn66o .1$o16o φ 選■ム :。 た
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობისა და მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის პარლამენტის ბიუჯეტიდან გამოეყოფა ერთჯერადად 5000 ლარი, ასევე ყოველთვიურად − 5000 ლარი. ამ თანხის განკარგვის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. (17.12.2012 N 90) 11. რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ზემო აფხაზეთიდან (კოდორის ხეობა), ცხინვალის რეგიონიდან, გორის და ახალგორის მუნიციპალიტეტებიდან დევნილ ამომრჩევლებთან ურთიერთობის მიზნით N31, N32, N33, N47 და N85 საარჩევნო ოლქებში არჩეულ მაჟორიტარ პარლამენტის წევრებს პარლამენტის ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დამატებით გამოეყოფათ თითოეულს – 1070 ლარი. (24.03.2009 N 1128) 2. ამოღებულია (17.12.2012 N 90) 3. ამოღებულია (17.12.2012 N 90) 4. ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი თანხის განკარგვის თაობაზე წერილობით დეტალურ ანგარიშს (ინფორმაციას) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული პარლამენტის წევრი ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. (17.12.2012 N 90) 5. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 16 მაისის N305-IIს დადგენილება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“. 6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი თბილისი, 2006 წლის 2 მარტი. N 2714 - Iს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 03/07/2012 სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016009) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე დაფინანსების წესი და ოდენობა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“ მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 2 მარტის N 2714 - Iს დადგენილება. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ნაწილი III, №33, 14.03.2006, მუხ. 380). მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუთაისი, ----------- 2016 წ. N ...
განმარტებითი ბარათი
პროექტი განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობისათან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის საკითხის დარეგულირება. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი: რეგლამენტის პროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მოხდეს მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობისათან დაკავშირებული ხარჯების ოდენობის დარეგულირების საკითხის განსაზღვრა. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა განისაზღვრება „საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებით აღნიშნული ხარჯების დარეგულირების საკითხი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. კერძოდ, მე-19 მუხლში მიეთითება, რომ მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა განისაზღვრება დებულებით. შესაბამისად, ასევე ხდება დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება: რეგლამენტის პროექტი არ არეგულირებს ფინანსურ საკითხებს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებებს. ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: რეგლამენტის პროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მარავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამეტის წევრი გიორგი კახიანი ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამეტის წევრი გიორგი კახიანი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ მუხლი 19 1. ამომრჩევლებთან მუშაობის ორგანიზების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში პარლამენტის წევრის მონაწილეობის მიზნით ადგილზე იქმნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის (შემდგომ − მაჟორიტარი პარლამენტის წევრი) ბიურო, რომლის ფუნქციები, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. 2. მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. მაჟორიტარი პარლამენტის წევრი ვალდებულია პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ.