„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-06
ბიუროს ნომერი 26
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
22.04.2015,
სარეგისტრაციო
კოდი:
270000000.05.001.017705) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეს კანონი არ ვრცელდება საკრუინგო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება
მეზღვაურთა დასაქმების მიზნით საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს
და
კანონქვემდებარე
საერთაშორისო
ხელშეკრულებების,
სხვა
საკანონმდებლო
ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
2015 წლის პირველი ნოემბრიდან სრულად შევიდა ძალაში „შრომითი მიგრაციის
შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი
მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები. წარმოდგენილი კანონპროექტი
ითვალისწინებს საკრუინგო საქმიანობის გამიჯვნას ზემოხსენებული კანონის მოქმედების
სფეროსგან. მეზღვაურთა დასაქმება საკმაოდ რთული პროცესია, რომელსაც შეიძლება,
დაბრკოლება შეექმნას საკრუინგო კომპანიებზე სხვადასხვა რეგულაციების გავრცელების
შედეგად.
საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომუშავეთათვის საკრუინგო კომპანიები წარმოადგენენ
ძირითად საერთაშორისო ინსტრუმენტს ბაზრის მართვისა და კონტროლის თვალსაზრისით.
კანონპროექტი ითვალისწინებს მეზღვაურთა დამსაქმებელი საკრუინგო კომპანიების
რეგულირებას „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონისგან განსხვავებული წესით, ვინაიდან
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურები აღიარებულნი არიან სპეციალურ
სამუშაო ძალად1.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად საკრუინგო კომპანიებს ეკრძალებათ შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ
ხელშეკრულებით პირისათვის რაიმე საფასურის (ჰონორარის) მოთხოვნა. რეალურად,
აღნიშნული რეგულაცია რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აყენებს საკრუინგო კომპანიებს,
რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მათი რაოდენობის შემცირება, რაც თავის მხრივ უარყოფითად
აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმებაზე.
მეზღვაურთა შრომითი უფლებების დაცვა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე არის
აქტუალური თემა, რომელთან დაკავშირებითაც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიღებული აქვს არაერთი დოკუმენტი,
რომელთა რაოდენობიდან გამომდინარე (70-მდე კონვენცია, სახელმძღვანელო პრინციპები
და ა. შ.) მათი ფართო რატიფიკაცია სახელმწიფოთა უმრავლესობის მხრიდან ვერ
განხორციელდა. შედეგად, მეზღვაურთა უფლებების დაცვა გემთმფლობელის კეთილ ნებაზე
იყო დამოკიდებული. თუმცა, ტრანსპორტის საერთაშორისო პროფკავშირებისა და
ევროკავშირის აქტიური ლობირებით, მიღებული იქნა „საზღვაო შრომის კონვენცია“
(Maritime Labour Convention), რომელიც ამკვიდრებს მეზღვაურთა შრომით, დასაქმების და
1
2006 წლის 24-28 აპრილს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის იურიდიული კომიტეტის მიერ 91ე სესიაზე მიღებული საზღვაო შემთხვევის დროს მეზღვაურთა თანაბარი მოპყრობის
სახელმძღვანელო პრინციპები (Guidelines on Fair Treatment of Seafarers in the Event of a Maritime
Accident).
სოციალურ სტანდარტებს. „საზღვაო შრომის კონვენციის“ თანახმად, „მეზღვაური“ არის
პირი, რომელიც დასაქმებულია ან ასრულებს რაიმე სახის სამუშაოს გემზე.
გასათვალისწინებელია, რომ მეზღვაური ჩვეულებრივ სამუშაო მიგრანტებთან
განსხვავებით წარმოადგენს სპეციფიურ მუშახელს. მეზღვაური დასაქმებულია გემზე,
რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა იურისდიქციას შორის (მსოფლიოს სხვადასხვა
ნავსადგურებში), სწორედ სფეროს სპეციფიურობიდან გამომდინარეობს ის ფაქტიც, რომ
სპეციალური საერთაშორისო კონვენცია არეგულირებს მეზღვაურთა დასაქმებას და ისინი არ
არიან გაიგივებული ჩვეულებრივი შრომითი მიგრაციის სუბიექტებთან.
მეზღვაურთა შრომით მოწყობასთან დაკავშირებით საკრუინგო კომპანიების მიერ,
გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები, განსაკუთრებით კი შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის საზღვაო შრომის კონვენციასთან (MLC 2006) მიერთებამდე, რომელიც
დაარეგულირებს უცხოურ ლაინერებზე მეზღვაურთა დასაქმების წესებს და დაიცავს
მეზღვაურების შრომით უფლებებს საერთაშორისო სამართლის დონეზე. ხსენებულ
კონვენციაში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პირობა და ვალდებულება, რომელიც
დაიცავს მეზღვაურის უფლებებს და აამაღლებს მათი დასაქმების ხარისხსა და სტანდარტებს.
