„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-10
ბიუროს ნომერი 48
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
1
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 34-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება, მისი
უფლებამოსილების შეჩერება“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გარდა ამ კანონის 43-ე მუხლით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერდება, აგრეთვე, ამ კანონის 56-ე მუხლის მე-5
პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გამგებლის/მერის მოვალეობის შესრულებისას.“;
2. 36-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის,
თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გადაყენებისას, აგრეთვე, მისთვის საკრებულოს
თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში.“
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე ან
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/მოადგილეები არჩეული არ
არიან, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“.
3. 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის
მოვალეობას გამგებლის/მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის
არჩევამდე ასრულებს გამგებლის/მერის პირველი მოადგილე, თუ გამგებლის/მერის პირველი
მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის - გამგებლის/მერის მოადგილე, ხოლო თუ
გამგებელს/მერს ორი ან მეტი გამგებლის/მერის მოადგილე ჰყავს, მაშინ - ასაკით უხუცესი
გამგებლის/მერის მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის/მერის პირველი მოადგილე ან
გამგებლის/მერის მოადგილე დანიშნული არ არის, გამგებლის/მერის უფლებამოსილების
აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე გამგებლის/მერის მოვალეობას ასრულებს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების
შეთხვევაში გამგებელი/მერი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს გამგებლის/მერის
მოვალეობის შემსრულებელი გამგებლის/მერის მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.“
2
4. 71-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომისას ან გადაყენებისას, აგრეთვე,
მისთვის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების 34-ე მუხლის მე-4
პუნქტითა და 43-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის
შემთხვევაში, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი
მოადგილე, ხოლო თუ პირველი მოადგილე არჩეული არ არის, თავმჯდომარის მოვალეობის
შესრულება დაეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს საკრებულოს რეგლამენტის დადგენილი
წესით. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე
არ არის არჩეული,
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება
მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.“
მუხლი 2. ეს კანონი, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
ქ. ქუთაისი
-----------, 2017 წ.
№---
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
3
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“
(შემდგომში - კოდექსი) 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამგებლის/მერის
უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს
გამგებლის/მერის პირველი მოადგილე. თუმცა, კოდექსი არ აწესრიგებს იმ შემთხვევას, თუ,
ვინ ასრულებს გამგებლის/მერის მოვალეობას პირველი მოადგილის არყოფნის ან მისი არ
არსებობის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა კანონის პროექტის
მომზადება და იმ საკითხის დაზუსტება, თუ, ვინ შეასრულებს გამგებლის/მერის მოვალეობას
მისი პირველი მოადგილს არყოფნის/არ არსებობის შემთხვევაში.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი
კანონის პროექტის მიზანია, განსაზღვროს იმ სუბიექტთა წრე, თუ ვინ შეასრულებს
გამგებლის/მერის მოვალეობას, გამგებლის/მერის პირველი მოადგილის არყოფნის/არ
არსებობის შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონის პროექტის შესაბამისად, განისაზღვრება იმ სუბიექტთა წრე, თუ ვინ
შეასრულებს გამგებლის/მერის მოვალეობას გამგებლის/მერის პირველი მოადგილის
არყოფნის/არ არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, გამგებლის/მერის უფლებამოსილების
შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას გამგებლის/მერის უფლებამოსილების
აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე შეასრულებს გამგებლის/მერის პირველი
მოადგილე, თუ გამგებლის/მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის
- გამგებლის/მერის მოადგილე, ხოლო თუ გამგებელს/მერს ჰყავს ორი ან მეტი
გამგებლის/მერის მოადგილე, მაშინ - ასაკით უხუცესი გამგებლის/მერის მოადგილე. ხოლო
იმ შემთხვევაში, თუ გამგებლის/მერის პირველი მოადგილე ან გამგებლის/მერის მოადგილე
დანიშნული არ არის, გამგებლის/მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი
გამგებლის/მერის არჩევამდე გამგებლის/მერის მოვალეობას ასრულებს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე. გამგებლის/მერის დროებით შრომისუუნარობის ან შვებულების
გამო გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების შეთხვევაში გამგებელი/მერი
უფლებამოსილი იქნება თავად განსაზღვროს გამგებლის/მერის მოვალეობის შემსრულებელი
გამგებლის/მერის მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯდომარის
მიერ
მუნიციპალიტეტის
გამგებლის/მერის მოვალეობის შესრულების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარეს შეუჩერდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სტატუსი.
აღნიშნული რეგულაციის გათვალისწინებით დაზუსტდა 34-ე მუხლის სათაური და დაემატა
მუნიციპალიტეტის
თავმჯდომარის
უფლებამოსილების
შეჩერება.
ამასთან,
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯდომარის
მოადგილე
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეასრულებს მუნიციპალიტეტის
4
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
გადაყენების, გადადგომის ან მისთვის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსათვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოქმნას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელების შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
დადებული ორმხრივი და მრავალმხივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ
ვალდებულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
5
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
პარლამენტის წევრები გრიგოლ ლილუაშვილი და კობა ლურსმანაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
პარლამენტის წევრები გრიგოლ ლილუაშვილი და კობა ლურსმანაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
6
საქართველოს ორგანულ კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს იმ
მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება:
მუხლი 34. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან
გადაყენება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების
საკითხი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვას
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ
გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ
მიიღო გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან
გადაყენების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან
გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება მომდევნო 3 თვის განმავლობაში
დაუშვებელია.
მუხლი 36. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის
საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს
მუნიციპალიტეტის საკრებულო. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს
ერთი მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა 100000-ს
აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი
მოადგილე.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით.
მოადგილის
ფუნქციები
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მუნიციპალიტეტის
საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობას მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გადაყენებისას.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს
თავმჯდომარის
მოადგილე.
მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან მუნიციპალიტეტის
7
საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის
არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას
მხარს დაუჭერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
მუხლი
საფუძვლები
56.
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების
შეჩერებისა
და
შეწყვეტის
1. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველია:
ა) სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება;
ბ) სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული
პატიმრობის შეფარდება;
გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, თუ გასული არ
არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზემდგომი ინსტანციის
სასამართლოში გასაჩივრების ვადა;
დ) შვებულება;
ე) დროებითი შრომისუუნარობა;
ვ) საპრეზიდენტო ან წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში კანდიდატად
წარდგენა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) უფლებამოსილების შეჩერების სხვა შემთხვევები (კანონის შესაბამისად ან მის
საფუძველზე).
2. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვა;
ბ) უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნა;
გ) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადის გასვლა;
დ) გარდაცვალება;
ე) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად
გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ
არ არის განსაზღვრული;
8
ვ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ზ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი
თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება;
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება;
ი) ამ კანონის XVIII თავით გათვალისწინებული შემთხვევები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება
შესაბამისად პატიმრობის ან ადმინისტრაციული პატიმრობის მოქმედების ვადით, ზემდგომი
ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადით, შვებულების ვადითა და დროებითი
შრომისუუნარობის ვადით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში −
საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატად რეგისტრაციიდან შესაბამისი არჩევნების შედეგების
შეჯამებამდე ვადით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფაქტების შესახებ
ინფორმაციას, გარდა მე-2 პუნქტის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა, მუნიციპალიტეტის საკრებულო ცნობად იღებს და აფორმებს საკრებულოს
სხდომის საოქმო ჩანაწერით. გამგებელს/მერს უფლებამოსილება უჩერდება/უწყდება
შესაბამისი ფაქტის დადგომის მომდევნო დღიდან. გამგებელი/მერი პირადი განცხადებით
უფლებამოსილებას იხსნის საკრებულოს წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამგებელს/მერს
უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან.
თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ამ
კანონის 43-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
5. გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის შემთხვევებში მის
მოვალეობას ასრულებს გამგებლის/მერის პირველი მოადგილე.
6. მარეაბილიტირებელი საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის,
აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების ან სასამართლოს მიერ
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში:
ა) გამგებელს/მერს აღუდგება გამგებლის/მერის უფლებამოსილება, თუ გასული არ
არის მისი უფლებამოსილების ვადა, და მიეცემა განაცდური ხელფასი საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) გამგებელს/მერს, თუ გასულია მისი უფლებამოსილების ვადა, დაკავების ან
დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება გამგებლად/მერად მუშაობის საერთო ვადაში და მიეცემა
შესაბამისი განაცდური ხელფასი.
7.
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
შესახებ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი შეიძლება
9
გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში შესაბამის რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში, რომელიც საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში შეიძლება
გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილებას იღებს 2 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
8. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საქართველოს ორგანული კანონით
„საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი“
დადგენილი
წესით,
გამგებლის/მერის
უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუადრეს 9 და არაუგვიანეს 11 დღისა. გამგებლის/მერის
რიგგარეშე არჩევნები იმართება გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან
არაუგვიანეს 50 დღისა.
9. გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
ახლარჩეული გამგებლის/მერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება საკრებულოს
უფლებამოსილების ვადით.
10. თუ გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტისას ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები,
გამგებლის/მერის რიგგარეშე არჩევნები არ იმართება.
მუხლი 71. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
1. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და
მოადგილეები.
2. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე ან თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარის დავალებით − ერთ-ერთი მოადგილე.