„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-24
ბიუროს ნომერი 32
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
.r
brjr6orggq,ob JrrvrqrrOSb$olr 0o36ob
05sgr$g3g$oqrg0r
b)J)hol3lcmb
J)hc)al60n
--N32/5
2017 $Cq,o, 24 orCbCdr0r4Po
llrjr6o69q'ob Jvr,q'rac6oot' Fr95q'r69fuol-t r5o-g acbq'ob 03-4
q> 0g-5 JUUOcb"l'
U.:gga3gqt3, lilCrd,o,mq'(9u J$'qraC6$oU bogt6o
brdr-io89q'ol, ,:r6rq;c66"t' 6r6roq'g0ou' o-ceclcb"ut ar JUq'OU6'ou
1'!bcq'0$<'tsc,
- t'3r69-
--'"
rqg6g6U;
tir*.[
lio:
a:3ru"03oq'o!,1'ru!q'ot,L3.an6iji"6is"u"q,.t
-a.,go
$"PSrQcor "30rqq'sln
$rn'1sffio U':3$o60q.oxDq'<'r
io"oiii.OcOtr,
o'robr$c" (N3427;
3r6er6Bo (}3q'oq'coou -acor6ot'
ito"".iq'cil;ic"tb3o; rll3trolol33q'it'*<ngl6orr6
q-or3ca0o63boo' a) [)ar$$cooqcbol''
iioz:iizl t rCio-scq'.t, 3r6o6oL
otobr$g 46<'r&'rU LrjrdDmqxtb JJd)q,JACEOob boU6c)b'
3rd)q'r03fu oU orr3a;qx'rar63'
bogr6ob U\x'r0ol-r orr3Alqm0rdtg
l, Jdr6o8Cqxqt,
წერილი
N 1502/01-02-03
1502-01-02-03-2201702201549
20/02/2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს (ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1)
საკანონმდებლო წინადადება
ბატონო ირაკლი,
საკანონმდებლო წინადადების სახით წარმოგიდგენთ საქართველოს კანონის პროექტს
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მოგახსენებთ, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-4 პუნქტის მიხედვით, აკადემიური საბჭოს ყველა წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.
კანონის ამავე მუხლს გააჩნია მე-5 პუნქტიც, რომელიც ადგენს, რომ „აკადემიურ საბჭოში
არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი
მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი
ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ“. აღნიშნული პუნქტის მიხედვით, 2
წელიწადში უნდა განახლდეს საბჭოს 1/3, ხოლო დარჩენილი 2/3 განახლდეს 4 წლის
შემდეგ. ვინაიდან ეს ნორმა კანონის ძირითად ნაწილშია ფორმულირებული და არა
გარდამავალ დებულებებში, გაუგებარია, 1/3-ის განახლება მხოლოდ აკადემიური საბჭოს
პირველ შემადგენლობას უნდა ეხებოდეს, რადგან შემდგომ აკადემიური საბჭოს, როგორც
ორგანოს პერიოდული ცვალებადობის მექანიზმი იყოს შენარჩუნებული, თუ ყოველ
ახალარჩეულ შემადგენლობაში 1/3 უნდა განახლდეს 2 წლით. ყოველ ახალ
შემადგენლობაში განახლების მექანიზმის ამოქმედება აზრს მოკლებულია, არადა კანონის
ეს ნორმა არ არის გარდამავალ დებულებებში, რომ ვივარაუდოდ, რომ მხოლოდ პირველი
შემადგენლობის განახლებას ეხება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აკადემიური საბჭოს შემადგენლობა 2016 წელს გაიზარდა
და უფრო რთული გახდა ახალარჩეული წევრების ისეთი ვადებით არჩევა, რომ
საბოლოოდ 1/3-ის განახლებული შემადგენლობა მიგვეღო 2 წლის შემდეგ. აკადემიური
საბჭოს ამ წევრთა არჩევა გასაჩივრებულია სასამართლოში, ვინაიდან ზოგიერთი წევრი
მიიჩნევდა, რომ იგი 4 წლით უნდა ყოფილიყო კანონის მიხედვით არჩეული და
უკანონოდ შეუზღუდეს არჩევის ხანგრძლივობა.
ამასთან, დღეის მდგომარეობით ასარჩევია აკადემიური საბჭოს 5 წევრი, შესაბამისად,
გაურკვეველია, რა ვადით უნდა ავირჩიოთ ეს წევრები, 4 წლის ვადით, თუ
წელიწადნახევრით, ვინაიდან აკადემიური საბჭოს ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ 2016
წელს იქნენ არჩეულნი, უფლებამოსილების ვადა არა 2020 წელს, არამედ 2018 წელს
ეწურებათ.
აღნიშნული პრობლემა აქვს სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც საქართველოში.
ამ გაუგებრობიდან ერთადერთი გამოსავალი აკადემიური საბჭოს განახლების მექანიზმის
გაუქმებაა. ამის შემდეგ მისი ყველა წევრი აირჩევა კანონით გათვალისწინებული 4 წლის
ვადით, თუნდაც განსხვავებულ დროს.
ამავდროულად წარმოგიდგენთ ამონაწერს აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმიდან.
გთხოვთ, პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის შესაბამისად მისცეთ მას მსვლელობა
და განსახილველად გადასცეთ შესაბამის კომიტეტს.
დანართი:
ა) ამონაწერი აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმიდან;
ბ) კანონპოექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე, განმარტებით ბარათთან ერთად;
გ) იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით
ხდება მისი ამოღება.
დანართი: 10 ფურცელი.
უღრმესი პატივისცემით,
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ამონაწერი სხდომის ოქმიდან
ამონაწერი
აკადემიური საბჭოს სხდომის ოქმი
№1
23 იანვარი, 2017
დღის წესრიგი
საკითხი 12: მიმდინარე საკითხები.
..............
აკადემიური
საბჭოს
წევრმა,
ვასილ
გონაშვილმა
წარმოადგინა
ინფორმაცია
და
რეკომენდაციები აკადემიური საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის №51 სხდომაზე განხილული
საკითხის - აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის ვადების მოწესრიგების თაობაზე. მისი
განმარტებით, უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ
აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. თუმცა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის
მიხედვით „აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა
ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის (ანუ 4
წლის) დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის (ანუ 2 წლის) გასვლის შემდეგ. სწორედ
აღნიშნულმა მე-5 პუნქტმა და აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდამ შექმნა
ძირითადი პრობლემები, რომელიც დღესაც მოუგვარებელი რჩება.
დღეს არსებული ვითარებით, 2016 წლის 16 მაისს არჩეულ აკადემიური საბჭოს 9 წევრს
უფლებამოსილების ვადა ეწურება 2018 წლის ოქტომბერში (აკადემიური საბჭოს მიერ
განხორციელებული წილისყრის შედეგად), 2016 წლის 8 ივლისს არჩეულ 7 წევრს - ასევე 2018
წლის ოქტომბერში (აკადემიური საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ თსუ რექტორის
ბრძანებაში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, რომლის მიხედვით საბჭოს 2 წევრის ვადა 2016
წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო 5 წევრის - 2018 წლის ოქტომბერში.
ვინაიდან აკადემიურმა საბჭომ არ ჩაატარა წილისყრა, ფაქტიურად უკვე შეუძლებელია იმის
დადგენა, თუ რომელი 2 წევრის უფლებამოსილება შეწყდა 2016 წლის ოქტომბერში.
შესაბამისად, აღნიშნული შვიდივე წევრიდან ყველას უფლებამოსილების ვადა 2018 წლის
ოქტომბრამდე გრძელდება.
მართალია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი აკადემიური საბჭოს წევრთა
ვადად არჩევიდან ადგენს 4 წელს, მაგრამ ამავე კანონითვე დადგენილი აკადემიური საბჭოს
განახლების პრინციპის დაცვის მიზნით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები „აკადემიური
საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს №96/2014 დადგენილებაში (მუხლი
16) და აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ რექტორის 2016 წლის 29
ივნისის ბრძანებაში (პუნქტი 2). რამდენად კანონიერი იყო თსუ-ის აღნიშნული აქტების მიღება
და აკადემიური საბჭოს წევრთა უფრო ნაკლები ვადით არჩევა, ვიდრე 4 წელია, სასამართლო
დაადგენს მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების საქმეზე.
შესაბამისად,
ვ.
გონაშვილს
არ
მიაჩნია
მიზანშეწონილად
აკადემიურმა
საბჭომ
ან
უნივერსიტეტის რექტორმა ცვლილება შეიტანოს მათ აქტებში სასამართლოს მიერ საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე და ზემოაღნიშნული აქტების კანონიერების დადგენამდე.
ვ. გონაშვილმა მიმართა აკადემიურ საბჭოს შემდეგი წინადადებებით:
1. ცნობად იქნეს მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია;
2. სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე თავი შევიკავოთ რაიმე შიდა სამართლებრივი
აქტის ცვლილებისგან, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის ვადებს ეხება და ამ
საკითხების განხილვა გაგრძელდეს სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ, მის შესაბამისად;
3.
მივმართოთ
საკანონმდებლო
წინადადებით
საქართველოს
პარლამენტს
„უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოიღოს მე-20 მუხლის მე-5 პუნქტი, ვინაიდან:
ა) განახლების არსიდან გამომდინარე იგი უნდა შეხებოდა აკადემიური საბჭოს მხოლოდ
პირველ შემადგენლობას და, შესაბამისად, მისი ადგილი თავდაპირველადაც უნდა ყოფილიყო
გარდამავალ დებულებებში; ბ) განახლება, როგორც პრინციპი გათვალისწინებული უნდა
ყოფილიყო თანაბრად - წევრთა ნახევრის მიმართ და განსხვავებულ ვითარებაში არ უნდა
აყენებდეს აკადემიური საბჭოს შემადგენლობის 1/3-ს და 2/3-ს; გ) დღეს არსებული ვითარების
გათვალისწინებით უკვე შეუძლებელია აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის ორი წლით
განახლების პრინციპის დაცვა და ერთადერთი გამოსავალი, რათა აკადემიური საბჭოს წევრთა
არჩევის
ვადები
მომავალში
კანონიერ
საფუძვლებს
შემადგენლობის განახლების პრინციპის გაუქმებაა.
აზრი გამოთქვეს: ავ. სილაგაძემ, გ. შარვაშიძემ.
დაუბრუნდეს,
სწორედ
წევრთა
აკადემიურმა
საბჭომ
ცნობად
მიიღო
აღნიშნული
ინფორმაცია
და
გამოთქვა
საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობის შესახებ.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
რექტორის აპარატის და აკადემიური
მზექალა აჭაიძე
საბჭოს სამდივნოს უფროსი
სხდომის მდივანი
ამონაწერი სწორია
მ. აჭაიძე
მზაობა
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე–20 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ადგენს, რომ
აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. თუმცა ამავე მუხლის მე-5 პუნქტის
მიხედვით
„აკადემიურ
საბჭოში
არჩეული
ფაკულტეტების
წარმომადგენლების
შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო
საფეხურის (ანუ 4 წლის) დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის (ანუ 2 წლის) გასვლის
შემდეგ. სწორედ აღნიშნულმა მე-5 პუნქტმა და აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობის
პერიოდულმა გაზრდამ შექმნა ძირითადი პრობლემები, რომელიც დღესაც მოუგვარებელი
რჩება.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის
ვადების მოწესრიგება ისე, რომ ყველა წევრი აირჩეოდეს თანაბარი ვადით - 4 წლის ვადით,
შესაბამისად დაცული იყოს ყველა წევრს შორის თანასწორობა და გაუქმდეს აკადემიური
საბჭოს წევრთა ნაწილობრივი განახლების მექანიზმი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ამოღებას, რომლის
მიხედვით აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3 ექვემდებარება განახლებას 2 წლის გასვლის
შემდეგ.
დღეს არსებული ვითარებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში არიან ორ სხვადასხვა დროს არჩეული წევრები: 2016
წლის 16 მაისს არჩეულ აკადემიური საბჭოს 9 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2018
წლის ოქტომბერში (აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელებული წილისყრის შედეგად,
ხოლო 5 წევრს უკვე შეუწყდა 2016 წლის ოქტომბერში), 2016 წლის 8 ივლისს არჩეულ 7 წევრს
- ასევე 2018 წლის ოქტომბერში (აკადემიური საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ თსუ
რექტორის ბრძანებაში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, რომლის მიხედვით საბჭოს 2
წევრის ვადა 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო 5 წევრის - 2018 წლის
ოქტომბერში. ვინაიდან აკადემიურმა საბჭომ არ ჩაატარა წილისყრა, ფაქტიურად უკვე
შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი 2 წევრის უფლებამოსილება შეწყდა 2016 წლის
2
ოქტომბერში. შესაბამისად, აღნიშნული შვიდივე წევრიდან ყველას უფლებამოსილების ვადა
2018 წლის ოქტომბრამდე გრძელდება).
მართალია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი აკადემიური საბჭოს წევრთა ვადად 4
წელს ადგენს, მაგრამ ამავე კანონითვე დადგენილი აკადემიური საბჭოს განახლების
პრინციპის დაცვის მიზნით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები „აკადემიური საბჭოს
წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს #96/2014 დადგენილებაში (მუხლი 16) და
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ რექტორის 2016 წლის 29 ივნისის
ბრძანებაში (პუნქტი 2). სწორედ კანონში არსებული ორი განსხვავებული ნორმის გამო,
აკადემიური საბჭოს წევრთა მოქმედი შემადგენლობა არჩეულია სხვადასხვა დროს
დაახლოებით 2 წლის ვადით, ხოლო უფრო ნაკლები ვადით არჩეულ წევრებს
უფლებამოსილება უკვე შეუწყდათ. აუცილებელია ეს საკითხი მომავალში მოწესრიგდეს და
დაცული იყოს კანონის ნორმა, რომელიც წევრთა 4 წლით არჩევას ითვალისწინებს.
მიგვაჩნია, რომ უნდა გაუქმდეთ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
აკადემიური საბჭოს წევრთა განახლების მექანიზმი, ვინაიდან:
ა) მისმა არსებობამ წარმოშვა პრობლემები, ვინაიდან ეს ნორმა ძირითად ტექსტშია და
შესაბამისად იგულისხმება, რომ ვრცელდება აკადემიური საბჭოს ყოველი არჩევის დროს 1/3ის ორი წლით განახლებას, რითაც განახლების ინსტიტუტი არსს კარგავს;
ბ) ამ ნორმის მიღების შემდეგ განხორციელდა აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში
დამატებითი წევრების შეყვანა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება ერთდროულად ორივე
პრინციპის - წევრთა 4 წლით არჩევის და პერიოდული განახლების მექანიზმის დაცვა
იმგვარად, რომ გონივრული და თანაზომიერი ვადით იყოს არჩეული საბჭოს ყველა წევრი;
გ) მომავალში აკადემიურ საბჭოში ასარჩევია 5 წევრი, თუმცა გაურკვეველია რა ვადით უნდა
მოხდეს მათი არჩევა? თუ ყველა წევრს 4 წლით ავირჩევთ, დაირღვევა 1/3-ს განახლების
პრინციპი, ვინაიდან არა 7 წევრის, არამედ 5 წევრის უფლებამოსილების ვადა იქნება
განსხვავებული;
დ) ანალოგიური პრობლემა გააჩნია თითქმის ყველა უნივერსიტეტს და შესაბამისად,
მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი განახლების მექანიზმის გაუქმებაა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა)
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებული
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებას.
3
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ფინანსურ ვალდებულებებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა)
სახელმწიფო,
დაწესებულება,
ექსპერტები,
არასახელმწიფო
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
ორგანიზაცია/
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არის.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
4
არ არის.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
საბჭო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
.........................
5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი
უმაღლესი განათლების შესახებ
(მუხლები)
მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებ
ის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევი
ან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის,დამ
ოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა
და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობი
ს წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების
საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი
რაოდენობის
წარმომადგენელი.
მათი
რაოდენობა
განისაზღვრება
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
21. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულს (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამ
ეცნიერო - კვლევითი ერთეულისა) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო
საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში.
5. აკადემიურ საბჭოში არჩეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენ
ლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთიმესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლე
ბლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული
თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური
საბჭოს წევრობა.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67
საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241
საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148
საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792-ვებგვერდი, 06.07.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი № 4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ.
6