„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-01
ბიუროს ნომერი 52
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი:
100110000.05.001.017757), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამსახურში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება
1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და
ჯანმრთელობის
მდგომარეობით
შეუძლია
შეასრულოს
მისთვის
დაკისრებული
მოვალეობები.
2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის კონკურსს, სპეციალურ შემოწმებას და
თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის
ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, არაუმეტეს 6 თვის
გამოსაცდელი ვადით.
3. მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის პერიოდში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ
სასწავლო კურსს (შემდგომში - სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
სასწავლო ცენტრში (შემდგომში – სასწავლო ცენტრი).
4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი
დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.
5. სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება მოსამსახურის მიერ შემაჯამებელი
გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში. მოსამსახურეს ასევე შეიძლება დაევალოს ფიზიკური
ნორმატივების ჩაბარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
6. სასწავლო კურსი სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად უნდა
ითვალისწინებდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას.
7. მოსამსახურე, რომელიც არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მუშაობს,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამატებით გადის სპეციალიზაციას
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
8. სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მისი განახლების მიზნით, მოსამსახურე
გადის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსს, რის
შემდეგაც აბარებს გამოცდას. გამოცდის შედეგების საფუძველზე ხდება მოსამსახურის
სერტიფიკატის განახლება. თუ გამოცდის შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ
სერტიფიკატი ვერ განაახლა და ამოწურულია სერტიფიკატის მოქმედების ვადა, იგი
სამსახურიდან თავისუფლდება.
9. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი შეიძლება დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე
უკონკურსოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაუცველად.
10. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება:
ა) კონკურსის ჩატარების, სამუშაოდ მისაღები პირის შერჩევის, სპეციალური შემოწმებისა და
გამოსაცდელი ვადის გავლის წესი;
ბ)
ვაკანტური
თანამდებობის
დასაკავებლად
კანდიდატებისათვის
დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
გ) სასწავლო კურსის სახეები, სასწავლო კურსის გავლის, სერტიფიცირებისა და პერიოდული
გადამზადების წესი;
დ) სამსახურეობრივი დაწინაურების წესი;
ე) სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხა, რომელზეც პირები ინიშნებიან უკონკურსოდ,
გამოსაცდელი ვადის გარეშე და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის
დაუცველად, ასევე, ამ თანამდებობებზე მათი დანიშვნის წესი.“.
2. 101 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურეობრივი დაწინაურების შემთხვევაში,
მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის
თანხმობით – თუ მოსამსახურე დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;“.
3. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსების არადამაკმაყოფილებლად
გავლის გამო;“.
მუხლი 2.
დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ამ კანონის
ამოქმედებიდან 7 დღის ვადაში, ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული
მე-8
მუხლის
მე-10
პუნქტით
განსაზღვრული
შესაბამისი
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე”
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურის
დანიშვნის წესის დახვეწისა და დანიშვნასთან დაკავშირებული პრაქტიკული პრობლემების
დარეგულირების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიღების მიზანია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურეთა
მიღების ახალი წესის დადგენა, რომელიც ყველა პირს თანაბრად მისცემს სამსახურში
დასაქმების შესაძლებლობას და ხანგრძლივი საკონკურსო პერიოდის ნაცვლად, შესთავაზებს
გაცილებით მოქნილ მექანიზმს, რომლითაც პირს შეეძლება დასაქმების თხოვნით პირდაპირ
მიმართოს სამინისტროს.
მოსამსახურეს დანიშვნისთანავე მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება, რაც კადრების მოზიდვის
და შენარჩუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. დღეს მოქმედი
რედაქციით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის
სპეციალურ შემოწმებას და შეირჩევა კონკურსის საფუძველზე. კანდიდატი დადგენილ
ვადაში გადის სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, რის შემდეგაც აბარებს გამოცდას.
გამოცდის შედეგების მიხედვით კი მას ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი, ენიჭება
სახელმწიფო სპეციალური წოდება და მხოლოდ ამის შემდგომ ინიშნება სამსახურში
შესაბამის თანამდებობაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უმჯობესდება იმ პირთა მდგომარება, რომლებიც
მუშაობას პენიტენციურ სამსახურში იწყებენ, კერძოდ სასწავლო კურსების გავლის
პარალელურად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა შეუდგნენ სამსახურებრივი ფუნქციების
განხორციელებას, მიიღონ შესაბამისი თანამდებობრივი სარგო და მუშაობის პერიოდი
ჩაეთვალოთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურებად.
