„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-19
ბიუროს ნომერი 49
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
საკანონმდებლო
1.
საქართველოს
მაცნე
პარლამენტის
(www.matsne.gov.ge),
რეგლამენტში
03.07.2012,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016009) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 150-ე მუხლის მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. საკანონმდებლო წინადადება
მოსამზადებელი
კანონპროექტის
წარდგენილი უნდა იქნეს კანონპროექტის ანდა
ძირითადი
პრინციპების
ან
კონკრეტული
წინადადებების სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების
ავტორისეულ დასაბუთებას ცვლილების მიზეზისა და არსის მითითებით, ავტორის
ხელმოწერას, მისამართს და საკონტაქტო ტელეფონის ნომერს.
4. საკანონმდებლო წინადადება წარედგინება პარლამენტის ბიუროს უახლოეს
სხდომას. პარლამენტის ბიურო
საკანონმდებლო წინადადებას გადასცემს წამყვან
(საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე, სხვა კომიტეტს) კომიტეტს, რომელიც მას
განიხილავს მისთვის გადაცემიდან 30 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო
წინადადების განხილვის ვადა შეიძლება წამყვანი კომიტეტის მოთხოვნით გააგრძელოს
პარლამენტის ბიურომ არა უმეტეს 30 დღით. თუ საკანონმდებლო წინადადება გადაეცა
სხვა კომიტეტს, იგი დასკვნას საკანონმდებლო წინადადების თაობაზე წამყვან კომიტეტს
წარუდგენს გადაცემიდან არა უადრეს 5 და უგვიანეს 20 დღისა.
5. საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის სხდომაზე შეიძლება განხილულ იქნას
თუ იგი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს. თუ
საკანონმდებლო წინადადება ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით
დადგენილ მოთხოვნებს, იგი 5 დღის ვადაში წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის (ხოლო
მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილის) წერილით უბრუნდება
საკანონმდებლო წინადადების ავტორს და ეძლევა მას ვადა, არაუმეტეს 10 დღისა,
ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოსწორდა
საკანონმდებლო წინადადება ითვლება უარყოფილად. ამ პუნქტის შესაბამისად ხარვეზის
გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადა არ იანგარიშება ამ მუხლის მე-4 პუნქტით
გათვალისწინებული ვადების ათვლისას. საკანომდებლო წინადადებაში ხარვეზის
არსებობისა და მისი გამოსწორების შესახებ ინფორმაციას წამყვანი კომიტეტის
თავმჯდომარე (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფლებამოსილი მოადგილე)
აცნობებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის კომიტეტს, ასეთის
არსებობის შემთხვევაში.
2. 150-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51- მე-53 პუნქტები:
51.
კომიტეტი
უფლებამოსილია
კომიტეტის
სხდომაზე
საკანონმდებლო
წინადადების განხილვისას მოიწვიოს საკანონმდებლო წინადადების ავტორი. კომიტეტის
სხდომაზე
საკანონმდებლო
წინადადებას
განსახილველად
წარადგენს
სხდომის
თავმჯდომარე.
52. საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული
გადაწყვეტილებით შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად. კომიტეტი
საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას აცნობებს პარლამენტის
ბიუროს უახლოეს სხდომას.
53. საკანონმდებლო წინადადების განხილვისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით
განსაზღვრული ვადის ათვლისას არ იანგარიშება რეგლამენტის 126-ე მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული და მორიგ სესიებს შორის პერიოდი.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე
განმარტებითი ბარათი
პროექტი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზია საკანონმდებლო წინადადების საქართველოს
პარლამენტში წარდგენისა და განხილვის დროს პრაქტიკაში წარმოქმნილი საკითხების
დარეგულირება.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მიზანი:
რეგლამენტის პროექტის მიზანია საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცედურების
დაზუსტება, აგრეთვე გარკვეული ახლებური რეგულაციების განსაზღვრა საკანონმდებლო
წინადადების წარდგენის უფლების განხორციელებისა და განხილვის პროცედურების
დახვეწის მიზნით.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150ე მუხლში, რომლის მე-3 პუნქტში ხდება დაზუსტება იმ მონაცემებისა, თუ რას უნდა
შეიცავდეს საკანონმდებლო წინადადება. კერძოდ, ხდება დაკონკრეტება, რომ
საკანონმდებლო
წინადადების
ავტორისეული
დასაბუთება
უნდა
შეიცავდეს
განსახორციელებელი ცვლილების მიზეზს
და არსს. გარდა ამისა, განისაზღვრება
საკანონმდებლო წინადადების წარდგენის წესი, კერძოდ, მისი წარდგენა მოხდება
პარლამენტის ბიუროს სახელზე და ამასთან იცვლება საკანონმდებლო წინადადების
განხილვისა და განხილვის ვადის გაგრძელების საკითხები. აგრეთვე ზუსტდება
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის ათვლის წესი. გარდა ამისა, მე-5 პუნქტით
დგინდება პროცედურა იმ შემთხვევისათვის, როდესაც საკანონმდებლო წინადადება არ
აკმაყოფილებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-2 და მე-3
პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ არის დაკავშირებული იმ პირების ფინანსურ
ვალდებულებებთან, რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახადის შემოღებას.
გ)
რეგლამენტის
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო
ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
რეგლამენტის პროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი და
გურამ მაჭარაშვილი.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
რეგლამენტის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრები გიორგი
კახიანი და გურამ მაჭარაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი პროექტით შედის ცვლილება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
მუხლი 150
1. საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების
არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით
გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების
შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
2. საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს
მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა),
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით
საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და
სხვა იურიდიულ პირებს.
3. საკანონმდებლო წინადადება შეიძლება წარდგენილ იქნეს კანონპროექტის ანდა
მოსამზადებელი კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების
სახით. საკანონმდებლო წინადადება უნდა შეიცავდეს მისი საჭიროების ავტორისეულ
დასაბუთებას, ავტორის ხელმოწერას და მისამართს.
4. საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტის ბიურო ან პარლამენტის
თავმჯდომარე 5 დღის ვადაში გადასცემს კომიტეტებს წამყვანი კომიტეტის მითითებით,
რომელიც მას განიხილავს 20 დღეში. თუ ეს ვერ მოხერხდა, საკანონმდებლო წინადადების
განხილვის ვადა მის ავტორთან შეთანხმებით შეიძლება გააგრძელოს პარლამენტის
თავმჯდომარემ არა უმეტეს 10 დღით. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადებას
განიხილავს ამ რეგლამენტის 152-ე და 153-ე მუხლების შესაბამისად. საკომიტეტო
განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით
შეიძლება ცნობილ იქნეს მიღებულად ან უარყოფილად.
5. კომიტეტი საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილებას
აცნობებს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.
6. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია მოსამზადებელი კანონპროექტის
ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით და წამყვანმა კომიტეტმა
მისაღებად ცნო იგი, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, განსაზღვრულ
ვადაში შეიმუშავებს კანონპროექტს და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადასცემს
ბიუროს.
7. თუ საკანონმდებლო წინადადება წარდგენილია კანონპროექტის სახით და
წამყვანმა კომიტეტმა მისაღებად ცნო იგი, კანონპროექტი ამ რეგლამენტით დადგენილი
წესით და განსაზღვრულ ვადაში გადაეცემა პარლამენტის ბიუროს.
8. საკანონმდებლო წინადადების ავტორს უფლება აქვს, გამოითხოვოს იგი
საკომიტეტო განხილვამდე.
9. საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო
ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტად ითვლება წამყვანი კომიტეტი.