„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ"

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
05.04.2017
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#6962/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ორგანულ კანონში „საარჩევნო კოდექსი" ცვლილებების შეტანის შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 48

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს კანონში ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს კანონში ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო სტიპენდიის შესახებ” (სსმ, 56, 28/12/2005, სარეგისტრაციო კოდი: 440.050.000.05.001.002.128) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1” ქვეპუნქტი: „ა1) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს;”; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი1” ქვეპუნქტი: ,,ი1) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეებს;”. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: ,,მუხლი 131. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა კომპენსაციის გაანგარიშება 1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კომპენსაცია ენიშნება პირს 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში, თუ იგი არანაკლებ 6 თვისა იყო საქართველოს უფლებამოსილება ვადამდე ცენტრალური არ საარჩევნო შეწყვეტილა კომისიის „საქართველოს წევრი საარჩევნო და მისი კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”-,,ვ” ან/და ,,ი” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე, რომელსაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, თუ ამ თანამდებობაზე იგი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, აირჩია, დანიშნა ან დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა ან/და დაინიშნა საქართველოს პარლამენტის თანხმობით ან დაინიშნა საჯარო სამსახურში შეუთავსებელ თანამდებობაზე. ეს შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრზე, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პირადი განცხადების საფუძველზე. აღნიშნულ პირებს კომპენსაციები ენიშნებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ხელფასის მესამედი.”. 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 მუხლი: ,,მუხლი 141. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა სახელმწიფო კომპენსაციის გაანგარიშება 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეს კომპენსაცია ენიშნება 65 წლის ასაკის მიღწევისას, ან თუ აქვს არანაკლებ 25 წლის შრომის საერთო სტაჟი, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში მუშაობის არანაკლებ 8 წლის სტაჟი. 2. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის კომპენსაციის ოდენობაა იმავე თანამდებობაზე მყოფი მოხელის მიმდინარე საშუალო ხელფასის მესამედი.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი ,,საქართველოს კანონში ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ”ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონში არ არის გათვალისწინებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა კომპენსაცია და მისი გაანგარიშების წესი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: დარეგულირდეს და განისაზღვროს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: განისაზღვრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის მოხელეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს აუცილებელ ხარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შეცვლას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. 1 ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ არღვევს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვ) კანონპროექტის ინიციატორი: 2
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ იმ მუხლის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილებები მუხლი 5. კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები 1. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. 2. ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრებს; ბ) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს; დ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებს; დ1 ) გენერალურ აუდიტორსა და მის მოადგილეს ; ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს; ვ) პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს; ზ) საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა ოჯახის წევრებს; თ) უმაღლესი დიპლომატიური რანგის მქონე პირებს; ი) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეებს; კ) მეცნიერებს; ლ) სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეებს; მ) „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო ოპერაციების ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილ ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს; ნ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდაცვალების შემთხვევაში მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ აგრეთვე გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. 3