„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
09.02.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/45/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 90 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიზის სისტემის არარსებობა წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მიგრაციის სფეროში მონაცემთა ეფექტიან გაცვლაზე, ამ მონაცემთა კომპლექსურ ანალიზსა და მიგრაციული სტატისტიკის წარმოებაზე გაანალიზებულ და ინფორმაციაზე აისახება ქვეყანაში დაფუძნებული სანდო და სათანადოდ სამიგრაციო პოლიტიკის განხორციელების პროცესზე. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) თანადგომით, ახორციელებს მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის პროექტს. პროექტის დანიშნულებაა, მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ მიგრაციულ მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის დამუშავების შედეგად მიღებულ სტატისტიკურ მასალაზე დაყრდნობით და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან მისი შეჯერებით საჭირო კვლევების წარმოება. ზემოაღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, რის საფუძველზეც ანალიტიკურ სისტემას მიეცემა საშუალება, წარმოაჩინოს სრული სურათი იმის შესახებ, თუ, მაგალითად, უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ჩამოდის ქვეყანაში მკურნალობის მიზნით, რამდენი უცხოელის მიმართ არის დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, რამდენი უცხოელის მიმართ იქნა გამოყენებული წინასწარი პატიმრობა, რამდენი იქნა გაძევებული ქვეყნიდან და სხვ. შემოთავაზებული ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი სისტემის ფორმირების და ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივლისის №352 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების დამატებითი შესაძლებლობის შექმნა და ამ გზით მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და, ზოგადად, სათანადოდ გაანალიზებულ ინფორმაციაზე დაფუძნებული სამიგრაციო პოლიტიკის წარმართვის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლითაც განსაზღვრულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები, ემატება ნორმა, რომლის შესაბამისად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს მონაცემები მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის მუშავდება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულება. ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროქტის შემუშავების პროცესში სათანადო კონსულტაციები იქნა გავლილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება 1. აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა: ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს; გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე; ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან; ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით; ზ) მონაცემები მუშავდება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით; თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მონაცემთა დამუშავების შემთხვევაში დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება.