„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ.4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 22-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასევე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში,
აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 14
დღის ვადაში ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, არაუმეტეს 6 თვის
ვადით. ერთიდაიგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება
აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.
2. 293 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა
შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ
მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების
შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის
თანამდებობაზე არჩეულად.“.
3. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ადმინისტრაციულ თანამდებობაზე (გარდა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის დირექტორისა) არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს
მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა
პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით.“.
4. 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა)
შესაბამისი
მიმართულების,
დარგის/სპეციალობის
ან/და
ქვედარგის/სპეციალიზაციის ღრმა და სისტემური ცოდნის დაუფლება და შესაბამისი
უნარების გამომუშავება, რაც ამზადებს პირს მუშაობისათვის საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
შეზღუდვების
გათვალისწინებით
ან/და
დოქტორანტურაში სწავლისთვის;
ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა);
გ)
სამეცნიერო-კვლევითი
მუშაობის
და
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისთვის მომზადება;
დ) პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
5.
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამა,
გარდა
სახელოვნებოშემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, არ შეიძლება შედგებოდეს
მხოლოდ სწავლებისგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ
ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობების
განხორციელებას, რომელთა საფუძველზეც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და
პროექტის
წარდგენას,
მიმართულების/დარგის/სპეციალობის
ან
ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით.“.
5. 52-ე მუხლის 52 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 53 და 54 პუნქტები:
„53. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აბიტურიენტთა
მიღება გამოაცხადოს ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან რამდენიმე
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი მიღების გზით. ამ შემთხვევაში,
აბიტურიენტთა განაწილების მიზნებისათვის, რამდენიმე საგანმანათლებლო
პროგრამა განიხილება ერთ საგანმანათლებლო პროგრამად. დაუშვებელია
აკრედიტებულ და არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი
მიღების გამოცხადება.
54. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია რამდენიმე
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი მიღების გამოცხადების შემთხვევაში,
დამატებითი შეზღუდვების გარეშე, უზრუნველყოს თითოეული სტუდენტისათვის
ნებისმიერი ამ საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება.“.
6. 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის
„ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი
დაფინანსება;“.
7. 8910 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების ამ კანონთან
შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა
− უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში უზრუნველყონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში
შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი სამინისტროსათვის
დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზებია: რექტორის მოვალეობის შემსრულებლის
არჩევის წესის ცვლილება, ლიბერალური განათლების განხორციელებასთან
დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, კანონით განსაზღვრული მაგისტრატურის
მიზნების
დახვეწა,
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა, უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
დაფინანსების
წყაროდ
ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების განსაზღვრა
და ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის
არჩევის წესის გამარტივება, რაც ხელს შეუწყობს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების
ეფექტურ
მმართველობას;
ლიბერალური
განათლების
განხორციელების ხელის შეწყობა, რომელიც ორიენტირებულია, როგორც
სტუდენტების ტრანსფერული უნარების განვითარებაზე, ასევე ფართო ცოდნის
მიღებაზე; მაგისტრატურის მიზნების დახვეწა, რადგან კანონის მოქმედი რედაქციით
მაგისტრატურის მიზნები საკმაოდ ვიწროა და შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიეროკვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადებით; დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის დირექტორის არჩევასთან დაკავშირებით ასაკობრივი
შეზღუდვის მოხსნა; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების
წყაროდ ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი
დაფინანსების განსაზღვრა და ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტში ცვლილების შეტანას.
საყურადღებოა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე
მუხლის მე-9 პუნქტის მოქმედი რედაქციის მიხედვით რექტორის მოვალეობის
შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია. ამასთან დღევანდელი კანონმდებლობა
აწესრიგებს მხოლოდ რექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის საკითხს, და არაფერს ამბობს
რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის
საკითხზე. წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ
რექტორის არჩევა არის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება, რექტორის
მოვალეობის შემსრულებლის არჩევაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს
უფლებამოსილებად. სხვა შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელის
ლეგიტიმაცია იქნება ბევრად მაღალი, რადგან მის არჩევნებში მონაწილეობს
გაცილებით ფართო საარჩევნო კოლეგია. ამასთან, რექტორის მოვალეობის
შემსრულებლის არჩევა იქნება შესაძლებელი არამარტო რექტორისათვის რექტორის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, არამედ რექტორის ვერარჩევის
შემთხვევაშიც. ასევე დგინდება, რომ აკადემიური საბჭო რექტორის მოვალეობის
შემსრულებელს აირჩევს არაუმეტეს 6 თვის ვადით.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
,,უმაღლესი
განათლების
შესახებ“
3
საქართველოს კანონის 29 მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილების განხორციელებას,
რომლის თანახმადაც დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
დირექტორის თანამდებობაზე პირის არჩევისას აღარ იარსებებს ასაკობრივი
შეზღუდვა, რაც განპირობებულია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის პერსონალის ასაკობრივი შემადგენლობითა და სპეციფიკით. აღნიშნული
შეზღუდვის მოხსნა ღვაწლმოსილ მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას დაიკავონ
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
ადმინისტრაციული
თანამდებობა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დიექტორის
ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნიდან გამომდინარე, ასევე ცვლილება შედის
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტში.
კანონპროექტის თანახმად იცვლება ,,უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები. აღნიშნული
განპირობებულია იმით, რომ კანონის მოქმედი რედაქციით მაგისტრატურის მიზნები
საკმაოდ ვიწროა და შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
მომზადებით,
სპეციალობის
შეცვლისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლების
შესაძლებლობებით. აღნიშნული არ შეესაბამება ევროპის ქვეყნებში აღიარებულ
მაგისტრატურის მიზნებს. ზემოაღნიშნულთან ერთად მაგისტრატურის ძირითადი
ამოცანებია შესაბამისი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და შრომის ბაზარზე
დასაქმებისათვის მომზადება. გარდა ამისა, კანონის მოქმედი რედაქცია არ
ითვალისწინებს იმ დარგების სპეციფიკას, რომლებიც ნაკლებად არის
ორიენტირებული სამეცნიერო კვლევით საქმიანობაზე და უფრო მეტად
ფოკუსირებულია სტუდენტებში პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე, შრომის
ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
კანონპროექტის შესაბამისად, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 52-ე მუხლს ემატება 53 და 54 პუნქტები, რომელთა მიხედვით უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება აბიტურიენტთა მიღება
გამოაცხადოს ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან რამდენიმე საგანმანათლებლო
პროგრამაზე ერთიანი მიღების გზით. ამ შემთხვევაში, აბიტურიენტთა განაწილების
მიზნებისათვის, რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა განიხილება ერთ
საგანმანათლებლო
პროგრამად.
დაუშვებელი
იქნება
აკრედიტებულ
და
არააკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი მიღების გამოცხადება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება რამდენიმე
საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი მიღების გამოცხადების შემთხვევაში,
დამატებითი შეზღუდვების გარეშე, უზრუნველყოს თითოეული სტუდენტისათვის
ნებისმიერი ამ საგანმანათლებლო პროგრამის შეთავაზება. აღნიშნული ხელს
შეუწყობს ლიბერალური განათლების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ
ზოგიერთი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება
ბაკალავრიატში
აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო
პროგრამაზე ერთად, რაც გულისხმობს სტუდენტის მიერ ძირითადი სპეციალობის
არჩევას სწავლების მეორე წლიდან, ხოლო პირველი წლის განმავლობაში
სტუდენტები გადიან საერთო, ზოგადი მოდულის კურსებს, რომელიც
ორიენტირებულია, როგორც სტუდენტების ტრანსფერული უნარების განვითარებაზე,
ასევე ფართო ცოდნის მიღებაზე. სასწავლო პროცესის ასეთი სტრუქტურა ეხმარება
სტუდენტებს უკეთ გაეცნონ მათთვის საინტერესო სფეროებს და გააკეთონ
გააზრებული არჩევანი შეთავაზებულ სპეციალობებს შორის. აღნიშნული ხელს
უწყობს
კურსდამთავრებულთა
კონკურენტუნარიანობას
შრომის
ბაზარზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია კანონში ამ საკითხის მოწესრიგება.
ამასთან, აბიტურიენტთა მიღების გამოაცხადება ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ან რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი მიღების გზით არ იქონიებს
გავლენას უმაღლესი განათლების დაფინანსების მოცულობაზე.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
,,უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ „ე1“
ქვეპუნქტის დამატებას, რომლის თანახმადაც უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების დაფინანსების წყაროდ განისაზვრება ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსებაც. აღნიშნული ცვლილება
გაუმარტივებს მუშაობის პროცესს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე
არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა თანადაფინანსება
ხორციელდება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, მაგრამ
გამომდინარე იქიდან, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
79-ე მუხლის მე-2 პუნქტი არ ითვალისწინებდა აღნიშნული დაფინანსების წყაროს,
ჩნდებოდა კითხვები და არსებობდა რიგი პრობლემები ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკურ
ბიუჯეტში
უნივერსიტეტის
დაფინანსების
ხარჯების
გათვალისწინებისას. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ხელს შეუწყობს
ავტონომიურ რესპუბლიკებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტიდან დააფინანსონ მათ ტერიტორიულ ერთეულში მდებარე უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სხვადასხვა ინიციატივები და პროექტები,
რამდენადაც შეიძლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განხორციელებულმა სამეცნიერო-კვლევებმა თუ სხვა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი
გავლენა იქონიოს ადგილობრივი სიტუაციის გაუმჯობესებაზე.
კანონპროექტის თანახმად, ამოღებულ უნდა იქნას ,,უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის 8910 მუხლი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული
მუხლის არსებობა მოკლებულია თავის მიზანს და წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების ამ კანონთან
შესაბამისობის
უზრუნველყოფის
მიზნით
კანონპროექტის
მე-2
მუხლი
ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების − უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებას ამ კანონის ამოქმედებიდან 6
თვის ვადაში უზრუნველყონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი
სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისათვის თანხის
გამოყოფის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების დაფინანსების წყაროა ,,აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული პროგრამა აჭარაში
მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
(პროგრამული კოდი 05 06). აღნიშნული პროგრამული კოდის ფარგლებში 2017
წლისათვის გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება 6 020 000
ლარით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილის ცვლილებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებისათვის თანხის
გამოყოფის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების დაფინანსების წყაროა „აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებული პროგრამა აჭარაში
მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიეროკვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
(პროგრამული კოდი 05 06). აღნიშნული პროგრამული კოდის ფარგლებში 2017
წლისათვის გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება 6 020 000
ლარით.
აბიტურიენტთა მიღების გამოაცხადება ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან
რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი მიღების გზით არ იქონიებს
გავლენას უმაღლესი განათლების დაფინანსების მოცულობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა შესაძლებლობა ავტონომიური
რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მიიღოს დაფინანსება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების)
მოქმედი
სრული
რედაქცია,
რომელშიც
(რომლებშიც)
წარმოდგენილი
კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 22. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი)
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
რექტორი არის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში −
აგრეთვე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში − აგრეთვე ერთერთი კოლეგიური ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ და
სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია, უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები. თუ გარიგების და
შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ
ხელს აწერს აგრეთვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ხელმძღვანელის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს საქართველოს მთავრობა.
3. დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ
უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2
ვადას.
4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
(გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულებებისა) რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი,
რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და
აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილ
პირობებს.
5. პირმა, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობა
შეიძლება დაიკავოს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,
უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი
უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის
უმრავლესობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს საბჭოს უფლებამოსილების ვადისა.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების
რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს
კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს
კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის,
თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევნებამდე
კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის
მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
9. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს
საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი,
რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
10. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები
ს ხელმძღვანელი ( რექტორი ) უფლებამოსილია დანიშნოს უნივერსიტეტის დამოუკი
დებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებ
ელი .
11. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები
ს ხელმძღვანელი ( რექტორი ) უფლებამოსილიადანიშნოს საჯარო სამართლის იური
დიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული და აღნიშნული უმაღლესი საგანმანათ
ლებლოდაწესებულების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – სამეცნიერო - კვლევითიდაწესებულების დირექტ
ორი ამ სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით .
მუხლი 293. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი
1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას
ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის
კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და
დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი
საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს
იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე
აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განმეორებითი
უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელს
ნიშნავს
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების
ხელმძღვანელი (რექტორი), ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ინიშნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით
განსაზღვრული წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
დირექტორის
ახალი
კანდიდატურა.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის
შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეულის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
დირექტორის
კანდიდატურის
დამტკიცებამდე.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა
შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ
მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია
დამოუკიდებელი
სამეცნიერო-კვლევითი
ერთეულის
მთავარი
მეცნიერი
თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი
მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ
იწვევს
დირექტორის
უფლებამოსილების
შეწყვეტას.
4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის
დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის
კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.
მუხლი 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის,
ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი
სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობები, აგრეთვე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა
თანამდებობები. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება
ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს
მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა
პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
წესდებით.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი
მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ
სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა
პირები.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით
გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე
მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და
სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის
მიზნით.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს მის
წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის,
რომელსაც ამ დაწესებულებაში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა,
საკუთარი ბიუჯეტიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ
უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული
თანხებისა) ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ანაზღაურების წესსა და პირობებს
ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და
წარმომადგენლობითი საბჭოები.
მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა
1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული
დოკუმენტის მქონე პირს.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი
დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული
ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით
ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
21.
ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო
პროგრამის
დასრულების
შემდეგ
მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „ბაკალავრი“
შესაბამისი მიმართულების ან/და დარგის/სპეციალობის მითითებით.
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია:
ა)
სამეცნიერო-კვლევითი
მუშაობისა
და
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება;
ბ) სპეციალობის შეცვლა ( გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა );
გ) კვალიფიკაციის ამაღლება.
5.
მაგისტრატურის
საგანმანათლებლო
პროგრამა,
გარდა
სახელოვნებოშემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობებისა, არ შეიძლება შედგებოდეს
მხოლოდ სწავლებისაგან. ის აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს სტუდენტის
მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას, რომელთა საფუძველზედაც იგი
შეძლებს საკვალიფიკაციო ნაშრომის წარდგენას.
51. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ
მისანიჭებელი კვალიფიკაციის სახელწოდება უნდა მოიცავდეს ტერმინს „მაგისტრი“
შესაბამისი მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან/და ქვედარგის/სპეციალიზაციის
მითითებით.
6. (ამოღებულია).
მუხლი 52. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის,
მასწავლებლის
მომზადების
ინტეგრირებულ
საბაკალავრო
სამაგისტრო,
დიპლომირებული
მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების
საფუძველი
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის , მასწავლებლის მო
მზადების
ინტეგრირებული
საბაკალავრო
სამაგისტრო , დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პრ
ოგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს , რომელმაც გაიარა შესაბ
ამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ს
ამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად .
მართლმადიდებლურ
საღვთისმეტყველო
უმაღლეს
საგანმანათლებლო
11.
დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე
სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი
ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის საფუძველზე.
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს:
ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის
განმახორციელებელი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ
დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი
განათლების მისაღებად;
ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით
ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების
გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ
დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის,
რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური
განათლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული
ზოგადი
ან
მისი
ეკვივალენტური
განათლება
და
სრული
ზოგადი
განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
გ)
უცხო
ქვეყნის
მოქალაქეებისათვის
(გარდა
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე
სტუდენტებისა და გაცვლითი
საგანმანათლებლო
პროგრამის
მონაწილე
სტუდენტებისა),
რომლებიც
სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო
ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ)
საქართველოს
მოქალაქეებისათვის
(გარდა
ერთობლივი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
პროგრამის მონაწილე
სტუდენტებისა და გაცვლითი
საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით
ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ,
სწავლობენ/სწავლობდნენ
და
მიღებული
აქვთ
კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად
აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
4. (ამოღებულია - 06.08.2013, №917).
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება , რომელსაც სურს ბაკალავრიატის , მ
ასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო - სამაგისტრო , დიპლომირ
ებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების
მიღება ,აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამ
ოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისათვის მინიჭებულ კოეფიციენტს . ერთიანი ერ
ოვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზ
ე მიიღებიან საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით .
51. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიანი
ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი,
სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების
საფუძველზე სტუდენტების მიღებას, განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის
განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ერთიანი ეროვნული
გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი,
აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე სტუდენტების
ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები
სტუდენტების საერთო რაოდენობის:
ა) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
ბ) 5%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
გ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების
საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის;
დ) 1%-ს – მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე
მისაღები სტუდენტებისათვის.
5 2 . შესაბამის წელს დარეგისტრირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ
ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ,სომხურენოვანი , აფხაზურენოვანი და ო
სურენოვანი ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენ
ობისგათვალისწინებით , უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებ
ული გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტრ
ოს თანხმობის საფუძველზე , შესაძლებელია ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებ
ული პროცენტულიგადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში .
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
7. (ამოღებულია).
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტების სოციალური პროგრამის ფარგლებში
სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები სახელმწიფო
სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობის არანაკლებ 6 და არაუმეტეს
20%-ისა.
9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს ,
რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდებიდა უფლება მოიპოვეს, ისწავლო
ნ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადე
ბის ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის / სტ
ომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად
საგანმანათლებლო ერთეულს .
შეფასებისა
და
გამოცდების
ეროვნული
ცენტრი
91.
ადგენს
ეროვნულგამოცდებგავლილ
მხოლოდ
ზოგადი
უნარების
აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი
ტესტების შედეგების საფუძველზე ჩასარიცხ იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც
უნდა გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვეს
უფლება, ისწავლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და სიებს
უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო
ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და
91 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3
პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას
ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ
კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ფილიალებს.
მუხლი 79. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება
ორიენტირებულია
სწავლებაზე
ან/და
სამეცნიერო
კვლევაზე,
ამ
დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ
განვითარებაზე.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და
სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამაზე);
ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიეროკვლევითი გრანტები;
დ) (ამოღებულია);
ე) სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური
საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
მუხლი 8910. პროფესორისათვის წასაყენებელი მოთხოვნები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე
პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის
გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით. სახელოვნებო-შემოქმედებით
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი)
მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) პროფესორის თანამდებობაზე
არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და
სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება.
აღნიშნული პროფესორის თანამდებობაზე პირის ზედიზედ მესამე ვადით არჩევის
შემთხვევაში შესაბამისი აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით იგი ამ თანამდებობას
საპენსიო ასაკის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი
ზღვრული ასაკის მიღწევამდე იკავებს. დამატებითი პირობები შეიძლება
განისაზღვროს
სახელოვნებო-შემოქმედებითი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულების წესდებით.