„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.03.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი
ნომერი
#07-3/44/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-03
ბიუროს ნომერი 45

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის მე-11 მუხლის მეორე პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1500 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.“. 2. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მიიღოს დევნილის შემწეობა 60 ლარის ოდენობით;“. ბ) პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ ქვეპუნქტი: „დ) მიიღოს დევნილის შემწეობა გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების შემთხვევაშიც“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად საქართველოში 273, 400 დევნილია რეგისტრირებული. იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის მიზნით, 2007 წლის 2 თებერვალს ძალაში შევიდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“. სახელმწიფო სტრატეგია ადგენს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1) პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის და მხარდაჭერის აღმოჩენა იმ დევნილთათვის, რომლებიც სტიქიურად დაბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებლ ადგილზე; 2) დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია. სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს დევნილის სტატუსის სოციალური დახმარების მიმღების სტატუსისგან გამიჯვნას იმ პირობით, რომ დევნილთა მოქცევამ სოციალურ პროგრამებში არ უნდა შეამციროს მათთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის საკანონმდებლო რეგულაციები დევნილის სტატუსის მინიჭება-შეწყვეტის შესახებ შესაძლებლობას ქმნის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის არიდების მიზნით, ხელოვნურად შემცირდეს დევნილთა რაოდენობა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დევნილის პოლიტიკური სტატუსის ხელშეუხებლობა განმტკიცდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს დევნილობის პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება და, შესაბამისად, გამოირიცხოს ამ მხრივ ქვეყნის პოლიტიკური პოზიციის დაქვეითება. სახელმწიფო სტრატეგიით, ასევე, გათვალისწინებულია კომპაქტური განსახლების ობიექტების ეტაპობრივად დახურვა, დევნილთა ინტეგრაცია და სახელმწიფო დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირება. თუმცა, 2016 წლის მაჩვენებლით, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს საჭიროდ მიაჩნია დევნილის შემწეობის არსებული მოდელის რეფორმა. ამ პროცესში აუცილებელია, რომ სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არ იყოს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიაზე ორიენტირებული, არამედ ითვალისწინებდეს დევნილთა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ სამართლიან სისტემას. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის მე-11 მუხლით. 2014 წლის პირველი მარტიდან ყველა დევნილი, რომლის შემოსავალი 1250 ლარის ზღვარს ქვემოთაა, უფლებამოსილია ყოველთვიურად მიიღოს 45 ლარის ოდენობის შემწეობა. დევნილის შემწეობის შეწყვეტის დამატებითი საფუძვლებია წარდგენილი საბუთების შეუსაბამობა, დევნილის სტატუსის შეწყვეტა, ორ თვეზე მეტი ხნით ქვეყნის ტერიტორიის დატოვება და პირადი გადაწყვეტილებით შემწეობაზე უარის თქმა. შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს 2016 წლის მონაცემებით დევნილთა შემწეობით 224,941 დევნილი სარგებლობს. დევნილთა 11% (31,981 დევნილი) სარგებლობს სოციალური დახმარებით, რაც გულისხმობს დევნილის შემწეობის ავტომატურ შეჩერებას. ამავე სამინისტროს თანახმად, გამოკითხვის შედეგების მიხედვით 61% დევნილებისა თვლის, რომ დევნილთა ყოველთვიური შემწეობა „არ არის მათ საჭიროებებზე მორგებული“ და მხოლოდ 12% თვლის რომ მორგებულია. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: ქვეყანაში მკვეთრად გაუარესებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით დევნილის შემწეობა 60 ლარამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავლის ზღვარის - 1500 ლარამდე, რომლის კორექტირება მომავალში ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისად მოხდება. გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილდეს ყველა დევნილი ოჯახი და გაიმიჯნოს გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების აუცილებლობა და დევნილის შემწეობის საჭიროება; სოციალური დახმარების მიღება არ ნიშნავდეს დევნილის შემწეობის მიღების ავტომატურ შეჩერებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: იცვლება კანონის მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დევნილის დასაბეგრი შემოსავალის ოდენობის ზღვარი ნაცვლად 1250 ლარისა წარმოდგენილი იქნება თვეში 1500 ლარის ოდენობით. ცვლილება შედის კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. ცვლილების შესაბამისად დევნილის შემწეობა განისაზღვრება 60 ლარის ოდენობით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით დაფინანსების წყარო აუცილებელი ხარჯების კანონპროექტი იწვევს დამატებით ხარჯებს, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ: საქართველოში ჯამში რეგისტრირებულია 273 400 დევნილი (88 700 ოჯახი). დევნილთა შემწეობით სარგებლობს 225 000 ადამიანი. ერთი დევნილი თვეში 45 (წელიწადში 540 ლარი) ლარის შემწეობას იღებს თვეში. ჯამში ყოველწლიურად 121.5 მილიონი ლარია.  თვეში შემწეობის 15 ლარით (წელიწადში 180 ლარი) გაზრდას სჭირდება დამატებით 40.5 მილიონი ლარი. 32 000 დევნილი, რომელიც სოციალური დახმარების გამო ვერ იღებს დახმარებას, მათთვის დაგვიჯდება დამატებით 23 მილიონი ლარი.  ვინაიდან ჯამში 273 400 დევნილი გვყავს, შემოსავლის ზღვარის გაზრდა 1 250 ლარიდან 1 500 ლარამდე და სოციალური დახმარების გათვალისწინება შემწეობის მიმღებთა რაოდენობას დამატებით გაგვიზრდის მაქსიმუმ 16 400 ადამიანით (273 400 – 32 000 – 225 000). დამატებით 16 400 ადამიანს დასჭირდება წელიწადში 11.8 მილიონი ლარი.  ჯამში ჩვენი შემოთავაზებისთვის საჭიროა 75.3 მილიონი ლარი ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტი წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, რისი გაანგარიშებაც და რესურსის მოძიების წყარო მითითებულია განმარტებით ბარათში. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება თავისთავად საკანონმდებლო ინიცატივა დადებითი ფინანსური შედეგის მომტანი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც დევნილის სტატუსით სარგებლობენ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი) არ განისაზღვრება. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ორმხრივ და საქართველოს მრავალმხრივ კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრები - ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები - ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 11. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის საფუძვლები 1. დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის წარდგენილი საბუთების სისწორე; ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი; გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის დადგენა. 2. დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ: ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი; ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი; გ) დევნილი ორ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების მიღებაზე; ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც დასტურდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით. 3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე: ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა; ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი პერიოდის განმავლობაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ორგანო მუხლი 12. დევნილის უფლებები და მოვალეობები 1. დევნილს უფლება აქვს: ა) მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით; ბ) მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; გ) ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი. 2. დევნილი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ; ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში; გ) ორ თვეზე მეტი ხნით საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ.