„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
30.12.2016
ავტორი
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/30/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-01-16
ბიუროს ნომერი 24

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა;“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში კონკურსის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო/საკონკურსო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“; ბ) „ო1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“; გ) „ო1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო2“ ქვეპუნქტი: „ო2) საჩივრის წარდგენის საფასური – შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ სააგენტოში საჩივრის წარდგენისთვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი თანხა;“; დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) ელექტრონული ტენდერი – 5 000 ლარის ან მეტი ღირებულების (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს;“; ე) „რ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „ტ“ და „ტ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1 „ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ტ1) სტატუსი – კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი;“; ზ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით;“. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) კონკურსისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე;“. 4. მე-9 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ ისინი ფინანსდება ერთი წყაროდან, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისთვის, ვადებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდების მიზნით.“; ბ) მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, მომსახურება, სამუშაო);“. 5. 101 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება ელექტრონული ტენდერის, კონკურსისა და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით.“; ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში 150 000 ლარის და მეტი, ხოლო სამუშაოს შემთხვევაში – 300 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი ობიექტების 2 შესყიდვისას სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ასევე სატენდერო წინადადების წარსადგენად შესაძლებელია დადგინდეს ამ კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი ვადები. აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს.“; გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებებისთვის, ვადებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდების მიზნით. 5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა და ვადების გამოყენებით.“; დ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. 102 მუხლის: ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის საშუალებით. 2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.“; ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-11 მუხლის 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „71. სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“. 8. 121 მუხლის: 3 ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განათავსოს ინგლისურ ენაზეც. თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა. 2. ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა გამოქვეყნდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები.“; ბ) მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სრულ აღწერას, მათ შორის, გეგმებს, ნახაზებს, ესკიზებს, ხარისხს, ფუნქციონირებას, უსაფრთხოებას, ზომებს, შეფუთვას, ნიშანდებასა და მარკირებას, წარმოების მეთოდსა და პროცესს, სიმბოლოებს, ტერმინოლოგიას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილ შესაბამისობის მოთხოვნებს და ა. შ., ასევე შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებსა და ადგილს;“; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები შეუსაბამოს საერთაშორისო, ევროპულ ან საქართველოს სტანდარტებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს შესყიდვის ობიექტის ზუსტი აღწერის სხვა საშუალებები. ასეთ შემთხვევებში, შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა.“; დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს სატენდერო განცხადებასა და 4 სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ობიექტებისა და სახელმწიფო შესყიდვის საშუალებისა. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გახანგრძლივდება იმ ვადით, რა ვადაც გასულია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე.“. 9. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. მოთხოვნები პრეტენდენტებისადმი მოთხოვნებს შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ, შესრულების ან/და ფუნქციურ სპეციფიკაციებთან, ასევე პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებთან დაკავშირებით, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადისკრიმინაციული, ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტების მიმართ თანასწორ მოპყრობას.“. 10. 151 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 151. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი 1. სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის, ასევე სატენდერო წინადადების წარდგენის ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 150 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 7 დღე, საიდანაც სულ მცირე პირველი 5 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 2 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად; ბ) 150 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი საქონლისა და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, საიდანაც სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად. ამავდროულად, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, დგინდება არანაკლებ 30 დღე, საიდანაც სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე; გ) 300 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – არანაკლებ 10 დღე, საიდანაც სულ მცირე პირველი 7 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 3 დღე – სატენდერო წინადადების წარსადგენად; დ) 300 000 ლარის და მეტი ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს შემთხვევაში – არანაკლებ 20 დღე, საიდანაც სულ მცირე პირველი 15 დღე განკუთვნილია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად, ხოლო მომდევნო 5 დღე სატენდერო წინადადების წარსადგენად. ამავდროულად, თუ შესასყიდი სამუშაოს სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 5 სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, დგინდება არანაკლებ 30 დღე, საიდანაც სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გასაცნობად განკუთვნილია სულ მცირე პირველი 25 დღე, ხოლო სატენდერო წინადადების წარსადგენად – 5 დღე. 4. ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემდეგ, დაუშვებელია სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობისთვის განსაზღვრული ვადის შემცირება. 5. სატენდერო წინადადების წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაში პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. 6. სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. 7. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 8. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 9. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული წესით.“. 11. 161 მუხლის მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 12. 191 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5 000 ლარის ოდენობით. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური.“. 13. 203 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 203. ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა 1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 6 3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალებების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილი დებულებებისაგან განსხვავებულ დებულებებს.“. 14. 22-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის, კონსოლიდირებული ტენდერის, ასევე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებისა და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. 15. 