„სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
23.03.2017
ავტორი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/55/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-03-27
ბიუროს ნომერი 44

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ მუხლი 1. კანონის მიზანი და რეგულირების სფერო 1. ამ კანონის მიზანია სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების (შემდგომში - ჯიშები) გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველსაყოფად. 2. ეს კანონი არეგულირებს ჯიშების თესლისა და სარგავი წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, მასალის შენახვასთან, სერტიფიცირებასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 3. ეს კანონი არ ვრცელდება: ა) იმ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის დამზადება, წარმოება, აღწარმოება, გადამუშავება, სერტიფიცირება, ტრანსპორტირება, შენახვა, მიკვლევადობა, ვაჭრობასა და გამოყენებაზე, რომლებიც მიღებულია გენური ინჟინერიის მეთოდით; ბ) პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილ ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე; გ) საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; დ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე; ე) „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს, ამ კანონის მიზნებისათვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ადგილობრივი (აბორიგენური) ჯიში - ჯიში, რომელიც ჩამოყალიბებულია ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში ბუნებრივი და ხელოვნური გამორჩევის შეთანაწყობით - ხალხური სელექციით; ბ) გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე - საველე და ლაბორატორიული გამოცდების ერთობლიობა, რომელიც ტარდება სასოფლო- სამეურნეო კულტურათა ჯიშებზე, ქვეყნის აგროკლიმატურ ზონებში ადაპტაციასა და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე; გ) განსხვავებულობა – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ცნობილი ჯიშებისაგან განსხვავება. მცენარის ჯიში ცნობილად ითვლება, თუ მის შესახებ მონაცემები შეტანილია მცენარეთა ახალი ჯიშების რეესტრში ან ოფიციალურ კატალოგში, აღწერილი და გამოქვეყნებულია სპეციალურ ლიტერატურაში ან გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. სელექციონერის უფლების მოპოვების მიზნით მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის ან გასავრცელებლად დაშვების სხვა ქვეყანაში წარდგენილი განაცხადი მცენარის ჯიშს ცნობილად აღიარებს, თუ იგი იქნება სამართლებრივად დაცული ან გასავრცელებლად დაშვებული; დ) გასავრცელებლად დაშვებული ჯიში - სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ის ჯიში, რომელმაც გაიარა ოფიციალური გამოცდა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე და შეტანილია ეროვნულ კატალოგში; ე) გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარე - მცენარე, რომლის გენური ნიშან-თვისებები შეიცვალა მოდიფიცირებული გენის ან სხვა ორგანიზმის გენის შეცვლის შედეგად, გენური ინჟინერიის მეთოდის გამოყენებით; ვ) ერთგვაროვნება – მცენარის ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებების ერთგვაროვნება, გამრავლების პროცესისათვის დამახასიათებელი ცვალებადობის გათვალისწინებით; ზ) ეროვნული კატალოგი – საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალი; თ) ეტიკეტი - თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე; ი) თესლი - მცენარის ნაწილი, რომლიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მცენარის შენარჩუნებისა და კვლავწარმოებისთვის; კ) თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება - განსაზღვრულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია თესლისა და სარგავი მასალის შესაბამისობის შესაფასებლად; ლ) მეთესლეობა - საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კულტურების გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებას, აღწარმოებას, დამუშავებას, შენახვას, რეალიზაციას და მიკვლევადობას, ჯიშობრივი ნიშან-თვისებების და ხარისხობრივი მაჩვენებლების შენარჩუნებით; მ) მცენარის ჯიში - მცენარეთა ჯგუფი, ცნობილი ბოტანიკური ტაქსონის უდაბლესი საფეხურის ფარგლებში, რომელიც მიუხედავად იმისა, აკმაყოფილებს თუ არა სრულად სელექციონერის უფლების მინიჭების პირობებს, შესაძლებელია განისაზღვროს მოცემული გენოტიპით ან გენოტიპთა კომბინაციით განპირობებულ მახასიათებელთა გამომჟღავნებით. განსხვავდება სხვა მცენარეთა ჯგუფებისაგან მითითებული განპირობებული მახასიათებლებიდან სულ მცირე ერთის გამომჟღავნებით და შეიძლება განხილულ იქნეს მთლიანად, მისი უცვლელად კვლავწარმოებისათვის გამოდგომის თვალსაზრისით; ნ) პირი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე; ო) საველე ინსპექტირება - ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამიზნულია თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი იდენტურობისა და სიწმინდის, დასარევლიანების ხარისხის დასადგენად საველე პირობებში; პ) საველე ინსპექტორი - სერტიფიცირების ორგანოს უფლებამოსილი პირი, რომელიც ატარებს სათესლე ნაკვეთების ინსპექტირებას, აპრობაციას, დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად; ჟ) საკონტროლო გამოცდა - თესლისა და სარგავი მასალის ჯიშობრივი ხარისხის დადგენა, თესლის და სარგავი მასალის მინდვრად, ნიადაგის სპეციალურ დანაყოფებზე თესვით და შემდგომი შესწავლით; რ) სარგავი მასალა – მცენარე და მათი ვეგეტაციური ორგანოები, რომლებიც განკუთვნილია მცენარის გამრავლებისათვის; ს) სასოფლო-სამეურნეო კულტურა - მცენარეთა ჯგუფი, რომელიც აერთიანებს რამოდენიმე ჯიშს და რომლის კულტივირება ხდება სურსათის, ტექნიკური ნედლეულის და ცხოველთა საკვების მიღების მიზნით, ასევე დეკორატიული მიზნით; ტ) სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობა (VCU) - ეროვნულ კატალოგში შეტანილი მცენარის ჯიშის სამეურნეოდ სასარგებლო ნიშან-თვისებათა კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს მისგან წარმოებული პროდუქციის ხარისხს, მიღებული მოსავლის გამოყენებას და მნიშვნელობას საქართველოს ერთი ან რამდენიმე ზონისათვის. ამ მონაცემების შეფასება წარმოებს მცენარის ჯიშის ნიშან-თვისებათა ურთიერთშეთანაწყობა-კომპენსირების პრინციპით; უ) სტაბილურობა – მცენარის ჯიშის თვისება, მრავალჯერადი გამრავლების ან გამრავლების განსაკუთრებული ციკლის მიუხედავად, უცვლელად შეინარჩუნოს ჯიშის ძირითადი ნიშან-თვისებები; ფ) სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯიშების თესლი და სარგავი მასალა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ქ) სერტიფიცირების ორგანო - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი; ღ) ჯიშის ოფიციალური აღწერა - ჯიშობრივი მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც თან ახლავს ეროვნულ კატალოგში შესულ ჯიშს; ყ) ჯიშობრივი იდენტურობა - ბიოლოგიურ ნიშან-თვისებათა ერთობლიობა, რომლის მიხედვით თესლი მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა განსაზღვრულ ჯიშს და განისაზღვრება მისი მახასიათებლების ოფიციალური აღწერილობით, რომელიც ვლინდება მოცემული გენოტიპის ან გენოტიპების კომბინაციებში; შ) ჯიშობრივი მახასიათებლები - მახასიათებლების ერთობლიობა, რომლითაც განისაზღვრება თესლის ჯიშობრივი იდენტურობა, სიწმინდე და ხარისხი; ჩ) ჯიშობრივი სიწმინდე - მცენარეთა ან თესლისა და სარგავი მასალის ის წილი პოპულაციაში, რომელიც შეესაბამება ჯიშის ოფიციალურ აღწერას. მუხლი 3. ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანი ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანია: ა) ჯიშთა იდენტიფიკაცია, კონკრეტულ სახეობათა ჯიშების ნიშან-თვისებების დადგენა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშის თესლისა თესლის/სარგავი და სარგავი მასალის მასალის საქართველოს ხარისხის ბაზარზე კონტროლი გავრცელების უხარისხო და თესვის პრევენციის მიზნით; ბ) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა კონკრეტული ჯიშების სასოფლო- სამეურნეო სარგებლიანობაზე, ასეთი ჯიშებით მიზნობრივი სარგებლობისათვის. მუხლი 4.ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი 1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში-მინისტრი) ბრძანებით, ჯიშების გამოცდის/შემოწმების დადებითი შედეგის საფუძველზე. 2. სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციულ და მეთოდოლოგიურ სქემას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა დადგენილებით. 3. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშების ეროვნული კატალოგიდან ამოღება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პერიოდულად ანახლებს და აქვეყნებს ეროვნულ კატალოგს. 5. დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, თუ ეს ჯიშები არ არის შეტანილი ეროვნულ კატალოგში. მუხლი 5. ეროვნული კატალოგი 1. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები შეტანილი უნდა იქნას ეროვნულ კატალოგში. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და კატალოგის წარმოების წესის“ შესაბამისად ეროვნულ კატალოგში შესაძლებელია შეტანილი იქნეს: ა) სხვა ქვეყნის კატალოგში რეგისტრირებული ჯიშები; ბ) ადგილობრივი (აბორიგენური) ჯიში, რომლიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადაპტირებული არის ადგილობრივ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებთან, მისი გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. 3. დაუშვებელია ეროვნულ კატალოგში ჯიშების შეტანა, თუ ის: ა) არ შეესაბამება განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის კრიტერიუმს; ბ) არ აქვს მიღებული დამაკმაყოფილებელი შეფასება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე; გ) არ არის იდენტიფიცირებული ორიგინალი სახელით, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. 4. საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგს და კატალოგის წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 6. სერტიფიცირების მოთხოვნა 1. სერტიფიკატის გარეშე, ბაზარზე განსათავსებლად არ დაიშვება ჯიშების თესლი და სარგავი მასალა. 2. სერტიფიკატი გაიცემა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლოსამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით“ განსაზღვრული კონკრეტული პარტიებისათვის. 3. ჯიშების სავალდებულო თესლსა და სარგავ სერტიფიცირებას, მასალაზე, ტარდება რომელიც საველე ექვემდებარება ინსპექტირება და ლაბორატორიული შემოწმება, რათა დადგინდეს მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან. 4. სერტიფიცირების ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საკონტროლო გამოცდა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის პარტიის ჯიშობრივი იდენტიფიკაციისა და სიწმინდის შემოწმების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად. 5. პირი, რომელიც ეწევა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციას, ვალდებულია: ა) წარუდგინოს სერტიფიცირების ორგანოს განაცხადი თესლის და სარგავი მასალის საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ; ბ) დაამზადოს თესლი და სარგავი მასალა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; გ) შეინახოს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დამზადებული, გამოყენებული და რეალიზებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობასა და წარმომავლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია; დ) ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებისას. 6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება: ა) სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა; ბ) სავალდებული სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი. მუხლი 7. სერტიფიცირება 1. ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. 2. ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება ეროვნული ან/და საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სხვა ქვეყნის შესაბამისობის შეფასების დოკუმენტების (სერტიფიკატი) მქონე იმ ჯიშების სათესლე და სარგავი მასალა რომელიც შეტანილია ეროვნულ კატალოგში. მუხლი 8. სერტიფიცირების საფასური „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა“ განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 9. თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის მაჩვენებლების განსაზღვრა ხორციელდება საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების საფუძველზე. მუხლი 10. საველე ინპექტირება საველე მთავრობის ინსპექტირების დადგენილებით პროცედურები განისაზღვრება „სავალდებული დამტკიცებულ საქართველოს სერტიფიცირებას დაქვემდებარებულო სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესში“. მუხლი 11. თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირება 1. რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული ჯიშების თესლი და სარგავი მასალა ეტიკეტირებული უნდა დადგენილებით დამტკიცებული იქნეს საქართველოს „სავალდებულო მთავრობის სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის“ შესაბამისად და შეესაბამებოდეს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს. 2. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა მოხდეს შეფუთული ფორმით, შესაბამისი გაფრთხილების აღნიშვნით. მას უნდა ახლდეს ინსტრუქცია ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ინფორმაცია ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგებზე. მუხლი 12. პასუხისმგებლობის საფუძველი 1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 2. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნის დარღვევისათვის სამართალდამრღვევს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი გამოუწერს საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მუხლი 13. პასუხისმგებლობა 1. ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით; 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმალობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით. 3. სერტიფიცირებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესების დარღვრევა ან/და ეტიკეტის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. 4. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, ერთი წლის განმალობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. მუხლი 14. გარდამავალი დებულებები 1. საქართველოს მთავრობამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში დადგენილებით დაამტკიცოს: ა.ა) სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო- დაქვემდებარებული სასოფლო- სამეურნეო კულტურათა ნუსხა; ა.ბ) სავალდებულო სერტიფიცირებას სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი; ა.გ) სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო- სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესი; ა.დ) სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშის სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდის/შემოწმების ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური სქემა; ბ) 2019 წლის პირველ იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის ოდენობა. 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში დაამტკიცოს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი და კატალოგის წარმოების წესი. მუხლი 15. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-13 მუხლისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. 2. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი მაისიდან. 3. ამ კანონის მე-8 მუხლი ამოქმედდეს 2019 წლის პირველი იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღების მიზეზია ის, რომ საქართველოში არ არსებობს მეთესლეობის სქემა და სათესლე და სარგავი მასალების ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისობის კონტროლის სისტემა. შედეგად კი, მივიღეთ ის, რომ თესლის მწარმოებელი პირები არ იცავენ არანაირ ნორმებს, ვინაიდან არ გააჩნიათ ამის ვალდებულება და საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაბალხარისხიანი თესლი იკავებს, ამასთან უმეტესობა ამრავლებს ისეთ იმპორტირებულ ჯიშებს, რომლებიც სრულად არ არის შეგუებული (ადაპტირებული) ადგილობრივ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებთან. ყოველივე აღნიშნული აფერხებს მაღალი ხარისხის თესლის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებას. აღნიშნული კანონპროექტის მიღებით მოხდება მეთესლეობის სექტორში პასუხისმგებლობათა გადანაწილება, შეიქმნება ეროვნული კატალოგი, რომელშიც შევა საქართველოს კლიმატური ზონებისთვის ყველაზე მეტად მისაღები ჯიშები, რომლებიც შემოწმებული იქნება როგორც ინდივიდუალობაზე (განსხვავებულობა), ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე, ასევე სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე (VCU). მიღებული იქნება ისეთი სამართლებრივი აქტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მეთესლეობის სქემების OECD-ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) სქემებთან შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც იქნება ნაბიჯი EC-ს სათესლე და სარგავი მასალების მარკეტინგის დირექტივებთან ჰარმონიზაციისათვის. შეიქმნება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი მიზანია სავალდებულო სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობისა და ხარისხის ზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი არეგულირებს სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან, ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონპროექტით სასოფლო-სამეურნეო რომლებიც გათვალისწინებული კულტურათა მიღებულია ჯიშების გენური მოთხოვნები თესლისა ინჟინერიის არ და ვრცელდება იმ სარგავ მასალაზე, ასევე პირადი მეთოდით, მოხმარებისათვის განკუთვნილ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლსა და სარგავ მასალაზე, საქართველოში სასელექციო საქმიანობისთვის განკუთვნილ იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალაზე და საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ თესლსა და სარგავ მასალაზე. ასევე, „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონებით რეგულირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე ამ კანონის მიზნებისთვის განიმარტა ისეთი ტერმინები როგორიცაა: ადგილობრივი (აბორიგენური) ჯიში, გენური ინჟინერიის მეთოდით მიღებული მცენარე, ეტიკეტი, ეროვნული კატალოგი, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება, საველე ინსპექტორი, მცენარის ჯიში, საკონტროლო გამოცდა, პირი, მეთესლეობა, სასოფლო-სამეურნეო კულტურა და სხვა. კანონპროექტის მე-3 მუხლი განსაზღვრავს საქართველოში ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანს. კერძოდ, ჯიშების გასავრცელებლად დაშვების მიზანია ჯიშთა იდენტიფიკაცია, კონკრეტულ სახეობათა ჯიშების ნიშან-თვისებების დადგენა სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე, გასავრცელებლად დაშვებული ჯიშის თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის კონტროლი უხარისხო თესლის/სარგავი მასალის საქართველოს ბაზარზე გავრცელების და თესვის პრევენციის მიზნით. კანონპროექტის მე-4 მუხლით რეგულირდება ჯიშების გასავრცელებლად დაშვების წესი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დასაშვები ჯიშების ეროვნულ კატალოგში შეტანას და ამოღებას, ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელიც თავის მხრივ პერიოდულად ანახლებს და აქვეყნებს ეროვნულ კატალოგს. ამასთან, დაუშვებელია სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაცია, თუ ჯიში არ არის შეტანილი ეროვნულ კატალოგში. კანონპროეტის მე-5 მუხლის შესაბამისად, ეროვნული კატალოგით განისაზღვრება საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ჯიშები, ამასთან, დგინდება გარკვეული პირობები და დაუშვებელია ეროვნულ კატალოგში იმ სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების შეტანა, რომელიც არ შეესაბამება განსხვავებულობის, ერთგვაროვნებისა და სტაბილურობის კრიტერიუმს, არ აქვს მიღებული დამაკმაყოფილებელი შეფასება სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე და არ არის იდენტიფიცირებული ორიგინალი სახელით, რომელიც შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლით განისაზღვრა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ეროვნულ კატალოგს და კატალოგის წარმოების წესს ამტკიცებს მინისტრი. კანონპროექტის მე-6 მუხლით განისაზღვრა, რომ სერტიფიკატის გარეშე, ბაზარზე განსათავსებლად არ დაიშვება სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლი და სარგავი მასალა. დადგინდა, რომ სერტიფიკატი გაიცემა თესლისა და სარგავი მასალის კონკრეტული პარტიებისათვის, ამასთან, თესლსა და სარგავ მასალაზე, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო სერტიფიცირებას, ტარდება საველე ინსპექტირება და ხარისხის ლაბორატორიული შემოწმება, რათა დადგინდეს მათი შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. სერტიფიცირების ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საკონტროლო გამოცდა თესლისა და სარგავი მასალის პარტიის ჯიშობრივი იდენტიფიკაციისა და სიწმინდის შემოწმების მიზნით. ამავე მუხლში გაიწერა პირის კონკრეტული ვალდებულებები, რომელიც ეწევა სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის რეალიზაციას. კერძოდ, პირი ვალდებულია სერტიფიცირების ორგანოს წარუდგინოს განაცხადი თესლისა და სარგავი მასალის საველე ინსპექტირების და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების შესახებ. ასევე, დაამზადოს თესლი და სარგავი მასალა შესაბამისად, საქართველოს შეინახოს ბოლო კანონმდებლობით ხუთი წლის დადგენილი განმავლობაში მოთხოვნების დამზადებული, გამოყენებული და რეალიზებული თესლისა და სარგავი მასალის რაოდენობასა და წარმომავლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ხელი შეუწყოს საველე ინსპექტორს მოვალეობათა შესრულებისას. ამავე მუხლში გაიწერა, რომ სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ნუსხა და სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო - სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტის როგორიცაა მე-7 მუხლით სერტიფიცირება. დარეგულირებულია კერძოდ სავალდებულო ისეთი საკითხი, სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი. ამასთან, ბაზარზე განსათავსებლად დაიშვება ეროვნული ან/და საქართველოს კანონმდებლობით დოკუმენტების აღიარებული (სერტიფიკატი) სხვა მქონე ქვეყნის იმ შესაბამისობის სავალდებულო შეფასების სერტიფიცირებას დაქვემდებარებული კულტურათა ჯიშების სათესლე და სარგავი მასალა რომელიც შეტანილია ეროვნულ კატალოგში. კანონპროექტის მე-8 მუხლით დგინდება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონპროექტის მე-9 მუხლი არეგულირებს ისეთ საკითხს, როგორიცაა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის განსაზღვრა. კერძოდ, ჯიშის იდენტიფიკაცია, სიწმინდე და თესლისა და სარგავი მასალის ხარისხის მაჩვენებლების დადგენა ხორციელდება საველე ინსპექტირებისა და ლაბორატორიული შემოწმების შედეგების საფუძველზე. კანონპროექტის პროცედურები მე-10 მუხლის მიხედვით დარეგულირდება საველე სავალდებულო ინსპექტირების სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების წესით. კანონპროექტის მე-11 მუხლით განისაზღვრა თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების საკითხები. კერძოდ, რეალიზაციისათვის გამიზნული სერტიფიცირებული ჯიშების თესლი და სარგავი მასალა ეტიკეტირებული უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცევული „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესის “ შესა ბა მისა დ და შეესაბამებოდეს ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სარეგისტრაციო დოკუმენტების მონაცემებს. ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა მოხდეს შეფუთული ფორმით, შესაბამისი გაფრთხილების აღნიშვნით. მას უნდა ახლდეს ინსტრუქცია ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშრებით, აგრეთვე, ინფორმაცია ადამიანებისა და ცხოველების ჯანმრთელობასა და გარემოზე ზემოქმედების შესაძლო შედეგებზე. კანონპროექტის მე-12 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის საფუძვლებს ამ კანონით დადგენილი სამართალდარღვევის მოთხოვნის საქმის დარღვევისთვის. განხილვისა და ადმინისტრაციული ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილ პირს, რომელიც ასევე ახდენს საჯარიმო ქვითრის გამოწერას. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. კანონპროექტის მე-13 მუხლით განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები. კერძოდ, სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით. სერტიფიცირებული ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის ეტიკეტირების წესების დარღვევა ან/და ეტიკეტის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. ხოლო, იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ერთი წლის გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევათა პასუხიმგებლობის ზომების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა შემდეგი პრინციპები: 1. სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიკატის გარეშე რეალიზაციისთვის განისაზღვრა პასუხისმებლობის კონკრეტული ზომა, განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევისთვის განისაზღვრა უფრო მაღალი სანქცია; იგივე პრინციპია ეტიკეტის გარეშე რეალიზაციისას. 2. პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა პროპორციულობის პრინციპი, რომლის თანახმად ჩადენილი სამართალდარღვევის სიმძიმე შესაბამისობაშია პასუხისმგებლობის ზომასთან; იმის გათვალისწინებით, რომ პირებს მიეცეთ გარკვეული დრო, რათა უზრუნველყონ თავიანთი საქმიანობის პროექტით წარმოდგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტის მე-14 მუხლით (შეიცავს გარდამავალ დებულებებს) გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტები საქართველოს მთავრობამ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში. წარმოდგენილი კანონპროექტი, გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის და მე-13 მუხლისა ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ხოლო ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდება 2018 წლის პირველი მაისიდან და ამ კანონის მე-8 მუხლი ამოქმედდება 2019 წლის პირველი იანვრიდან. კანონის პროექტის მე-13 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს ამ კანონის პროექტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის. იმისათვის რომ პირებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ახალ რეგულაციებთან ამ მუხლის ამოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის პირველი მაისი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე 2019 წლამდე. 2019 წლიდან სერტიფიცირება იქნება ფასიანი და ამდენად, ამ ეტაპზე იმის განსაზღვრა, თუ რა ოდენობით მოახდენს პროექტის მიღება გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, შეუძლებელია. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით განსაზღვრული ღონიძიებების (სერტიფიცირების პროცესი) განხორციელებისთვის საჭირო თანხების დაფინანსება 2019 წლის პირველ იანვრამდე მოხდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის იმ უფლებამოსილი ორგანოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, რომელსაც დაევალება სერტიფიცირების განხორციელება (2019 წლიდან დადგინდება შესაბამისი საფასური, რომელსაც გადაიხდის დაინტერესებული პირი). ეს ორგანო იქნება სსიპსოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რომელსაც ფაქტიურად უკვე დაწყებული აქვს სამუშაოები. იგი სერტიფიცირების სისტემის დანერგვისათვის აუცილებელი დაკომპლექტებულია საჭირო სპეციალისტებით და გააჩნია შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები აღნიშნული სამუშაოების წარმართვისათვის. სერტიფიცირების პროცესი მოიცავს საველე ინსპექტირებას და ლაბორატორიულ შემოწმებას. საველე ინსპექტირებას განახორციელებს სსიპ-სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თამშრომელი, ხოლო ლაბორატორიულ შემოწმებას კი ნებისმიერი აკრედიტებული ლაბორატორია. - სოფლის მეურნეობის ჩასატარებელი საველე ინსპექტირებისათვის სსიპ სამეცნიერო-კვლევითი საჭირო ცენტრის თანხების მიერ ოდენობა დამოკიდებულია თესლისა და სარგავი მასალების სახეობაზე. მაგალითად, 50 ჰა-ზე დათესილი სათესლე ხორბლის საველე ინსპექტირებისთვის საჭიროა დაახლოებით 250-300 ლარი (მივლინებისა და საწვავის ხარჯი). ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. ვინაიდან, კანონპროექტის თანახმად, წესდება პასუხისმგებლობის ზომები და 2019 წლიდან მათ მოუწევთ თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების განხორციელების საფასურის გადახდა. ამასთან, ხარისხიანი სათესლე მასალა გავლენას იქონიებს პროდუქტის ხარისხის და ამ პროდუქტის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე, რაც გამოიწვევს ამ სფეროში დაკავებული პირების შემოსავლების გაზრდას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ახალი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებას. კანონპროექტით დგინდება ახალი გადასახდელები (ჯარიმები)- სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, ან/და რომლებმაც საერთაშორისო მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო ქსპერტები, FAO (Food and Agriculture Organization of the United Nations) ორგანიზაცია და FAO საქართველო - GCP/GEO/004/AUT პროექტის გუნდი. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.