„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.03.2017
ავტორი
საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ და „მოძრაობა თავისუფლებისთვის-რეგიონები“
ნომერი
#07-3/27/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-20
ბიუროს ნომერი 40

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 81-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ქვეყანაში ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია იმ სამართლებრივ და ეკონომიკურ გარემოზე, სადაც ის ფუნქციონირებს. სახელმწიფო გადასახადები და რეგულაციები გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ასევე უცხოური კაპიტალის შემოდინებაში. საშემოსავლო გადასახადის შემცირება ხელს შეუწყობს როგორც მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას, არამედ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის გაზრდას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონი ემსახურება საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მოქალაქეების ჯიბეში მეტი ფულის დატოვებას, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, დასაქმების გაზრდას, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას და სიღარიბის შემცირებას ქვეყანაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი მოიცავს საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 15%-მდე შემცირებას. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას 640 მილიონი ლარით, რომელიც დააკლდება სამთავრბო ბიუროკრატიულ ხარჯებს და სხვა არაეფექტურ პროგრამებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი ახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტული პუნქტით შემცირება გამოიწვევს საბიუჯეტო შემოსულობების შემცირებას დაახლოებით 640 მილიონი ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ჯიბეში დამატებით 640 მილიონი ლარი დარჩებათ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვის ნაწილზე: კანონპროექტი იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის კლებას დაახლოებით 640 მილიონი ლარით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტი არ იწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი აუმჯობესებს იმ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას, რომელთაც შეეხებათ მოცემული კანონი. კერძოდ, მოქალაქეების ხელში დარჩება დაახლოებით 640 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე კანონის მიღებამდე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი): კანონპროექტით მცირდება საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 15%-მდე, თუმცა გადახდის წესები არ იცვლება. გ). კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ). კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა თავისუფლებისთვის რეგიონები". ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საპარლამენტო ფრაქციები „ევროპული საქართველო“, "მოძრაობა თავისუფლებისთვის თავისუფლებისთვის - რეგიონები". - ევროპული საქართველო" და "მოძრაობა
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 81. გადასახადის განაკვეთი 1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება. 3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.