„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2016
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/26/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 17

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს „პარლამენტის უწყებები“, 1994-1995 წწ., №27-30, მუხ. 595) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. მეწარმე სუბიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა - საკრედიტო კავშირისა, ეკრძალება 100 000 (ასი ათსი) ლარამდე (შესაბამის ექვივალენტს უცხოურ ვალუტაში) ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას ახორციელებს მხოლოდ 20–ზე ნაკლები ფიზიკურ პირზე.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თამასუქის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია თამასუქის გაცემის დროს მომხმარებელთა ულებების დაცვა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია თამასუქის გაცემის დროს განხორციელდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: მეწარმე სუბიექტს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებისა - საკრედიტო კავშირისა, ეკრძალება 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის ფიზიკურ პირზე გაცემა. შეზღუდვა არ ვრცელდება თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას ახორციელებს მხოლოდ 20–ზე ნაკლები ფიზიკურ პირზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გარკვეული სახის გავლენა მოახდინოს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, ვინაიდან კანონპროექტით დგინდება ფიზიკურ პირთა ფინანსური დაცვის გარანტიები. ამ ეტაპისთვის ზუსტი განსაზღვრა თუ რა სახის გავლენას იქონიებს კანონპროექტი იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, ვისზეც გავრცელდება იგი, შეუძლებელია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორია საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„თამასუქის შესახებ” საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 1. გადასაპირებელი თამასუქის რეკვიზიტი 1. გადასაპირებელი თამასუქი უნდა შეიცავდეს: ა) სიტყვას „თამასუქი“ დოკუმენტის სათაურში და ტექსტში იმ ენაზე, რომელზეც შედგენილია თამასუქი; ბ) უპირობო დავალებას მითითებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ; გ) გადამხდელის დასახელებას; დ) გადახდის ვადას; ე) გადახდის ადგილს; ვ) იმ პირის დასახელებას, რომელსაც უნდა გადაუხადონ ან რომლის განკარგულებითაც უნდა მოხდეს გადახდა; ზ) თამასუქის შედგენის თარიღსა და ადგილს; თ) თამასუქის გამცემის ხელმოწერას. 2. თუ თამასუქის გამცემი რაიმე მიზეზით თვითონ ვერ აწერს ხელს თამასუქს, მაშინ მისი თხოვნით ხელს აწერს სხვა პირი. ამ შემთხვევაში თამასუქს უნდა ამოწმებდეს ნოტარიუსი, რომ იგი ხელმოწერილია თამასუქის გამცემის თხოვნით. 3. დოკუმენტს, რომელსაც აკლია ამ მუხლში აღნიშნული რომელიმე რეკვიზიტი, ამავე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, არა აქვს თამასუქის ძალა. 4. თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული გადახდის ვადა, ჩაითვლება თამასუქად, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს წარდგენისთანავე. 5. განსაკუთრებული მითითების უქონლობისას გადამხდელის დასახელების გვერდით აღნიშნული ადგილი მიიჩნევა გადახდის ადგილად და იმავდროულად გადამხდელის ადგილსამყოფელად. 6. თამასუქი, რომელშიც არ არის აღნიშნული შედგენის ადგილი, მიიჩნევა იმ ადგილას შედგენილად, რომელიც მითითებულია თამასუქის დასახელების გვერდით.