„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N25, 13/07/2006, მუხ. 198), შევიდეს ცვლილება,
კერძოდ:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში
1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს
მთავრობა.
2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის
წარმომადგენელი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე
საქართველოში.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირს - აწარმოე საქართველოში უფლება აქვს,
იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან
ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირს აწარმოე საქართველოში შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს
წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირს აწარმოე საქართველოში შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო
საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს ანაზღაურებად
საწყისებზე. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ინვესტორის
წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან
დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის
ინვესტიცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში ამ მუხლით
განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ ზღუდავს ინვესტორს,
ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა განახორციელოს უშუალოდ ან სხვა
წარმომადგენლის მეშვეობით.“
2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ინვესტორის უფლებები
1. ინვესტორს უფლება აქვს:
ა)
მოითხოვოს
ნებისმიერი
ლიცენზიის/ნებართვის
(მათ
შორის,
წინასწარი
ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე
საქართველოში მეშვეობით;
ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის
განხორციელება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აწარმოე საქართველოში
მეშვეობით;
გ)
მოითხოვოს
ნებისმიერი
ინფორმაცია,
რომელიც
უკავშირდება
მისთვის
ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ ნებართვის) გაცემასა და
ქონების შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
2. ამ კანონით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის მიზნით ადმინისტრაციული
ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან
- აწარმოე საქართველოში და ინვესტორთან.“
3. მე-10 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში ვალდებულია,
აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების
განხორციელებაზე და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.
ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. საჭიროების
შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელი
დამატებითი ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში აწარმოებს
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ რეესტრს.
4. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში
ინვესტორი უფლებამოსილია, მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო
კონტროლის შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს - აწარმოე
საქართველოში. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში
შეისწავლის და საქართველოს მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის კანონის დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების სხვა
შემაფერხებელი გარემოებების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების
განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში
უფლებამოსილია, მაკონტროლებელი ორგანოებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა
კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციისა.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული
დღის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონპროექტის მიღების მიზეზია
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედება, რომლითაც
ძალადაკარგულად ცხადდება საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული
საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“. ამავე კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს
მთავრობა 30 კალენდარული დღის ვადაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციას, ხოლო მის
უფლებამონაცვლედ
განისაზღვრება
საქართველოს
ეკონომიკისა
და
მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი აწარმოე საქართველოში.
იმისათვის, რომ სსიპ - აწარმოე საქართველოში იყოს ლეგიტიმური ორგანო
ინვესტორებთან ურთიერთობაში აუცილებელი გახდა „ინვესტიციების სახელმწიფო
მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა. კერძოდ ცვლილება
შედის „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3
მუხლში და იგი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც ინვესტიციების
სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნაცვლად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო
სააგენტოსი, ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში.
შესაბამისად, ცვლილებები შედის კანონის მე-4, მე-10 და მე-11 მუხლებში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის
სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ჩანაცვლება, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირით - აწარმოე საქართველოში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-3 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, კერძოდ ინვესტიციების
სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნაცვლად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო
სააგენტოსი, ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აწარმოე საქართველოში უფლება ექნება, იყოს
ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სხვა პირებთან
ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირს აწარმოე საქართველოში შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს
წარმომადგენლობის ფარგლებს. ინვესტორსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირს აწარმოე საქართველოში შორის დადებული ხელშეკრულებით საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში ეხმარება ინვესტორს საინვესტიციო
საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის აღებაში ან სხვა
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ ცვლილების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირს აწარმოე საქართველოში ენიჭება უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის მიერ
განსაზღვრულ
შემთხვევებში,
ინვესტორის
წარმომადგენლობა
განახორციელოს
ანაზღაურებად საწყისებზე. ამასთანავე, მომსახურების საფასურის გადახდისაგან
თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის
ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობა
და განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის
მიერ.
მე-3 მუხლის ცვლილებიდან გამომდინარე, კანონის მე-4, მე-10 და მე-11 მუხლებში,
ნაცვლად ტერმინის „სააგენტო“ მიეთითება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აწარმოე საქართველოში“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
აუცილებელი
დამატებითი
ხარჯების
ხარჯების
გამოყოფას
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აწარმოე
საქართველოში უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ
შემთხვევებში, აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს ანაზღაურებად საწყისებზე.
მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ინვესტორის წარმომადგენლობა
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
მომსახურების საფასურის ოდენობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიცია
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მოქმედი რედაქციაც ითვალისწინებს
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევას
ანაზღაურებად საწყისებზე. უფრო კონკრეტულად, კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, „სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად
საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების
შემთხვევისა. მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო
საბჭოსთან შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება“. ამჟამად, საქართველოს
ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს საფასურის ოდენობები განსაზღვრული არ აქვს,
შესაბამისად ამ კუთხით რაიმე შემოსავალს არ იღებდა. კანონპროექტის მიღება ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენას მოახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს
მთავრობა განსაზღვრავს მომსახურების საფასურს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში ექნება (საკუთარ საბიუჯეტო კოდთან ერთად - 2407) უფლება
განკარგოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული ორგანიზაციული კოდი 49 00 „სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო
სააგენტო”, სსიპ „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის“ დამტკიცებული
ასიგნებების ფარგლებში“.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოექმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება, ვინაიდან, სსიპ აწარმოე საქართველოში
უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ფუნქციების
შესრულებას და დასახული მიზნების განხორციელებას საქართველოს ეროვნული
საინვესტიციო სააგენტოს შრომითი რესურსის და შრომის ანაზღაურების შენარჩუნების
პირობებში.
რაც შეეხება იმ პირებს, რომლებიც ისარგებლებენ სსიპ-ის აწარმოე საქართველოში
მომსახურებით, მათ მოუწევთ შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრული ოდენობით (თუ მთავრობა დაადგენს საფასურებს). რეალურად,
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია
(მუხლი 3.2) ითვალისწინებს სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევას ანაზღაურების
საფუძველზე, თუმცა საფასურების ოდენობა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად,
კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მიერ
მომსახურების საფასურების ოდენობის განსაზღვრაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ განსაზღვრავს/ადგენს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
გადასახდელის ოდენობას, არამედ ცვლის ოდენობის განსაზღვრის წესს (ორგანოს).
უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - აწარმოე საქართველოში უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის
მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს ანაზღაურებად
საწყისებზე. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ინვესტორის
წარმომადგენლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელებასთან
დაკავშირებით. მომსახურების საფასურის ოდენობა და განსაკუთრებული მნიშვნელობის
ინვესტიცია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. კანონის მოქმედი რედაქციით
კი (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი), სააგენტო აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს
ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების
განხორციელების შემთხვევისა. მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს
სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან
თავისუფლდება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.
შესაბამისად, იცვლება საფასურის განსაზღვრის პრინციპი, კერძოდ მომსახურების
საფასურს ახალი რედაქციით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო
სააგენტოს საფასურის ოდენობები განსაზღვრული არ აქვს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან:
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
ორგანიზაციებში
და
მრავალმხრივ
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები,
რომლებმაც
მონაწილეობა
მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ
მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 3. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო
1. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა.
2. ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის სფეროში საქართველოს მთავრობის
წარმომადგენელი არის საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (შემდგომში –
სააგენტო).
3. სააგენტოს უფლება აქვს, იყოს ინვესტორის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ
ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში. ამ მიზნით ინვესტორსა და სააგენტოს
შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს წარმომადგენლობის ფარგლებს.
ინვესტორსა და სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით სააგენტო ეხმარება
ინვესტორს საინვესტიციო საქმიანობისათვის საჭირო ყველა ლიცენზიის ან/და ნებართვის
აღებაში ან სხვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაში. სააგენტო
აღნიშნულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ანაზღაურებად საწყისებზე, გარდა
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელების შემთხვევისა.
მომსახურების საფასური განისაზღვრება სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოსთან
შეთანხმებით. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება განსაკუთრებული
მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელება.
4. სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არ
ზღუდავს ინვესტორს, ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა განახორციელოს
უშუალოდ ან სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 4. ინვესტორის უფლებები
1. ინვესტორს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ნებისმიერი ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი
ლიცენზიის/ნებართვის) გაცემა სააგენტოს მეშვეობით;
ბ) მოითხოვოს ქონების შეძენა და მასთან დაკავშირებული ყველა პროცედურის
განხორციელება სააგენტოს მეშვეობით;
გ) მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მისთვის
ლიცენზიის/ნებართვის (მათ შორის, წინასწარი ლიცენზიის/ ნებართვის) გაცემასა და
ქონების შეძენას, ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გარანტიებით.
2.
ამ
კანონით
გათვალისწინებული
უფლებებით
სარგებლობის
მიზნით
ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ სააგენტოსთან და
ინვესტორთან.
მუხლი 10. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების წესი
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსი ინვესტორმა შეიძლება
მოითხოვოს ინვესტიციის განხორციელების დაწყებამდე ან მის შემდეგ.
2. ამ კანონით გათვალისწინებული სტატუსის მისანიჭებლად ინვესტორი საქართველოს
მთავრობას წარუდგენს საინვესტიციო განაცხადს, რომელსაც უნდა დაერთოს ინვესტიციის
განხორციელების დეტალური გეგმა.
3. საინვესტიციო განაცხადს შეისწავლის (შეისწავლიან) საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით
განსაზღვრული
სამინისტრო
(სამინისტროები)
ან/და
სხვა
ადმინისტრაციული ორგანო (ორგანოები) მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა, რის
საფუძველზედაც საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას ინვესტიციისათვის
შესაბამისი სტატუსის მინიჭების შესახებ. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით
განსაზღვრული წამყვანი სამინისტროს მოტივირებული წარდგინებით, რის შესახებაც
ეცნობება ინვესტორს. აღნიშნულ ვადაში საქართველოს მთავრობის განკარგულების
გამოუცემლობა ჩაითვლება განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის
მინიჭებაზე უარის თქმად.
4. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისას საქართველოს
მთავრობასა და ინვესტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება
ინვესტიციის
პირობები.
მხარეთა
შეთანხმებით
საინვესტიციო
გეგმასა
და
ხელშეკრულებაში შესაძლებელია განხორციელდეს ცვლილებები. ხელშეკრულების
პირობები საჯაროა.
5. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭებისთანავე
ინვესტორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების
უზრუნველსაყოფად ეკისრება ინვესტიციების განხორციელების საგარანტიო თანხის
დეპონირება, რომელიც შეადგენს ინვესტიციების მოცულობის 2 %-ს, ან შესაბამისი საბანკო
გარანტიის წარდგენა.
6. სააგენტო ვალდებულია, აწარმოოს სისტემატური მონიტორინგი განსაკუთრებული
მნიშვნელობის ინვესტიციების განხორციელებაზე და შესაბამისი ანგარიში წარუდგინოს
საქართველოს მთავრობას. ანგარიშგების გრაფიკი დგინდება საქართველოს მთავრობის
განკარგულებით. საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის საფუძველზე საქართველოს
მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის
მხარდაჭერისათვის განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებების გამოყენების
შესახებ.
7. სააგენტო აწარმოებს განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციების უწყებრივ
რეესტრს.
8.
საქართველოს
მთავრობას
უფლება
აქვს,
დეტალურად
განსაზღვროს
განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის სტატუსის მინიჭების პროცედურა.
მუხლი 11. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში
სამეწარმეო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული საკითხები
1. განსაკუთრებული მნიშვნელობის ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში
ინვესტორი უფლებამოსილია, მის საქმიანობაზე განხორციელებული სახელმწიფო
კონტროლის შესახებ აცნობოს სააგენტოს. სააგენტო შეისწავლის და საქართველოს
მთავრობას მიაწვდის ინფორმაციას სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის კანონის
დარღვევით განხორციელების ან ინვესტიციის განხორციელების სხვა შემაფერხებელი
გარემოებების შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების
განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია, მაკონტროლებელი ორგანოებიდან
გამოითხოვოს ინფორმაცია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საიდუმლო
ინფორმაციისა.