„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 97 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-01-16
ბიუროს ნომერი 24
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,რეგულირების საფასურის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №38, 15.07.2005, მუხ. 260) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის
გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების
საფასურის ოდენობა - ამ კანონის დანართით.“.
2. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის
დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა,
სტრუქტურა და გადახდის წესი
1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების
ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობა და
სტრუქტურა განსაზღვრულია ამ კანონის დანართით.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით
სარგებლობისას, რეგულირების საფასური გადაიხდება:
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის – არა უგვიანეს ყოველი კვარტალის
მომდევნო თვის 15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით
გათვალისწინებული ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ
ნაწილებად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის
მოცულობა აღემატება სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით
გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ მოცულობას რეგულირების საფასური
გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის
მიხედვით. რეგულირების საფასურის გადახდის ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესი არ
ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზეც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით
სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების
მიზნით მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. იმ შემთხვევაში, თუ
აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას
წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეული მოპოვების აუცილებლობა შესწავლის
მიზნებისათვის, რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული
სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის
მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
ბ) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით
(ქაფშია) სარგებლობისათვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის
ლიცენზიით
განსაზღვრული
პროცენტის
მიხედვით
მოსაპოვებელი
თევზის
რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში
ორჯერ, კერძოდ, არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა.
3. ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობისთვის
რეგულირების საფასური გადაიხდება - არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის
15 რიცხვისა.
4. ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის რეგულირების
საფასურის ანგარიშგების წესი განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი გარემოს ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტით“, ხოლო „ნავთობისა და გაზის
შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობების შემთხვევაში
საჯარო სამართლის იურიდიული პირი -ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს
ნორმატიული აქტით.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი
1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე.
2. რეგულირების საფასური გადაიხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ნორმატიული
აქტით და ამ კანონით დადგენილი პერიოდულობით.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ეროვნული
მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული
კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე
კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, თითოეული რეგულირებადი საქმიანობისთვის.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები
გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის
ცვლილებისას.
5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და ნავთობის გადამუშავების, გაზის
დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი
არასაბიუჯეტო სახსრები (რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში
ან/და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი საქმიანობის
განმახორციელებლებისათვის მათი ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით,
დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტით.“.
4. მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
„მუხლი 71. გარდამავალი დებულება
1. ამ
კანონის
51
მუხლის
მეორე
პუნქტის
„ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის
დამტკიცებამდე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის)
ლიცენზიის მფლობელის მიერ რეგულირების საფასური გადაიხდება არაუგვიანეს
ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის
ჯამური ოდენობის მიხედვით, თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზიის მფლობელები,
რომელთა ლიცენზიით პირდაპირ არ არის განსაზღვრული მოსაპოვებელი სასარგებლო
წიაღისეულის ჯამური ან წლიური მაქსიმალური ან ყოველდღიური ოდენობა,
სასარგებლო წიაღისეულის კონკრეტული სახეობის მიხედვით, რეგულირების
საფასურს იხდიან ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ოდენობის
მიხედვით, არაუგვიანეს ყოველი მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ ამ კანონით დადგენილი
რეგულირების საფასურის გადახდა 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისათვის
განსაზღვრული
კვოტის
ფარგლებში
უნდა
განხორციელდეს
ლიცენზიით
განსაზღვრული
პროცენტის
მიხედვით
მოსაპოვებელი
თევზის
რესურსის (ქაფშიის) სრულ ოდენობაზე, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
დანართი
რეგულირების საფასურის ოდენობები
№
ბუნებრივი რესურსი
რეგულირების
საფასურის ოდენობა
ლარებში
ზომის ერთეული
1.
ნახშირი
1 ტონა
0.10
2.
მანგანუმი
1 ტონა/1%-იანი
შემცველობით
0.10
3.
სპილენძი
1 ტონა
127.5
ტყვია
თუთია
ოქრო
ვერცხლი
დიატომიტი
ნახშირორჟანგი (CO2)
ნავთობი:
ა.ა) ინვესტორის წილი ნავთობი
10. (მათ შორის, საკომპენსაციო
ნავთობი);
ა.ბ) სახელმწიფოს წილი ნავთობი
1 ტონა
1 ტონა
1 გრამი
1 გრამი
1 ტონა
1 ტონა
14.8
36,0
1.5
0.0 2
3,0
10
1 ტონა
24,19
11. „ბორჯომის“ მინერალური წყალი
1მ3
3
4.
