„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.03.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში
ნომერი
#07-3/19/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-13
ბიუროს ნომერი 39

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ
/「 、 ̲̲ \ o bDJDh〔 n330「 哨 〕 DhO〕 00500 しOJO ln30 R nL ささ Rさ o0601b bn16rlb 6心 Rさ 『 U3000ROb心 6n6000nl彎 n ttJ6nL さ6n300nL 6さ 6bnR30Lさ 00ヽ 141b ヽさ 80bⅡ し ■0し さbOb ̀円 『 B tuiqoo, 2017 EcRo ヽ3 39/1 Ч 。命 80ROt 3● 606 8、 3命 0静 マ atOか 。喫 o30tり `しo3"Ч 。角 8R乱 "J響 60田0 08ROR030し ■ 60も OoO鴻 3/19; 0703.2017) 0" (N07‐ 00● loム ヽお″く │ 'ヽ gs6coqX0o1r, 366o3t6$ot.r R。 38喫 6060t ;m0ogxgo 07 03 2017 ▼●uO● 5〜お6め ヽo‐ 1703 ‐0304 t3● 」 颯も や匈 ‐け03‐ 2703 ,ph\)NNi , 6Peir!u',\ 2203 ‑ 0704 ′),xス :′ 、7(.′ lr.r;l;6orpqolr .).'16q.r3;15golr ilo';6o ^>p615lr: lr.>,.l.r16or3;qolr J.rrtrq.>3X5golr ,y.r3o$1$1;dlr.r q,.r lr.rJ.>6q.>3J15$r'r 11rzr.:;l13o1l?o q.rrr$11'rlr 6r,1163.r1)o',1qo .';l$olr Jr'rrol;l$ol, i)nGbo,{ilr ':,*fll$m:l:il'fflii,ff;",, ilo16r,rlr lrbqomeolr rn.:1ex,q,r, 3.'r q, /,,ilf*"*,,.61'6. κl l$jst6o6gqxlb Jst6q,r0g66ob bca3<6ob Arer$UgCOoqgbs b〕 JDhm33Crnb 〕DhCbOD60n ― N39/1 2017ぃ ,130MOo ltCr6ot3cq,t'tt &d,q,racbdol, 6969,!ac60ol, 146-9 a3\,ou "6" ftgJg6igou qgr 147-3 aubq,(,t 0C-4 fu6C0ot AgLsa.:AoL:q, U$.:Oo,ccq,('tlr Jr6,q'rAC6Ool, bo.J&r J('AC6I.,: q-or$ryx'ir trrdiaf,o4gqr'rt &6q,raC66ot 6$ro{'Cbolr, a966og$Cbol.,r AD ffq,O36ot, 3e&1366U 0!6obcqx'ru brCv4,orOCE rd, JifryiAC60ol., 0m6ol, ordr,rA l$ob Aog6 l$3r6o60a9g6q'o o6o6ol$o3oU $Ctt<tot $rl6a<!qO9*tq,o 03t ibC6" "C6rqqlClr, 6r6sorygbot U,gOo6gq'crL 3r!o60rl @q'oq'C8ob SCO;EoU otobltC" (N07-3i/19; 07.03-2017) l$jrt6o&qx'rt 3r5o6olt JdmalrJo A! 6i(D$$CCpq'CboU drrc$r$C .)O6o&d, t iC!{r,o4Cqx'ltr $d,q,$aC6$ob h3Arb. し 86̲L… 網 蒟 宅´ … … …
წერილი
」 巫 b)J珈 螂 〕X"珈 bbJ5あ Ⅲ30̀で mb 35倫 RP300600Ъ ,03 0 も ぃ るoながでOb 3ま象でまb60。 b b綺 ぃ 6oth● 6∞ t● o3 ぃo05oob 00Mbb j.:q6r6o6 gorgdr L3os6xf9U q,0\)o6o CorC6,, Lcjct6o6gqx'rb 3o6Lgogggootr 67-9 Ag\,oL J.,{63CE o 3U6COoLJ er ' bsjc6o6gqxd., Jr6q,raCOOoU 6CAgrOC6OoU 09-15 q9,: 143_3 Agiq,gOotr 691.:0r0obrq.o Lr3,:6o66qr9bqx,r rl6cl0rlr0rl3rlll $gtroor flrr6Bo6oq.o696or tt3.>Ol&q,ob 3sOoOob J6oCCOL ,,C0Jqq,glro 6.:6uoq,96olr ACbrbC6" llrCr6crrg9q,.t l"S.ii" 63qroq:gaoU tsg6r6ob orrobs$3,,. 6otx'r3or, 0otr6rn 0L3qCqle$r. (,J6J(to)ol tm6orgo. SiOoAolJoCAoo, 0.rt6or0 a.>8o ダ }ノ み . ′θ 7 ・
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1.მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი: ,,ე1) სტუდენტთა თანასწორობის, არადისკრიმინაციულობის, გამჭვირვალობისა და თანაბარი შესაძლებლობების პრინციპების დაცვით ქმნის სტუდენტთა ჩართულობის, აქტივობისა და ხელშეწყობის შესაბამის მექანიზმებს;“ ბ) პირველი პუნქტის ,,ე1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე2“ ქვეპუნქტი: ამ კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტებით ,,ე2) გათვალისწინებული უფლებების განხორციელების მიზნით ვალდებულია შექმნას სტუდენტური აქტივობების ხელშემწყობი წინადადებების განხილვის, დამტკიცებისა და დაფინანსების გამჭვირვალე მექანიზმი (კომისია/საბჭო), შეფასების კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით“. 2. მე-17 მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. წარმომადგენლობით საბჭოში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი. წარმომადგენლობით საბჭოს არჩევნებში აუცილებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტთა არანაკლებ 10 %-ის მონაწილეობა“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: ,,41. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შუალედური არჩევნები შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით“. გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია: ა) პროფესორის მიერ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა; ბ) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან 6 თვეზე მეტი ვადით სტუდენტის სტატუსის შეჩერება“. 3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით“. 4. 27-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის ყველა პირი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტების მიერ არჩეული წარმომადგენლები, ან აკადემიური პერსონალის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისა და სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით არჩეული წარმომადგენლები“. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრება საბჭოს შემადგენლობის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არანაკლებ ერთი მეოთხედისა. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით დადგენილი წესით, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს არჩევნებში აუცილებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტთა არანაკლებ 10 %-ის მონაწილეობა“. გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: ,,4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი სტუდენტისათვის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა ან 6 თვეზე მეტი ვადით სტუდენტის სტატუსის შეჩერება. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შუალედური არჩევნები შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად იმავე ვადით“. 5 . 43-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის: ,,გ1“ ქვეპუნქტი: ,,გ1) შეიმუშავოს წინადადებები სტუდენტურ აქტივობასთან დაკავშირებით და დაფინანსების მიღების მიზნით განსახილველად წარუდგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კომისიას/საბჭოს წესდებით დადგენილი წესით“. ბ) პირველი პუნქტის ,,გ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის: ,,გ2“ ქვეპუნქტი: ,,გ2) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სტუდენტური აქტივობებისთვის განსაზღვრული ფინანსების მიღების თანაბარი შესაძლებლობა, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით“. გ) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან სტუდენტების წარმომადგენლობით გაერთიანებაში“. დ) პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი: ,,ე1) უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური საფეხურის სტუდენტს, სტუდენტის სტატუსის განმავლობაში ერთხელ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, არჩეულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან სტუდენტების წარმომადგენლობით გაერთიანებაში. სტუდენტს უფლება არ აქვს ერთდოურლად არჩეულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან სტუდენტების წარმომადგენლობით გაერთიანებაში“. 6. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 45. უმაღლესი საგანმანათლებლო წარმომადგენლობითი გაერთიანებები დაწესებულების სტუდენტების 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს უფლება აქვს ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე აირჩიოს ან არჩეულ იქნეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების წარმომადგენლობით გაერთიანებაში (სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, სტუდენტური ასამბლეა, სტუდენტური საბჭო). 2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იქმნება მხოლოდ ერთი სტუდენტების წარმომადგენლობითი გაერთიანება, რომლის არჩევნებში აუცილებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტთა არანაკლებ 10 %-ის მონაწილეობა“. 3. სტუდენტების წარმომადგენლობით გაერთიანებაში სტუდენტის არჩევის წესი, სტრუქტურა და უფლებამოსილებანი განისაზღვრება სტუდენტების წარმომადგენლობითი გაერთიანების დებულებით. 4. სტუდენტების წარმომადგენლობითი გაერთიანება თავისი დებულების შესაბამისად: ა) ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების უფლებების დაცვას; ბ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; გ) ახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების უფლებების დაცვას. 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტების წარმომადგენლობითი გაერთიანების საქმიანობაში“. მუხლი 2. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოებში და სტუდენტების წარმომადგენლობით გაერთიანებებში არჩეულ სტუდენტებს, უფლებამოსილება უწყდებათ არჩევის ვადის გასვლისთანავე. მუხლი 3. ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა - უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, უზრუნველყონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა. მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი კანონპროექტის მიღების მიზეზია საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის/პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უსდ) და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების დონეზე უსდ მართვის ორგანოების საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობისა და სტუდენტური ინიციატივების დაფინანსების მოქმედი სისტემები და პრაქტიკა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით სრულად ვერ უზრუნველყოფს: ა) სტუდენტების თანასწორი მონაწილეობის/არჩევის უფლებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის პროცესებში; ბ) სტუდენტების თანასწორ შესაძლებლობებს ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის პროცესებში. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიღების მიზანია საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის/პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოების საქმიანობაში სტუდენტთა ჩართულობის სისტემის დახვეწა, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. კანონპროექტის მიღება საშუალებას მისცემს საქართველოს მასშტაბით უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის ყველა სტუდენტს: ა) თანასწორობის პრინციპის დაცვით მონაწილეობა მიიღონ როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოს (სენატის), ასევე ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტატური) საბჭოს საქმიანობაში, კერძოდ იყვნენ არჩეული საყოველთაო, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, პირდაპირი წესით; ბ) ჰქონდეთ თანაბარი წვდომა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, რომელთა მიზანი არის სტუდენტთა უფლებების დაცვა და პრიორიტეტული საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული თუ საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებათა 4 ძირითად ბლოკს, რომლებიც უფრო ეფექტურად დაიცავს სტუდენტთა უფლებებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მართვის ორგანოებში თანაბარი მონაწილეობისა და სტუდენტური ინიციატივების ხელშესაწყობად. კანონპროექტის მიხედვით ცვლილებათა 1-ლი ბლოკის მიზანია ყველა სტუდენტს მიენიჭოს უფლება პირდაპირი წესით იქნეს არჩეული არამხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში), არამედ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტატურ) საბჭოშიც. ამასთანავე აღნიშნული ცვლილებით:  წესრიგდება წარმომადგენლობით საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრი სტუდენტებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში შუალედური არჩევნების წესი.  განისაზღვრება ძირითადი რაოდენობის მინიმალური მეოთხედისა).  განისაზღვრება სტუდენტთა თანასწორი მონაწილეობის უფლება აკადემიური საბჭოს წევრების არჩევის პროცესში.  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით მოქმედი კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტები, მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტი. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 43-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, ხოლო მე-17 მუხლს ემატება 41 პუნქტი, 27-ე მუხლს ემატება მე-4 პუნქტი და 43-ე მუხლის,,ე“ ქვეპუნქტს ემატება ე1 პუნქტი. საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა ზღვარი (საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ერთი ცვლილებების მეორე ბლოკის მიხედვით უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის ყველა სტუდენტს - ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მიეცემა უფლება არჩეულ იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის (ფაკულტეტის) საბჭოში პროპორციული გადანაწილების წესით (მაგრამ არანაკლებ ერთი წარმომადგენლისა).  მაგალითისთვის: თუ მიმდინარე სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირებული 1000 სტუდენტიდან 900 ბაკალავრიატის საფეხურზეა, 80 მაგისტრატურის და 20 დოქტორანტურის, წარმომადგენლობითი საბჭოს 7 წევრიდან 90% აირჩევა ბაკალავრის სტუდენტებიდან, 8% მაგისტრანტებიდან, ხოლო 2% დოქტორანტებს შორის. რამდენადაც წარმომადგენლობითი საბჭოს 7 წევრიდან 8% და 2% ნაკლებია 1-ზე, შესაბამისად, სულ მცირე 1 წევრის არჩევა უნდა იყოს გარანტირებული მაგისტრანტებიდან, 1 დოქტორანტებს შორის და დარჩენილი 5 კვოტა გადანაწილდეს ბაკალავრიატის სტუდენტებზე. რამდენადაც მონაწილეობა და არჩევა ნებაყოფლობითია, თუკი მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილს არც ერთი სტუდენტი არ გამოთქვამს, შესაბამისი კვოტაც გადანაწილდება პროპორციულად.  წარმომადგენლობით საბჭოში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს აკადემიური უმაღლესი განათლების თითოეული საფეხურის სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება განხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. უცვლელი რჩება ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს; ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს როგორც სტუდენტი.  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით მოქმედი კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი და 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. ცვლილებების მესამე ბლოკის მიხედვით ყველა სტუდენტს მიენიჭება უფლება თანაბარი წვდომა ჰქონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე ინდივიდუალური ან/და ერთობლივი სტუდენტური ინიციატივების განხორციელების მიზნით.  