„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.04.2017
ავტორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი
ნომერი
#07-3/47/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 92 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე–20 მუხლის მე‐5 პუნქტი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მე‐20 მუხლის მე‐4 პუნქტი ადგენს, რომ აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით. თუმცა ამავე მუხლის მე‐5 პუნქტის მიხედვით „აკადემიურ საბჭოში არჩეული ფაკულტეტების წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის (ანუ 4 წლის) დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის (ანუ 2 წლის) გასვლის შემდეგ. სწორედ აღნიშნულმა მე‐5 პუნქტმა და აკადემიური საბჭოს წევრთა რაოდენობის პერიოდულმა გაზრდამ შექმნა ძირითადი პრობლემები, რომელიც დღესაც მოუგვარებელი რჩება. დღეს არსებული ვითარებით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში არიან ორ სხვადასხვა დროს არჩეული წევრები: 2016 წლის 16 მაისს არჩეულ აკადემიური საბჭოს 9 წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2018 წლის ოქტომბერში (აკადემიური საბჭოს მიერ განხორციელებული წილისყრის შედეგად, ხოლო 5 წევრს უკვე შეუწყდა 2016 წლის ოქტომბერში), 2016 წლის 8 ივლისს არჩეულ 7 წევრს ‐ ასევე 2018 წლის ოქტომბერში (აკადემიური საბჭოს არჩევნების გამოცხადების შესახებ თსუ რექტორის ბრძანებაში არსებული ჩანაწერის საფუძველზე, რომლის მიხედვით საბჭოს 2 წევრის ვადა 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო, ხოლო 5 წევრის ‐ 2018 წლის ოქტომბერში. ვინაიდან აკადემიურმა საბჭომ არ ჩაატარა წილისყრა, ფაქტიურად უკვე შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი 2 წევრის უფლებამოსილება შეწყდა 2016 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, აღნიშნული შვიდივე წევრიდან ყველას უფლებამოსილების ვადა 2018 წლის ოქტომბრამდე გრძელდება). მართალია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონი აკადემიური საბჭოს წევრთა ვადად 4 წელს ადგენს, მაგრამ ამავე კანონითვე დადგენილი აკადემიური საბჭოს განახლების პრინციპის დაცვის მიზნით განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები „აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს #96/2014 დადგენილებაში (მუხლი 16) და აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ რექტორის 2016 წლის 29 ივნისის ბრძანებაში (პუნქტი 2). სწორედ კანონში არსებული ორი განსხვავებული ნორმის გამო აკადემიური საბჭოს წევრთა მოქმედი შემადგენლობა არჩეულია სხვადასხვა დროს დაახლოებით 2 წლის ვადით, ხოლო უფრო ნაკლები ვადით არჩეულ წევრებს უფლებამოსილება უკვე შეუწყდათ. აუცილებელია ეს საკითხი მომავალში მოწესრიგდეს და დაცული იყოს კანონის ნორმა, რომელიც წევრთა 4 წლით არჩევას ითვალისწინებს. მიგვაჩნია, რომ უნდა გაუქმდეთ მე‐20 მუხლის მე‐5 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს წევრთა განახლების მექანიზმი, ვინაიდან: ა) მისმა არსებობამ წარმოშვა პრობლემები, ვინაიდან ეს ნორმა ძირითად ტექსტშია და შესაბამისად იგულისხმება, რომ ვრცელდება აკადემიური საბჭოს ყოველი არჩევის დროს 1/3‐ ის ორი წლით განახლებას, რითაც განახლების ინსტიტუტი არსს კარგავს; ბ) ამ ნორმის მიღების შემდეგ განხორციელდა აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამატებითი წევრების შეყვანა, რის შედეგადაც შეუძლებელი ხდება ერთდროულად ორივე პრინციპის ‐ წევრთა 4 წლით არჩევის და პერიოდული განახლების მექანიზმის დაცვა იმგვარად, რომ გონივრული და თანაზომიერი ვადით იყოს არჩეული საბჭოს ყველა წევრი; გ) მომავალში აკადემიურ საბჭოში ასარჩევია 5 წევრი, თუმცა გაურკვეველია რა ვადით უნდა მოხდეს მათი არჩევა? თუ ყველა წევრს 4 წლით ავირჩევთ, დაირღვევა 1/3‐ს განახლების პრინციპი, ვინაიდან არა 7 წევრის, არამედ 5 წევრის უფლებამოსილების ვადა იქნება განსხვავებული; დ) ანალოგიური პრობლემა გააჩნია თითქმის ყველა უნივერსიტეტს და შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი მოქმედი კანონიდან მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ამოღებაა. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი კანონპროექტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გამართული ფუნქციონირება და განახლების მექანიზმის გაუქმება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის არსი მდგომარებს ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან იმ რეგულაციის ამოღებაში, რომლის შესაბამისადაც აკადემიურ საბჭოში არჩეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ფინანსურ ვალდებულებებთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: ან სხვა სახის კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის და მოსაკრებლის დაწესებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის ხელშეკრულებებთან: მიმართება კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს. ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ და მრავალმხრი დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: არ არის. ე) კანონპროექტის ავტორი: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია, რომლშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 20. აკადემიური საბჭოს არჩევა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო , რომლის წევრებიც აირჩევიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების აკადემიური პერსონალის ყველა წევრის , დამოუკიდებელი სამეცნიერო ‐ კვლევითი ერთეულების სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი , თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე , ფარული კენჭისყრით . 2. აკადემიურ საბჭოში თითოეულ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს ჰყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი. მათი რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 21. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ყოველ დამოუკიდებელ სამეცნიერო ‐ კვლევით ერთეულს (გარდა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო ‐ კვლევითი ერთეულისა ) უნდა ჰყავდეს ერთი წარმომადგენელი მაინც . 3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას, რაც მიეთითება წესდებაში. 5. აკადემიურ საბჭოში არჩეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების შემადგენლობა ექვემდებარება ერთი მესამედით განახლებას ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ. 6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.