5.
6.
7.
8.
9.
12. „ნაბეღლავის“ მინერალური წყალი
1მ3
3
13. „საირმის“ მინერალური წყალი
სხვა ჩამოსასხმელი მიწისქვეშა
14.
მინერალური წყალი
ჩამოსასხმელი მიწისქვეშა მტკნარი
15.
წყალი
მიწისქვეშა მტკნარი წყალი
(სამეწარმეო), რომლებსაც იყენებენ
16.
პროდუქციის ძირითად
ნედლეულად
17. სხვა წიაღისეული
18. ტყის მერქნიანი სახეობები
თეთრყვავილას ბოლქვები,
19.
ყოჩივარდას გორგლები
20. სოჭის გირჩა
21. ქაფშია
1მ3
3
1მ3
3
1მ3
2
1მ3
2,5
1მ3
1მ3
0,0
0,0
1 კგ
0,0
1 კგ
1 ტონა
ძუძუმწოვრებისა და
ფრინველებისათვის
სახეობის ერთ
ინდივიდზე, თევზებისა
და წყლის
ცხოველებისათვის ერთ
ტონაზე
0,0
15
1ტ/1000 მ3
0,0
1000 მ3
0,0
1ტ
0,0
1ტ
0,0
22.
ცხოველთა სამყაროს სხვა
ობიექტები
23
ნავთობის და გაზის
ტრანსპორტირების საქმიანობა
24
25
გაზის დამუშავება
(მეთანი, ეთანი, პროპანი, ბუტანი
და ა.შ)
ნავთობის გადამუშავება(მათ შორის
კომპაუნდირება)
ა) მსუბუქი დისტილატი (ბენზინი,
ნავთი, გაზოკონდენსატი, დიზელის
საწვავი, და ა.შ.
ბ) მძიმე დისტილატი (მაზუთი,
ბიტუმი, პარფინი და ა.შ.
0,0
შენიშვნა: ამ დანართით გათვალისწინებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის
რეგულირების საფასურის გადახდას ექვემდებარება მიწისქვეშა წყლის მხოლოდ ის ოდენობა,
რომელიც უშუალოდ:
ა) ჩამოისხმება;
ბ) წარმოადგენს პროდუქციის ძირითად ნედლეულს (შემადგენელ ნაწილს).
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა. ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2016 წლის 30 სექტემბრის №1/3/611 საქმეზე გადაწყვეტილებამ. წარმოდგენილი ცვლილებით
ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან კანონმდებლობის შესაბამისობაში
მოყვანა.
ა. ბ) კანონპროექტის მიზანი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად
იქნა
ცნობილი „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების დამტკიცების
შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი
რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანების მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან
და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
აღნიშნა, რომ რეგულირების საფასურის კანონქვემდებარე აქტით დადგენა დაუშვებელია და მისი
დარეგულირება უნდა მოხდეს კანონის დონეზე. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასური სახელმწიფოს მხრიდან
დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ აღნიშნული სფეროს რეგულირების ფუნქციის
(ლიცენზირების პროცესისა და ყოველწლიური კვოტების დამტკიცების) ეფექტურად და
დამოუკიდებლად განხორციელების მიზნებისათვის. იგი რესურსებით მოსარგებლის ლიცენზიით მფლობელის მიმართ ადგენს კონკრეტულ ფინანსურ ვალდებულებას და ამდენად,
წარმოადგენს ჩარევას ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებაში. ამასთან, რეგულირების საფასური
მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ გადასახადებს და საკუთრების უფლების
კანონით შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმის პარალელურად უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილ
მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
„სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა
და წესით“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „გადასახადებისა და მოსაკრებლების
სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი“. აღნიშნული პუნქტები ერთობლიობაში
ადგენს ორი სახის ვალდებულებას: 1) გადასახადისა და მოსაკრებლის გადამხდელი ყველა
სუბიექტი ვალდებულია, გადაიხადოს თითოეული მათგანი იმ ოდენობითა და წესით, რასაც
ადგენს კანონი; 2) გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურა და შემოღების წესი, ასევე მათი
ოდენობა და გადახდის წესი უნდა დადგინდეს კანონით.
წარმოდგენილი ცვლილება ემსახურება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის
გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების
საფასურის ოდენობის, სტრუქტურისა და გადახდის წესის კანონის დონეზე მოწესრიგებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ დავის არსიდან გამომდინარე იმსჯელა მხოლოდ ერთი
ბუნებრივი რესურსის (თევზი ქაფშია) შესახებ, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებით გაუქმდა, „რეგულირების საფასურის გადახდის წესისა და ოდენობების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ
- ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანების მე-4 მუხლის
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისას, რეგულირების საფასური
გადაიხდება ,,შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით
(ქაფშია) სარგებლობისათვის – თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან თევზჭერის ლიცენზიით
განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის რესურსის (ქაფშიის) სრული
ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ, კერძოდ, არაუგვიანეს ყოველი
წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა.“ საკონსტიტუციო სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა
არა გადახდის პრინციპი, არამედ თვითონ რეგულირების საფასურის ოდენობის კანონქვემდებარე
აქტით მოწესრიგების საკითხი.
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირებისას, სახელმწიფოს ევალება, იზრუნოს
ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის, რაც იმთავითვე გულისხმობს გრძელვადიანი, შემდგომი
თაობების ინტერესების გათვალისწინებით შემუშავებული პოლიტიკის განხორციელებას და
ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების ოპტიმალურ დაბალანსებას ამ სფეროში.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული მიზნების მიღწევისთვის
მნიშვნელოვანია თევზის რესურსის ათვისება განხორციელდეს თითოეული ლიცენზიატის მიერ
იმ მთლიანი კვოტის ფარგლებში, რაც განისაზღვრება ყოველწლიურად. თევზჭერის ფაქტობრივი
განხორციელება თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებისთვის, ასევე სახელმწიფოს
ეკონომიკური წინსვლისათვის. რესურსის მაქსიმალურად ათვისება განაპირობებს ბაზრის
რეგულარულ მომარაგებას და ამგვარად მოსახლეობას უზრუნველყოფს თევზის პროდუქტით.
სადავო რეგულირება დადგენილია მნიშვნელოვანი საჯარო მიზნების მისაღწევად. ამასთან,
ამგვარი რეგულირება ლოგიკურ კავშირშია მისაღწევ მიზნებთან და წარმოადგენს მათი მიღწევის
გამოსადეგ საშუალებას. სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტული მეწარმე
სუბიექტის კომერციულ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებზე. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში
სახელმწიფო დაკარგავდა ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისა და გამოყენების
შესაძლებლობას, აგრეთვე იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც აღნიშნული რესურსების გონივრულ
გამოყენებას მოაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის. სახელმწიფო არ უნდა იყოს
დამოკიდებული კონკრეტული მეწარმე სუბიექტის კომერციულ თუ ტექნიკურ შესაძლებლობებზე
მოპოვებული რესურსის ფაქტობრივი ოდენობით თანხის გაანგარიშებისას. საწინააღმდეგოს
დაშვების პირობებში სახელმწიფო დაკარგავდა ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვისა
და გამოყენების შესაძლებლობას, აგრეთვე იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც აღნიშნული რესურსების
გონივრულ გამოყენებას მოაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის.
კანონპროექტის
მიზანია,
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
გათვალისწინებით, არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის გადამუშავების,
გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის კანონით
მოწესრიგება. სასარგებლო წიაღისეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეგულირების საფასურის
გადახდა უნდა მოხდეს ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული ყოველწლიურად
ასათვისებელი მოცულობის მიხედვით.
კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს სსიპ - ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1
ბრძანებით განსაზღვრული რეგულირების საფასურის კანონის დონეზე გადმოტანას. ამ ეტაპზე
არ ხდება ტარიფების ცვლილება, რათა არ მოხდეს ბაზრის მოთამაშეებისათვის დამატებითი
ფინანსური ვალდებულებების დაწესება. ასევე, ხდება გარკვეული ტექნიკური ხასიათის
ცვლილებების შეტანა ცალკეულ მუხლებში საკითხების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში
მოყვანის მიზნით.
