„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში"
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-04-19
ბიუროს ნომერი 49 (11:30)
📜 ტექსტი
ანგარიში
2016 წლის ანგარიში
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ
საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების
აღსრულების შესახებ
სარჩევი:
შესავალი ........................................................................................................................... 3
-
ინდივიდუალური ღონისძიებები..................................................................... 4
-
ზოგადი ღონისძიებები ....................................................................................... 7
ა) „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ .................................................. 7
ბ) „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“................................................................ 8
დასკვნა............................................................................................................................ 20
2
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო ორგანოების
გადაწყვეტილებები
შესავალი
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის
2282
მუხლის
მესამე
პუნქტის
საფუძველზე, წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის (შემდგომშო გაერო) კომიტეტების მიერ საქართველოს წინააღმდეგ
ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების
აღსრულების შესახებ ინფორმაცია.
კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სააღსრულებო წარმოება
განხორციელდა/მიმდინარეობს
გაეროს
სახელშეკრულებო
ორგანოების
მიერ
განხილულ ორ საქმეზე: 1. „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია
№975/2001, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 2005 წლის 21 ივლისის
გადაწყვეტილება); 2. „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“ (კომუნიკაცია №24/2009,
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 2015 წლის 13
ივლისის გადაწყვეტილება).
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 2005 წლის 21 ივლისს გამოიტანა
გადაწყვეტილება საქმეზე - „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც
დაადგინა, რომ სახელმწიფომ დაარღვია მომჩივნის უფლება, გაესაჩივრებინა მისი
მსჯავრდება და სასჯელი და, ამ თვალსაზრისით, დადგინდა „სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-14 მუხლის მე-5
პუნქტის დარღვევა, რომელიც იცავს პირის მიერ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის
ზემდგომ სასამართლოში გადასინჯვის უფლებას.
რაც შეეხება მეორე საქმეს, 2015 წლის 13 ივლისს გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა მიიღო
გადაწყვეტილება საქმეზე - „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“. როგორც მომჩივანი
“X” აცხადებდა, იგი 1996 წლიდან განიცდიდა ფიზიკურ ძალადობას მისი ქმრის
3
მხრიდან.
მან
პოლიციაში
რამდენიმე
საჩივარი
შეიტანა
ქმრის
მიერ
განხორციელებული შეურაცხყოფის გამო, თუმცა უშედეგოდ. 2001 წლის 23
დეკემბერს, მორიგი კონფლიქტის შემდეგ, როდესაც ქმარმა მას ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა, მან მიმართა სამართალდამცავ უწყებებს, თუმცა ისანისამგორის რაიონულმა პროკურატურამ უარი განაცხადა ინციდენტის თაობაზე
სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყებაზე.
ამის შემდგომ, მომჩივანი კვლავ მიმართავდა სამართალდამცავ უწყებებს სხვა
ინციდენტების თაობაზე, თუმცა კონკრეტული შედეგები მის მიმართვას არ
მოჰყოლია. ბოლოს კი, გამოძიების აღძვრაზე უარი, მან გაასაჩივრა თბილისის
სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც 2006 წლის 7 თებერვალს არ დააკმაყოფილა
მისი მოთხოვნა დაუსაბუთებლობის გამო და რაც შემდგომ გასაჩივრებას არ
ექვემდებარებოდა.
ამის
შემდეგ,
მომჩივნებმა
მიმართეს
გაეროს
ადამიანის
უფლებათა დაცვის კომიტეტს.
კომიტეტის გადაწყვეტილების თანახმად სახელმწიფომ დაარღვია ქალთა მიმართ
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მე-2(ბ)-(ვ)
მუხლი, პირველ და მე-5(ა) მუხლებთან ერთობლიობაში, ასევე, კომიტეტის მე-19
ზოგადი რეკომენდაცია, რომელიც კრძალავს ქალთა მიმართ დისკრიმინაციას.
კომიტეტმა მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ოჯახური ძალადობის
ფაქტების შესახებ მომჩივნების პრეტენზიების თაობაზე ადეკვატური ზომების
გატარება და მათი სრულყოფილი გამოძიება.
-
ინდივიდუალური ღონისძიებები
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ საქმეებში, გაეროს კომიტეტებმა მოპასუხე
სახელმწიფოს
მიუთითეს
მომჩივანთათვის
კომპენსაციის
მინიჭების
ვალდებულების თაობაზე, თუმცა, 2016 წლამდე ეროვნულ კანონმდებლობაში არ
არსებობდა
გაეროს
კომიტეტების
გადაწყვეტილებათა
აღსრულების
სამართლებრივი მექანიზმი.
4
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციების საფუძველზე შექმნილი
კომიტეტების მიერ გამოტანილი განჩინებების აღსასრულებლად საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი
(საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო საპროცესო და
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში), რომელიც დამტკიცდა საქართველოს
პარლამენტის მიერ და ამოქმედდა 2016 წლის 13 მაისს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლსა და სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების თანახმად,
თუ არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა
კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის
აღმოფხვრის კომიტეტის განჩინება, რომლითაც დადგენილი იქნა კომიტეტის
დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი
გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება, პირს შეუძლია მიმართოს ეროვნულ
სასამართლოებს ახლად გამოვლენილ/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
განაჩენის/გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით, შესაბამისი კომიტეტის
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში სისხლის სამართლის საქმეების
შემთხვევაში, ხოლო 6 თვის განმავლობაში სამოქალაქო საქმეებზე.
აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა ახალი
VII14 თავი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალწარმოებას
გაეროს
ადამიანის
უფლებათა
დაცვის
სახელშეკრულებო
გადაწყვეტილებების
საფუძველზე
კომპენსაციის
გაცემასთან
ორგანოების
დაკავშირებით.
კოდექსის 2157-ე მუხლის თანახმად, ქონებრივი ან/და არაქონებრივი ზიანის
ანაზღაურების მიზნით ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით
სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა
წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის
უფლებათა
კომიტეტის,
წამების
წინააღმდეგ
კომიტეტის
ან
რასობრივი
5
დისკრიმინაციის
აღმოფხვრის
კომიტეტის
გადაწყვეტილება,
რომლითაც
დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან
დაკავშირებით. პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ფულადი კომპენსაციის
მიღების შესახებ
სარჩელს წარუდგენს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს
კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან ექვსი თვის ვადაში. ფულადი
კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად
მიიჩნევს პირის მიმართ კონვენციის დარღვევის ფაქტს, რომელიც დასტურდება
კომიტეტის გადაწყვეტილებით. ასევე, კოდექსის 2160-ე მუხლის მე-2 ნაწილის
თანახმად ფულადი კომპენსაციის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას რაიონული
(საქალაქო) სასამართლო იღებს პირის მიმართ კონვენციით განსაზღვრული
ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმისა და სხვა ობიექტური ფაქტორების
გათვალისწინებით.
აღსანიშნავია,
რომ
ახალი
რეგულაციები
კომპენსაციის
მოთხოვნასთან
დაკავშირებით გავრცელდა იმ პირებზეც, რომელთა მიმართაც უკვე არსებობდა
გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილება,
მათთვის სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გაცემის თაობაზე. კერძოდ, 353-ე
მუხლის
თანახმად,
პირი,
რომლის
მიმართაც
ამ
კოდექსის
VII14
თავის
ამოქმედებამდე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ან ქალთა წინააღმდეგ
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება
უფლებამოსილი
სახელმწიფოს
იყო
მიერ
კომიტეტის
კომპენსაციის
გადაწყვეტილების
გაცემის
თაობაზე,
საფუძველზე
ფულადი
კომპენსაციის გაცემის მოთხოვნით მიემართა ეროვნული სასამართლოსთვის, VII14
თავის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში.
შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებებით მინიჭებული უფლება კომპენსაციის
მიღების თაობაზე, გავრცელდა ბატონ შოთა რატიანზე და მომჩივნებზე, საქმეში - „X
და Y საქართველოს წინააღმდეგ“.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, ბატონმა შოთა
რატიანმა 2016 წლის 2 აგვისტოს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს
6
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას კომპენსაციის მინიჭების მოთხოვნით.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის
გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და
მოპასუხე
-
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს,
მორალური
ზიანის
ანაზღაურების სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10000 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება ჯერ კანონიერ ძალაში შესული არ არის.
აგრეთვე, საჩივრის ავტორებმა, საქმეზე „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“, 2016
წლის 12 აგვისტოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელებული
ცვლილებების
საფუძველზე,
კომპენსაციის
მიღების
მოთხოვნით
მიმართეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. ამ
ეტაპზე, მათი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს სასამართლოში.
რაც
შეეხება
სარჩელში
სხვა
ინდივიდუალურ
უთითებენ,
მათ
მიიღეს
ღონისძიებებს,
როგორც
მოსარჩელეები
ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისგან
შესაბამისი დახმარება, გაეროს კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
საფუძველზე.
-
ზოგადი ღონისძიებები
ა) „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“
აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც კომიტეტმა
განსახილველ საქმეში დარღვევა დაადგინა, ადგილი ჰქონდა 1995-1999 წლებში.
კერძოდ, 1995 წლის 30 აგვისტოს პრეზიდენტ შევარდნაძეზე განხორციელებული
ტერორისტული აქტის მცდელობის მეორე დღეს, მომჩივანი დააპატიმრეს 10 სხვა
პირთან ერთად, მთავრობის გადატრიალების მცდელობის (სამშობლოს ღალატი),
ტერორიზმის მცდელობისა და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ორგანიზაციაში
მონაწილეობის გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს (რომელიც აღნიშნულ
საქმეს იხილავდა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო) 1997 წლის 21
7
აპრილის განაჩენით, შოთა რატიანი ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის
კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 17, 67-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 73-ე
მუხლის
მე-2
ნაწილით
და
სასჯელის
სახედ
და
ზომად
განესაზღვრა
თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, ქონების კონფისკაციით, სასჯელის მკაცრი
რეჟიმის კოლონიაში მოხდით. აღნიშნული განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობა
მომჩივანს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით არ ჰქონდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 2005 წლის 21 ივლისს აღნიშნულ
საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, საქართველოს სახელმწიფომ
გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების
აღმოფხვრისა
და
მომავალში
მსგავსი
დარღვევების
პრევენციის
მიზნით.
შესაბამისად, ეროვნული სამართლებრივი სისტემა გასაჩივრების მექანიზმის
თვალსაზრისით,
შესაბამისობაში
იქნა
მოყვანილი
კომიტეტის
გადაწყვეტილებასთან.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსი არ ითვალისწინებს ზემდგომი ინსტანციის მიერ პირველი ინსტანციით
სისხლის
სამართლის
კანონმდებლობით
საქმის
განხილვის
გარანტირებულია
შესაძლებლობას
სასამართლოს
და
განაჩენისა
საპროცესო
და
სხვა
გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა, რაც
მომავალში მსგავსი დარღვევის განმეორების შესაძლებლობას გამორიცხავს.
ბ) „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“
როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველი საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რის
გამოც კომიტეტმა დაადგინა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის
აღმოფხვრის შესახებ კონვენციის დარღვევა ადგილი ჰქონდა 2001-2006 წლებში.
კერძოდ, საქართველოს მოქალაქეები, დედა და მისი გოგონა, რომლებიც დასკვნაში
მოხსენიებულნი არიან როგორც X და Y, მუდმივად ხდებოდნენ X-ის მეუღლის
მხრიდან, როგორც ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
8
მომჩივნებმა არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს, თუმცა, მათ
მიმართვებს ეფექტიანი რეაგირება არ მოჰყოლია.
2015
წლის
13
ივლისის
გადაწყვეტილების
აღსრულების
მიზნით,
ზოგად
ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტმა მთავრობას მიუთითა შემდეგი სახის რეკომენდაციები:
(i)
ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთათვის
და
მათი
შვილებისთვის
უზრუნველყოფილი იყოს დროული და ადეკვატური დახმარების მიწოდება, მათ
შორის, თავშესაფარი და ფსიქოლოგიური დახმარება;
(ii) გაძლიერდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ქალთა წინააღმდეგ
ძალადობასთან, უფრო კონკრეტულად, ოჯახში ძალადობასთან მიმართებით
გატარებულ იქნეს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა;
(iii) განხორციელდეს ევროპის საბჭოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება;
(iv)
მოსამართლეთათვის,
ადვოკატებისა
და
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლებისათვის, მათ შორის, პროკურორებისათვის, უზრუნველყოფილ
იქნას სავალდებულო ტრენინგის ჩატარება ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ
კანონის გამოყენების თაობაზე; აგრეთვე, ჩატარდეს ტრენინგი ოჯახში ძალადობის
განსაზღვრებასა და გენდერულ სტერეოტიპებზე, ისევე, როგორც კონვენციის,
დამატებითი ოქმებისა და კომიტეტის ზოგადი რეკომენდაციების, კერძოდ, მე-19
ზოგადი რეკომენდაციის შესახებ.
კონვენციის დამატებითი ოქმის მე-7(4) მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 31 მარტს
კომიტეტში მთავრობამ წარადგინა აღსრულების ანგარიში საქმეზე - „X და Y
საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც მიმოხილულია ის ინდივიდუალური და
ზოგადი ღონისძიებები, რაც მთავრობამ გაატარა კომიტეტის ზემომითითებული
რეკომენდაციების შესრულების მიზნით.