აღნიშნული სტუდენტური ინიციატივების მიზანი უნდა იყოს სტუდენტთა უფლებების დაცვა და დაწესებულებისა და სტუდენტთა წარმომადგენლების მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, სპორტული თუ საზოგადოებრივი საქმიანობის ხელშეწყობა.  უსდ დაევალება სტუდენტური ინიციატივების განხილვის, დამტკიცებისა და დაფინანსების გამჭირვალე მექანიზმის შექმნა საბჭოს/კომისიის სახით, რომელიც კონკრეტულ კრიტერიუმებზე დაფუძნებით მიიღებს გადაწყვეტილებებს.  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით მოქმედი კანონის 43-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება გ1 და გ2 ქვეპუნქტები. ცვლილებების მეოთხე ბლოკით სტუდენტთა მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანებების ალტერნატივების ზოგადი დეფინიციები, მიზნები და არჩევის წესი, რომელთა დეტალური განსაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე უნდა მოხდეს. კერძოდ:  შემოთავაზებულია სტუდენტთა მთავარი (უნივერსიტეტის დონეზე მხოლოდ ერთი) წარმომადგენლობითი გაერთიანებების შესაძლო სახეები: სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური ასამბლეა, სტუდენტური საბჭო, სტუდენტური კლუბი და სხვა.  სტუდენტთა მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანებების არჩევაში მონაწილეობას უნდა იღებდეს მოქმედი სტუდენტების არანაკლებ 10%-ისა.  სტუდენტთა წარმომადგენლობის სისტემა აერთიანებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ძირითადი საგანმანათლებლო ერთულების მიხედვით სტუდენტების მიერ არჩეულ სტუდენტთა წარმომადგენლებს, რომლებიც წარმოადგენენ და იცავენ შესაბამისი საგანმანათლებლო ერთეულის სტუდენტების ინტერესებსა და უფლებებს.  კანონპროექტით გათვალისწინებულია მოქმედი კანონის 45-ე მუხლის შეცვლა. კერძოდ: ,,უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს უფლება აქვთ ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე აირჩიონ სტუდენტები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე სტუდენტების მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანების წევრებად (სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური კლუბი, სტუდენტური ასამბლეა, სტუდენტური საბჭო).  სტუდენტების მთავარი წარმომადგენლობითი გაერთიანება თავისი დებულების შესაბამისად ხელს უწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე სტუდენტთა უფლებების დაცვას; უფლებამოსილი იქნება შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებები, რომელიც ხელს შეუწყობს უსგ დონეზე სტუდენტების უფლებების დაცვას.  წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით მოქმედი კანონის მე-10 მუხლის „ე“ ქვეპუნქტს ემატება ,,ე1“ და ,,ე2“ ქვე-პუნქტები და 45-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ყალიბდება ახალი რედაქციით. კანონპროექტის შემუშავების პროცესში განხილული იქნა 20 ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ეროვნული და მუნიციპალური კანონმდებლობებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე მოქმედი რეგულაციები, რომელიც აწესრიგებს (ა) სტუდენტთა ჩართულობის/არჩევის წესს უსდ მართვის ორგანოების საქმიანობაში; (ბ) სტუდენტური ინიციატივებისა და სტუდენტური გაერთიანებების დაფინანსების წესებს, და (გ) სტუდენტური თვითმმართველობებისა და სტუდენტური გაერთიანებების დებულებებს. შესწავლილ ქვეყნებში უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ეხება როგორც საჯარო ასევე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს - გამონაკლისების გარეშე. (ა) სტუდენტთა ჩართულობის წესების მიმოხილვა უსდ მართვის ორგანოების საქმიანობაში  ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდენტთა წარმომადგენლების არჩევნების საკითხი რეგულირდება არა ეროვნული კანონმდებლობის, არამედ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე. მაგალითად, კემბრიჯის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი) სტუდენტები ყოველწლიურად ირჩევენ წარმომადგენლებს ფაკულტატურ საბჭოსა და სტუდენტურ ფორუმში პირდაპირი წესით. გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) სტუდენტთა წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში ირჩევიან პირდაპირი წესით ერთი წლის ვადით და სტუდენტთა წარმომადგენლობა ფაკულტეტის საბჭოებში ძირითადად შეადგენს 50%-ს. აშშ უმაღლესი განათლების რეგულაციები ძირითადად შტატების კომპეტენციაა, ხოლო სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე.  