„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-03
ბიუროს ნომერი 45
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. ამოღებულ იქნეს კანონის მე-4 მუხლის „თ" ქვეპუნქტი.
2. კანონის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი
1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული
მიზეზის გამო დატოვა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, დევნილის
სტატუსის ენიჭება ავტომატურად.
2. დევნილს ეძლევა დევნილის მოწმობა. მოწმობის ფორმას ადგენს
სამინისტრო. მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან
ერთად.
3. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო
მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის
სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომ – მინისტრი)
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის
შესაბამისად.
4. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების პროცედურები განისაზღვრება
ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.“.
3. ამოღებულ იქნეს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
4. კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) დასადგენია პირისათვის დევნილის სტატუსი;“.
5. მე-12 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს:
6. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. დევნილის განსახლების, სოციალური და სხვა საკითხების გადაწყვეტას
ორგანიზებას უწევს სამინისტრო სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან
ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის
ფარგლებში.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და
ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად საქართველოში 273, 400
დევნილია რეგისტრირებული.
იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემების
გრძელვადიანი, მდგრადი და საჭიროებას მორგებული ფორმით გადაწყვეტის
მიზნით, 2007 წლის 2 თებერვალს ძალაში შევიდა „იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია“.
სახელმწიფო სტრატეგია ადგენს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1)
პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის
და მხარდაჭერის აღმოჩენა იმ დევნილთათვის, რომლებიც სტიქიურად
დაბრუნდნენ
მუდმივ
საცხოვრებლ
ადგილზე;
2)
დევნილი
მოსახლეობისათვის ღირსეული ცხოვრების პირობების მხარდაჭერა, მათი
საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.
სახელმწიფო
სტრატეგია
ითვალისწინებს
დევნილის
სტატუსის
სოციალური დახმარების მიმღების სტატუსისგან გამიჯვნას იმ პირობით, რომ
დევნილთა მოქცევამ სოციალურ პროგრამებში არ უნდა შეამციროს მათთვის
განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება. თუმცა, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ
კანონის საკანონმდებლო რეგულაციები დევნილის სტატუსის მინიჭებაშეწყვეტის შესახებ შესაძლებლობას ქმნის, პოლიტიკური პასუხისმგებლობის
არიდების მიზნით, ხელოვნურად შემცირდეს დევნილთა რაოდენობა.
შესაბამისად,
მნიშვნელოვანია,
დევნილის
პოლიტიკური
სტატუსის
ხელშეუხებლობა განმტკიცდეს საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს
დევნილობის პოლიტიკური მნიშვნელობის დაკნინება და, შესაბამისად,
გამოირიცხოს ამ მხრივ ქვეყნის პოლიტიკური პოზიციის დაქვეითება.
დღეისათვის არსებული რეგულაციები დევნილად დარეგისტრირების
გადაწყვეტილებას არჩევანის სახით უტოვებს მოქალაქეს. გარდა ამისა,
მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებულ
პირს შეუწყდება დევნილის სტატუსი თუ კანონის საფუძველზე სამინისტროს
მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია.
შედეგად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონის ეს რეგულაციები ქმნის
დევნილთა და არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებული მათი
შთამომავლების არასათანადო აღრიცხვისა და მათთვის დევნილის სტატუსის
არმინიჭების მაღალ რისკს, რის შედეგადაც ხელოვნურად იცვლება დევნილთა
რაოდენობა ქვეყანაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
იმის გათვალისწინებით, რომ დევნილთა და მათი შთამომავლობის უფლება,
დაუბრუნდნენ საკუთარ სახლ-კარს ხელშეუხებელია და აღიარებულია
როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით და
ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპით, მნიშვნელოვანია, რომ:
სახელმწიფომ დაიწყოს იძულებით გადაადგილებული პირებისათვის
დევნილის პოლიტიკური სტატუსის პროაქტიული მინიჭება განსაკუთრებით
არაოკუპირებულ
ტერიტორიებზე
დაბადებულ
დევნილთა
შთამომავლებისთვის. იძულებით გადაადგილებულ პირს ავტომატურად
მიენიჭოს დევნილის სტატუსი რეგისტრაციაზე გამოცხადების დღეს
არსებული წინაპირობის გარეშე სამოქალაქო რეესტრში ოკუპირებულ
ტერიტორიებზე დაბადებულ ადამიანებს და მათ შთამომავლობას
ავტომატურად მიენიჭოს დევნილის პოლიტიკური სტატუსი). ეს ასევე
შესაძლებლობას მოგვცემს დადგინდეს დევნილთა ზუსტი რაოდენობა, რაც
დღეს შეუძლებელია დაურეგისტრირებელი დევნილების გათვალისწინებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის კანონის
მე-4, მე-8 და მე-11 მუხლებში. შესაბამისად დევნილის სტატუსის მინიჭება
დამოკიდებული იქნება არა მოქალაქის ქმედებებზე არამედ დევნილის
სტატუსის მინიჭება მოხდება პროაქტიულად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
დამატებითი ხარჯები დაფინანსებულ უნდა იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
გამომდინარე იქიდან, რომ უცნობია არარეგისტრირებულ დევნილთა ზუსტი
რაოდენობა,
ამ
ეტაპისთვის
ხარჯვითი
ნაწილის
გამოანგარიშება
შეუძლებელია. ხარჯების რაოდენობა დამოკიდებული იქნება დევნილთა
რაოდენობაზე და პროაქტიულად სტატუსის მინიჭებაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტი არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
პროექტის მიღება ფინანსურ შედეგს იქონიებს იმ პირებზე, რომლებსაც
პროაქტიულად მიენიჭება დევნილის სტატუსი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი)
არ განისაზღვრება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
პარლამენტის წევრები - ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები - ელენე ხოშტარია და ზურაბ ჭიაბერაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) დევნილის სტატუსის მაძიებელი – პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის
მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და
ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო);
ბ) დევნილის მოწმობა – სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი
ტერიტორიული ორგანოს (შემდგომ – ტერიტორიული ორგანო) მიერ
დევნილზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირისათვის
დევნილის სტატუსის მინიჭებას. თუ დევნილის რეგისტრაციის ადგილი და
ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ერთმანეთს ემთხვევა, დევნილის
მოწმობა
ასევე
არის
საცხოვრებელი
ფართობის
მართლზომიერი
მფლობელობის
დამადასტურებელი
დოკუმენტი,
გარდა
დევნილის
გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შემთხვევისა;
გ) დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის, მისი დევნილი
მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური
ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური
ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია
დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის
გამო;
დ) დევნილის რეგისტრაციის ადგილი – სამინისტროში არსებულ დევნილთა
მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი
დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის
საკუთრების ფორმისა;
ე) დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი – დევნილის მიერ
დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი
რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;
ვ) დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე,
დევნილისათვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
ყოველთვიური გასაცემელი;
ზ) სოციალური დახმარება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
ნებისმიერი სახის მატერიალური თუ არამატერიალური ქონებრივი სიკეთე,
რომელიც მიმართულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრირებული დევნილის/დევნილი ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
თ) დევნილთა რეგისტრაცია – სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ
ვადაში დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაცია და, საჭიროების შემთხვევაში,
დევნილის მოწმობის გაცემა;
ი) დევნილთა ანკეტირება – სამინისტროს მიერ დევნილთა პერსონალური
(საიდენტიფიკაციო) მონაცემების აღრიცხვის პროცედურა;
კ)
მონაცემთა
ბაზა
–
დევნილების
მონაცემთა
ბაზა,
რომლის
ადმინისტრირებასაც ახორციელებს სამინისტრო ამ კანონის შესაბამისად;
ლ) დევნილი ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად
მცხოვრებ, ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე,
რომლებსაც აქვთ დევნილის სტატუსი (ოჯახის წევრი შეიძლება იყოს
არადევნილი პირიც) და რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო
საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);
მ) შინასამეურნეო საქმიანობა (საერთო საოჯახო მეურნეობა) – ოჯახის
კეთილდღეობის უზრუნველყოფისაკენ მიმართული საქმიანობა, რომელიც
ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მოვლაპატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებათა მოპოვებას და ამ
საშუალებების (შემოსავლები და ხარჯები) ოჯახის საკეთილდღეოდ
განკარგვა-განაწილებას;
ნ) სათანადო საცხოვრებელი – დევნილისათვის საკუთრებაში ან
მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი, სადაც
უზრუნველყოფილია ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები,
მათ
შორის,
უსაფრთხოებისა
და
სანიტარიული
თვალსაზრისით
დამაკმაყოფილებელი პირობები და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა;
ო) დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ –
გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) – დევნილის სტატუსიდან
გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო
ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი
ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის
იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა
ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით
უზრუნველყოფა;
პ) მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი –
საცხოვრებელი ფართობი, სადაც დევნილი/დევნილი ოჯახი მესაკუთრის
თანხმობის საფუძველზე, მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრირებულია ან
რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს;
ჟ) ოკუპირებული ტერიტორიები − „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერიტორიები.