საქართველოს მთავრობის აღსრულების ანგარიშზე საჩივრის ავტორებმა 2016 წლის
2 სექტემბერს წარადგინეს შეპასუხება, რაზედაც 2017 წლის 10 თებერვალს
9
გაიგზავნა მთავრობის დამატებითი კომენტარები, რომელშიც ასახულია პირველი
ანგარიშის წარდგენის შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით.
მთავრობის მიერ კომიტეტში გაგზავნილი აღსრულების ანგარიშები, მათ შორის,
მოიცავდა ქვემოთ მითითებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას:
1.
სამოქმედო გეგმები
ქალთა
მიმართ
ძალადობის
და
ოჯახში
ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლა
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, მთავრობის მიერ
შემუშავდა არაერთი სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ქალთა მიმართ
დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
აგრეთვე,
სპეციალური
ორგანოების/პოსტების
შემოღებამ,
სხვებს
შორის,
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნამ, ადამიანის უფლებების დაცვისა და
გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწის პოსტის
შემოღებამ, გაზარდა გენდერული მეინსტრიმინგი. ამასთან, 2014 წლის ნოემბერში
მთავრობის
ადმინისტრაციაში
შეიქმნა
ოჯახში
ძალადობის
აღკვეთის
ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭო.
2014 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დადგენილებით დაამტკიცა
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014–2020
წლებისთვის), რომელიც შემუშავდა, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს აქტიური მონაწილეობით.
სტრატეგია მიზნად ისახავს ძლიერი, ეფექტიანი და სტაბილური სახელმწიფო
ინსტიტუტების მშენებლობას და ამკვიდრებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ
მიდგომას, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების გათვალისწინებას სახელმწიფო
პოლიტიკის
ნებისმიერი
მიმართულების
დაგეგმვის,
განხორციელებისა
და
შეფასების ეტაპზე. სტრატეგია ფარავს 2014-2020 წლების პერიოდს და ის
შესასრულებლად სავალდებულო იქნება არა მხოლოდ მოქმედი, არამედ შემდეგი
10
მთავრობისთვისაც,
რაც
ადამიანის
უფლებების
დაცვის
სტაბილურობას
უზრუნველყოფს. სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანია გენდერული თანასწორობის
უზრუნველყოფა, ქალთა უფლებების დაცვა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლა და მისი შედეგების აღმოფხვრა.
სტრატეგიით დასახული მიზნების შესრულებისთვის საქართველოს მთავრობამ
2014 წლის 9 ივლისის №445 დადგენილებით დაამტკიცა საქართველოს ადამიანის
უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2014–2015 წლებისთვის),
რომელსაც მოჰყვა გეგმის შესრულების ანგარიში. ასევე, 2016 წლის 21 ივლისის
№338 დადგენილებით მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებების დაცვის
სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2016-2017 წლებისთვის). აღსანიშნავია, რომ
სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულია გენდერული თანასწორობა, ქალთა
გაძლიერება და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა.
როგორც ზემოთ აღინიშნა 2016 წლის 21 ივლისს დამტკიცდა საქართველოს
ადამიანის
უფლებების
დაცვის
სამთავრობო
სამოქმედო
გეგმა
(2016-2017
წლებისთვის). აგრეთვე, დამტკიცდა ეროვნული სამოქმედო გეგმა „საქართველოს
2016-2017
წლების
მშვიდობასა
გაეროს
და
უშიშროების
უსაფრთხოებაზე“
საბჭოს
რეზოლუციების
განხორციელებისათვის.
„ქალებზე,
საკითხის
პრიორიტეტულობისა და აქტუალურობის გათვალისწინებით, მთავრობის №341
დადგენილებით დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ
ბრძოლისა
და
მსხვერპლთა
(დაზარალებულთა)
დასაცავად
გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა.
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017
წლების
სამოქმედო
სამინისტროების,
გეგმის“
გეგმის
შემუშავება
მიმდინარეობდა
დარგობრივი
განხორციელებაზე
პასუხისმგებელი
სახელმწიფო
უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობით.
ფართო კონსულტაციების პროცესის შედეგად შემუშავებული სამოქმედო გეგმა
სცდება ოჯახში ძალადობის საკითხებს და აგრეთვე ფარავს ქალთა მიმართ
11
ძალადობის ისეთ სხვა ფორმებს, როგორიცაა სექსუალური ძალადობა და ადრეული
ქორწინება.
„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და
მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017
წლების
სამოქმედო
გეგმის“
ეფექტიანი
შესრულების
უზრუნველსაყოფად
განისაზღვრა ცალსახა ინდიკატორები, საბაზისო და სამიზნე ნიშნულები როგორც
მიზნების, ისე ამოცანების დონეზე, ასევე გამოიყო ღონისძიების შესრულებაზე
პასუხისმგებელი წამყვანი და დამხმარე უწყებები.
სამოქმედო
გეგმის
განხორციელების
ციკლი
თანხვედრაშია
საქართველოს
ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2016-2017წწ.)
შესრულების ვადასთან, ეხმიანება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს
„ქალებზე,
მშვიდობასა
და
უსაფრთხოებაზე“
განხორციელებისთვის
და
ერთიანობაში ქმნის ერთიან ძლიერ ინსტრუმენტს გენდერული თანასწორობისა და
ქალთა
გაძლიერების
თვალსაზრისით,
საქართველოს
ვალდებულებების
შესრულებისა და მდგრადი შედეგების მიღწევისათვის.
2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით მეტი აქცენტი კეთდება სათანადო
სახელმწიფო უწყებების მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის
შეცვლაზე
ორიენტირებული
შესაბამისი
პროგრამების
შემუშავებასა
და
განხორციელებაზე. ასევე, ძალადობის მსხვერპლთათვის (დაზარალებულთათვის)
განკუთვნილი მომსახურებების გაუმჯობესებაზე.
2.
საკანონმდებლო ცვლილებები
როგორც ზემოთ აღინიშნა, გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტის მიერ გადაწყვეტილებაში დადგენილი დარღვევები ეხება 2001-2006
წლებს. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის შემდგომ ოჯახში ძალადობასთან
ბრძოლისა და გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით, სახელმწიფომ გადადგა
მნიშვნელოვანი ნაბიჯები. კერძოდ, მიღებულ იქნა შემდეგი კანონები: ოჯახში
12
ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების
შესახებ (2006), გენდერული თანასწორობის შესახებ (2010) და დისკრიმინაციის
ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (2014).
ამასთანავე,
აღსანიშნავია
განხორციელებული
სისხლის
ცვლილებები.
სამართლის
2012
წლის
25
კანონმდებლობაში
ივნისს
ამოქმედებული
ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა 111 (პასუხისმგებლობა
ოჯახური დანაშაულისათვის) და 1261-ე (ოჯახში ძალადობა) მუხლები, რომლითაც
მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. ხოლო, 2014 წლის ოქტომბერში
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კოდექსს
დაემატა 1501 მუხლი (ქორწინების იძულება).
ასევე, 2015 წლის 18 თებერვალს 1261 მუხლში შევიდა ცვლილება, რომლის
თანახმად, დამძიმდა
პირველი და
მეორე
ნაწილებით
გათვალისწინებული
სანქციები. სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიზანი იყო
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის უფრო ეფექტური
მექანიზმების შემუშავება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 19 ივნისს იუსტიციის მინისტრმა ხელი
მოაწერა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და
პრევენციის
შესახებ“
ევროპის
საბჭოს
2011
წლის
კონვენციას
(შემდგომში
„სტამბულის კონვენცია“). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ კონვენციის რატიფიცირება
იყო და რჩება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის გაცხადებულ
პრიორიტეტულ საკითხად.
სტამბულის კონვენციის რატიფიკაციის მიზნით მიმდინარეობს კანონმდებლობის
ჰარმონიზაცია. კერძოდ, 2017 წლის იანვარში, საქართველოს მთავრობამ ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი
დაამტკიცა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ქალთა უფლებების დაცვა და სტამბულის
კონვენციის
რატიფიკაციასთან
დაკავშირებით
კონვენციის
დებულებებთან
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა. იუსტიციის სამინისტროს
13
მიერ შემუშავებული
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე
კანონს შეეხება, რომელთა მიზანი ოჯახში ქალზე, მამაკაცზე თუ ბავშვზე
ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ქალთა უფლებების დაცვა და ქალთა
მიმართ ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაა. ცვლილებათა პროექტი ახალ
მიდგომებს ითვალისწინებს მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციის კუთხითაც.
შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვანი და მასშტაბურია.
მათთან დაკავშირებით ხანგრძლივი კონსულტაციები მიმდინარეობდა იუსტიციის
სამინისტროს, სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და სამოქალაქო საზოგადოებას
შორის.
3.
საგამოძიებო ორგანოთა საქმიანობა
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ქალთა მიმართ
ძალადობა
და
მიმრთულებით
ოჯახში
ძალადობის
მიმდინარეობს
წინააღმდეგ
მრავალმხრივი
ბრძოლა
მუშაობა,
წარმოადგენს.