მეზღვაურთა უფლებების გარდა, კონვენცია დაიცავს დამსაქმებელი კომპანიის
ინტერესებსაც. აღნიშნული კონვენციით მეზღვაურთა დასაქმების სტანდარტები უფრო
მაღალ დონეზე აიწევს, მოხდება საკრუინგო კომპანიების სერტიფიცირება და მეზღვაურთა
საქმიანობა ნაკლებ რისკებთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, აღნიშნული საკითხის
კონვენციური რეგულირება უფრო ეფექტური მექანიზმია ვიდრე ის გადაწყვეტა, რომელსაც
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი გვთავაზობს, რაც ქმნის საკრუინგო კომპანიებისათვის
დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს და საეჭვოა მისი ეფექტურობა პრობლემის
აღმოფხვრის თვალსაზრისით განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს
საკრუინგო კომპანიების საქმიანობის სავალდებულო სერტიფიცირების სტანდარტები,
ხოლო, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, საკრუინგო კომპანიების მხოლოდ
ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, საქართველოს საზღვაო
კოდექსის III1 თავი სწორედ აღნიშნულ სამართლებრივ ურთიერთობებს შეეხება.
იქიდან გამომდინარე, რომ 2010 წელს ევროკავშირმა გააუქმა საქართველოს მიერ
გაცემული მეზღვაურის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარება 2013
წლამდე, ქართველ მეზღვაურთა დასაქმება საერთაშორისო ბაზარზე 3 წლიან კრიზისში
იმყოფებოდა. აღნიშნული პრობლემა, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასევე, სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს
საერთო ძალისხმევით უმოკლეს ვადებში იქნა გადაწყვეტილი და მეზღვაურების
დასასაქმებლად ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე ევროკავშირის აუდიტი
წარმატებულად ჩატარდა. აღნიშნული 3 წლიანი პერიოდით გამოწვეული მეზღვაურთა
დასაქმების რთული პირობების გათვალისწინებით გადაწყდა რომ საქართველო მიუერთდეს
„საზღვაო შრომის კონვენცია“-ს და საკრუინგო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება
შემოღებულ იქნეს მას შემდეგ, რაც ქართველ მეზღვაურთა დასაქმების მაჩვენებელი კვლავ
ამაღლდება.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად (7.1 პუნქტი),
იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია
საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან ან შრომით მოწყობაში
დახმარებასთან, ვალდებულია, დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
რეგისტრაციის გარეშე სუბიექტებს ეკრძალებათ საქმიანობა, კანონის დარღვევის
შემთხვევაში კი ისინი ჯარიმდებიან 500 ლარით. შრომით მოწყობაში დახმარების
განმახორციელებელ სუბიექტად რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით.
უზრუნველსაყოფად,
საკრუინგო
კომპანიების
ნორმალური
ფუნქციონირების
მიზანშეწონილია შეტანილი იქნას აღნიშნული ცვლილება კანონში, ვინაიდან „საზღვაო
შრომის კონვენციის“ სარატიფიკაციო პროცედურების და მისი თანმდევი კანონმდებლობის
მიღების ინიცირება იგეგმება 2017 წლისთვის, რაც საბოლოდ დაარეგულირებს საკრუინგო
კომპანიების საქმიანობას, ხოლო ასოცირების ხელშეკრულებით საქართველოს მიერ
აღებული ვალდებულებების, კერძოდ: მეზღვაურთა შრომით უფლებებთან დაკავშირებით,
1992 წლის 31 მარტის 92/29/EEC დირექტივის, 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC
დირექტივის, 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC
დირექტივის დანერგვა უნდა განხორციელდეს მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
როგორც უკვე აღინიშნა, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის თანახმად იურიდიული
პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმო/არასამეწარმეო იურიდიული
პირი ვალდებულია, მოახდინოს შესაბამისი რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკრძალება საქმიანობის განხორციელება, რაც, თავის
მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ რეგულაციებთან.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეზღვაურთა დასაქმების სტანდარტები დარეგულირებულია
„საზღვაო კოდექსის“ III1 თავით, რომლის თანახმად მეზღვაურთა დამსაქმებელი
კომპანიების (საკრუინგო კომპანიები) აღიარებას და შემდგომ კონტროლს ახორციელებს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ამავე კოდექსით დაწესებულია საკრუინგო საქმიანობის
განმახორციელებელი იურიდიული პირის ვალდებულებები მეზღვაურთა დასაქმების
მიმართ.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, როგორც დარგის ტექნიკური მარეგულირებელი,
აწარმოებს საკრუინგო კომპანიების აღიარებას და შემდგომ მონიტორინგს. აღნიშნული
მომსახურების გაწევაში სააგენტო იღებს შესაბამის საფასურს, რაც დარეგულირებულია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის
N1-1/592 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე
საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების
დამტკიცების შესახებ“. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის მათზე დამატებით
გავრცელება
წარმოშობს შეფერხებებს კომპანიების საქმიანობაში. მათი საქმიანობა
რეგულირდება და მონიტორინგი ეწევა სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხრიდან.
ხსენებული კანონის გავრცელება კი წარმოშობს დამატებით საკონტროლო და
ბიუროკრატიულ მექანიზმებს, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს მათ ეფექტურ საქმიანობას
გაუმართლებელი დროის და რესურსის ხარჯვის გამო. ამასთანავე, კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილების განუხორციელებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი
საკრუინგო კომპანიის საქმიანობის შეწყვეტა, რაც უარყოფითად აისახება მეზღვაურთა
დასაქმებაზე. დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე საკრუინგო
კომპანია, რაც არ არის საკმარისი მეზღვაურთა დასაქმებისთვის
მეზღვაურთა
რაოდენობასთან შეფარდებით და მათი საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით კიდევ
დამატებითი მოთხოვნების დაწესებამ შეიძლება, გამოიწვიოს შეფერხებები აღნიშნული
კომპანიების საქმიანობაში.
ვინაიდან საკრუინგო კომპანიებმა, საზღვაო შრომის კონვენციაზე მიერთების
მოლოდინში,
დაიწყეს
საკუთარი
საქმიანობის
ზემოაღნიშნულ
კონვენციასთან
შესაბამისობაში მოყვანა, რაც უფრო მაღალ და გარკვეულწილად განსხვავებულ
სტანდარტებს უწესებს საკრუინგო კომპანიებს, ამ კანონის მათზე გავრცელებით მოუწევთ
დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რამაც შეიძლება ისინი არათანაბარ პირობებში
ჩააყენოს
საქართველოში
მოქმედ
სხვა
იურიდიულ
პირებთან/ინდივიდუალურ
მეწარმეებთან. ამასთან აღსანიშნია, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი და მისი
საკრუინგო კომპანიებზე გავრცელება კოლიზიაში მოდის „საზღვაო კოდექსთან“, ვინაიდან
უკანასკნელი აწესებს სპეციფიურ მოთხოვნებს საკრუინგო კომპანიების მიმართ, რაც
„საზღვაო შრომის კონვენციის“ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. „შრომითი მიგრაციის
შესახებ“ კანონის საკრუინგო კომპანიებზე გავრცელებით აღნიშნულ კომპანიებს გაუჩნდებათ
ორი მარეგულირებელი ორგანო, რაც დამატებითი და მძიმე ტვირთია კერძო ბიზნესისთვის.
ამასთან ნიშანდობლივია, რომ ევროკავშირმა, TRACECA II Maritime Safety and Security-ის
შრომის
კონვენციის“
სარატიფიკაციო
და
ფარგლებში
დააფინანსა
„საზღვაო
საიმპლემენტაციო დოკუმენტაციის მომზადება. აღნიშნული მიზნით მომზადების
პროცესშია „მეზღვაურთა შრომის კოდექსი“ შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, რისი
ინიცირებაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგეგმება 2017 წლისათვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საკრუინგო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირების სისტემას, ასევე სავალდებულო
რეგისტრაციის მოთხოვნების ხისტად გატარებას შესაძლოა, მოჰყვეს გარკვეული უარყოფითი
შედეგები, კერძოდ საკრუინგო კომპანიების დახურვა, მათი რაოდენობის შემცირება, რაც
გამოიწვევს მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის შეზღუდვას. აღნიშნული კი გააუარესებს
მეზღვაურთა სოციალურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ, საზღვაო
ტრანსპორტის სფეროში მომუშავეთათვის საკრუინგო კომპანიები წარმოადგენენ ძირითად
საერთაშორისო ინსტრუმენტს მეზღვაურთა დასაქმების ბაზრის მართვისა და კონტროლის
თვალსაზრისით.
შრომითი მიგრაციის სფეროში, განსაკუთრებით კი საკრუინგო კომპანიების საქმიანობის
სფეროში შეზღუდვების დაწესებისას, აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული
კონკრეტული სფეროს შრომის ბაზრის თავისებურებები და ქვეყნის წინაშე მდგარი
ამოცანები, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სოციალური და ეკონომიკური
საკითხები, რაც მეტად აქტუალურია მეზღვაურების დასაქმებისას.