შემოთავაზებული ცვლილება სამინისტროს მისცემს მოსამსახურის უნარებისა და მუშაობის
ხარისხის უკეთ შეფასების შესაძლებლობას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. აღნიშნული
ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს
მომზადებულ კადრს, რომელსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნება შესაბამისი
პრაქტიკული გამოცდილება.
მოსამსახურის შესაბამისი მომზადების მნიშვნელობა ხაზგასმულია საქართველოს სახალხო
დამცველის არაერთ რეკომენდაციაში, ასევე საერთაშორისო რეკომენდაციებსა და
სტანდარტებში, რომლებიც პირდაპირ ადგენენ კადრების სათანადო მომზადების
ვალდებულებას. მაგალითად, ევროპული ციხის წესების 81.1 მუხლი მიუთითებს, რომ
„ციხის შერჩეულმა თანამშრომლებმა სამსახურის დაწყებამდე უნდა გაიარონ სპეციალური
მომზადება მათ ზოგად და სპეციფიურ ვალდებულებებში, აგრეთვე უნდა მოეთხოვოთ
ჩააბარონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდები“.
ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ასევე, სერტიფიცირებისა და სასწავლო კურსების
გავლის პროცესის დახვეწას. კანონპროექტის მიღების შემდგომ, სამინისტროს სასწავლო
ცენტრი შეიმუშავებს სასწავლო კურსების ორდონიან პროგრამას, რომლის მიხედვითაც
რიგითები და ოფიცრები გაივლიან სხვადასხვა სახის სწავლებას. რიგითებისათვის
განკუთვნილი სასწავლო კურსები იქნება საბაზისო საკითხების მომცველი, ხოლო
ოფიცრებისათვის განკუთვნილი სწავლება - უფრო სიღრმისეულ და სპეციფიკურ
საკითხებზე გათვლილი. აღნიშნულით თითოეულ მოსამსახურეს მიეცემა შესაძლებლობა
მიიღოს მისი უშუალო ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, რითაც
დაიხვეწება სწავლების მეთოდი და დაინერგება ინდივიდუალური მიდგომა სხვადასხვა
რანგის თანამშრომლის მიმართ. ამასთან, მნიშვნელოვნად დაიზოგება სამინისტროს
ფინანსური რესურსებიც, ვინაიდან ორდონიანი სასწავლო კურსის გავლის შემდგომ პირს
მიეცემა საშუალება დასაქმდეს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში დამატებითი
კურსების გავლის გარეშე. ამასთან, ოფიცრის კურსების შედეგად პენიტენციურ სისტემაში
წამყვან პოზიციებზე დაინიშნებიან კვალიფიციური კადრები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებდა მოსამსახურის
თანამდებობაზე დანიშვნის დროებით წესს, რომლითაც 2017 წლის 1 მარტამდე მინისტრსა
და დეპარტამენტის დირექტორს უფლება ჰქონდათ, უკონკურსოდ დაენიშნათ პირი
თანამდებობაზე. შემოთავაზებული ცვლილებით პენიტენციური სამსახური მინისტრის
ბრძანებით დადგენილი წესით ჩაატარებს კონკურსს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის
გამჭვირვალობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მექანიზმის ამოქმედება ხელს
შეუწყობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას, მათი
სწავლებისა და გადამზადების ერთიანი სისტემის შექმნას და დაწინაურების მექანიზმის
დანერგვას, რაც მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირებისა და
განვითარებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, ახალი სახით ყალიბდება და
მნიშვნელოვნად იხვეწება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურის მიღების
წესი და პირობები, კერძოდ:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, სამსახურში მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა
მოხდება კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს
მინისტრი. მოსამსახურე გაივლის სპეციალურ შემოწმებას და დაინიშნება არაუმეტეს 6 თვის
გამოსაცდელი ვადით, შესაბამისი ანაზღაურებით.
კანონპროექტით ასევე იხვეწება მოსამსახურის სერტიფიცირებისა და სასწავლო კურსის
გავლის წესი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კადრების მომზადების დონეს.
მოსამსახურე გამოსაცდელი ვადის პერიოდში გაივლის მომზადების სპეციალურ სასწავლო
კურსს, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, მიეცემა შესაბამისი დონის სერტიფიკატი.
ამასთან, სასწავლო კურსი წარმატებით გავლილად ჩაითვლება მოსამსახურის მიერ
შემაჯამებელი გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამსახურის
შეფასება მოხდება არა მხოლოდ საგამოცდო შედეგების, არამედ სასწავლო კურსის მთლიანი
პერიოდის მიხედვით, რითაც გაკონტროლდება მისი დასწრება, აქტიურობა, პრაქტიკული
საქმიანობა, თეორიული ცოდნა და სხვა. შემოთავაზებული ცვლილება ზოგიერთი
პოზიციისთვის დამატებით ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ვალდებულებასაც
ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს პენიტენციურ სისტემაში ფიზიკური მომზადების
დონის ამაღლებას.
კანონპროექტით
ინერგება
მოქმედი
სერტიფიკატის
ცნება,
რაც
მოსამსახურეს
შესაძლებლობას მისცემს, 3 წლის განმავლობაში (სერტიფიკატის მოქმედების ვადა)
სასწავლო კურსის ხელახლა გავლის გარეშე დაიწყოს მუშაობა სპეციალური პენიტენციური
სამსახურის სისტემაში, რაც
ხელს შეუწყობს ადამიანური და ფინანსური რესურსის
დაზოგვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ბიუჯეტიდან აუცილებელი დამატებითი ხარჯების
გამოყოფის საჭიროებას. დაფინანსება მოხდება სამინისტროსათვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე-8 მუხლით დადგენილ წესს პრაქტიკაში არ
უმოქმედია. 2015 წლიდან გამოიყენებოდა მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის
დროებითი წესი, შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების პირობებში შერჩეული
მოსამსახურეებისა და მათზე გაწეული ხარჯების განსაზღვრა შეუძლებელია. რაც შეეხება
კანონპროექტით წარმოდგენილ ახალ წესს, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან მისაღები კანდიდატებისათვის დადგენილი თანამდებობრივი
სარგოები უკვე გათვალისწინებულია სამინისტროსათვის დამტკიცებული ბიუჯეტის
ფარგლებში, რის გამოც არ იქნება საჭირო, ამ მიზნით, დამატებითი სახსრების გამოყოფა.
ასევე, ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საჭიროებას არ იწვევს
მოსამსახურეების
მომზადებასთან
დაკავშირებული
საკითხები.
„სპეციალური
პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, 2015
წლის ნოემბრიდან 2017 წლის 1 მარტამდე სამინისტროს სასწავლო ცენტრში სპეციალური
პროფესიული მომზადების კურსი გაიარა 394 პირმა, რომელთაგან 352-მა წარმატებით
დაასრულა სასწავლო პროცესი. ამასთან, 2016 წელს ზემოაღნიშნული წესით მომზადება
გაიარა 289 მოსამსახურემ. აღსანიშნავია, რომ ერთი მოსამსახურის გადამზადების ხარჯი
საშუალოდ შეადგენს 336 ლარს, ხოლო სამინისტროს სასწავლო ცენტრის ბიუჯეტი წლის
განმავლობაში 1 000 000 ლარია, რაც 2018 წელსაც არ შეიცვლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო ცენტრი, გამოყოფილი რესურსების
პირობებში, სრულად შეძლებს ახალი წესით დანიშნული მოსამსახურეების სასწავლო
კურსების განხორციელებას, დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს არ დაეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
შემოთავაზებული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, გამოსაცდელი ვადით
დანიშნული პირები, სამსახურში მიღებისთანავე შეძლებენ შესაბამისი ანაზღაურების
მიღებას, რისი უფლებაც დღეს მოქმედი რედაქციით არ აქვთ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტი არ არის წინააღმდეგობაში ევროკავშირის დირექტივებთან მიმართებაში.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და ანრი ოხანაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების
მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 8. სამსახურში მიღების წესი, მოსამსახურის სერტიფიცირება
1. სამსახურში სამუშაოდ მიიღება 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი
მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება მაინც, ფლობს საქართველოს
სახელმწიფო ენას და პიროვნული თვისებებით, განათლებით, ფიზიკური მომზადებითა და
შეუძლია
შეასრულოს
მისთვის
დაკისრებული
ჯანმრთელობის
მდგომარეობით
მოვალეობები.
2. სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას და, როგორც
წესი, შეირჩევა სპეციალური კონკურსის საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატს ენიჭება
კურსანტის სტატუსი.
3. კურსანტი დადგენილ ვადაში გადის სავალდებულო სპეციალური პროფესიული
მომზადების (სასწავლო) კურსს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირში - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში
(შემდგომ - სასწავლო ცენტრი).
4. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლის
შემდეგ კურსანტი აბარებს გამოცდას. გამოცდის შედეგების მიხედვით მას ეძლევა შესაბამისი
დონის სერტიფიკატი, ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და ინიშნება სამსახურში
შესაბამის თანამდებობაზე. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 წელი.
5. სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსი სხვა
თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს ადამიანის
უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას, ხოლო იმ მოსამსახურისათვის, რომელიც
არასრულწლოვან ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან
მუშაობს,
უნდა
მოიცავდეს
სპეციალურ კურსებს პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.
6. სამსახურში სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმის საფუძველია კურსანტის მიერ
სავალდებულო პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსის გავლის შემდეგ ჩაბარებული
გამოცდის შედეგების მიხედვით სერტიფიკატის მიუღებლობა.
7. მოსამსახურე სერტიფიკატის განახლების მიზნით 3 წელიწადში ერთხელ გადის
კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების შესაბამის კურსებს, რის
შემდეგაც აბარებს გამოცდებს. გამოცდების შედეგების საფუძველზე ხდება მოსამსახურის
სერტიფიკატის განახლება. თუ გამოცდების შედეგების საფუძველზე მოსამსახურემ
სერტიფიკატი ვერ განაახლა, იგი სამსახურიდან თავისუფლდება.
8. სპეციალური კონკურსის ჩატარების წესს, სავალდებულო სპეციალური პროფესიული
მომზადების (სასწავლო) კურსის სახეებსა და გავლის წესს, აგრეთვე სერტიფიცირებისა და
პერიოდული გადამზადების წესს ადგენს მინისტრი.
9. სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხას, რომლებზედაც პირები სპეციალური კონკურსის
გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე თანამდებობებზე უკონკურსოდ დანიშვნის წესს ადგენს
მინისტრი.
მუხლი 101. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა
1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:
ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში,
ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით – თუ მოსამსახურე
დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე:
ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;
ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;
გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სათანადო საკვალიფიკაციო
მოთხოვნების გათვალისწინებით. პირის სხვა სპეციალობით თანამდებობაზე დანიშვნას,
როგორც წესი, წინ უნდა უძღოდეს მისი სათანადო სამსახურებრივი გადამზადება.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა
ხდება მოსამსახურის
შესაბამის
თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.
4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს
შეუძლია მოსამსახურე თანამდებობრივი გადაყვანის გარეშე მიამაგროს სამსახურის სხვა
სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სტრუქტურულ ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას.
5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს
შეუძლია მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა
მოსამსახურის თანხმობა.
მუხლი 32. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება
1. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა დაწესებულებაში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის
დასაკავებლად;
დ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების
გამო;
ე) სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის
შემთხვევაში;
ვ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ზ) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
თ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ი) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
კ) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი
განაჩენის საფუძველზე;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ
შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;
მ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ნ) პირადი პატაკის საფუძველზე;
ო) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
პ) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო, სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის
არსებობის შემთხვევაში;
ჟ) პროფესიული გადამზადების კურსების არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;
რ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში
შეტანილ ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ
ნივთიერებათა სამკურნალო მიზნით მოხმარებისა;
ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების
ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის
შემთხვევაში;
ტ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
უ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
2. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე ვალდებულია დააბრუნოს
მასზე სამსახურებრივად განპიროვნებული მატერიალური ფასეულობანი.