ამ
არასამთავრობო
და
საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით, რაც გამოიხატება უწყებების მიერ
განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებაში და შედეგად, საქმეთა ეფექტურ
გამოძიებაში.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
დაკავშირებული
სტატისტიკური
სამინისტრო
მონაცემების
ოჯახში
აღრიცხვას
ძალადობასთან
აწარმოებს
ახალი
პროგრამით, დეტალური პარამეტრების მიხედვით, კერძოდ: ძალადობის სახეობები,
გამოცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერების ტერიტორიული მაჩვენებლები,
მოძალადეთა და მსხვერპლთა რაოდენობა სქესის და კონკრეტული ასაკის
მიხედვით, შევსებული კონფლიქტის აღრიცხვის ბარათები და კონფლიქტში
მონაწილე
1261
სუბიექტები
მუხლით
და
ტერიტორიული
111
მუხლზე
მაჩვენებლების
მითითებით
მიხედვით,
დაწყებული
სსკ-ის
გამოძიებები,
14
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
1751
მუხლების
რაოდენობრივი და გეოგრაფიული მაჩვენებლები.
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა შესაბამისი დანაყოფების
ხელმძღვანელი პირებით დაკომპლექტებული სპეციალური ჯგუფი, რომელიც
შეისწავლის ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციის რეაგირების ადეკვატურობას
და
გამოიკვლევს
ოჯახის
წევრთა
მიერ
ქალის
წინააღმდეგ
ჩადენილი
დანაშაულების შემთხვევებს, მსგავსი დანაშაულების პრევენციის მექანიზმის
დახვეწის მიზნით. აღნიშნული კომისიის ეფექტურად მუშაობის მიზნით, კომისიის
შემადგენლობაში
ფუნქციონირებს
დანაყოფებიდან
ოჯახში
სამდივნო,
ძალადობის
რომლის
დანაშაულებზე
კომპეტენციაა
ინფორმაციის
შსს-ს
მიღება
ყოველთვიურად, მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ხარვეზების გამოვლენა,
საჭიროებების განსაზღვრა, ანალიზის შედეგად კომისიისთვის ინიციატივების
წარდგენა.
აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ 2014 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებების
მიხედვით, შსს-ს ტერიტორიულ ორგანოების თითოეულ განყოფილებაში შემავალი
საუბნო სამსახურიდან გამოყოფილი იქნა 2-2 მოსამსახურე (ქალი და მამაკაცი),
რომლებიც მუშაობენ ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის საკითხებზე;
გაიზარდა პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული და
სასამართლოს მიერ დამტკიცებული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა; შსს-ს
ინიციატივით იმართება თემატური შეხვედრები იმ უწყებების წარმომადგენლებთან
რომლებსაც ევალებათ ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობა.
რაც შეეხება პროკურატურის საქმიანობას, ყველა საგამოძიებო ორგანო მუშაობს
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ელექტრონულ პროგრამაში. სტატისტიკის
ელექტრონული მოდული იძლევა მონაცემებს ოჯახური დანაშაულის ჩამდენი
პირებისა
და
ოჯახური
დანაშაულის
შედეგად
დაზარალებული
პირების
რაოდენობისა და სქესის შესახებ; ძალადობრივი და ოჯახური დანაშაულის
საქმეების
შესწავლის
პროკურორებისთვის
შედეგად,
შემუშავდა
საქართველოს
რეკომენდაციები;
მთავარ
პროკურატურაში,
ჩატარდა
ძალადობრივი
15
დანაშაულების, მათ შორის ოჯახში ძალადობის ფაქტების კომპლექსური ანალიზი.
ანალიზის მიზნებისთვის, შესწავლილ იქნა 3500-მდე ძალადობის ფაქტი, მათ შორის
ოჯახში ძალადობის 680 ფაქტი.
საქართველოს მთავარი პროკურორის 2016 წლის 16 ივნისის ბრძანების თანახმად,
საქართველოს პროკურატურის ყველა ტერიტორიული ორგანოდან საქართველოს
მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოში იგზავნება
ინფორმაცია ქორწინების იძულების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. შესაბამისად,
ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო სწავლობს აღნიშნულ სისხლის
სამართლის საქმეებს და საჭიროების შემთხვევაში პროკურორებს აძლევს სათანადო
მითითებებს.
2016 წლის 22 მარტს, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ჩატარდა
კონფერენცია ოჯახში ძალადობის თემაზე, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურების
წარმომადგენლებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა 2015 წლის
განმავლობაში ჩადენილი ოჯახური დანაშაულების სიღრმისეული ანალიზი.
ასევე, შემუშავდა საქართველოს პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების
სტრატეგია, სადაც სპეციალური თავი ეხება ოჯახური დანაშაულის და ქალთა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
საქართველოს პროკურატურაში ამჟამად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის
კოდექსის მე-111 და 1261 მუხლებზე
აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების ჩატარების შესახებ პროკურორებისთვის რეკომენდაციის განახლება.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გაიზარდა
სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.
16
4.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიზნით შექმნილია ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების
სახელმწიფო ფონდი („სახელმწიფო ფონდი“). ოჯახში ძალადობის მსხვერპლს
სახელმწიფო ფონდი სთავაზობს შემდეგი სახის დახმარებას: ფსიქოლოგიურ–
სოციალური რეაბილიტაცია;
სამედიცინო მომსახურების
სამართლებრივი
სასამართლო
დახმარება,
ორგანიზება/მიღება;
წარმომადგენლობის
ჩათვლით;
საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება; თავშესაფრის მომსახურება,
თავშესაფარში სადღეღამისო საცხოვრისით; კრიზისული ცენტრის მომსახურება,
კრიზისულ ცენტრში სადღეღამისო საცხოვრისით სარგებლობის გარეშე; უფასო
საკონსულტაციო ცხელი ხაზი.
ამჟამად ფუნქციონირებს 4 თავშესაფარი - თბილისში, გორში, ქუთაისსა და
სიღნაღში. აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა
თავშესაფრის ქსელი. კერძოდ, 2016 წლის 5 აპრილს კახეთის რეგიონში გაიხსნა
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება (თავშესაფარი).
ამასთანავე, სახელმწიფო ფონდის მიერ 2016 წლის მაისში დასრულდა ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლთა/სავარაუდო
მსხვერპლთა
სახელმწიფო
კრიზისული
ცენტრისთვის გათვალისწინებული შენობა–ნაგებობის სარემონტო სამუშაოები. 2016
წლის 6 სექტემბერს თბილისში გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო ოჯახში
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველმა კრიზისულმა ცენტრმა. ცენტრი
დამოკიდებულ
პირებთან
ადაპტირებულია
ერთად
შეზღუდული
14
ბენეფიციარზეა
შესაძლებლობების
გათვლილი
მქონე
და
პირებისათვის.
კრიზისული ცენტრი მოიცავს შემდეგი სახის მომსახურებებს: სადღეღამისო
საცხოვრისი;
ფსიქოლოგიურ–სოციალური
დახმარება;
პირველადი
და
გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
სამართლებრივი
დახმარება
დაკავშირებულ
(ოჯახში
ძალადობის
მსხვერპლის
სტატუსთან
საკითხებზე); საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.
17
5.
ცნობიერების ამაღლება
ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შესახებ მუდმივად ხორციელდება ცნობიერების
ამაღლების კამპანიები. ამ მხრივ მნიშვნელოვანია იუსტიციის სამინისტროს, შინაგან
საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა და
სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ჩატარებული ცნობიერების ამაღლების
ღონისძიებები, რაც დეტალურადაა მიმოხილული მთავრობის მიერ გაეროს
კომიტეტში წარდგენილ ანგარიშებში.
2016
წლის
მარტში
„ადგილობრივი
განიხილოს
საქართველოს
საბჭო“
რეგიონში
გადაწყვეტილებები
პროკურატურაში
პრეზენტაცია.
არსებული
რეგიონისთვის
გაიმართა
პროექტის
საბჭოს“
ფუნქციაა
მდგომარეობა,
მიიღოს
„ადგილობრივი
კრიმინოგენური
საჭირო
პრევენციულ
ღონისძიებებთან
დაკავშირებით, შეიმუშავოს ინიციატივები, სხვა სახელმწიფო უწყებებთან და
არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით დასახოს დანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის კოორდინირებული გეგმა. აგრეთვე, ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“
ფარგლებში“ 2016 წელს პროკურორებმა ჩაატარეს 30 საინფორმაციო შეხვედრა შიდა
ქართლში,
ქვემო
ქართლში,
სამცხე-ჯავახეთში,
სამეგრელო-ზემო
სვანეთში,
კახეთში მცხოვრებ პირებთან ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე.
შეხვედრებში
მონაწილეობდნენ
ეთნიკური
უმცირესობის
წარმომადგენლებიც.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სოციალური კამპანია −
„იმოქმედე“, რომლის მიზანია სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციოდ 20-მდე
კანონში
შესული
ძალადობის
ცვლილებების
წინააღმდეგ
შესახებ
საზოგადოების
საზოგადოების
გააქტიურება.
ინფორმირება
კამპანიის
და
მთავარი
გზავნილი საზოგადოებას ყველა საკომუნიკაციო არხის გამოყენებით მიეწოდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს უნივერსიტეტებში, ასევე,
საზოგადოებრივ ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდებთან
18
შეხვედრებსა და მათთვის იმ სიახლეების განმარტებას, რასაც ცვლილებათა პაკეტი
ითვალისწინებს.
6.
ტრენინგები სახელმწიფო უწყებებისთვის
ტრენინგების
ჩატარება
სამართალდამცავი
მოსამართლეებისთვის,
ორგანოს
ადვოკატებისთვის,
წარმომადგენლებისათვის,
მათ
შორის,
პროკურორებისათვის, მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ
ეფექტურად ბრძოლის მიზნით. ამ მიმართულებით რეგულარულად ტარდება
ტრენინგები იუსტიციის უმაღლესი სკოლის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
პროკურატურის
მიერ
სხვადასხვა
საერთაშორისო
და
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს
აკადემიის სასწავლო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. აკადემია
ყოველწლიურად ახორცილებს ოჯახში ძალადობის საგნის სწავლებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავთა გადამზადების საკითხებში
თანამშრომლობს
ადგილობრივ
ორგანიზაციებთან,
აგრეთვე
საკითხებთან
არასამთავრობო
და
მონაწილეობას
იღებს
კვლევებში.
აღნიშნული
დაკავშირებულ
საერთაშორისო
ოჯახში
ძალადობის
თანამშრომლობის
ფარგლებში, შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო პოლიციელთათვის ოჯახში
ძალადობის
საკითხებზე
ტრენერებისათვის.
და
სახელმძღვანელო
პოლიციის
ამ
მიმართულებით,
შინაგან
საქმეთა
თანამშრომლებისთვის
პერმანეტულად
მიმდინარეობს
მუშაკთა
სამინისტროს
კვალიფიკაციის
ასამაღლებელი კურსები.
რაც შეეხება პროკურატურის სისტემას, 2016 წელს ქალთა და ოჯახში ძალადობის
წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე 7 ტრენინგი ჩატარდა. პროფესიული მომზადება
პროკურატურის სისტემის 130-მა თანამშრომელმა გაიარა. მათ შორის იყვნენ
19
საშუალო რგოლის მენეჯერები, სტაჟიორები და მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორები.
ამასთან,
განხორციელდა
პირველი
სპეციალიზებული
სწავლება
პროკურორებისათვის. 5 დღიანი ინტენსიური კურსის ფარგლებში განიხილებოდა
როგორც
სამართლებრივი,
ისე
ფსიქოლოგიური
ასპექტები.
ტრენინგი
ორიენტირებული იყო მონაწილეებისთვის სათანადო ცოდნის, უნარებისა და
დამოკიდებულებების განვითარებაზე. სპეციალიზებული კურსი გაიარეს მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორებმაც.
ევროპის საბჭოს რეგიონალური პროექტის ფარგლებში, მომზადდა სასწავლო
პროგრამა
და
მასალა
თემაზე
-
ქალთა
უფლებების
დაცვა
და
მათთვის
სამართლებრივი მექანიზმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. პროგრამის
შემუშავებაში ჩართული იყვნენ სასამართლო სისტემისა და პროკურატურის
ორგანოების
სასწავლო
ინსტიტუტები.
ძირითადი
სამიზნე
აუდიტორიას
წარმოადგენენ მოსამართლეები და პროკურორები.
დასკვნა
მუშაობა ქალთა უფლებების დაცვისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მიზნით
აქტიურად
გაგრძელდება,
რათა
სრულყოფილად
შესრულდეს
ნაკისრი
საერთაშორისო ვალდებულებები და კომიტეტის მიერ მითითებული ზოგადი
რეკომენდაციები.
მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგადი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია
პერიოდულად მიეწოდება გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის
კომიტეტს, რათა ეფექტურად აღსრულდეს 2015 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება
საქმეზე - „X და Y საქართველოს წინააღმდეგ“.
რაც შეეხება საქმეს „შოთა რატიანი საქართველოს წინააღმდეგ“, ეროვნულ დონეზე
კომპენსაციის
მინიჭებასთან
დაკავშირებული
სასამართლო
პროცედურების
დასრულების შემდეგ, საქმე საბოლოოდ აღსრულდება.
20