მუხლი 8. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი
1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული
მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის
სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის
ტერიტორიულ ორგანოს.
2. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან
დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას
იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.
3. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და
გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს
ადგენს სამინისტრო.
4. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან
ერთად.
5. სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში,
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო
მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის
სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომ –მინისტრი)
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის
შესაბამისად.
7. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის
პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით.
მუხლი 10. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და
აღდგენის საფუძვლები
1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ:
ა) მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი;
ბ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის მე-6 მუხლის
პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზი;
გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს
მოქალაქეობა;
დ) მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე
პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა;
ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა
გარდაცვლილად;
ვ) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ
ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია;
ზ) იგი გარდაიცვალა.
2. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ:
ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული გადაწყვეტილება;
ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს
მოქალაქეობა;
გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა
დევნილის სტატუსის მინიჭება;
დ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა
დევნილის სტატუსის აღდგენა.
3. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი
საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.
4. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის
საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის
თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
მუხლი 11. დევნილის შემწეობის შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის
საფუძვლები
1. დევნილის შემწეობა შეჩერდება ამ პუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლის წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:
ა)
დასადგენია
პირისათვის
დევნილის
სტატუსის მინიჭებისთვის
წარდგენილი საბუთების სისწორე;
ბ) არ არის წარდგენილი დევნილის პირადი ნომერი;
გ) ვერ ხერხდება არასრულწლოვანი დევნილის კანონიერი წარმომადგენლის
დადგენა.
2. დევნილის შემწეობა შეწყდება ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის
წარმოშობიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვში, თუ:
ა) პირს შეუწყდა დევნილის სტატუსი;
ბ) დევნილმა შემწეობის მიღებაზე პირადი განცხადებით თქვა უარი;
გ) დევნილი ორ თვეზე მეტი ხნით გავიდა საქართველოს ტერიტორიის
ფარგლების გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გასვლა დაკავშირებულია
სამსახურებრივ მივლინებასთან, სწავლასთან ან სამედიცინო დაწესებულებაში
მკურნალობასთან (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) და ეს
დევნილმა წინასწარ აცნობა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
დ) დევნილმა პირადი განცხადებით განაცხადა თანხმობა სიღატაკის ზღვარს
მიღმა მყოფი ოჯახებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარების
მიღებაზე;
ე) დევნილის დასაბეგრი შემოსავალი თვეში შეადგენს 1250 ლარს ან მეტს, რაც
განსაზღვრული
დასტურდება
საქართველოს
კანონმდებლობით
უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი მონაცემებით.
3. დევნილის შემწეობა აღდგება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით
გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, მის
მიერ პირადი განცხადებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის
საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
შემთხვევებში.
4. დევნილის შემწეობის გაცემა განახლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემდეგ. ამასთანავე:
ა) ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის
შემწეობის გაცემა განახლდება მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან და
მიუღებელი თანხა ანაზღაურდება, მაგრამ დევნილის შემწეობის შეჩერების
დღიდან არაუმეტეს ერთი წლისა;
ბ) ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში დევნილის
შემწეობა არ ანაზღაურდება დევნილის შემწეობის შეწყვეტის მთელი
პერიოდის
განმავლობაში,
გარდა
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. დევნილის შემწეობის გაცემას უზრუნველყოფს კომპეტენტური ორგანო
სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 12. დევნილის უფლებები და მოვალეობები
1. დევნილს უფლება აქვს:
ა) მიიღოს დევნილის შემწეობა 45 ლარის ოდენობით;
ბ) მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები
კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
საქართველოს
გ) ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ
საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.
2. დევნილი ვალდებულია:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დღიდან ერთი თვის განმავლობაში
აცნობოს სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ;
ბ) გაიაროს დევნილთა რეგისტრაცია სამინისტროს მიერ წინასწარ
გამოცხადებულ ვადაში;
გ) ორ თვეზე მეტი ხნით საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ
გასვლის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს სამინისტროს ამის შესახებ.
მუხლი 19. დევნილის დახმარების ორგანიზება
1. დევნილის განსახლების, რეგისტრაციის, სოციალური და სხვა საკითხების
გადაწყვეტას
ორგანიზებას
უწევს
სამინისტრო
სხვა
სახელმწიფო
დაწესებულებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული
კომპეტენციის ფარგლებში.
2. ამ კანონით სამინისტროს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან
დაკავშირებით მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტები.