„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"
- „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ.
481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 103 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა,
დაწესებულების დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე
სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. დაწესებულების დირექტორი 5
წლის ვადით აირჩევა. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ
შეიძლება მხოლოდ ორჯერ აირჩეს.“.
2. მე-11 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
3. 151 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო
სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს
ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს –
სამეცნიერო ფონდებს (შემდგომში – სამეცნიერო ფონდი).“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელობის
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის
შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც ამტკიცებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.
4. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
შოთა
რუსთაველის
ეროვნული
სამეცნიერო
ფონდის
„მუხლი
241.
უფლებამონაცვლეობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელობის
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის
უფლებამონაცვლედ.“.
მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ
კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის
იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის
ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების
წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად
წარუდგინონ შესაბამის სამინისტროს.
მუხლი 3. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების ძირითად მიზეზს წარმოადგენს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების (შემდგომში დაწესებულება) ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებული
ასაკობრივი შეზღუდვის მოხსნა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა
რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელის შეცვლა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს დაწესებულების ადმინისტრაციულ
თანამდებობაზე
ასაკობრივი
შეზღუდვის
მოხსნა
და
მეცნიერების
ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 103 მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული
სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების
დირექტორის
თანამდებობაზე და სხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე 65 წლის ასაკს მიღწეული
პირის არჩევის შეზღუდვის გაუქმებას, რაც განპირობებულია სამეცნიერო-კვლევითი
დაწესებულების პერსონალის ასაკობრივი შემადგენლობითა და სპეციფიკით.
აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა ღვაწლმოსილ მეცნიერებს მისცემს შესაძლებლობას
დაიკავოს დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობა.
აღნიშნული მიზეზით ხორციელდება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი
განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 და 21 პუნქტების
ამოღება.
კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული
პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელი და ფონდის
სახელწოდებად განისაზღვრება შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს
ეროვნული სამეცნიერო ფონდი. აღსანიშნავია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქტიურად
თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუციებთან ნორმატიული აქტებით
განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების მიზნით. როგორც წესი,
პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო
ფონდების სახელწოდება მოიცავს სახელმწიფოს სახელს. წარმოდგენილი კანონის
პროექტის მიღების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნათელი
გახდება, რომ ფონდი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
აღნიშნული ხელს შეუწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას, რაც თავის
მხრივ, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის წინაპირობაა.
კანონპროექტის
მე-2
მუხლი
ავალდებულებს
სამეცნიერო-კვლევით
დაწესებულებებს, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ
კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში შეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში)
შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის
სამინისტროს.
კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს ვალდებულება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების
კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, რამდენადაც საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სახელის
შეცვლა განაპირობებს ყველა იმ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილების
განხორციელების აუცილებლობას, რომელშიც მოხსენიებულია იგი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს
კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი)
ამოღება
მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი
1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.
2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ
დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის დადგენილ მოთხოვნებს და
რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი
მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დაწესებულების დირექტორად დანიშვნის
შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე
არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დაწესებულების დირექტორის
უფლებამოსილების შეწყვეტას. დაწესებულების დირექტორი 5 წლის ვადით აირჩევა.
ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორად ზედიზედ შეიძლება მხოლოდ
ორჯერ აირჩეს.
3. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით,
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს
დაწესებულების სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში წარუდგენს
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
ხელმძღვანელს თანამდებობაზე დასანიშნად.
31. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი
ორგანოს
ხელმძღვანელი
თანამდებობაზე
ნიშნავს
დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
32. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
ხელმძღვანელი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სამეცნიერო საბჭოს მიერ
წარდგენილი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ
დირექტორი დაწესებულების წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის
წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
33. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე
უარის განცხადების შემთხვევაში დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი დაწესებულების დირექტორის
თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების
დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს დაწესებულების დირექტორის
მოადგილეს ან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
34. დაწესებულების სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია დაწესებულების
სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის მიერ
დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების
შემთხვევაში მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ
კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
ხელმძღვანელი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს,
დაწესებულების სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით
დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს
ხელმძღვანელს, რომელიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების
დირექტორის
დანიშვნასთან
დაკავშირებით.
დაწესებულების
დირექტორს
თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის
განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის
ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და
დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება
დაწესებულების წესდებით.
41. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დაწესებულების სამეცნიერო
საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების
საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება
დაწესებულების წესდებით.
5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.
მუხლი 11. სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის შრომითი
ურთიერთობები
1. სამეცნიერო პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება შრომის
კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
2. დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს ან
დაინიშნოს პირი, რომლის ასაკი 65 წელს აღემატება. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს
დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არჩეული/დანიშნული პირის
უფლებამოსილების შეწყვეტას.
21. საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებული
დაწესებულების მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ასაკობრივი
შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ
დაწესებულების სამეცნიერო საბჭო.
3. სამეცნიერო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;
დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა;
ე) (ამოღებულია - 27.11.2015, №4584);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
მუხლი 151 . საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სამეცნიერო ფონდები
1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო
სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო
ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სამეცნიერო ფონდებს
(შემდგომში – სამეცნიერო ფონდი).
2. სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული
წესდებით. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული
სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია
დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 24 1 . საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ქართველოლოგიის,
ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის)
უფლებამონაცვლეობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო
ფონდი ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის
(რუსთაველის ფონდის) უფლებამონაცვლედ.