„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2016
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/26/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 17

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: „21. საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 22. ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული წესი შესაძლოა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“. 2. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი: „მუხლი 451. მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4, მე-5, ასევე მე-7 და მე-8 ნაწილით (საპროცენტო განაკვეთებთან მიმართებით) და 868-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილისაგან განსხვავებული წესი; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.“. მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 34-ე მუხლის 2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამავე კანონის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე დადებულ შესაბამის ხელშეკრულებაში ხორციელდება არსებითი პირობის ცვლილება. 1 მუხლი 3. 1. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მაქსიმალური უზრუნველყოფის აუცილებლობა. საქართველოს ეროვნულ ბანკს აუცილებელია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მათი ინფორმირების მიზნით მიენიჭოს უფლებამოსილება მიიღოს შესაბამისი რეგულაციები. პარალელურად, ეროვნულ ბანკს უნდა გააჩნდეს საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებული ბერკეტები, რომ კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დროულად მოახდინოს რისკის შემცველი ან არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე სუბიექტების გამოვლენა და შესაბამისი ღონისძიებების დროული გატარება. ამასთან, კანონპროექტით ზუსტდება ფასის ლარში გამოხატვასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია შეიქმნას მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტურად იმოქმედოს მომხმარებელთან ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ცვლილების მიხედვით კანონის 34-ე მუხლს ემატება 21 და-22 პუნქტები, რომელთა თანახმადაც: საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. კანონის პროექტით ასევე განისაზღვრება, რომ ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული წესი შესაძლოა დადგინდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით, რაც მაგალითისათვის ემსახურება არარეზიდენტ პირთა დაცვის ინტერესებს. კანონს ემატება 451 მუხლი, რომლითაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლებამოსილება მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით დაადგინოს სესხის/საბანკო კრედიტის გაცემის ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. გარდა ამისა, ამავე მუხლის მიხედვით საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შესაძლებელია დადგინდეს განსხვავებული საპროცენტო განაკვეთი ვიდრე დგინდება სამოქალაქო კოდექსის ცვლილების თანმდევი კანონპროექტით (625-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები), რომლის 625-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმადაც უცხოური ვალუტით ფიზიკურ პირზე ფულის სესხად გაცემა დასაშვებია, თუ გასაცემი სესხის ოდენობა (მათ შორის სესხის თანხის უცხოური ვალუტის მიმართ ინდექსაციის შემთხვევაში), სესხის გაცემის მომენტისათვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, აღემატება 100 000 (ასი ათასს) ლარს. ხოლო 625-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით მსესხებლის მიერ გაცემულ სესხებზე რეფინანსირების ან საკუთარი სახსრებით დაფარვის შედეგად წინსწრებით დაფარვის საკომისიო და/ან პირგასამტეხლო, ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს წინსწრებით დაფარვის საკომისიოს და/ან პირგასამტეხლოს, რომელიც აღემატება კრედიტის/სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს. სამოქალაქო კოდექსის ცვლილების კანონპროექტის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობები არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით: იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისათვის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად 1000 ლარამდე გაცემულ უზრუნველყოფილ სესხებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა. მოცემული კანონპროექტის თანახმად კი საქართველოს ეროვნულ ბანკს ეძლევა უფლებამოსილება შესაბამისი სამართლებრივი აქტით დაადგინოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების კანონპროექტის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილისაგან განსხვავებული წესი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია რეგულირების სფეროს, როგორც მინიმიზაცია ისე მაქსიმიზაცია. სამოქალაქო კოდექსის ცვლილების კანონპროექტის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას. ხოლო საქართველოს ეროვნულ ბანკს, მისი სამართლებრივი აქტით, ეძლევა უფლებამოსილება დაადგინოს აღნიშნულისაგან განსხვავებული წესი. სამოქალაქო კოდექსის ცვლილების კანონპროექტის 868-ე მუხლის მიხედვით თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უცხოური ვალუტით ფიზიკურ პირზე საბანკო კრედიტის გაცემა დასაშვებია, თუ გასაცემი კრედიტის ოდენობა (მათ შორის კრედიტის თანხის უცხოური ვალუტის მიმართ ინდექსაციის შემთხვევაში), კრედიტის გაცემის მომენტისათვის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, აღემატება 100 000 (ასი ათასს) ლარს, ხოლო მოცემული კანონპროექტის 451 მუხლი განსაზღვრავს, რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ასევე დადგინდეს ზემოხსენებულისაგან განსხვავებული წესი. კანონპროექტის მე-3 მუხლით განისაზღვრება, რომ ცვლილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი და მე-2 მუხლი ამოქმედდება 2017 წლის 1 ივლისიდან, ხოლო თავად ცვლილება გამოქვეყნებისთანავე. აღნიშნული კი თავის მხრივ განპირობებულია იმ სუბიექტების ახალ რეგულაციასთან ადაპტაციის მიზნით, რომლებზეც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტით დგინდება ფიზიკურ პირთა ფინანსური დაცვის გარანტიები. ამ ეტაპისთვის ზუსტი განსაზღვრა თუ რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, ვისზეც გავრცელდება იგი, შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 34. ფულის ერთეული 1. საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“. 2. ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა, რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას.