„აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბრის ტვიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში"

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
23.09.2016
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#10329/8
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2016-10-03
ბიუროს ნომერი 427

📜 ტექსტი

წერილი
N 10329 23/09/2016 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბრის თვიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 22 ფურცელი პატივისცემით, გელა სამხარაული თავმჯდომარე
ანგარიში
ანგარიში საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2015 წლის სექტემბრის თვიდან 2016 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის შესახებ კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება - მოვალეობათა ფარგლებში. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საკანონმდებლო საკითხების მომზადებას, ხელს უწყობს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას, ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე. კომიტეტის ამოცანებია: სახელმწიფოს აგრარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. უზრუნველყოფის, მიწის მეცნიერების, დაკავშირებული აგრარული რესურსების, აგრომომსახურებისა კანონმდებლობის რეფორმების, აგრარული და განათლებისა ფერმერთა შემუშავება. სასურსათო და საკითხებთან აგრარულ სექტორში რეფორმების გატარების, აგრარულ-სამრეწველო და სასურსათო კომპლექსის პოტენციალის სრულად გამოყენების, მისი დარგების აღორძინებისა და დაჩქარებული განვითარების ხელშეწყობა. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კანონშემოქმედებითი საქმიანობა საზედამხედველო საქმიანობა კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა და კომუნიკაცია სანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი გამოხატული პრინციპი იყო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ შესაძლებლობების შექმნა. კომიტეტი ღია თანამშრომლობის იყო ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად და ქმნიდა შესაძლებლობას როგორც საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვის, ასევე, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას მათი ჩართულობისთვის. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა. კომიტეტის სხდომების სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით გაიმართა კომიტეტის 30 სხდომა. განხილულია 81 საკითხი. აქედან 65 კანონშემოქმედებითი და 16 კუთხით. საანგარიშო კომიტეტის წევრებმა საზედამხედველო საქმიანობის პერიოდში სამუშაო შეხვედრები გამართეს რეგიონებში. კომიტეტის წევრების მიერ სოფლის მოსახლეობასთან, ფერმერებთან, აგრარულ სექტორში დასაქმებულ პირებთან შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები იყო კომიტეტის სხდომებზე განხილვის თემა. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა  საანგარიშო აქტიურად საქმიანობაში. პერიოდში მონაწილეობდა საანგარიშო პარლამენტის პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა (მინდორდაცვითი) ზოლების ცვლილების ფონზე პრევენციის მიზნით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი კანონშემოქმედებით კომიტეტში ინტენსიურად კანონპროექტზე: „ქარსაფარი შესახებ“. განვითარებული კლიმატის გლობალური გაუდაბნოების განსაკუთრებული მნიშვნელობა პროცესის ენიჭება ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლებს როგორც სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების მხრივ, ისე მოსახლეობის არსებობისათვის საჭირო ხელსაყრელი ეკოლოგიური გარემოს შექმნის კუთხით. კანონპროექტის შემუშავების მიზანი იყო ქვეყნის სასოფლო– სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და დასახლებული პუნქტების მიმდებარედ, პრაქტიკულად განადგურებული ქარსაფარი ზოლების აღდგენა–შენარჩუნების კანონპროექტზე ხელშეყობა. აღნიშნულ მუშაობა დასრულებულია და მისი ინიცირება იგეგმება საშემოდგომო სესიაზე.  „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ - ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები გ. სამხარაული, გ. ჟორჟოლიანი. მიზნად ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში, რაც ისახავდა საგადასახადო სოფლის შეღავათების მეურნეობის და დარგში სპეციალური არსებული სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებას. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი კანონპროექტები:  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს: „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ ცვლილების თაობაზე“ და შეტანის საქართველოს „ვაზისა და ღვინის კანონში შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი ცვლილების მიზანი იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირთან ვალდებულებებთან და ასოცირების შეთანხმებით ამასთანავე, საქონლის აღებულ წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის მოქნილი და ეფექტური მექანიზმის შექმნა. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული საქონლის ექსპორტისას საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გამცემ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური.  კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ინიციატივით პროექტებს: წარმოდგენილ „სასოფლო-სამეურნეო საქართველოს კანონის კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი იყო სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე. გარდა ამისა, ცვლილება მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმის შესაქმნელად სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას.  კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით კანონის პროექტი, გათვალისწინებული საქართველოს თანდართული მასალები, დოკუმენტი - „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2016-2019 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ . შესწავლილ იქნა კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის კონტროლის ქვეშ მყოფი საჯარო პირებისათვის გათვალისწინებული სამრთლის პროგრამებისა იურიდიულ და მათი დაფინანსების მიზნობრიობა. კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღებული სფეროში შემავალი უწყებებიდან ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა რეკომენდაციები და შენიშვნები, სადაც რეგლამენტით დადგენილი წესით წარედგინა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.  კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია პროგნოზირებისა და „„ძირითადი მაკროეკონომიკური საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. შესწავლილ და გაანალიზებული იქნა კომიტეტის საკურატორო სფეროში შემავალი უწყებების მიერ ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსების ათვისება და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ცვლილების მიზანი იყო ტერმინის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ქონების გადასახადისაგან გათავისუფლება.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავდა სოფლის ფერმერთა საქმიანობის შესრულების ტვირთის მეურნეობის ხელშეწყობას სფეროში და დასაქმებულ ვალდებულებების მოხსნის/გადავადების შედეგად, მათი საქმიანობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს ცვლილების შეტანის შესახებ“. ისახავდა გადასახადებით საგადასახადო აღნიშნული ცვლილება დაბეგვრისა და კოდექსში მიზნად გადასახადების ადმინისტრირებაში ცალკეული პრობლემური საკითხების გადაჭრას, დაბეგვრის მექანიზმის სრულყოფას და დადგენილი საგადასახადო შეღავათების ვადის გაგრძელებას.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სურსათის/ცხოველის საკვების სიჯანსაღის უვნებლობის, დაცვასთან, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას. ყოვლისმომცველი შეთანხმების ასევე, თავისუფალი თანახმად, ევროკავშირთან სავაჭრო ევროკავშირის ღრმა სივრცის და შესახებ კანონმდებლობასთან მიახლოებას.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანი იყო ქვეყანაში ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებით უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა და ამ გზით უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონის პროექტი დაკავშირებული მიზნად ისახავდა რეგულაციების სამისამართო დახვეწას, გარდა ამისა, რეესტრთან სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების შესახებ გამარტივებული პროცედურის დადგენას, ასევე - საკადასტრო აგეგმვითი/საამზომველო საქმიანობის ერთიანი სტანდარტის დასადგენად სამართლებრივი საფუძვლის შექმნას.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ბიზნესის დაწყებისა და წარმოებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში გამოსაყენებელი ძირითადი საშუალების იმპორტის ხელშეწყობა, საგადასახადო კონტროლის და დავის პერიოდში ღონისძიებების სადავო დავალიანების გამოყენების სრულყოფა უზრუნველყოფის და საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის მიღების მიზანი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით საქართველოში ნებადართული საკვებდანამატების ევროკავშირში ნებადართულ საკვებდანამატებთან შესაბამისობაში მოყვანა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანო სურსათის გამოყენების შეზღუდვა.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების გ. ჟორჟოლიანისა და გ. სამხარაულის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის შემუშავების მიზანი იყო სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების და სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელება. პროექტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებულ პირებს საშემოსავლო/მოგების და ქონების გადასახადში არსებული საგადასახადო შეღავათები გაუგრძელდათ 2018 წლის 1 იანვრამდე.  კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირებული ცვლილებით მოხდა, საგადასახადო ადმინისტრირების მატერიალური ფასეულობების სრულყოფა, ჩამოწერასთან სასაქონლო- დაკავშირებული საკითხების რეგულირება, გადაზიდვის მომსახურების ხელშეწყობა, ადგილობრივი კინოინდუსტრიის ხელშეწყობა, აგრეთვე იმ საკითხთა სამართლებრივი რეგულაციის მოწესრიგება, რაც დაკავშირებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით შემოტანილი საქონლისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებასთან.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ინიცირებული ცვლილებით, ერთობლივ შემოსავლად არ ჩაითვლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის #365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ფარგლებში მეწარმე სუბიექტებზე 2017 წლის 1 იანვრამდე გაცემული თანადაფინანსების სახსრები.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმებას - „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“. შეთანხმების მიზანი ხელმძღვანელობის სტანდარტების იყო ეკონომიკური გაუმჯობესება, საყოველთაო კონკურენტუნარიანობის გლობალური დანერგვა, გაზრდა, მართვისა და ბიზნეს- სამიზნე სექტორებში საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა:  საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა მიიჩნია, რომ ცვლილება მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში, ვერ უზრუნველყოფდა პრობლემის გადაჭრას და შეიცავდა გარკვეულ რისკებს საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.  საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი წერეთლისა და გიორგი ღვინიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა იმ მოსაზრებით, რომ კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილების შეტანას, მხოლოდ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონში, კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული საჭიროებდა საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე ცვლილებას არაერთი კანონი. გარდა ამისა, პროექტი თავისი შინაარსით არ პასუხობდა იმ გამოწვევებს, რაც რეალურად სჭირდება ქვეყანას. არ იყო გათვალისწინებული ყველა ის მიდგომა, რაც საჭირო იყო საკითხის დასრულებისთვის.  საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: „ადამიანის კომპანიონ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა მცენარეთა კოდექსში ცვლილებების შეტანის დაცვის თაობაზე, და შესახებ“, საქართველოს კანონში „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საკანონმდებლი წინადადებების განხილვა  კომიტეტმა განიხილა მოქალაქე ემზარ გაგნიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა მიიჩნია, რომ სახელმწიფოს დადგენილი აქვს წესი, არსებობს კანონი - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და ამ კანონის შესაბამისად რეგულირდება აღნიშნული ურთიერთობები. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა.  კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს მებაღეთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ფიზიკური და მფლობელობაში კერძო სამართლის (სარგებლობაში) იურიდიული არსებულ მიწის პირების ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით“ - უარყოფილ იქნა. ამასთან, ავტორებს მიეცათ წინადადება ჩართულიყვნენ აღნიშნული საკითხის შემდგომ განხილვებში. საზედამხედველო საქმიანობა საქართველოს რეგლამენტის კონსტიტუციისა შესაბამისად, და საქართველოს საანგარიშო პარლამენტის პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა კონტროლს საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე. ამ მიზნით გაიმართა როგორც კომიტეტის სხდომები, ასევე გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სტრუქტურული ერთეულებიდან. კომიტეტი განსაკუთრებით ნაყოფიერად თანამშრომლობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომიტეტი წინასწარ ამზადებდა საზედამხედველო საქმიანობის გეგმას, რომელიც თანხმდებოდა სამინისტროსთან და კომიტეტი ზედამხედველობას ამ გეგმაზე დაყრდნობით ახორციელებდა. გეგმის შესაბამისად, განსაზღვრული იყო თითოეული კონკრეტული საკითხის მოსმენის თარიღი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის კუთხით 16 საკითხი განიხილა, მათგან დიდი ნაწილი კონკრეტულად უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან მის სისტემაში არსებული სამსახურების საქმიანობას და პროექტების განხორციელების მიმდინარეობას. აღნიშნული საკითხების განხილვას კომიტეტის 13 სხდომა დაეთმო.  2015 წლის 15 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილ იქნა ინფორმაცია: კახეთში რთველის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც წარმოადგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. მან დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარგის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.  2015 წლის 22 ოქტომბერის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გ. სამხარაულმა წარმოადგინა ინფორმაცია 2015 წლის საშემოდგომო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის თაობაზე.  2015 წლის 22 ოქტომბერს, კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია სისტემების საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიის ინფორმაცია მიერ შეეხებოდა გაწეული საქმიანობის კომპანიის შესახებ. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის და რემონტების, საექსპლუატაციო ღონისძიებების, ხარჯების მონაცემებს, ტექნიკური ექსპლუატაციის 2015 წლის შესრულებას. ასევე, კომპანიისათვის გათვალისწინებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.  2015 წლის 2 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაციები: სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ: ა) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის შესახებ; ბ) ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ; გ) მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შესახებ. წარმოდგენილი ინფორმაციები შეეხებოდა განხორციელებული ინსპექტირების შედეგებს, ფიტოსანიტარიის სფეროში გატარებულ ღონისძიებებს, ვეტერინარიის სფეროში გატარებულ ღონისძიებებს, ასევე, ევროპულ დაახლოებას და კანონმდებლობასთან კანონქვემდებარე საკანონმდებლო ნორმატიული აქტების შემუშავების მდგომარეობას.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მიერ გაწეული საქმიანობა წარმოდგენილი იყო შემდეგი ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა; მცენარეთა დაავადებებისა და მიმართულებებით: სურსათის საკარანტინო კვლევა; მავნებლების დიაგნოსტიკა.  ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა შეეხებოდა: ყურძენზე სუბსიდირების საკითხს, პოპულარიზაციის კუთხით გატარებულ ქართული ღვინის ღონისძიებებს, მევენახეობა- მეღვინეობის პროდუქციის ხარისხის ამაღლებას და ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობ ღონისძიებებს.  2015 წლის წლის 24 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ წარმოადგინა დეტალური ინფორმაცია განხორციელებული და მიმდინარე პროექტების ეფექტურობის შესახებ.  2016 წლის 9 თებერვლის სხდომაზე განხილულ იქნა საკითხთა კომიტეტის 2016 წლის აგრარულ საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა.  2016 წლის იქნა 11 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროექტების მიმდინარეობის შესახებ. განხილულ იქნა „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონის მიღების სხდომაზე გამოითქვა ობიექტური შემდეგ განხორციელებული მოსაზრება, ინფორმაცია უნდა რომ რაც მიეწოდოს თითოეულ სოფელში, თითოეულ გლეხს პროგრამები, შეიძლება მეტი მოსახლეობას. დეტალურად უნდა განემარტოს, რა თანადგომაა სახელმწიფოს მხრიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, სააგენტოს მხრიდან და რა შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი.  2016 წლის 29 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის და 2016 წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, რომელიც წარმოადგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია არსებულ მიმართულებით, საექსპორტო მდგომარეობაზე საგარეო თვითუზრუნველყოფის პოტენციალის მქონე მიმართულებით დარგებზე, განსახორციელებელ პროექტებზე. ვაჭრობის მიმდინარე და და მან დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ მათი ხედვაა მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სოფლად სიღარიბის დაძლევას.  2016 წლის 23 მარტის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია - ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ: ა. საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა სურსათის უვნებლობაში; ბ. საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა ვეტერინარიაში; გ. საკანონმდებლო წარმოდგენილი მიახლოების პროგრამა ფიტოსანიტარიაში. ინფორმაცია შეეხებოდა სურსათის უვნებლობის სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებული ნორმატიული აქტების შესახებ 2015 წლის მდგომარეობით, ასევე, 2016 წელს მიმდინარე სამუშაოებზე. ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროებში 2015 და 2016 წლებში არსებული მდგომარეობის თაობაზე, იმ პროექტებზე, რომლებზეც დასრულდა მუშაობა, ასევე, მიმდინარე პროექტების თაობაზე.  2016 წლის 22 აპრილის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია :  ა. სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების განხორციელების ეფექტურობის შესახებ.  ბ. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის შესახებ.  2016 წლის ინფორმაცია 19 მაისის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის შესახებ, რომელიც წარმოადგინა საქართველოს პარლამენტის წევრმა გელა გელაშვილმა. დეტალურად ისაუბრა შეფასების მომხსენებელმა კრიტერიუმებზე, აუდიტის მეთოდოლოგიაზე, სურსათის უვნებლობის სასაზღვრო კონტროლსა და მის მექანიზმებზე, ინსპექტირების განხორციელებისას არსებულ ნაკლოვანებებზე.  2016 წლის 21 ივნისის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს სოფლის საქმიანობის 6 თვის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული ანგარიში, რომელიც წარმოადგინა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების (საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს,) საქმიანობა, განხორციელებული სამუშაოები და სამომავლო გეგმები. გასვლითი შეხვედრები ფერმერებთან  აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გლეხებთან და ფერმერებთან რეგიონებში გასვლითი შეხვედრები აჭარიდან დაიწყო. კომიტეტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ბოლო სამი წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობაში დანერგილი სიახლეების შესახებ და ადგილზე გაეცნენ ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერების მიღწევებს, ასევე მოისმინეს ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. კომიტეტის წევრებმა გლეხებისგან მოისმინეს აქ არსებული პრობლემები, პირველ რიგში იგი შეეხებოდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კომიტეტის თავმჯდომარემ საკითხებს. გელა სამხარაული მიწის რეფორმის საკითხთა დაკავშირებით განაცხადა, რომ ინტენსიურად მუშაობენ და ამ საკითხზე შექმნილია შესაბამისი კომისიაც. მისი ინფორმაციით, მთავრობა წარმოადგენს თავის ხედვას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სისტემური მიდგომა მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.  2016 წლის 16 ივნისს ქართლში, კომიტეტს კონფლიქტის გასვლითი შეხვედრა ჰქონდა შიდა ზონაში მცხოვრებ გლეხებთან და ფერმერებთან. სოფელ ნიქოზში დეპუტატები სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. გაიმართა შეხვედრა კოოპერატივ „ნიქოზის“ ფერმერებთან. სანერგე მეურნეობა წარმატებით მიუხედავად იმისა, რომ ვითარდება, ფერმერთა წინაშე გარკვეული პრობლემები მაინც გამოიკვეთა. ძირითადად ეს ეხებოდა კრედიტების გაცემას. ბანკები კრედიტებს არ გასცემენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებზე, რაც ფერმერთა განცხადებით, საქმიანობის გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია. შეხვედრაზე აღინიშნა, ამ კონკრეტულ რეგიონში მსგავსი მეურნეობების განვითარების მნიშვნელობაზე, რადგანაც, გარდა იმისა, რომ ეს აისახება დასაქმებაზე, ამასთანავე ეს არის კონფლიქტის პირა რეგიონში მოსახლეობის სიძლიერის, მათი კეთილდღეობის წინაპირობა და თვალნათელი მაგალითი იმისა თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილ მხარდაჭერას თითოეული მოქალაქის მიმართ. კომიტეტის წევრებმა და ფერმერებმა ისაუბრეს ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზე, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე აღმასრულებელი და წარმომადგენლებისათვის, ქვეყნისათვის საკანონმდებლო ორგანოს ვინაიდან ადგილებზე როგორც ისე თითოეული საერთო, ხდება რეგიონისათვის დამახასიათებელი პრობლემების შესწავლა და მათი გადაჭრის, ასევე სოფლის მეურნეობის გზების ძიება. განვითარების ხელშეწყობისათვის საჭირო ფერმერებთან შეხვედრაში კანონმდებლებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.  2016 წლის 16 ივნისს კომფლიქტის ზონაში კომიტეტის წევრებმა შიდა ქართლში, არსებული სამელიორაციო სისტემები დაათვალიერეს და არსებულ პრობლემებს გაეცნენ. შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი, რომ საქართველოს მხრიდან დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული ზონკარის წყალსაცავის გამოყენება მოხდეს, ვინაიდან ეს უკავშირდება მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს და ეს თემა, რომელსაც უფრო მეტად ჰუმანიტარული დატვირთვა აქვს, კონფლიქტის საგნად არ უნდა იყოს განხილული.  2016 წლის 16 ივნისს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული თელავისა და გურჯაანის რაიონებში არსებულ მოქმედ კოოპერატივებს ესტუმრა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. ფერმერებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ კოოპერაცია არის მცირემიწიანობის პრობლემის დაძლევისა და ნატურალური მეურნეობიდან საბაზრო მეურნეობაზე გადასვლის ოპტიმალური საშუალება. აუცილებელია, თითოეულ მეწარმეს ჰქონდეს დაცულობის შეგრძნება და ის სტაბილური გარემო, სადაც ბიზნესის თავისუფლად კეთების საშუალება ექნება“, განაცხადა გელა სამხარაულმა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა საგაზაფხულო სესიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა.  2016 წლის 28 ივნისს კომიტეტის წევრები როხისა და ვარციხის სანერგე მეურნეობების საქმიანობას ადგილზე გაეცნენ. „როხის სანერგე მეურნეობამ“ 2014 წლის კოოპერატივის სტატუსით დეკემბრიდან გააგრძელა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა. დღეისათვის მეურნეობას 6 ჰექტარზე გაშენებული აქვს ვაზის სადედე-საძირე და სადედე-საკვირტე ნაკვეთები და აქ სხვადასხვა ჯიშის ვაზის ნერგები გამოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ კოოპერატივს, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შეღავათიან ფასად 5 მოტობლოკი გადაეცა. აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრა საგაზაფხულო სესიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შედგა. პრეზენტაციები  2016 წლის 21 მარტს საქართველოს პარლამენტში გაიმართა სამეცნიერო ჟურნალ "ქართული რომელიც პარლამენტის პოლიტიკის" აგრარულ პრეზენტაცია, საკითხთა კომიტეტის, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სამეცნიერო ჟურნალის "ქართული ორგანიზებული. აქტუალურ პარლამენტის იგი პოლიტიკის" რედაქციის მიერ საქართველოს აგრარული პოლიტიკის ღონისძიება ესწრებოდნენ პრობლემებს წევრები, ეხებოდა. მეცნიერები, იყო საზოგადოებისა წარმომადგენლები. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა განვითარებაში სოფლის შეტანილი მეურნეობის განსაკუთრებული მეცნიერების წვლილისათვის საპატიო სიგელები გადასცა: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს გიორგი კვესიტაძეს; საქართველოს სოფლის მეურნეობის ალექსიძეს; მეცნიერებათა საქართველოს აკადემიის მეცნიერებათა პრეზიდენტს ეროვნული გურამ აკადემიის აკადემიკოსს, სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოსმდივანს ოთარ ნათიშვილს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს არჩილ ფრანგიშვილს. სამუშაო შეხვედრები  2015 წლის 9 სექტემბერს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ქარსაფარი ზოლების არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა და და საქართველოს გარემოს მინისტრმა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გიგლა აგულაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გაჩნდა, როდესაც მასობრივად დაიწყო ქარსაფარ ზოლებში ხეების ჭრა, ამას წლების შემდეგ დაემატა კლიმატური ცვლილებები, რაც დღეს ქვეყანაში უკვე იწვევს თითქმის ყველა სახის მიწის დეგრადირებას, შირაქში კი გაუდაბნოების პროცესიცაა დაწყებული. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკითხს ართულებს ამ მიმართულებით სამართლებრივი რეგულაციების არარსებობა, მწირია ინფორმაცია მესაკუთრეებისა და მფლობელების, ასევე ფართობების შესახებ, არასრულყოფილია მონაცემთა ბაზაც. ამ პრობლემის შესახებ საკითხი წარმოადგინა აგრარულ საკითხთა კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, კომიტეტის აპარატის უფროსმა ივერი ახალბედაშვილმა. მან კომიტეტში შემუშავებული „ქარსაფარი ზოლების შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი დებულებები გააცნო შეკრებილთ და მათ შექმნილი მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა. შეთანხმდნენ, რომ გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები კი ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროცესის დასაჩქარებლად და უახლოეს მომავალში პრაქტიკულ წინადადებებს წარმოადგენენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა სამინისტროების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  2015 წლის 22 ოქტომბერს აგარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართულ სამუშაო შეხვედრაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების ნათესების დაზიანების თაობაზე და ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ კახეთის მხარის გუბერნატორი, შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და წარმომადგენლები გუბერნატორმა დამატებების ითხოვდნენ, ირაკლი შეტანას თუმცა როგორც შიოლაშვილმა კახეთის მხარის კახეთის მხარის საკითხის წარდგენისას განაცხადა, პრობლემა არა მხოლოდ კახეთს, არამედ მთელ ქვეყანას მოიცავს. საკითხი ეხებოდა პირუტყვის ან ფრინველის მიერ ფიზიკური და და იურიდიული პირების ნათესების დაზიანებას, მინდვრად არსებული სასოფლო-სამეურნეო განადგურებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის კულტურების ნათესების დასაცავად გაშენებული ნარგავების დაზიანება-განადგურებას. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ერთობ აქტუალურია, ეს პრობლემა ბევრს ეხება, ვინაიდან ნათესებისა და მოსავლის განადგურების მრავალი ფაქტი არსებობს, თუმცა ვერ ხერხდება მათი აღკვეთა. საამისოდ, როგორც გელა სამხარაულმა აღნიშნა, აუცილებელია გარკვეული პრევენციული მექანიზმის შექმნა, რაც ასევე გაიზიარეს კომიტეტის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.  2015 წლის 22 ოქტომბერს აგარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართულ სამუშაო შეხვედრაზე, მეფრინველეობის დარგში არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, მოწვეული იყვნენ სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები. კომიტეტის წევრებმა, ინფორმაცია მიიღეს მეფრინველეობის დარგის დეტალური წინაშე მდგარ პრობლემებზე. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დასახეს. დარგის განვითარებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებები შეხვედრები სამეცნიერო სექტორთან  2015 წლის 8 სექტემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტში აგრარული სექტორის სამეცნიერო პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე, ასევე სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული კვლევების ეფექტურობაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში დაგროვილი მეცნიერული გამოცდილებისა და კვლევების პრაქტიკაში გამოყენება თითქმის აღარ ხდება. კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა მეცნიერებთან და კანონმდებლებთან ფორმატის გაძლიერებას, ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის მეცნიერება არის სწორედ დარგის სწორი განვითარების ფუნდამენტი“, - განაცხადა გელა სამხარაულმა და აღნიშნა, რომ მეცნიერებთან და კანონმდებლებთან ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი კიდევ უფრო ინტენსიური და მჭიდრო უნდა გახდეს. რათა კიდევ უფრო მეტი ინოვაციებით გავამდიდროთ ჩვენი სოფლის მეურნეობა და გავხადოთ იგი კონკურენტუნარიანი. სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტმა გურამ ალექსიძემ საკანონმდებლო კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით აკადემიის მიერ მომზადებულ რამდენიმე პროექტზე ინფორმაცია წარმოადგინა. შეხვედრები აგრარულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან  2015 წლის 8 სექტემბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლობასთან საქართველოში. აგრარული სექტორის განვითარების დაგეგმილ შეხვედრაზე, ხელშემწყობ ქვეყნის მიმდინარე პროექტებზე და იმსჯელეს. კომიტეტის წევრებს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განხორციელებული წამომადგენლობის საქმიანობის შესახებ მხრიდან საქართველოში ინფორმაცია მიეწოდა, აღინიშნა, რომ გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა სასოფლო 7 სამეურნეო კოოპერატივებისა და სტატისტიკის ხელშეწყობის, მთიანი რეგიონების განვითარების და სხვა. შეხვედრაზე საქმიანი კავშირების განვითარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო თანამშრომლობის გზები დასახეს.  2015 წლის 9 სექტემბერს შეხვედრა აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა გაეროს განვითარების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე პროგრამის (UNDP) იმ პროექტების მიმდინარეობაზე გაიმართა მსჯერლობა, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეგიდით, სოფლის მეურნეობის სფეროში ხორციელდება. გაეროს განვითარების პროგრამის წარმოადგენლებმა კომიტეტის ხელმძღვანელობას გააცნეს აგრარულ სფეროში მიმდინარე პროექტები და აღნიშნეს, რომ არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის კომიტეტის ჩართულობა ამ პროექტების განხორციელებაში. ყურადღება დაეთმო აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2015-2016 წლების ევროკავშირისა და სამოქმედო გაეროს გეგმას, რომელიც განვითარების მომზადდა პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის - „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში და რომლის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდნენ კომიტეტის წარმომადგენლებიც. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ცალკეულ ასპექტებზეც შეთანხმდნენ და იმედი გამოთქვეს, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებული იქნება.  2015 წლის 7 ოქტომბერს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე აგრარულ საკითხებზე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სახელმწიფო ბიუჯეტის“, თანდართული ბიუჯეტის პროექტის არასამთავრობო „საქართველოს საქართველოს გათვალისწინებული კანონის მომუშავე წლის კანონმდებლობით მასალებისა შესაბამისი 2016 და სახელმწიფო ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის თაობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტზე თავიანთი ხედვები და წინადადებები წარმოადგინეს. მათ ყურადღება 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსაზღვრულ პრიორიტეტებზე გაამახვილეს და იმ საკითხებზეც ისაუბრეს, რომელთა გადაწყვეტაც სამომავლოდ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდად წაადგება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფერმერებისათვის კვლავაც პრობლემად რჩება განათლების დონე და ინფორმაციის ნაკლებობა. გამოითქვა სხვა წინადადებებიც, რომლებიც სათანადო რეაგირებისათვის გაეცნო სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აღინიშნა, რომ არამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში ხელს უწყობს აგრარულ საკითხთა კომიტეტის შესაძლებლობების ზრდას და მისი, როგორც ბიუჯეტის ზედამხედველი ორგანოს როლის გაძლიერებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასოციაცია „ელკანას“, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, აისეტის კვლევითი ინსტიტუტის და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომიტეტის კვლევითი საქმიანობა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის აპარატის კვლევით დეპარტამენტთან. დამუშავდა დიდი მოცულობის ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში აგროდაზღვევის განვითარების შესახებ. ქარსაფარი მინდორდაცვითი ზოლების განვითარების შესახებ ევროპის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ქვეყნებში. მიწის საკუთრების საკითხები პოსტსოციალისტურ და განვითარებულ ევროპის ქვეყნებში და სხვა. საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობასთან ურთიერთობა. კომიტეტი სისტემატურად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს კომიტეტში შემოსულ წერილებსა და განცხადებებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სახელზე შემოსულია 92 განცხადება, აქედან მოქალაქეთა 58, საქმიანი 34. ყველა განცხადება კომიტეტის მიერ კონტროლზეა აყვანილი, შესწავლილია, განხილულია და რეაგირების მიზნით გადაცემულია შესაბამის უწყებებისათვის.