ა. გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ადგენს (კანონს ემატება 51 მუხლი) ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოების რეგულირების საფასურის ოდენობის და სტრუქტურის მსგავსად, ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობის,
ნავთობის გადამუშავების,
გაზის
დამუშავების
ან/და
ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობას, სტრუქტურას და
გადახდის წესს, კერძოდ, რეგულირების საფასურის კონკრეტული ოდენობებები განისაზღვრება
კანონით. აღნიშნული ოდენობები ისედაც მოქმედებს დღესდღეობით. კანონი იმეორებს იმ
ჩანაწერს, რაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის 2011 წლის 12 აგვისტოს №1 ბრძანებით აქტით არის
დადგენილი.
კანონპროექტი განსაზღვრავს რეგულირების საფასურის გადახდის წესს, რომელიც ამჟამად
მოქმედებს და დადგენილია კანონქვემდებარე აქტით. რეგულირების საფასური სასარგებლო
წიაღისეულის მოპოვებისათვის გადაიხდება – არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის
15 რიცხვისა, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებული
ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მიხედვით თანაბარ ნაწილებად, ხოლო იმ
შემთხვევაში, თუ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მოცულობა აღემატება სასარგებლო
წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმით გათვალისწინებულ ყოველწლიურ ასათვისებელ
მოცულობას რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო
წიაღისეულის ოდენობის მიხედვით. რეგულირების საფასურის გადახდის ამ ქვეპუნქტით
განსაზღვრული წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებზეც სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვების (ან წიაღით სარგებლობის) ლიცენზია გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის შესწავლამოპოვების მიზნით მხოლოდ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სტადიაზე. იმ შემთხვევაში,
თუ აღნიშნულ პირებს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის სამუშაოების განხორციელებისას
წარმოეშვათ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების აუცილებლობა შესწავლის მიზნებისათვის,
რეგულირების საფასური გადაიხდება ფაქტობრივად მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის
ოდენობის მიხედვით, არა უგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა;
გამომდინარე იქედან, რომ ხდება რეგულირების საფასურის ამ კანონით დადგენა,
შესაბამისად კორექტირდება კანონის მე-6 მუხლი და ყალიბდება ახალი რედაქციით.
აქვე აღსანიშნავია, რომ ნავთობმრეწველობაში დასაქმებული კომპანიები იყენებენ მაღალი
ხარისხის ტექნოლოგიებს და ახორციელებენ პროექტებს, რომლის ღირებულება მილიონობით
დოლარს შეადგენს. ნავთობის მრეწველობის განვითარებას დიდი მოგების მოტანა შეუძლია,
როგორც სახელმწიფოსათვის ასევე ნავთობკომპანიებისთვის. დარგის რეგულაცია წარმოადგენს
სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის ნებას, რომ გაზარდოს სახელმწიფოს შემოსავალი და ამავე დროს
მართოს რისკები, რათა თავიდან აიცილოს ადამიანების სიცოცხლის, გარემოს, საკუთრების წინაშე
არსებული საფრთხეები. მაღალკვალიფიციურ თანამშრომლებს, რომელთა დეფიციტს განიცდის
აღნიშნული დარგი, უნდა გააჩნდეთ თანამედროვე მოწყობილობა და ტექნოლოგიური
საშუალებები, რომლებიც დაეხმარება კვალიფიციურად შეფასდეს ნავთობის მრეწველობაში
არსებული რთული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და საერთაშორისო
სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიის საშუალებებით გააკონტროლოს მიღებული
ხარისხობრივი
მაჩვენებლები.
გადამამუშავებელი
საწარმოების
ამუშავების
შემდეგ
მარეგულირებელ ორგანოს გაუჩნდება დამატებითი ხარჯები, რაც დაკავშირებულია მათი
საქმიანობის მონიტორინგის განხორციელებასთან. ასევე დღის წესრიგში დადგება
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის შექმნის აუცილებლობა, რაც საშუალებას მისცემს
მარეგულირებელ ორგანოს, სისტემატურად აკონტროლოს მათ მიერ წარმოებული
ნავთობპროდუქტების შესაბამისობა ქვეყანაში მოქმედ სტანდარტებთან. ასეთი ტიპის საფასური
2003-2007 წლამდე მოქმედებდა ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისათვის და შეადგენდა
ნავთობის გადამუშავებაზე თვიურად 997 აშშ დოლარის ექვივალენტს და ნავთობის პროდუქტების
შერევაზე (კომპაუდირება) – 1,2 აშშ დოლარის ექვივალენტს გამოშვებული სასაქონლო
პროდუქციის ყოველ ტონაზე (საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი
სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება N13; 29/02/2003). ასევე, ყურადსაღებია ინფორმაცია
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის რეგულირების საფასურის დღეისათვის მოქმედი
განაკვეთების შესახებ სხვა ქვეყნებში. მაგ, კავკასიის რეგიონში ასეთი ტიპის გადასახადი
(რეგულირების საფასური) მოქმედებს აზერბაიჯანში და იგი შეადგენს 1 ტონა ნავთობზე 5 აშშ
დოლარს. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ფუნქციონირებისათვის მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა ტიპის რეგულირების საფასურები. მაგ: ანგოლაში მოქმედებს
ნავთობის გადამუშავების საფასური 1 ბარელ ნავთობზე 0,15 აშშ დოლარი, ნიგერიაში
დაწესებულია საფასური ქარხნის განთავსების ლიცენზიის მისაღებად, რომლის საფასურიც 50,000
აშშ დოლარს შეადგენს. კალიფორნიის შტატში საფასური 1 ტონა მსუბუქ დისტილატზე შეადგენს
10 დოლარს, ავსტრალიაში იგი შეადგენს ნედლი ნავთობის ფასის 5 % და დღეისათვის მერყეობს
3,3-3,8 აშშ დოლარს შორის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კანონით განსაზღვრული რეგულირების საფასურს
დაქვემდებარებულ ჩამონათვალს, კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ემატება ისეთი
საქმიანობები, როგორიცაა ტრანსპორტირების საქმიანობა, გაზის დამუშავება, ნავთობის
გადამუშავება. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობის,
ნავთობის გადამუშავების,
გაზის
დამუშავების
ან/და
ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრაც აღარ მოხდება
კანონქვემდებარე აქტით და დადგინდება ამ კანონით. აქვე ხაზგასასმელია, რომ პროექტით არ
ხდება მითითებული საქმიანობებისთვის რეგულირების საფასურის დაწესება და იგი
განისაზღვრება ნულოვანი განაკვეთით (ისევე როგორც ეს მოქმედი ნორმებით განსაზღვრულია
მაგალითად, ტყის მერქნიანი სახეობებისთვის, ან თეთრყვავილას ბოლქვების და ყოჩივარდას
გორგლებისთვის და სხვ.) ამ საქმიანობების ასახვა კანონში მოცემულ ეტაპზე აუცილებელია
იმისთვისაც, რომ მარეგულირებელმა ორგანომ სრულყოფილად აწარმოოს ბუნებრივ
რესურსებთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობის აღრიცხვა და შესაბამისად, ქონდეს
აღნიშნული აქტივობების სრული საინფორმაციო ბაზა, რაც აუცილებელი აღნიშნული სფეროს
რეგულირებისთვის.
ასევე, შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელის მიერ თევზის რესურსით (ქაფშია)
სარგებლობისათვის რეგულირების საფასური გადაიხდება თევზჭერის ყოველწლიური კვოტიდან
თევზჭერის ლიცენზიით განსაზღვრული პროცენტის მიხედვით მოსაპოვებელი თევზის
რესურსის (ქაფშიის) სრული ოდენობის შესაბამისად, თანაბარნაწილად წელიწადში ორჯერ,
კერძოდ, არა უგვიანეს ყოველი წლის 31 იანვრისა და 31 ივლისისა.
