საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის მარტში გაწეული მუშაობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-06
ბიუროს ნომერი 47
📜 ტექსტი
წერილი
N 5247
05/04/2017
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ
2017 წლის მარტში გაწეული მუშაობის ანგარიშს.
დანართი: 4 ფურცელი.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტის მიერ 2017 წლის მარტში გაწეული მუშაობის
ანგარიში
საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში
მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის
სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით.
2017 წლის მარტში მოწვეული იქნა კომიტეტის 4 სხდომა და გაფორმდა
შესაბამისი ოქმები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 3 პროექტზე
კომიტეტი მუშაობდა როგორც წამყვანი. მათ შორის 1 პროექტი კომიტეტის
ინიციატივით იყო წარმოდგენილი. კომიტეტმა რეგლამენტის 1 პროექტი განიხილა
სამივე მოსმენით, 1 პროექტი მეორე
მოსმენით, ხოლო მესამე პროექტზე
მიმდინარეობდა მუშაობა.
კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, განიხილა :
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე". რეგლამენტის ეს
პროექტი წარმოდგენილი იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
ინიციატივით და დაკავშირებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ იმ
საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებასთან საქართველოს პარლამენტში, რომლის
თანახმადაც უქმდებოდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს
საფინანსო
ზედამხედველობის
სააგენტო
და
საფინანსო
სექტორზე
ზედამხედველობის ფუნქციის განმახორციელებელ ორგანოდ მის ნაცვლად
განისაზღვრებოდა საქართველოს ეროვნული ბანკი. იმის გამო, რომ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელება მხოლოდ საქართველოს
პარლამენტის პრეროგატივაა, საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2017 წლის 6
მარტის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად საპროცედურო საკითხთა და წესების
კომიტეტს დაევალა შესაბამისი ცვლილებების მომზადება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში. კომიტეტის მიერ მომზადდა აღნიშნული პროექტი,
რომლის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ზოგიერთი
მუხლების „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ზემოაღნიშნული
პროექტი განიხილა სამივე მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. პროექტი
მიღებულია
სამივე
მოსმენით
პარლამენტის
მიერ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც
პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო
წარმოდგენილი. რეგლამენტის პროექტის მიზანი იყო ,,საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებასთან საქართველოს
1
პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, საერთო
სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც
გარკვეულწილად შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე
წევრების არჩევის წესი. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი აწესრიგებდა
პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის საკითხებს.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი
განიხილა მეორე მოსმენით და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტის
ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე" ეს პროექტი ფრაქცია
,,საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით იყო წარმოდგენილი. ინიციატორების
აზრით, იმის გამო, რომ პარლამენტის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს
პარლამენტის წევრების ნებას გააკეთონ განცხადება მიმდინარე აქტუალურ
საკითხებზე, საჭიროა 137-ე მუხლში ცვლილების განხორციელება, რომლითაც
პარლამენტის უფრო მეტ წევრს მიეცემა რეალური შესაძლებლობა, როგორც
სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ისარგებლოს პლენარულ
სხდომაზე განცხადების გაკეთების უფლებით, რათა შეაფასოს ქვეყნის საშინაო თუ
საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები.
კომიტეტი მიმდინარე წლის მარტში მუშაობდა წარმოდგენილ ინიციატივაზე,
მიმდინარეობდა მოსაზრებების
შეჯერება პროექტის კომიტეტის სხდომაზე
განსახილველად მომზადების მიზნით.
გარდა კანონშემოქმედებისა, კომიტეტი მუშაობდა დებულებით განსაზღვრულ
სხვადასხვა საკითხებზე:
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი სწავლობდა
კომიტეტებში, დროებით
კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა ზღვრული
წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.
იმის გამო, რომ შეიქმნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის
ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებით
კომისია, კომიტეტმა მოამზადა კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის ბიუროს
გადაწყვეტილების პროექტი: ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2016 წლის
ფინანსური აუდიტის განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის დროებით
კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე“.
კომიტეტმა განიხილა არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
2
შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე“საქართველოს კანონებში ცვლილების წარდგენის უფლების
განხორციელების მიზნით მოქალაქეთა (ლ. ჩერნოვეცკი, თ. როყვა, ს.
ხახუტაიშვილი, ლ. ყაჯრიშვილი, გ. ქვრივიშვილი) საინიციატივო ჯგუფის
რეგისტრაციის საკითხი.
განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ
წარმოდგენილი მასალები არ შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 177-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, ამიტომ კომიტეტმა
მიზანშეწონილად არ მიიჩნია აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში
გატარება.
კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით
განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების
მიერ მოწოდებულ ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2017
წლის
თებერვალში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და
შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული
ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა ახალი მოწვევის პარლამენტის
წევრების ქონებრივი დეკლარაციებსა და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი
შეუთავსებლობის საკითხებს.
კომიტეტი აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით,
პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით
განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად
თანამშრომლობდა
პარლამენტის
კომიტეტებთან
და
პარლამენტის
სტრუქტურებთან. კომიტეტის ვებ გვერდზე მიმდინარე წლის მარტში განთავსდა
მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული
ინფორმაციები, რითაც პარლამენტის სუბიექტებსა და აღმასრულებელი
ხელისუფლების სტრუქტურებს საშუალება ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია
როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ.
მომზადდა და გაიგზავნა ინფორმაციები:
- 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 1 მარტამდე პერიოდში საქართველოს
კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ.
- 2016 წლის 21 ნოემბრიდან 20117 წლის 6 მარტამდე პერიოდში საქართველოს
პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული
დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.
3
გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება წინა
მოწვევაში ვადაგასული, ჯერ არ შესრულებული დავალებების შესრულების
მდგომარეობის შესახებ.
კომიტეტში 2017 წლის მარტში სხვადასხვა საკითხზე სულ შემოვიდა
ხოლო გაიგზავნა 17 კორესპოდენცია.
67
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე კომიტეტის დებულებით
განსაზღვრულ სხვა საკითხებზე.
4