მეზღვაური საზღვარგარეთ საქმდება გემზე სამუშაოდ, რომელიც გადაადგილდება
სხვადასხვა იურისდიქციას შორის (მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში). შესაბამისად,
სფეროს სპეციფიკურობიდან გამომდინარე 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენცია
არეგულირებს მეზღვაურთა დასაქმებას და ისინი არ არიან გაიგივებული ჩვეულებრივი
შრომითი მიგრაციის სუბიექტებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ამ სფეროში მომუშავე პირებთან
კონსულტაციების გავლის გზით, დასახულ იქნა გეგმა, რომლის შესაბამისადაც ჯერ
ნებაყოფლობითი აღიარების რეჟიმში, ხოლო სამომავლოდ საზღვაო შრომის კონვენციის
რატიფიკაციის შემდეგ, სავალდებულო რეჟიმში განხორციელებულიყო საკრუინგო
კომპანიების სერტიფიცირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლს
ემატება მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მეზღვაურთა დამსაქმებელი საკრუინგო
კომპანიების რეგულირებას ამ კანონისგან განსხვავებული წესით, ვინაიდან საერთაშორისო
საზღვაო ორგანიზაციის მიერ მეზღვაურები აღიარებულნი არიან სპეციალურ სამუშაო
ძალად.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
2015 წლიდან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ახორციელებს, რომელიც
პროექტ ტრასეკა უსაფრთხოება და უშიშროება 2-ის (TRACECA II) ფარგლებში
მიმდინარეობს. 2015 წლის 9 მარტს ქ. ბათუმში გაიმართა საზღვაო შრომის კონვენციის (MLC
2006)
იმპლემენტაციასთან
დაკავშირებული
სამმხრივი
შეხვედრა
საქართველოს
ხელისუფლების, გემთმფლობელთა და მეზღვაურთა პროფესიულ გაერთიანებას შორის.
შეხვედრაში ხელისუფლების მხრიდან მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ასოცირების შეთანხმების თანახმად, საქართველო ვალდებულია განახორციელოს
მეზღვაურთა შრომით უფლებებთან დაკავშირებული ევროკავშირის 3 დირექტივის
იმპლემენტაცია. სამივე დირექტივა ეფუძნება ILO-ს იმ კონვენციებს, რომლებიც გაერთიანდა
საზღვაო შრომის კონვენციის (MLC 2006) ტექსტში. ასევე, დირექტივა 2009/21/EC ,,დროშის
სახელმწიფოს ვალდებულებების შესახებ“ (რაც ასევე, ასოცირების შეთანხმებით არის
გათვალისწინებული) ითვალისწინებს დირექტივის იმპლემენტაციისას MLC 2006-ის
მოთხოვნების მხედველობაში მიღებას. აღნიშნული კონვენციის იმპლემენტაციის
სირთულიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, 2014 წლის მარტიდან საქართველო ჩაერთო
ტრასეკა უსაფრთხოება და უშიშროება 2-ის ფარგლებში (ILO MLC 2006), იმპლემენტაციის
პროექტში. პროექტის პირველ ფაზაში განხორციელდა
საქართველოს მოქმედ
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების ანალიზი და სამმხრივი კომიტეტის შეხვედრა,
რაც გულისხმობდა ხელისუფლების, მეზღვაურთა პროფესიული გაერთიანებების და
გემთმფლობელთა წარმომადგენლების შეხვედრას. პროექტის მეორე ფაზაში კი მომზადდა
საქართველოს კანონისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტები, რაც საქართველოში
მეზღვაურთა შრომითი უფლებების დასაცავად და შრომის პირობების გასაუმჯობესებლად
წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და რომელთა წარდგენასაც სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო 2017 წლის ბოლომდე გეგმავს.
საზღვაო სფეროს სპეციფიური ბუნებიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ აღინიშნა,
საზღვაო
შრომის
კონვენციის
რატიფიკაციისათვის,
ამ
ეტაპზე
მიმდინარეობს
მოსამზადებელი სამუშაოები, რაც თავისთავად გულისხმობს საკრუინგო კომპანიების
სავალდებულო სერტიფიცირებასაც. თუმცა, ყოველივე ხსენებული მიმდინარეობს
ეტაპობრივად, იმ ფორმით, რომ ამ ცვლილებებმა არ გამოიწვიოს მეზღვაურთა დასაქმების
ბაზრის გაუმართლებელი შეზღუდვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, წარმოდგენილი
ცვლილების პროექტიც, რომლის თანახმადაც მეზღვაურთა დამსაქმებელი ორგანიზაციები
არ მოექცევიან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს
ვალდებულებების აღებას.
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ
ხელშეკრულებებს.
და
მრავალმხრივ
და
მრავალმხრივ
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მის სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და საგანი
1. ეს კანონი განსაზღვრავს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს,
ურთიერთობებსა და სუბიექტებს, შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო
მმართველობის განმახორციელებელ ორგანოებს და მათ უფლება-მოვალეობებს და ადგენს
შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განხორციელების პრინციპებსა
და მექანიზმებს.
2. ეს კანონი არეგულირებს შრომითი მიგრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ
ურთიერთობებს, რომლებიც პირის (საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი
ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის
არმქონე პირის) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობას და მის მიერ
ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება.