„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-06
ბიუროს ნომერი 35
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი1.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
(საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 03.07.2012, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის
მოსმენა;“.
2. 213-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 213
1.
პარლამენტი
საქართველოს
პრეზიდენტის
წარდგინებით,
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული
ბანკის უმაღლესი ორგანოს – საბჭოს − წევრებს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს
თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არა უგვიანეს 2 თვისა. საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ
განცხადებაში მითითებული თარიღიდან.“.
3. 228-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს
საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლეს
თანამდებობის პირთა საქმიანობას.
ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 4 თვისა,
საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო,
სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ამ ანგარიშს
პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით.
7. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში
პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის
გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ, გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად
რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს ეროვნულ ბანკს ან სვამს შესაბამისი
თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული საქართველოს ეროვნული ბანკი –
საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი − ყოველწლიურად,
საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენს
თავისი საქმიანობის წლიურ ანგარიშს.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშს შესაბამისი კომიტეტების მიერ
აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების მომზადების შემდეგ, მაგრამ შესაბამისი
ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, განიხილავს პარლამენტი და
იღებს
სათანადო
გადაწყვეტილებას.
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
თანამომხსენებელია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს
პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის თანახმად
საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოდ,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს ნაცვლად განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკი, რაც საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტშიც საჭიროებს შესაბამისი ცვლილების ასახვას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის მიზანია პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
განხორციელებულ ცვლილებებთან.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
მე-3, 213-ე, 228-ე და 239-ე მუხლებში, რათა მოხდეს მათი შესაბამისობაში მოყვანა
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
განხორციელებულ ცვლილებებთან. კერძოდ, აღნიშნულ მუხლებში საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნაცვლად, მითითება ხდება საქართველოს
ეროვნულ ბანკზე.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის
მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის შემოღებას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
სახელმწიფო,
არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს
საკითხთა და წესების კომიტეტი.
პარლამენტის
საპროცედურო
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
მუხლი 3
პარლამენტის პრეროგატივაა:
ა) საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა;
ა1) კონსტიტუციური შეთანხმების დამტკიცება; (29.11.2013. N1688)
ბ) საკანონმდებლო საქმიანობა;
გ) ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების მოსმენა;
ე) საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
დადგენა;
ვ)
საქართველოს
მთავრობის
შემადგენლობისათვის
ნდობის
გამოცხადება;
საქართველოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება; (29.11.2013. N1688)
ზ)
საქართველოს
მთავრობისათვის
სამთავრობო
პროგრამის
შესრულების
მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის წარმოდგენის მოთხოვნა და მისი მოსმენა;
თ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ
თანამდებობის პირთა არჩევა/დანიშვნა, მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემა, მათი
თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება; (29.11.2013. N1688)
ი) საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლი;
კ) პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირებისა და ორგანოების
საპარლამენტო კონტროლი;
ლ)
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებებისა
და
შეთანხმებების
რატიფიცირება ან მათთან შეერთება, მათი დენონსირება, გაუქმება;
მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სტატუსის დადგენა;
ნ) სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცება;
ო) ეროვნული უსაფრთხოებისა და სხვა კონცეფციების დამტკიცება;
პ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობის, ომისა და ზავის თაობაზე საქართველოს
პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
ჟ)
საგანგებო
მდგომარეობის
დროს
ან
საერთაშორისო
ვალდებულებათა
შესასრულებლად სამხედრო ძალების გამოყენებაზე თანხმობის მიცემა;
რ) ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და
გადაადგილების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების დამტკიცება;
ს) პარლამენტის შინაგანი სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და მუშაობის წესის
განსაზღვრა;
ტ) პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა და ვადამდე შეწყვეტა;
უ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თანამდებობის პირთა არჩევა,
მათი თანამდებობიდან განთავისუფლება/გადაყენება; (29.11.2013. N1688)
ფ) საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით
პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიების ან პლენარული სხდომების გამართვა;
ქ)
საქართველოს
კონსტიტუციით
განსაზღვრულ
თანამდებობის
პირთა
თანამდებობიდან გადაყენება იმპიჩმენტის წესით;
ღ) სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიღება და მისი შესრულების საპარლამენტო
კონტროლი;
ღ1) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევა, ცალკეულ წევრთა
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა და სამეურვეო საბჭოსთვის უნდობლობის
გამოცხადება; (31.05.2013. N675)
ღ2) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის არჩევა; (01.08.2014. N2638)
ღ3)
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
შედეგად
მოპოვებული
ინფორმაციის/პერსონალური მონაცემების განადგურების კომისიის შექმნა და მისი
წევრების არჩევა; (01.08.2014. N2638)
ღ4) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
დანიშვნა და მისი თანამდებობიდან გადაყენება; საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური
ანგარიშის მოსმენა; (10.07.2015. N4008)
ყ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცება;
შ) ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ჩ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიშების მოსმენა; (17.07.2015. N4075)
ჩ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა;
(01.08.2014. N2638)
ც) გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეების, ოდენობებისა და შემოღების წესების
დადგენა, გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან განთავისუფლების, საფასურების
შემოღების წესების დადგენა და სახელმწიფო ხაზინიდან დამატებითი ხარჯების
გაღების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ძ) საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და ამ რეგლამენტით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
და
დადგენილი
წესით
უფლებამოსილ
თანამდებობის პირთა ანგარიშების მოსმენა;
წ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან ტერიტორიული ერთეულების სხვა
წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერებაზე ან მათ დათხოვნაზე
საქართველოს პრეზიდენტისათვის თანხმობის მიცემა;
ჭ) საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლით განსაზღვრულ საკითხებზე
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა დამტკიცება;
ხ) საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის
მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 213 (17.07.2015. N4075)
1. პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ეროვნული ბანკის უმაღლესი
ორგანოს – საბჭოს – წევრებს.
2. პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, 7 წლის ვადით ირჩევს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს საბჭოს 5 წევრს. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა
შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი შეიძლება გადადგეს
თანამდებობიდან, თუ ამის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომამდე არაუგვიანეს 2 თვისა. საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი თანამდებობიდან გადამდგარად ითვლება ამ
განცხადებაში მითითებული თარიღიდან.
4. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473
მუხლის მე-12 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტოს
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად
იღებს.
5. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473
მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტოს
საბჭოს
წევრს
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელიც
მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
6. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 473
მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტოს
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის დასმის უფლება აქვს პარლამენტის
სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს.
7. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის წარდგენიდან 30 კალენდარული
დღის ვადაში, ხოლო თუ ეს ვადა სესიებს შორის პერიოდს დაემთხვა – მომდევნო სესიის
დაწყებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
განიხილავს და კენჭს უყრის საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
8. ერთი და იმავე ფაქტის საფუძველზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის
განმეორებით დასმა დაუშვებელია.
9. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს 7 წლის ვადით
ამტკიცებს
პარლამენტი.
პარლამენტს
სააგენტოს
უფროსის
კანდიდატურას
დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს
საბჭოს თავმჯდომარე ამ საბჭოსთან შეთანხმებით. პარლამენტი საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტოს
უფროსის
დამტკიცების
შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
10. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 474
მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში
საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება
ვადამდე შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით,
პარლამენტის
გადაწყვეტილებით,
რომელიც
მიიღება
პარლამენტის
სიითი
შემადგენლობის უმრავლესობით. იმავე კანონის 474 მუხლის მე-7 პუნქტის „ა“, „დ“ და
„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ცნობად იღებს.
11. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 474
მუხლის მე-7 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს უფლებამოსილება ვადამდე
შეუწყდება აღნიშნული სააგენტოს საბჭოს არანაკლებ 4 წევრის წარდგინებით,
პარლამენტის დადგენილებით, რომელიც მიიღება პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა
ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი
მესამედისა. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრთა
წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 228
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით აკონტროლებს
საქართველოს ეროვნული ბანკის/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს
და
საქართველოს
ეროვნული
ბანკის/საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს უმაღლეს თანამდებობის პირთა საქმიანობას. (17.07.2015.
N4075)
2. ახალი საფინანსო წლის დაწყებამდე, არა უგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა,
საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის
მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს.
3. მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, როგორც წესი,
განიხილავენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ან/და ეკონომიკური
პროფილის
კომიტეტები
და
ამზადებენ
შესაბამის
დასკვნებს.
კომიტეტი
უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში მოითხოვოს და მიიღოს საჭირო
ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკიდან, საქართველოს მთავრობიდან,
საქართველოს
სამინისტროებიდან,
სხვა
უწყებებიდან,
აღმასრულებელი
ხელისუფლების სხვა დაწესებულებებიდან.
4. პარლამენტი მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს
განიხილავს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის ამ რეგლამენტით
დადგენილი წესით.
5. პარლამენტი მიმდინარე წლის ბოლომდე დადგენილებით ამტკიცებს მონეტარული
პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
6. ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა,
საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო
და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ, ხოლო საქართველოს საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტო
–
ანგარიშს
საზედამხედველო
პოლიტიკის
განხორციელების თაობაზე. ამ ანგარიშებს პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს.
(17.07.2015. N4075)
7. საქართველოს ეროვნული ბანკის/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის
სააგენტოს
ანგარიშის
დაუმტკიცებლობის
შემთხვევაში
პარლამენტი
იღებს
გადაწყვეტილებას საქართველოს
ეროვნული ბანკის/საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ,
გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციებს აძლევს საქართველოს
ეროვნულ ბანკს/საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ან სვამს
შესაბამისი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხს. (17.07.2015. N4075)
8. პარლამენტი უფლებამოსილია საფინანსო წლის განმავლობაში საჭიროებისამებრ
მოსთხოვოს საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფორმაცია მონეტარული პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტის დადგენილების შესრულების
მიმდინარეობის თაობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია პარლამენტის
მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინოს ინფორმაცია პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარლამენტს აუდიტის დასრულების
შემდეგ, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა, წარუდგენს მსოფლიოს ოთხი ყველაზე მსხვილი
აუდიტორული ფირმის სიას, ხოლო პარლამენტი ამ სიიდან ტენდერის ან კონკურსის
საფუძველზე არაუგვიანეს 1 დეკემბრისა აირჩევს ერთ აუდიტორულ ფირმას (გარე
აუდიტორს). ამ აუდიტორულ ფირმასთან კონტრაქტი ფორმდება არანაკლებ 2 და
არაუმეტეს 4 წლის ვადით. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე
აუდიტის ხარჯებს ანაზღაურებს საქართველოს ეროვნული ბანკი. (27.11.2014. N2796)
10. პარლამენტის მიერ აუდიტორული ფირმის შესარჩევად პარლამენტის
თავმჯდომარეს
პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის
შესაბამისი
წარდგინებით გათვალისწინებული საკითხი შეაქვს პარლამენტის ბიუროს უახლოესი
სხდომის
დღის
წესრიგში.
აუდიტორული
ფირმის
შერჩევის
ფორმის
(ტენდერი/კონკურსი), სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობისა და
ტენდერის/კონკურსის
ჩატარების
ვადების
განსაზღვრის
უზრუნველსაყოფად
პარლამენტის ბიურო აღნიშნულ საკითხს განსახილველად გადასცემს პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ამ
საკითხს 2 კვირის განმავლობაში განიხილავს. (27.11.2014. N2796)
11. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს,
რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა ტენდერის საფუძველზე შეარჩიოს, იგი
მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს აღნიშნული საკითხი შეაქვს პარლამენტის
პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი დადგენილებით ამტკიცებს
სატენდერო კომისიის შემადგენლობას. სატენდერო პირობებს, მოთხოვნებს, წესებსა და
სატენდერო კომისიის დებულებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. (27.11.2014. N2796)
12. თუ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს,
რომ პარლამენტმა აუდიტორული ფირმა კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს, იგი
მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამის დადგენილების პროექტთან ერთად წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. დადგენილების პროექტში განსაზღვრული უნდა იყოს
საკონკურსო კომისიის შემადგენლობა (არაუმეტეს 9 წევრისა), საკონკურსო კომისიის
დებულების შემუშავებისა და დამტკიცების საკითხები, პარლამენტის სახელით
განსახორციელებელი ღონისძიებები და კონკურსის შედეგად გამოვლენილი
აუდიტორული ფირმის პარლამენტისათვის წარდგენის ვადა. (27.11.2014. N2796)
მუხლი 239 (17.07.2015. N4075)
1. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული საქართველოს ეროვნული ბანკი –
საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი, აგრეთვე საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო ყოველწლიურად, საფინანსო წლის
დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, პარლამენტს წარუდგენენ თავიანთი საქმიანობის
წლიურ ანგარიშებს.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს საანგარიშო
წლის მომდევნო წლის 1 ივნისისა, პარლამენტს წარუდგენს თავისი საქმიანობის
ანგარიშს. ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ პარლამენტი იღებს შესაბამის
დადგენილებას. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის წლიურ ანგარიშს, საქართველოს
საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის წლიურ ანგარიშს პარლამენტის
შესაბამისი კომიტეტების მიერ აღნიშნული ანგარიშების თაობაზე დასკვნების
მომზადების შემდეგ, მაგრამ შესაბამისი ანგარიშის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 30
დღისა, განიხილავს პარლამენტი და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. პლენარულ
სხდომაზე თანამომხსენებელია პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი,
რომელიც წარმოადგენს პარლამენტის გადაწყვეტილების პროექტს.