„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 96 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი
საკანონმდებლო
1.
საქართველოს
მაცნე
პარლამენტის
(www.matsne.gov.ge),
რეგლამენტის
03.07.2012,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016009) 219-ე მუხლის მე-12-მე-14 პუნქტებში შეტანილ იქნეს
ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ფარული კენჭისყრით, პარლამენტის
სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15
პუნქტებით დადგენილი წესით.
13. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები,
რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ. თუ
ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული
ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების
გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო
შედეგის მქონე კანდიდატი.
14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური,
რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც არსებულ ვაკანსიაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს.
თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეულად
ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით
მიიღებს საჭირო რაოდენობის ხმებს.”.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ი.კობახიძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა „საერთო სასამართლოების
შესახებ“ ორგანულ კანონში
ე.წ. მართლმსაჯულების მესამე ტალღის ფარგლებში
განხორციელებულმა ცვლილებამ.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი
რეგლამენტის პროექტის მიზანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ
კანონში
შეტანილ
ცვლილებასთან
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
რეგლამენტის
ცვლილების
პროექტი
აწესრიგებს
პარლამენტის
მიერ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხებს. „საერთო
სასამართლოების
შესახებ“
ორგანულ
კანონში
შევიდა
ცვლილება,
რომლითაც
გარკვეულწილად შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების
არჩევის წესი. მეტი მოქნილობისა და პროცესის გაჭინაურების თავიდან აცილების
მიზნით, არამოსამართლე წევრები საქართველოს პარლამენტის მიერ მოქმედი ნორმით
გათვალისწინებული
სრული
შემადგენლობის
2/3-ის
ნაცვლად,
არჩეულად
ჩაითვლებიან სრული შემდგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში. ამ
ცვლილებებმა კი თავის მხრივ ასახვა უნდა ჰპოვონ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის შესაბამის მუხლებში.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ხარჯის გაწევის საჭიროებას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის
მიღება არ გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილის ცვლილებას.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რეგლამენტის პროექტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
მიღება არ გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე)
რეგლამენტის
პროექტის
მოსალოდნელი
ფინანსური
შედეგები
იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს რაიმე ფინანსურ შედეგს იმ
პირთათვის, რომლებზედაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დადგენას.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
რეგლამენტის
პროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
ან/და
რომლებმაც
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ამ
პუნქტით
გათვალისწინებულ
ორგანიზაცია/დაწესებულებებს და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია:
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია:
საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი რეგლამენტის
პროექტით შედის ცვლილება
მუხლი 219
1. პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრსა და საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრს. იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის ახალ წევრებს პარლამენტი ირჩევს ამ
ორგანოთა შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 30
კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა,
ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების
შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ
დაემთხვა პარლამენტის სესიებს შორის პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის
განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება.
2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები
შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე
პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის
წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური
ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე. თითოეული ზემოთ
ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა და სადისციპლინო კოლეგიის
წევრობის თითო კანდიდატი ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და დადგენილ
ვადაში. პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის კანდიდატად წარდგენა
არ შეიძლება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის
განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების
განხორციელება
სასამართლოებში
განხორციელებულ
სამართალწარმოებაში.
4. პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან საქართველოს
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება
აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და
რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
5. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი,
კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი
იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის
გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე
გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი
თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია
− აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი
საბუთები.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კანდიდატურები პარლამენტს უნდა
წარედგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/საქართველოს საერთო
სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრის:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს მე-60 და არაუგვიანეს მე40 კალენდარული დღისა;
ბ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − უფლებამოსილების
შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა.
7. კანდიდატურების წარდგენის ვადებს პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს
პარლამენტის თავმჯდომარე.
8. პარლამენტისთვის წარდგენილი საბუთები დაუყოვნებლივ გადაეცემა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რომელმაც მათი განხილვა, ამ მუხლის
მე-2−მე-5 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად, უნდა
დაასრულოს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან:
ა) 10 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ბ) 4 კალენდარული დღის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტში აღნიშნული განხილვის დასრულების შემდეგ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ კანდიდატთა სიას, რომლებიც
წარდგენილი არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პირების მიერ და
შეესაბამებიან ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად
წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო კანდიდატთა სიასა და
თანდართულ საბუთებს დაუყოვნებლივ გადასცემს ფრაქციებს.
10. ფრაქციებს უფლება აქვთ, წარდგენილი კანდიდატურები განიხილონ
პარლამენტის ბიუროსთვის კანდიდატთა სიის წარდგენიდან:
ა) 2 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში;
ბ) 1 კვირის ვადაში − ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში.
11. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულებიდან უახლოეს
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი
საბჭოს/საქართველოს
საერთო
სასამართლოების
მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე
ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა განისაზღვრება ანბანურად, კანდიდატთა გვარების
მიხედვით. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ კანდიდატთა მონაცემებს.
12. პარლამენტში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების
არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 3 ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის
2/3-ის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-13−მე-15 პუნქტებით დადგენილი
წესით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, კენჭისყრის
მომდევნო ტურებში არჩეული კანდიდატი გამოვლინდება პარლამენტის სრული
შემადგენლობის უმრავლესობით. ამასთანავე, ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა
რაოდენობა ოთხს არ უნდა აღემატებოდეს.
13. კენჭისყრის პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლებიან კანდიდატები,
რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა 2/3-ის ხმებს მიიღებენ. თუ
ასეთ კანდიდატთა რაოდენობა არსებულ ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად
ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული
ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების
გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო
შედეგის მქონე კანდიდატი.
14. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური,
რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე
კანდიდატებს, რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს.
თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. მე-2 ტურში
არჩევისთვის საკმარისია პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის
მხარდაჭერა შემდეგი პირობების დაცვით:
ა) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს შემადგენლობაში აღმოჩნდა პარლამენტის ორი მესამედის უმრავლესობით
არჩეული თუნდაც ერთი წევრი, კენჭისყრის მე-2 ტურში არჩეულად ჩაითვლებიან
კანდიდატები, რომლებიც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის
მხარდაჭერას მიიღებენ. თუ ასეთ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი
აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლებიან საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო რაოდენობის
კანდიდატები. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი და
არჩეულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი;
ბ) თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს შემადგენლობაში არ აღმოჩნდა პარლამენტის ორი მესამედის უმრავლესობით
არჩეული წევრი და მე-2 ტურში ვერავინ მიიღო პარლამენტის ორი მესამედის
უმრავლესობის მხარდაჭერა, 1 ადგილი ვაკანტური დარჩება, ხოლო დანარჩენ
ადგილებზე არჩეულები გამოვლინდებიან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი
წესით.
15. თუ კენჭისყრის მე-2 ტურის გამართვის შედეგად კვლავ ვერ შეივსო ყველა
ვაკანსია, 2 დღის შემდეგ გაიმართება კენჭისყრის მე-3 ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ
დარჩენილთაგან მე-2 ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული
კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესით.
16. თუ კენჭისყრის სამივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით
დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და
პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების
დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ
მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ვადებში.
17. პარლამენტში საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევნები, საჭიროების შემთხვევაში, იმართება 2
ტურად. სადისციპლინო კოლეგიის წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ამ პუნქტითა და ამ მუხლის მე-18
და მე-19 პუნქტებით დადგენილი წესით.
18. თუ კენჭისყრის პირველ ტურში იმ კანდიდატთა რაოდენობა, რომლებიც
პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის ხმებს მიიღებენ, არსებულ
ვაკანსიაზე მეტი აღმოჩნდა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე სათანადო
რაოდენობის კანდიდატი. თუ არჩეული ვერ გამოვლინდა რამდენიმე კანდიდატის მიერ
თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი
და არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
19. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, იმავე დღეს ან
უახლოეს პლენარულ სხდომაზე გაიმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელშიც კენჭი
ეყრება დარჩენილთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს,
რომელთა რაოდენობაც ვაკანტურ ადგილებზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ
კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი რაოდენობის
ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს. არჩეული კანდიდატები
გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტებით დადგენილი წესით.
20. თუ კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი
ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები ამ მუხლით
დადგენილი წესით. ასეთ შემთხვევაში კანდიდატურების წარდგენის ვადებს ადგენს და
პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე იმ პირობების
დაცვით, რომ ეს ვადა არ იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები და პარლამენტის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ფრაქციებმა კანდიდატურები განიხილონ ამ
მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
ვადებში.