ეროვნული კანონმდებლობის დონეზე სტუდენტთა წარმომადგენლობის საკითხები რეგულირდება ძირითადად პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და კანონში არსებული ჩანაწერები საკმაოდ ზოგადია. ნორვეგიის, მონტენეგროს და სერბეთის კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში სტუდენტების წარმომადგენლობა უნდა იყოს მინიმუმ 20%, ალბანეთში 15%, ხოლო რუმინეთში - 25%; არჩევნების წესი უშუალოდ უნივერსიტეტის წესდებით წესრიგდება. ლატვიის უმაღლესი განათლების შესახებ კანონით უნივერსიტეტის სენატში, ფაკულტატურ საბჭოებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ საარბიტრაჟო სასამართლოში წევრთა 20%-ს უნდა შეადგენდნენ სტუდენტები, რომლებსაც ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობა. რუმინეთის კანონმდებლობით, სტუდენტთა წარმომადგენლები ირჩევიან დემოკრატიულად, უნივერსალური, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით; ხმის მიცემისა და კენჭის ყრის უფლება აქვს ფაკულტეტის ყველა სტუდენტს. ჩეხეთის კანონმდებლობით სტუდენტს აქვს უფლება აირჩიოს წარმომადგენლები სენატში ან წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით სტუდენტის უფლებამოსილებაა უნივერსიტეტის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში იყოს არჩეული. მაკედონიაში უნივერსიტეტის საბჭო, კანონის მიხედვით, უნდა შედგებოდეს სულ მცირე 11 ადამიანისაგან, მ.შ. 6 წევრს ირჩევს უნივერსიტეტის სენატი, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს სტუდენტი. 6 წევრიდან არცერთი არ უნდა იყოს სენატის შემადგენლობაში. სენატის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევენ, სტუდენტებს მხოლოდ 2 წლის ვადით. (ბ) სტუდენტური ინიციატივებისა და სტუდენტური გაერთიანებების დაფინანსების წესების მიმოხილვა  განვითარებულ ქვეყანათა უმრავლესობაში სტუდენტური პროექტების დაფინანსების საკითხები რეგულირდება უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეულების დონეზე. ბარსელონას უნივერსიტეტში (ესპანეთი) სტუდენტური გაერთიანებები, ე.წ. კულტურული ასოციაციები, რომლებიც წარმართავენ სტუდენტურ ცხოვრებას. ისინი აწარმოებენ ლექციებს, შეხვედრებს, კონფერენციებს, ჟურნალებს სხვადასხვა თემაზე (ადამიანთა უფლებები, გარემოს დაცვა, ეკოლოგია, სიღარიბე და სხვა). ბარსელონას უნივერსიტეტის რესურსზე წვდომა აქვს ნებისმიერ სტუდენტს და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული გაერთიანების წარმომადგენელს. ახალ ზელანდიაში, ოკლენდის უნივერსიტეტში, არის სხვადახვა სახის კლუბები და საზოგადოებები - სპორტთან, კულტურასთან, რელიგიასთან, პოლიტიკასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული. უნივერსიტეტს აქვს საკუთარი ფონდი და წესები, თუ როგორ განიხილება თითოეული ინიციატივა და როგორ მიიღება გადაწყვეტილება.  სტუდენტური პროექტების დაფინანსების საკითხები ეროვნული კანონმდებლობით რეგულირდება ლიტვასა და პოლონეთში. პოლონეთში სტუდენტურ თვითმმართველობას გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნივერსიტეტში, იმუშავებს სტუდენტთა ეთიკის კოდექსს და განკარგავს ფინანსებს სტუდენტურ საჭიროებების მიხედვით. უმაღლესმა საგანმანათლებო დაწესებულებამ თავად უნდა იზრუნოს თვითმმართველობისათვის ფინანსების გამოყოფაზე. ლიტვის კანონით სტუდენტთა ინტერესებს მმართველობით ორგანოებში წარმოადგენენ სტუდენტთა წარმომადგენლები, რომლებიც ინიშნებიან სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი, სტუდენტთა საერთო კრების მიერ. ლიტვის კანონმდებლობის მიხედვით, სტუდენტური თვითმმართველობა არის წარმომადგენლობითი ორგანო უნივერსიტეტში. თავად სტუდენტური თვითმმართველობა ფაკულტეტსა და კურსზე ჩატარებული არჩევნებით ყალიბდება. უნივერსიტეტმა თავად უნდა გამოყოს ფინანსები თვითმმართველობის საქმიანობისათვის. ლიტვაში, უმაღლესი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებულია, უზრუნველყოს ნებისმიერი სტუდენტური ინიციატივის დაფინანსება. ამ ინიციატივებში იგულისხმება სპორტული, კულტურული თუ სხვა საჯარო აქტივობები. (გ) სტუდენტური თვითმმართველობებისა და გაერთიანებების რეგულაციების მიმოხილვა  სტუდენტური თვითმმართველობა, როგორც ინსტიტუტი, თითქმის არცერთი განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში არ გვხვდება. კანონი ადგენს ზოგად წესს და მასთან თანხვედრაში უნდა იყოს უნივერსიტეტის შიდა წესდება/დებულება, რომლის მიხედვითაც რეგულირდება საუნივერსიტეტო ცხოვრება და სტუდენტთა ჩართულობა უნივერსიტეტის მართვის პროცესა და სტუდენტურ აქტივობებში.  თუმცა შესწავლილი მაგალითებიდან შეგვიძლია განვიხილოთ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მაგალითები. სომხეთის კანონის თანახმად, სტუდენტები უნდა იყვნენ ჩართული სტუდენტურ საბჭოებში, სტუდენტურ სამეცნიერო ასოციაციებსა და სხვა სტუდენტურ გაერთიანებებში, არჩევის წესს კი განსაზღვრავს უშუალოდ უნივერსიტეტი. რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან სტუდენტური გაერთიანებები. პოლონეთის და მონტენეგროს კანონებში საუბარი სტუდენტურ პარლამენტზე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტის სტუდენტურ ორგანიზაციებს აერთიანებს. პოლონეთში კანონის შესაბამისად სტუდენტური თვითმმართველობა აერთიანებს ბაკალავრ-მაგისტრატურას, ხოლო ცალკე თავით რეგულირდება დოქტორანტთა სტუდენტური თვითმმართველობა. ლატვიის უმაღლესი განათლების შესახებ კანონით უნივერსიტეტის სენატში, ფაკულტატურ საბჭოებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ საარბიტრაჟო სასამართლოში წევრთა 20%-ს უნდა შეადგენდნენ სტუდენტები, რომლებსაც ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობა.  გერმანიაში სტუდენტური თვითმმართველობის საკითხები რეგულირდება ფედერაციული მხარეების დონეზე. ე.წ. „სტუდენტთა ორგანოს“ არჩევნები უნდა ემყარებოდეს თავისუფლების, თანასწორობის, უნივერსალურობისა და ფარულობის პრინციპებს და ნებისმიერ სტუდენტს აქვს როგორც არჩევნებში კენჭის ყრის, ასევე ხმის მიცემის უფლება.  სხვადასხვა ქვეყანაში სტუდენტური კავშირები ძირითადად მორგებულია ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას. დიდი ბრიტანეთში (მაგ. კემბრიჯის უნივერსიტეტში) ვხდებით სტუდენტთა ჩართულობის მოხალისეობრივ და ალუმნიურ სისტემას, რომელშიც ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მონაწილეობა. აშშ-სა და კანადის წამყვან უნივერსიტეტებში სტუდენტთა ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მათ შორის გარკვეულ სტუდენტურ გაერთიანებაში გაწევრიანება საწევროს მოითხოვს. იაპონიის უნივერსიტეტებში ვხდებით სტუდენტური გაერთიანებების კლუბურ მოდელს - თავისუფალ გაერთიანებებს სტუდენტთა ინტერესებისა და თემატიკიდან გამომდინარე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახსრების გამოყოფის აუცილებლობას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კანონპროექტის მიღებით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი ან სხვა სახის კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან კანონპროექტი ხელშეკრულებებს არ მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არარეგისტრირებული საზოგადოებრივი კავშირი „აუდიტორია 115“ დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში. ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით შედის ცვლილება მუხლი 10. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კომპეტენციათა გამიჯვნა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის შესაბამისად: ა) ამტკიცებს სასწავლო, კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს; ბ) შეიმუშავებს წესდებას, ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებსა და წესს; გ) ამტკიცებს აკადემიური და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს; დ) ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის; დ1 ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში ამტკიცებს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის, ხოლო კოეფიციენტის არმინიჭების შემთხვევაში მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს; ე) ირჩევს დაწესებულების მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს თავის ფინანსებსა და ქონებას; ზ) ვალდებულია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით შესაბამის სპეციალობაში განსაზღვროს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის გამოცდა, აგრეთვე უფლებამოსილია განსაზღვროს გამოცდა სხვა საგანში/საგნებში; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; თ1) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში; ი) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით განსაზღვრავს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მიერ წარდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან; კ) საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების მიხედვით ადგენს და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს წარუდგენს იმ მაგისტრანტობის კანდიდატთა ნუსხას, რომელთაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად მოიპოვეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება. 11. დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს : ა ) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობა ; ბ ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა ; გ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს ; დ ) ითანამშრომლოს საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებთან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით / უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ; ე ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით / უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ; ვ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში , აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში ; ზ ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში , ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო - კვლევით ღონისძიებებში ; თ ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა . 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ამ კანონის შესაბამისად: ა) შეიმუშავებს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ადგენს შესაბამის პროგრამებსა და გეგმებს; ბ) შეიმუშავებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს , აგრეთვე სამეცნიერო პერსონალის ( მისი არსებობის შემთხვევაში ) სამსახურში მიღების წესს ; გ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდისათვის; დ) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტის მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე; კოეფიციენტის მინიჭების შემთხვევაში განსაზღვრავს კოეფიციენტებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეული ნაწილისთვის, აგრეთვე ანიჭებს კოეფიციენტებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის; ე) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის ატარებს გამოცდას/გამოცდებს; ვ) ირჩევს მართვის ორგანოებსა და თანამდებობის პირებს; ზ) ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმს ; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით დადგენილი წესით წყვეტს მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასთან და ამ ქონებით სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ი) მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის შეიმუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; კ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით განსაზღვრავს სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალს საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ფარგლებში. 21 . კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ( გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ) თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას . კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის მინიჭებაზე , რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება . კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის , თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია . 22. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციებს და მათი გამიჯვნის წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. 2 3. ტექნოლოგიური ინსტიტუტი თავად განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს შორის ამ კანონით გათვალისწინებულ კომპეტენციათა გამიჯვნას. 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას ამ კანონის 521 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები, თუ ის გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში. მუხლი 17. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები, რაც განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ემთხვევა სწავლების ძირითადი საფეხურის დადგენილ ხანგრძლივობას და მიეთითება წესდებაში. 4. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შედის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი. წესდებით განსაზღვრული წესითა და პროპორციით წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ პირები, რომლებსაც ამ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიანიჭა კვალიფიკაცია, აგრეთვე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. 6. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. 7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით. 8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები. მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო , რომლის წევრებიც აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის , დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი , თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე , ფარული კენჭისყრით . 2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 21. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს ( გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულისა ) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც . 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში. 5. აკადემიურ საბჭოში არჩეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ . 6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა. მუხლი 27. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 11. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის დებულებით , რომელსაც ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო . 12. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულს უფლება აქვს , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით : ა ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში , აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში ; ბ ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში , ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო - კვლევით ღონისძიებებში . 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო , რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი , დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები , ან აკადემიური პერსონალის , დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისა და სტუდენტთა თვითმმართველობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით არჩეული წარმომადგენლები . 3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. მუხლი 43. სტუდენტის უფლებები 1. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; თ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 11 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად. 2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792); 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის აწესებს შეღავათებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს. 7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას. 8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას. 9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე. 10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ. 11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. 12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ და „ მ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით , სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მიღების უფლებებით . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში , აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე . 14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში , გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა . მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები. 2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას. 3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.
დასკვნები
LJdJ6o)E0R(I)t JJdRJ806.s0l, JJJ65|50b 0A60R0UR0 R0J56.5J806.50 LEGAL DEPARTMENT OF STAFF OF PARLIAMENT OF'GEORGIA brjr6or3gq'cr, j. igorrobo, 4600, o. sb;€odob 6s0t. 26 6Xq': 228 91 68 gq'. grnbgr: legaldep@parl iament.ge ,,-lj-u ,,-- b))h0Blcnb - 26 Abashidze Avenue,4600, Kutaisi, Ceorgia Tel: 228 9l 68 e-mai | : le gal dep@parliament. ge ---" 2ol7 V. q)rb336r b.:j$or3gq'erb Js6q'r0g6gob $66ob 016o10 X;Eob 0o96 0bqc, o6ogot$o3ob $gboor $160c"rqr66oq'o,,pO.:qq'glro g;bmoq'gbolr bgb,:bgb., 3tbcn60o g3q'oq'gbob tsg$r 6 ob cn lcnb,:159" bl jr6co3 gq'erlr 3,: 6 cnbob J6erg j golr (07 -g / 19 07 .03.20 L7 b,> j$oorgqrc"rb ) Jr6qrr0g6gob 636qr.:0gbgob I 45-g @gbq'ob 6erorbcn3bgbor;b corc'rbr9ca brj.:6or3gq,cnb Jl6qr,>0g6gob ,:J;6;gob og6oqgogq'0.> brjr6or3gq'erb Jr6q'r0g6gob $66ob 0;6o18 2gr6ob 0o96 br qr3J.:6gr0gbg0r 5rboboq,r o6ogolgo3ob $gboor S,:60cnqr65oq'o,,g0tqq,glro 6lbtorqrgbob 0gb,>bgb" lr,:;f .:6orgCqlerb G3qoqCbob 0gg,:5otr orrerbr'bg" b.:j$cogq'cnb 3tberbotr S6ergjg ol: (07 -3/ 19, 07 .08.2017 ) b.:jr6cogq,erb 3l6q'.:0g6gotr 6g6q'.:6g6gob 145-9 Ogbq'ob 0cncnbcn36gbcol6 0gbtbrOobcrbolr qr; 0obr60g$er6oqrtqg Oo;Bbo.: 3rberbolr S6cngjgob 6rbboq'3ob J6eggqgg6ob qgr$ggb,). N 3580 13/03/2017 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N073/19; 07.03.2017) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ჯაშის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/19; 07.03.2017) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობის საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნული კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყება. პატივისცემით, თათია ხეთაგური ოფისის უფროსი