23-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტრონულ ტენდერში ან კონკურსში შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს, ამ მუხლით დადგენილი წესით, შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრების უფლება აქვს შესყიდვებში მონაწილეობის მსურველსა და პრეტენდენტს. ელექტრონულ ტენდერსა და კონკურსში პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრების უფლება აქვს პრეტენდენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები.“; დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თუ სააგენტო საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილებს მას, იგი უფლებამოსილია: ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოში წარსადგენი საჩივრის ფორმა და მისი შევსების წესი, ასევე საჩივრის წარდგენის ვადები და პირობები დგინდება კანონქვემდებარე 7 ნორმატიული აქტით. სააგენტო არ განიხილავს ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ საჩივარს.“; ვ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი: „101. სააგენტოში გასაჩივრებისთვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. 16. კანონის 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 და მე-16 პუნქტები: „15. ამ კანონის 101 მუხლის 31 პუნქტში, 121 მუხლის პირველ პუნქტში, 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებსა და მე-6 პუნქტში მითითებული, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან. 16. 2019 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 121 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსების ვალდებულება შემსყიდველ ორგანიზაციას წარმოეშობა, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს.“. მუხლი 2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 60 დღისა, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების წინამდებარე კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა მისი მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. 2. ამ კანონის მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 8
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულება, სახელდობრ, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №382 განკარგულებით დამტკიცებული „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა“, რომლის თანახმადაც 2016 წლის ბოლომდე შემუშავებულ და მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ასოციირების შესახებ შეთანხმების 144-ე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების ძირითად სტანდარტებთან მიახლოების მიზნით. აღნიშნული გულისხმობს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში პირდაპირ უნდა აისახოს თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპები; შემსყიდველ ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მოთხოვნები ჩამოაყალიბონ არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების საშუალებით. ამასთან, სავალდებულოა შესყიდვის მინიმალური ვადების გაზრდა, რაც ტენდერში მონაწილეობის მსურველს მისცემს სატენდერო პირობების სრულფასოვნად შეფასებისა და სატენდერო წინადადების ჯეროვნად მომზადების შესაძლებლობას. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ თუკი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს, გამოყენებული უნდა იქნეს ამ დირექტივებით განსაზღვრული ვადები. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტის მიღების განპირობებულია ევროკომისიის დაფინანსებული პროგრამის “Support to EU – Georgia DCFTA and SMEs” (საბიუჯეტო დახმარების მატრიცა) ფარგლებში საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების აუცილებლობით. ხაზგასასმელია, რომ წინამდებარე კანონპროექტი მიზნად არ ისახავს, ასოციირების შესახებ შეთანხმების 144-ე მუხლთან სრულ დაახლოებას, კერძოდ, პირველ ეტაპზე, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული პრინციპების დანერგვა. უნდა აღინიშნოს, რომ 144ე მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური საკითხების უმრავლესობა (მე-2–მე-5, მე-7, მე-8, მე10, მე-14 და მე-15 პუნქტები) კანონით უკვე დანერგილია. რაც შეეხება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებულ სხვა, კონკრეტულ პროცედურულ საკითხებს, ხელშეკრულების დადების ძირითადი სტანდარტების დანერგვა საქართველოს ევალება დაახლოების II ფაზაში, რომელიც მოიცავს 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2019 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს. კანონპროექტის მიღების მიზეზს აგრეთვე წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დადგენილი დღეს არსებული წესი, რომელიც არ შეესაბამება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ დაინტერესებული მხარის ინსტიტუტს, ასევე გაუმართლებლად ამკვიდრებს იმაზე მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს დადგენილია სახელმწიფო 9 შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით, კერძოდ, კანონის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შეუძლია ნებისმიერ პირს, იმისდამიუხედავად, ეხება თუ არა ეს გადაწყვეტილება/ქმედება მას. აღნიშნული მიდგომა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს შესყიდვების პროცედურების გაჭიანურებას და გაუმართლებლად ზრდის დავების რაოდენობას, ვინაიდან საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის იურიდიულ ინტერესს, თუმცა დავის განმხილველ ორგანოს არ აქვს უფლება, უარი უთხრას მათ საჩივრის მიღებაზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ კანონის 23-ე მუხლი, ფაქტობრივად, უმრავლეს შემთხვევაში, რეალიზდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში არსებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელში საჩივრის წარდგენაც უფასოა. აღნიშნული მიდგომა ასევე ხელს უწყობს დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენას, რაც უსაფუძვლოდ იწვევს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების გაჭიანურებას. მაგალითად, 2016 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე დავების განხილვის საბჭოში ტენდერში არადაინტერესებული პირების მიერ წარდგენილ იქნა 283 საჩივარი, რაც საჩივრების საერთო რაოდენობის 21%-ს შეადგენს. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია: ა) შეასრულოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №382 განკარგულებით დამტკიცებული „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმით“ საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება, რითაც მიიღწევა კანონის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან მისადაგების სწრაფვა; ბ) დაიხვეწოს გასაჩივრების წესი, რაც შესაბამისი იქნება, როგორც ადმინისტრაციული სამართლის პრინციპებთან, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკასთან, ასევე შემოთავაზებული მექანიზმებით თავიდან იქნეს აცილებული საჩივრების ხელოვნურად წარდგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსი რამდენიმე მიმართულებად შეიძლება დაიყოს: ა) პრინციპები; ბ) სპეციფიკაციები; გ) ვადები; დ) გასაჩივრების წესი; ე) ტექნიკური საკითხები. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ უშუალოდ ასოციირების შეთანხმების 144-ე მუხლს ეხმიანება კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები, მე-9 და მე=10 პუნქტები, რომლებითაც სრულდება პრინციპებთან, სპეციფიკაციებთან და ვადებთან დაკავშირებული ვალდებულებები. სხვა პუნქტები გამომდინარეობს აღნიშნული ცვლილებიდან (კანონის სისტემურობის შესანარჩუნებლად და მის ნორმებს შორის კოლიზიის თავიდან ასაცილებლად), ასევე გასაჩივრების წესის შეცვლიდან და სხვა ტექნიკური საკითხებიდან. ა) პრინციპები. თანასწორი მოპყრობისა და პროპორციულობის პრინციპების დამკვიდრების მიზნით (ასოციირების შეთანხმების 144-ე მუხლის პირველი პუნქტი) ცვლილება შედის კანონის მე-2 და მე-13 მუხლებში. 10 შედეგად, დღეს არსებული „სამართლიანი მიდგომის უზრუნველყოფის“ (რომელიც ბუნდოვანია, შეფასებითი კატეგორიაა და არ ექვემდებარება ობიექტურ კონტროლს) ნაცვლად მიზნად დგინდება სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. რაც შეეხება პროპორციულობის პრინციპს, მისი მიზანია, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა პრეტენდენტისადმი მოთხოვნები დაადგინონ კონკრეტული შესყიდვის მიზნიდან და შემსყიდველი ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე. მოთხოვნები არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარი სატენდერო პირობები ხელოვნურად შეზღუდავს კონკურენციას. ტერმინის „სამართლიანობის“ ამოღებასთან დაკავშირებით იცვლება კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტიც, რომლის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, სააგენტოს მიერ მასში ჩამოთვლილი მოქმედებების გამოყენება დამოკიდებულია საჩივრის „სამართლიანობის“ დადგენასთან, რაც არასწორია ზემოთ ხსენებული მიზეზების გათვალისწინებით. ბ) სპეციფიკაციები. ცვლილებით მკვიდრდება, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესყიდვის ობიექტისთვის შესაძლებელია განსაზღვროს ტექნიკური, შესრულების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციები. აღნიშნულის მიზანია, ხელი შეუწყოს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ვინაიდან, შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების აღწერის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ საშუალება, განსაზღვრონ მათთვის მისაღწევი სასურველი შედეგი, ხოლო მიმწოდებლებს მეტი თავისუფლება, ბაზარზე არსებული ტექნიკური გადაწყვეტილებების მრავალფეროვნების გამოყენებით, შესთავაზონ შემსყიდველ ორგანიზაციებს საკუთარი წინადადებები, რომლებითაც მიიღწევა განსაზღვრული სასურველი შედეგი (საკითხი გათვალისწინებულია ასოციირების შეთანხმების 144-ე მუხლის მე-6 პუნქტით). გ) ვადები. რამდენადაც საქართველოს აქვს ვალდებულება, დანერგოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრები1, ამასთან დღეს მოქმედი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადებისა და მასში წინადადების წარდგენის ვადა არაგონივრულად მცირეა (3 სამუშაო დღე), დგება საჭიროება, გადაიხედოს კანონით განსაზღვრული ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზრი ეკარგება ტენდერის გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერად და ელექტრონულ ტენდერად დაყოფას. შედეგად, იარსებებს მხოლოდ ერთი ელექტრონული ტენდერი, რომლის გამოცხადების ვადებიც დამოკიდებული იქნება შესყიდვის ღირებულებაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტში (რომლითაც ახლებურად ყალიბდება კანონის 151 მუხლი). აღნიშნული პუნქტი ითვალისწინებს, როგორც ეროვნულ (რომლებიც პირდაპირ გამოიხატება კონკრეტული თანხით), ასევე ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებს, რომლებსაც ორ წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს ევროკავშირის უფლებამოსილი ორგანო. შესაბამისად, მოქნილობის უზრუნველსაყოფად და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით, უკვე განსაზღვრული ევროკავშირის მონეტარული ზღვრები აისახება კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. ეტაპობრივი დაახლოების შესახებ ვალდებულებას შეიცავს ასოციირების შეთანხმების 146-ე მუხლი და შეთანხმების დანართი XVI. ტენდერის გამოცხადების ვადების გონივრულობასთან დაკავშირებით საუბრობს შეთანხმების 144-ე მუხლის მე-9 პუნქტი. 1 11 საგულისხმოა, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემების თანახმად, მიუხედავად გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი მინიმალური – 3 სამუშაო დღისა, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის გამოცხადების საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 7 დღეს. შუალედური მონეტარული ზღვრების შემოღება საჭირო გახდა იმდენად, რამდენადაც, ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში მოქმედი პრინციპის თანახმად, რაც უფრო მეტად უახლოვდება შიდასახელმწიფოებრივი შესყიდვის ღირებულება ევროკავშირის მონეტარულ ზღვრებს, მით უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს ტენდერის გამოცხადების ვადები. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული ვადები მაქსიმალურად მცირეა, რაც გამომდინარეობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკიდან (მაგალითად, ლატვია, რუმინეთი). როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ტენდერის გამოცხადების ვადა არ შეადგენს 7 დღეზე ნაკლებს. ამასთან, სამშენებლო სამუშაოს შესასყიდად გამოცხადებული ტენდერების ვადები აღემატება საქონლისა და მომსახურების შესასყიდად გამოცხადებული ტენდერების ვადებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი კანონის მოქმედი რედაქცია გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ვადებად ითვალისწინებდა სამუშაო დღეებს, ცვლილების შემდეგ ეს ვადები იქნება კალენდარული დღეები. იცვლება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანის წესიც. დღეს მოქმედი რედაქციით, შემსყიდველ ორგანიზაციას ეძლევა საშუალება, ტენდერში წინადადებების მიღების დაწყებამდე 1 წუთით ადრე შეცვალოს სატენდერო პირობები, რაც უარყოფითი შედეგის მომტანია პრეტენდენტებისთვის (მათ მოუწევთ დაგეგმილი ბიზნესპროცესის გადაწყობა ან ტენდერში მონაწილეობაზე უარის თქმა) და ასევე აჩენს კორუფციულ რისკებს, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია განზრახ, ერთ პრეტენდენტზე მორგებულად შეცვლის სატენდერო პირობებს, რათა სხვა პრეტენდენტებმა ვერ მოასწრონ სატენდერო წინადადებების შემუშავება და ვეღარ მიიღონ მონაწილეობა ტენდერში. შედეგად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შეიტანს ცვლილებებს სატენდერო პირობებში, სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა გახანგრძლივდება იმ ვადით, რა ვადაც გასულია ელექტრონული ტენდერის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე. დ) გასაჩივრების წესი. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცესში მკვიდრდება დაინტერესებული მხარის ინსტიტუტი. შედეგად, პრეტენდენტს შეეძლება გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ ერთდროულად იარსებებს ორი პირობა: დაირღვევა კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები (I) და შეილახება მისი უფლებები (II). იგივე პრინციპი გავრცელდება სასამართლოში გასაჩივრებისას. ამასთან, სააგენტოსა და შემსყიდველ ორგანიზაციაში სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებას შეძლებს შესყიდვებში მონაწილეობის ნებისმიერი მსურველი და პრეტენდენტი, ხოლო შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრებას – მხოლოდ ის პრეტენდენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები და შეილახა მისი უფლებები. 12 ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენისთვის დგინდება საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისთვის საჩივრის წარდგენის საფასური არ წესდება, რამდენადაც შესყიდვებში მონაწილეობის ნებისმიერ მსურველს მიეცეს სატენდერო პირობების დაუბრკოლებლად გასაჩივრების საშუალება. აღნიშნული მიდგომა პირობადებულია იმით, რომ სატენდერო პირობების სწორი ფორმულირება მნიშვნელოვან წილად განაპირობებს შემდგომში სატენდერო პროცედურების კანონიერად წარმართვას, რაც საჯარო ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამის საპირისპიროდ, შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების/ქმედებების მიღება აღარ უკავშირდება შესყიდვებში მონაწილეობის მსურველებს და ეხება მხოლოდ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს. ამდენად, ამ ეტაპზე დაინტერესებული პირის ინსტიტუტის შემოღება და საჩივრის წარდგენის საფასურის დაწესება გამართლებულია და ემსახურება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების ხელოვნურად დაბრკოლების პრევენციას. ე) ტექნიკური საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე შეიცავს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს, რომლებიც ასევე დაკავშირებულია ხსენებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან. მაგალითად, 2015 წლის 1 ივლისიდან კონკურსი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა და გამოიყენება საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას, ტარდება ღია და გამჭვირვალე გარემოში – სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შესაბამისად, კანონის დღეს მოქმედი 102 მუხლი მოძველებულია და საჭიროებს განახლებას. იგივე ითქმის კონსოლიდირებულ ტენდერებზეც, რომლების აგრეთვე სისტემის გამოყენებით ტარდება და უნდა ჩაითვალოს ელექტრონულ სახელმწიფო შესყიდვად. ასევე, მაგალითად, კანონის დღეს მოქმედი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს შესყიდვის შეწყვეტას ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და არც მოქმედებს, ვინაიდან ხელშეკრულების გაფორმებით სრულდება მიმწოდებლის შერჩევის პროცედურები, იწყება სახელშეკრულებო ურთიერთობა და შესაძლებელია მხოლოდ ხელშეკრულების და არა შესყიდვის პროცედურების შეწყვეტა. აქვე უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მსგავსი ტექნიკურ-პრაქტიკული ცვლილებები შედის კანონის მხოლოდ იმ ნორმებში, რომლებიც ისედაც საჭიროებს ცვლილებას გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შერწყმის გამო. ამასთან, აღნიშნული ტექნიკურ-პრაქტიკული ცვლილებები არ არღვევს კანონის სისტემურობას, არამედ, პირიქით, აუმჯობესებს მას. კანონის 102 მუხლში უქმდება კონკურსის კავშირი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლებასთან, ვინაიდან აღნიშნული, ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/24/EU დირექტივის 13 თანახმად, არ მოიაზრება კონკურსის (design contest) ცნების ქვეშ, ამასთან, კანონის ხსენებულ ჩანაწერს მიღების დღიდან პრაქტიკულად არც უმოქმედია. კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, რამდენადაც საჭიროა დიდი მოცულობის, როგორც სამართლებრივი (კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობა ახალ ნორმებთან), ასევე ტექნიკური (სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ადაპტირება, სისტემაში ახალი სერვისების შექმნა) სამუშაოების ჩატარება. ამავდროულად, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების ზევით შესყიდვებთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება 2019 წლის 1 სექტემბრიდან, როდესაც იწურება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკანონმდებლო დაახლოების II ფაზა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საჩივრის წარდგენის საფასურის შემოღების შედეგად, პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებასთან დაკავშირებულ საჩივრებზე მომჩივანი ვალდებული იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს თანხა, რომლის ოდენობაც იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. ამავდროულად, საჩივრის წარდგენის საფასური დაექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. აღნიშნული თანხების წინასწარ გათვლა შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, სააგენტოში გასაჩივრებისთვის დგინდება საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. ამავდროულად, საჩივრის წარდგენის საფასური დაექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. 14 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: სააგენტოში გასაჩივრებისთვის, გარდა სატენდერო/საკონკურსო განცხადებისა და სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაციის გასაჩივრებისა, დგინდება საჩივრის წარდგენის საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ლარისა. საჩივრის წარდგენის საფასური ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საჩივარი არ დაკმაყოფილდება. საჩივრის წარდგენის საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი გამომდინარეობს, ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის ასოციირების შესახებ შეთანხმებიდან. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. 15
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება: მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, მომსახურების გაწევისა და სამშენებლო სამუშაოს შესრულების სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა; დ) სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის უზრუნველყოფა; ე) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება. მუხლი 3. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სახელმწიფო შესყიდვა – ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ელექტრონული ან სხვა საშუალებების გამოყენებით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ნებისმიერი საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა შემდეგი სახსრებით: ა.ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტში კონსოლიდირებული სახსრებით; ა.ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სახსრებით; ა.გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით; ა.დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით; ა.ე) საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი, ამ პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოების მიერ უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, აგრეთვე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი პირებისაგან გრანტისა და კრედიტის სახით მიღებული სახსრებით, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ვ) სახელმწიფო გარანტიით მიღებული საკრედიტო და საინვესტიციო სახსრებით; ა.ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) სახსრებით, ამ სახსრების წარმოშობის წყაროს მიუხედავად, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა; 16 ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამშენებლო სამუშაო; დ) (ამოღებულია); დ 1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, აგრეთვე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) (ამოღებულია); ვ) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა), როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ზ) სამშენებლო სამუშაო (შემდგომში – სამუშაო) – შენობის, ნაგებობის ან სხვა ობიექტის მშენებლობასთან, რეკონსტრუქციასთან, ნგრევასთან, რემონტთან ან განახლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამუშაო (მათ შორის, სამშენებლო მოედნის მოწყობა, გრუნტის ამოღება, შენობის ან ნაგებობის აგებააშენება, აღჭურვილობის მონტაჟი, მოპირკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, მშენებლობასთან დაკავშირებული საკომუნიკაციო ქსელების მოწყობის სამუშაოები), აგრეთვე მშენებლობის თანამდევი მომსახურება, როგორიცაა ბურღვა, გეოდეზიური სამუშაოები, კოსმოსური და აეროგადაღება, სეისმური კვლევა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ანალოგიური მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება სამშენებლო სამუშაოს ღირებულებას; თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასა და სატენდერო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; თ1) შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი – პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი; ი) (ამოღებულია); ი1 ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური; 17 კ) მიმწოდებელი – პირი, რომელმაც შემსყიდველ ორგანიზაციასთან დადო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ; ლ) გადაუდებელი აუცილებლობა – ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული, ან/და რომლის დადგომა არ არის გამოწვეული შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედებით, ან რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საქართვე-ლოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს ან შემსყიდველი ორგანიზაციის ქონებას; მ) შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი); მ1) შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი (შემდგომ – თეთრი სია) – თეთრი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. თეთრ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ თეთრ სიაში რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს. თეთრ სიაში რეგისტრირებული კვალიფიციური მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; მ2 ) ერთიანი გარანტია – გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილია მიმწოდებლის ვალდებულება წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ყველა იმ შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე, რომლებთანაც მიმწოდებელი დადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას. ერთიანი გარანტია შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად. ერთიანი გარანტიის მოქმედების ვადა, მისი გაცემისა და წარდგენის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ნ) (ამოღებულია); ო) საფასური – სატენდერო ან საკონკურსო წინადადების წარდგენისათვის ამ კანონით დადგენილი ოდენობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა, რომელიც არ ბრუნდება, გარდა შეცდომით გადახდილი საფასურისა; ო1) გამოქვეყნების საფასური – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ან სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნებისათვის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა. გამოქვეყნების საფასურის ოდენობები და გადახდის წესი კონკურსის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; პ) ელექტრონული საშუალებები – საშუალებები, რომლებითაც შესაძლებელია ინფორმაციის დამუშავება (მათ შორის, ციფრული დამუშავება), მიღება-გადაცემა, გავრცელება და შენახვა საკაბელო, ოპტიკური, სამაუწყებლო ან/და სხვა ელექტრონული საშუალებებით; ჟ) ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს ელექტრონული 18 ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს; რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 სამუშაო დღისა. თუ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს; ს) (ამოღებულია); ს 1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი შემსყიდველი ორგანიზაციების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში; ტ) ელექტრონული ვაჭრობა – ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემადგენელი პროცედურა, რომლის