ამასთან, შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელთა მიმართ გათვალისწინებულია
გარდამავალი რეგულაცია, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებით: საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, აღნიშნული კანონპროექტის
მიღება და პრომულგაცია ვერ მოესწრება 2017 წლის 31 იანვრამდე. ამან კი, შესაძლოა, შავ ზღვაში
თევზჭერის ლიცენზიის მფლობელთათვის გამოიწვიოს გაურკვევლობა, მიუხედავად იმისა, რომ
მათ მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს, 2016-2017 წლების თევზჭერის სეზონისათვის
რეგულირების საფასურის პირველი ნაწილი გადაიხადონ 2017 წლის 31 იანვრამდე. კანონპროექტი
ითვალისწინებს ლიცენზიის მფლობელთა ინტერესს, რათა კანონის ამოქმედებამ არ გამოიწვიოს
გაურკვევლობა და ლიცენზიის მფლობელების მიმართ რეგულირების საფასურის დაგვიანებით
გადახდას არ მოჰყვეს კანონმდებლობით დადგენილი დამატებითი ფინანსური ვალდებულებები,
მათ შორის ჯარიმების გადახდა. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ გამონაკლისის სახით, 20162017 წლების თევზჭერის სეზონისათვის, რეგულირების საფასურის გადახდა უნდა
განხორციელდეს ერთჯერადად, სრული ოდენობით, არაუგვიანეს 2017 წლის 31 ივლისისა, იმ
პრინციპის შესაბამისად, რასაც კანონპროექტი ადგენს. ლიცენზიის მფლობელებისათვის 2017
წლის 31 ივლისი იქნება აღნიშნული კანონპროექტის მიღებიდან გასული გონივრული ვადა
რეგულირების საფასურის გადასახდელად.
ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და „ნავთობისა და გაზის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ტრანსპორტირების საქმიანობისთვის რეგულირების
საფასური გადაიხდება - არაუგვიანეს ყოველი კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს
ნორმატიული აქტით მოხდება ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა)
სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშსწორების წესის განსაზღვრა („ნავთობისა და
გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით დარეგულირებულ ურთიერთობების შემთხვევაში
ანგარიშსწორების წესი დადგინდება შესაბამისად სსიპ - ნავთობისა და გაზის სახელმწიფო
სააგენტოს ნორმატიული აქტით.)
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
ვალდებულებები.
შესაბამისად,
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
ან
სხვა
სახის
კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს,
ასევე არ იცვლება არსებული რეგულირების საფასურის არსებული ოდენობები.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპოროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
ხელშეკრულებებს.
არ
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება,
მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. რეგულირების საფასურის ცნება
1. რეგულირების საფასური არის ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული ორგანოების ბიუჯეტების ფორმირების ერთ-ერთი წყარო და უშუალოდ არის
დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დარგის რეგულირების
ფუნქციის საჯაროდ და დამოუკიდებლად შესრულებასთან.
2. რეგულირების საფასურის ოდენობა დგინდება შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი
ორგანოს ნორმატიული აქტით, ხოლო ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ნავთობის
გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების
განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების − გარემოს ეროვნული
სააგენტოს და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს შემთხვევაში − მათი ნორმატიული
აქტებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოების მიერ
რეგულირების საფასურის მიღება არ არის ეკონომიკური საქმიანობა.
მუხლი 6. რეგულირების საფასურის გადახდის წესი
1. რეგულირების საფასური გადაირიცხება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე.
2. რეგულირების საფასური გადაიხდება ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით
განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით დადგენილი პერიოდულობით.
3. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებული
კომპეტენციის
ფარგლებში
უფლებამოსილია დააწესოს რეგულირების საფასური ამავე კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად,
თითოეული
რეგულირებადი
საქმიანობისთვის
ან/და
ბუნებრივი
რესურსებით
სარგებლობისთვის ცალ-ცალკე ან/და ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს კუთვნილი წილის
განკარგვისთვის.
4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები
გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის
ცვლილებისას.
5. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების
ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირების განმახორციელებელი საჯარო სამართლის
იურიდიული პირების მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი არასაბიუჯეტო სახსრები
(რეგულირების საფასური) გადადის მომდევნო წლის ანგარიშში ან/და, საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიიმართება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. რეგულირების საფასურის გადახდის სხვა მოთხოვნები, ამ საფასურის გადამხდელთა
ფუნქციონირების სპეციფიკის გათვალისწინებით, დგინდება ამ კანონის პირველი მუხლის
პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოს ნორმატიული აქტით.