დროსაც პრეტენდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით შეუძლია შეამციროს მის მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის პროცედურაში გამარჯვების მოპოვების მიზნით; ტ 1 ) სტატუსი − ელექტრონული ტენდერის ან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობის კონკრეტული ეტაპი; უ) (ამოღებულია); ფ) კონსოლიდირებული ტენდერი – საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროცედურა, რომლის დროსაც ვლინდება საუკეთესო სატენდერო წინადადება; ქ) წარმომადგენლობითი ხარჯები – ამ კანონის თავისებურებათა გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული წარმომადგენლობითი ხარჯები; ღ) ალტერნატიული შესყიდვა – შემსყიდველის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემის მდგრადი და უსაფრთხო ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვა განსხვავებული მიმწოდებლისგან. ასეთ შემთხვევაში არ დაიშვება საკომუნიკაციო მომსახურების არსებული მიმწოდებლის მონაწილეობა შესყიდვის პროცედურებში. ალტერნატიულ შესყიდვასთან დაკავშირებული დამატებითი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; 19 ყ) კონკურსი – ამ კანონის მიზნებისთვის, საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომელიც გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით; შ) აფიდავიტი – ამ კანონის მიზნებისთვის, წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის; ჩ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების ერთი დაფინანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა ქმედება, რომლის მიზანია ამ კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდება. 2. ( ამოღებულია). 3. ამ კანონის მიზნებისთვის ტერმინი „პირი“ გულისხმობს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით ან შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს. 4. ამ კანონის მიზნებისთვის, თუ პირდაპირ არ არის მითითებული სამუშაო დღე, ტერმინი „დღე“ გულისხმობს კალენდარულ დღეს. მუხლი 7. შემსყიდველი ორგანიზაციის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) (ამოღებულია); გ1 ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია: ა) რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით; ბ) ( ამოღებულია); 20 ბ 1) სახელმწიფო შესყიდვის ამ კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, იმავე მუხლის 3 3პუნქტით დადგენილი წესით შეუთანხმოს სააგენტოს; გ) სააგენტოს წარუდგინოს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშები ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დ1) (ამოღებულია); დ1. ა) (ამოღებულია); დ1. ბ) (ამოღებულია); დ2) ხელშეკრულების დადებამდე შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრების შემთხვევაში შეაჩეროს შესყიდვის პროცედურა: დ2.ა) მხოლოდ ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდეგ – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე; დ2.ბ) კონსოლიდირებული შესყიდვისას ან კონკურსისას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გასაჩივრების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე; ე) (ამოღებულია); ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობოს ეს გადაწყვეტილება და მისი საფუძველი სააგენტოსა და ყველა პრეტენდენტს. ამასთანავე, შესყიდვის პროცედურების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, პრეტენდენტებს წარუდგინოს კონკრეტული მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზედაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის პროცედურების შეჩერებისას ან შეწყვეტისას შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული არ არის, აანაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები. 2 1 . შეჩერებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურის გაგრძელების წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას. მუხლი 9. შესყიდვების დაგეგმვა 1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, რომლის ფორმა და შედგენის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით მრავალწლიანი შესყიდვის (გარდა ისეთი უწყვეტი მომსახურების შესყიდვისა, რომელიც ხორციელდება მომდევნო წლის 1 თებერვლამდე) განხორციელების საკითხი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ან/და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს სააგენტოს. მრავალწლიანი შესყიდვა ყოველწლიურად აისახება შესაბამისი საბიუჯეტო წლის შესყიდვების გეგმაში. შესყიდვა არ განიხილება მრავალწლიან შესყიდვად, თუ იგი ხორციელდება მხოლოდ მიმდინარე საბიუჯეტო წლის განმავლობაში გათვალისწინებული 21 ასიგნებებით, ხოლო მიწოდება ხდება მომდევნო საბიუჯეტო წლის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკი მრავალწლიან შესყიდვებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე. 11 . შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 2. (ამოღებულია – 27.03.2012, №5926). 3. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ ისინი ფინანსდება ერთი წყაროდან, გარდა ამ მუხლის 31 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით. 31 . სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იმავე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა, და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარვეა გათვალისწინებული იმავე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფად არ განიხილება შემდეგი შემთხვევები: ა) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით; ბ) შესყიდვის ცალ-ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაცია წინასწარ ვერ გაითვალისწინებდა. 4. მომდევნო წლის შესყიდვების წლიურ გეგმას შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წარუდგენს სააგენტოს არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა, რის შემდეგაც შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მომდევნო წლისათვის/წლებისათვის აუცილებელი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი პირების შესყიდვების წლიური გეგმა უნდა შეესაბამებოდეს შესყიდვების წლიური გეგმის წარდგენის მომენტისათვის შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოში წარდგენილ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების პროექტებს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს. 41 . თუ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის ამოქმედების შედეგად აუცილებელი გახდება მასთან ამ პუნქტის საფუძველზე სააგენტოსთვის წარდგენილი შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისობაში მოყვანა, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“–„ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელმა პირებმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა 22 უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილებების შეტანა შესყიდვების წლიურ გეგმაში და შეცვლილი შესყიდვების წლიური გეგმის სააგენტოსთვის წარდგენა. 5. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იქმნება (ფუძნდება) ან იღებს დამატებითი დაფინანსების წყაროს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ და „ა.ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახსრებით, შესყიდვების წლიურ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს შექმნის (დაფუძნების) ან ამ დამატებითი დაფინანსების მიღების თვის მომდევნო თვის არა უგვიანეს 20 რიცხვისა. 6. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება; გ) მსგავსი შესყიდვის განხორციელების გამოცდილება; დ) შესყიდვის ობიექტის განსაზღვრა (საქონელი, სამუშაო, მომსახურება), მათი ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები, როგორიცაა ხარისხი, ფუნქციონირება, უსაფრთხოება, ზომები, შეფუთვა, ნიშანდება და მარკირება, წარმოების მეთოდები და პროცესები, სიმბოლოები, ტერმინოლოგია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი შესაბამისობის მოთხოვნები და ა. შ.), ასევე მიწოდების ვადები და ადგილი; ე) პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით ბაზრის გამოკვლევის შედეგები; ე 1 ) შესყიდვის ობიექტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვაზედაც თანახმაა შემსყიდველი ორგანიზაცია; ვ) შესყიდვის საშუალების შერჩევის საფუძველი, შესყიდვის პროცედურების სავარაუდო ვადები; ზ) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს ან გასაწევი მომსახურების მოცულობა არსებული მარაგების გათვალისწინებით; თ) შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულება; ი) შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები; კ) გრძელვადიანი ხელშეკრულებებით ან წინა წელს დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებები მიმდინარე წლისათვის; ლ) დასადები ხელშეკრულების შესრულების სავარაუდო ვადები; მ) შესყიდვასთან დაკავშირებული სხვა გარემოებები. 7. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. მუხლი 101. ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებები 1. ელექტრონული სახელწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად. 3. სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვით, თუ: ა) საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად. ექსკლუზიურ უფლებად არ განიხილება შემთხვევა, როდესაც: ა.ა) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, 23 არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა; ა.ბ) შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს და ქვეყნის შიგნით არსებობს სხვა პირი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს იმავე საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა; ბ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის რაოდენობა, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო შესაბამის ვადებს; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისაგან ან იმავე მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქვეკონტრაქტორისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველად შესყიდული ობიექტის ღირებულებას; დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით; ე) ხორციელდება ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული ელექტროდანადგარის ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ან/და ელექტროდანადგარით ჩანაცვლება; ასეთ შემთხვევაში ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის ღირებულების ნაწილი ანაზღაურდება ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, კომპიუტერული ტექნიკის ან/და ელექტროდანადგარის მიმწოდებლისათვის დაბრუნებით ან სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემით, რომელიც ახდენს მსგავსი პროდუქციის (საქონლის) რეალიზაციას; ვ) ხორციელდება წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა; ზ) სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ნორმატიული აქტით დადგენილი გადასახდელების გადახდის გზით; თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ-საპოხი მასალების სახელმწიფო შესყიდვა; ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს ლიტერატურის (ბეჭდურის, ელექტრონულ ან აუდიოვიზუალურ მატარებელზე განთავსებულის), რეაქტივის, კომპიუტერული პროგრამის, ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების), ლაბორატორიული აღჭურვილობისა და მონაცემთა ბაზის შესყიდვას; 24 კ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი ახორციელებენ სახელმწიფო შესყიდვას რეგენტთა საბჭოს თანხმობით. ასეთ შემთხვევაში რეგენტთა საბჭოს თანხმობა გაიცემა შემსყიდველი ორგანიზაციის მოტივირებული მიმართვის საფუძველზე. 31. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან 200 000 ლარზე მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება. 3 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით). 3 3. შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შესყიდვის განხორციელებამდე, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უნდა შეუთანხმოს სააგენტოს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით თანხმდება. ამ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის სააგენტოსადმი მიმართვა საჯაროა და უზრუნველყოფილია დაინტერესებული პირების მიერ პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვასთან ერთად განიხილავს დაინტერესებული პირების მიერ მასთან დაკავშირებით გამოხატულ მოსაზრებებს. სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების სააგენტოსთან შეთანხმების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. დაუშვებელია შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა შესყიდვის საშუალებების იმ მონეტარული ზღვრებისათვის თავის არიდების მიზნით, რომლებიც დადგენილია ამ კანონით. 5. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტების ჯამური ღირებულებისათვის ამ კანონით დადგენილი მონეტარული ზღვრების შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის საშუალების რამდენჯერმე გამოყენებით. 6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით, ხოლო გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – ელექტრონული ტენდერისთვის დადგენილი პროცედურების გამოყენებით. 7. (ამოღებულია). 8. (ამოღებულია). 25 მუხლი 10 2 . კონკურსი 1. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, საპროექტო მომსახურების ან შენობანაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერისგან განსხვავებული სახელმწიფო შესყიდვის – კონკურსის – საშუალებით. 2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები. 3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. კონკურსის მეშვეობით შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუხლი 11. სატენდერო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. (ამოღებულია). 1 1 . ელექტრონულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 2. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როცა შესაბამის კანდიდატთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. 3. სატენდერო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. (ამოღებულია). 5. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეული იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 51. (ამოღებულია). 6. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება სატენდერო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 7. (ამოღებულია ). 26 71. გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში სატენდერო კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სატენდერო კომისიის თავმჯდომარის ხმა. სატენდერო კომისია გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში ან ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. 8. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. მუხლი 121. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია 1. ელექტრონული ტენდერის ჩატარებისას სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციას ქართულ ენაზე განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაძლებელია განთავსდეს ინგლისურ ენაზედაც. თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება 2 000 000 ლარს, ხოლო სამუშაოსი – 4 000 000 ლარს, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ინგლისურ ენაზე განთავსება სავალდებულოა. 2. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც სატენდერო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების სხვა, დამატებითი საშუალებები. 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ფორმა, განცხადებაში მისათითებელი მონაცემები, განცხადების გამოქვეყნებისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 31 . სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით განხორციელებისას სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია სააგენტოს უნდა წარედგინოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. გარანტიის სააგენტოსთვის წარდგენის წესი და პირობები, გარანტიის სახეობები და ოდენობა დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 4. სატენდერო დოკუმენტაციას ამტკიცებს სატენდერო კომისია. 5. სატენდერო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ) (ამოღებულია); 27 გ) (ამოღებულია); დ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; ე) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას, მათ შორის, შესაბამის ტექნიკურ სპეციფიკაციებს, გეგმებს, ნახაზებსა და ესკიზებს; ვ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმაზე და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში); ზ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული სატენდერო წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); თ) (ამოღებულია); ი) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალებებსა და პროცედურას; კ) სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ; ლ) (ამოღებულია); მ) საკომუნიკაციო მომსახურების ალტერნატიული შესყიდვის თაობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 51. სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა ხდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები, ტექნიკური სპეციფიკაციები, გეგმები, ნახაზები, ესკიზები და სხვა მასალები შეუსაბამოს საქართველოში და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ სტანდარტებს, ტექნიკურ მაჩვენებლებს, ტერმინოლოგიასა და პირობით აღნიშვნებს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიუთითოს შესაბამის გამოყენებულ სტანდარტზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში დაუშვებელია სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის მითითება. ასეთ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის აღწერისას აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „მსგავსი“, „ეკვივალენტური“ და სხვა. 7. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია. 8. სატენდერო კომისია ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 20 დღისა. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. 9. სატენდერო კომისიას უფლება აქვს, შეცვალოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ინფორმაცია, გარდა შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტებისა და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებისა. ეს 28 ცვლილებები უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. 10. (ამოღებულია). მუხლი 13. საკვალიფიკაციო მონაცემები მოთხოვნებს, რომლებსაც შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემები, განსაზღვრავს შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველი კონკრეტული შესყიდვისათვის. საკვალიფიკაციო მონაცემთა შერჩევის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკვალიფიკაციო მონაცემებისთვის წაყენებული მოთხოვნები უნდა იყოს სამართლიანი და არადისკრიმინაციული და ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას. მუხლი 151. ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი 1. სატენდერო წინადადებების წარდგენიდან გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განსახორციელებელი ელექტრონული ტენდერის პროცედურები განისაზღვრება ამ მუხლითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 2. აფიდავიტი, სატენდერო წინადადება და მისი თანმხლები დოკუმენტები, ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები სატენდერო კომისიას წარედგინება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 3. ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მათი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებიდან არანაკლებ 15 დღეს. ამ ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს უფლება აქვს, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოადგინოს სატენდერო წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი. თუ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინადადებების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, სატენდერო წინადადებების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. 4. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. (ამოღებულია). 6. (ამოღებულია). 7. (ამოღებულია). 8. (ამოღებულია). 9. (ამოღებულია). 10. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 29 11. (ამოღებულია). 12. (ამოღებულია). 13. (ამოღებულია). 14. სატენდერო კომისია ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან დადებულ ხელშეკრულებას და ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ დოკუმენტებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით აქვეყნებს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ ვადაში და განსაზღვრული წესით. მუხლი 161. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება 1. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. 11 . შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში იგი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა გამოწვეულია ამ კანონის მე-9 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციის შესყიდვების წლიური გეგმის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ შესაბამის ნორმატიულ აქტთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით და აღნიშნულის შედეგად შეუძლებელია ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელება. 2. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 5. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ან შეწყვიტოს სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. (ამოღებულია). 7. დიდი მოცულობის სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტი განთავსებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებითი პირობები შესაძლებელია განისაზღვროს საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 8. ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურებში გამარჯვებულ პრეტენდენტთან, კონკურსის მეშვეობით და გამარტივებულ შესყიდვაში შერჩეულ მიმწოდებელთან დასადები ხელშეკრულების აუცილებელი პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 30 მუხლი 191. საფასურის განაკვეთი 1. კონკურსის ან ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში საკონკურსო ან სატენდერო წინადადების წარდგენისათვის წესდება საფასური 50 ლარის ოდენობით, ხოლო კონსოლიდირებული ტენდერის პროცედურების შემთხვევაში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის – 5000 ლარის ოდენობით. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური, ხოლო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით − კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის ამ პუნქტით განსაზღვრული საფასურისაგან განსხვავებული საფასური. 2. საფასურის გადახდის, შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუხლი 20 3 . ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა 1. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტების ორეტაპიანი სახელმწიფო შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ან ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. 2. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები, სახელმწიფო შესყიდვის აღნიშნული საშუალებების თავისებურებათა გათვალისწინებით, შესაძლებელია შეიცავდეს ელექტრონული ტენდერისათვის ან/და გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონით დადგენილი დებულებებისაგან განსხვავებულ დებულებებს. მუხლი 22. შესყიდვის შესახებ ანგარიში 1. (ამოღებულია). 2. (ამოღებულია). 21 . ელექტრონული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შესყიდვის შესახებ ანგარიშს უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილე ექსპერტებისა და კონსულტანტების (მათი არსებობის შემთხვევაში) დასკვნები, სატენდერო კომისიის სხდომების ოქმები, აგრეთვე სხვა დოკუმენტები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 3. (ამოღებულია). 31 . შემსყიდველი ორგანიზაციები ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშს წარმოადგენენ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი გამარტივებული წესით, არა უგვიანეს მომდევნო წლის 30 იანვრისა, თუ შესყიდვების წლიური გეგმის სავარაუდო ჯამური ღირებულება 50 000 ლარზე ნაკლებია. 4. შესყიდვების შესახებ ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის მათი მოთხოვნის შემთხვევაში. 31 5. 2000000 ლარზე მეტი ღირებულების ობიექტის შესყიდვის შესახებ ანგარიშს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი წერილობით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებიდან 20 დღის ვადაში. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რომელიც შესყიდვის შესახებ ანგარიშს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად წარუდგენს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროები ფინანსების სფეროში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო ორგანოები ვალდებული არიან ყოველკვარტალურად მიაწოდონ სააგენტოს ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ფაქტობრივად გამოყოფილი სახსრების შესახებ. 7. სააგენტო უფლებამოსილია შესყიდვების განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და შესყიდვების მონაწილეებს შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია, ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ჩათვლით. 8. შესყიდვის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ახორციელებს მონიტო რინგს შესყიდვის პროცესში ისეთიპრინციპების დაცვაზე , როგორიცაა საჯაროობა , სამართლიანობ ა და არადისკრიმინაციულობა , დადგენილი პროცედურების ზუსტადშესრულება და ანგარიშგება , ღია და ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფა , რაციონალური და თავისუფალი არჩევანისშესა ძლებლობა . 9. (ამოღებულია). 10. გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის, კონკურსის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების და ამ კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების ფორმა, მათი შედგენის, წარდგენისა და შენახვის წესი, ვადა და პირობები დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მუხლი 23. გასაჩივრებისა და დავის განხილვის წესი 1. გამარტივებული ელექტრონული ტენდერისთვის ან ელექტრონული ტენდერისთვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებული სტატუსის მინიჭებამდე შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. კონკურსის გასაჩივრების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 2. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან სატენდერო კომისიის ქმედება სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ შესყიდვისას დაირღვა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები. 21. (ამოღებულია). 22. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველის ან პრეტენდენტის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის ქმედების გასაჩივრების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაციისათვის შესყიდვების პროცედურების შეჩერების მოთხოვნა არ შეიძლება, გარდა: 32 ა) ელექტრონული ვაჭრობის დასრულების შემდგომი პერიოდისა; ბ) კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით შესყიდვისა ან კონკურსისა, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ შემთხვევებში. 3. (ამოღებულია). 4. (ამოღებულია). 41 . სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვისათვის იქმნება საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც პარიტეტული პრინციპის საფუძველზე შედიან სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. დავების განმხილველი საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 5. შემსყიდველ ორგანიზაციას ან სააგენტოს გამოაქვს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილება და აცნობებს მას მომჩივანს საჩივრის მიღებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა. სააგენტოს გადაწყვეტილების ცნობებად ჩაითვლება გადაწყვეტილების გამოქვეყნება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 6. (ამოღებულია). 7. თუ სააგენტოს მიერ საჩივრის და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალური შესწავლის შედეგად დადასტურდება საჩივრის სამართლიანობა, სააგენტო უფლებამოსილია: ა) მიუთითოს შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე და მოსთხოვოს შესყიდვის პროცედურების კანონმდებლობის დაცვით განხორციელება; ბ) მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვა ან გაუქმება; გ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს შესყიდვის მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხი. 8. (ამოღებულია). 9. გასაჩივრებას არ ექვემდებარება ქმედება, თუ პრეტენზია ეხება: ა) ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შესყიდვის საშუალების შერჩევას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებას შესყიდვის პროცედურის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებულია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 10. საჩივარს უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი. სააგენტოში წარსადგენი საჩივრის ფორმა, მისი შევსებისა და წარდგენის წესი დგინდება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სააგენტო არ განიხილავს ამ პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილ საჩივარს. 11. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სააგენტოში საჩივრის წარდგენის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები საჩივრის განხილვის ვადით. 12. შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველს, პრეტენდენტს ან მიმწოდებელს შეუძლია შემსყიდველი ორგანიზაციისა და სააგენტოს მიერ საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გაასაჩივროს სასამართლო წესით. 13. ზარალი, რომელიც ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვის შედეგად შეიძლება აუნაზღაურდეს მომჩივანს, უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შესყიდვაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებით და არ უნდა ითვალისწინებდეს სავარაუდო მოგების ანაზღაურებას. 14. უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება არ იწვევს მისი მოქმედების შეჩერებას. 33 მუხლი 24. ამ კანონის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები 1. (ამოღებულია). 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამტკიცოს დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ; 21. (ამოღებულია); 22. (ამოღებულია); 23. (ამოღებულია); 3. ამ კანონის მოქმედება 2008 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გ აზის სექტორის საწარმოების მიერიმ ქონების სარეაბილიტაციოდ ან შესაკეთებლად განსახორციელ ებელ შესყიდვებზე , რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულიაელექტროენერგიის წარმოებასთან , გა დაცემასთან , დისპეტჩერიზაციასთან , განაწილებასთან , ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან , განაწილებასთან , აგრეთვე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვიანობის მოწესრიგებასთან. 4. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვაზე 2013 წლის 1 იანვრამდე. 5. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამ კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად უზრუნველყონ შესაბამისი კანონპროექტის მომზადება და 2009 წლის 20 დეკემბრამდე მისი საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა. 6. 2010 წლის 1 მარტიდან 2010 წლის 1 დეკემბრამდე შემსყიდველმა ორგანიზაციებმა სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ თავიანთი შეხედულებისამებრ, ელექტრონული შესყიდვების საშუალებით ან მათ გარეშე. 61. საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტითგათვალისწინებული დადგენილების მიღება. 7. სააგენტომ 2011 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული შესაბამისი კლასიფიკატორის დანერგვა. 8. 2010 წლის 1 დეკემბრამდე დაწყებული სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება უნდა მოხდეს 2010 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი წესის შესაბამისად. 81. 2010 წლის 31 დეკემბრამდე სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის საშუალებებით განხორციელებისას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან და შესყიდვების წლიურ გეგმაში ასახვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 82 . სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით მოაწესრიგოს სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები. 9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა 2016 წლის 1 იანვრამდე შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებისა და ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესების მიზნით სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების საერთაშორისო სატელეფონო ზარების ტერმინაციისა და 34 ინტერნეტის გლობალურ ქსელში მონაცემთა გაცვლის მარშრუტთან დაკავშირებით დამატებითი მოთხოვნები. 10. ამ კანონით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ უზრუნველყოს: ა) 2010 წლის 30 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების დროებითი წესის დამტკიცება; ბ) 2011 წლის 1 მაისამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება; დ) 2012 წლის 1 მაისამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება; ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება; ვ) 2012 წლის 1 იანვრამდე − ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; ზ) 2012 წლის 1 მაისამდე − თეთრი სიის წარმოებასა და წინასწარი ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებული დებულებების შემუშავება; თ) 2015 წლის 1 ნოემბრამდე – ამ კანონის 10 1 მუხლის 3 3 პუნქტით გათვალისწინებული წესისა და პირობების კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრა. 11. 2011 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთობლივად უზრუნველყონ ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (ბრძანების) დამტკიცება. 12. 2014 წლის 15 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცება. 13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №497 დადგენილებით დამტკიცებული დებულება სახელმწიფო შესყიდვების ნაწილში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულების დამტკიცებამდე. 14. 2014 წლის 31 მარტიდან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფლებამოსილ ორგანოდ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 თებერვლის №166 დადგენილება ძალადაკარგულად გამოცხადდეს. 35