სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადი ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ

განაცხადი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
28.04.2017
ავტორი
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნომერი
#8781/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-01
ბიუროს ნომერი 52

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
〆│ \ trqj.ldro6gqxdr $d,q,s0g6gob bogi6ob bsArSUBCOoqrgbs b)力 h03300b 3)hCb03600 ― N5217 2017称 ぃ ,1 0MbO trdid'o,gCq'ob ,b6,q,!AC00rf, d,CS(,rAC60ol, 259-9 Aubqr)tt ACbraraobrqo, t r$d,(r80q,r'Iti Jr6qrACE)ol, &1136<'l re0C6lr: q.NCo5qxrb t €r6ogCqlot, &f,q,raC60r,b br8o6!nro-br8qg?(,0('! lt3oorbo[ JoAooOJt Or6otogrqu Urbcq,Ao<ryo ryapo6ob bsaU$gdnu AoCO 0r6A'tQ6C6q,o UUogntrgo WrerXtott UrAUlbJ6ot 2018 SqDlt D65ObJ(r, &,"JXCOrrt, b6dtXosg6qSb0olJJ qgs 0p0r3pr $qSdryq'o etg6&rbot ECUIbCD (N8781, 2B.U.mln qD AiQS$CCpq,CAoL orretrrbg r66etrdr lrrCid,q,3C(t('!b 3r6q,$g66ob &rydxdt. bsp― い L凛鸞呻輌 C叫 餞 ¨ 蒟o, しb"前。しい ぬ Q胡 蒟 "し ot6r3q,o 3cta.>bodg ノ 〆 / ″
წერილი
*02735/11* 28/04/2017 № 02735/11 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 259-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადს, ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვისა და მუშაკთა ზღვრული ოდენობის შესახებ, თანდართული ფორმების შესაბამისად. დანართი: 1 - „ 24 “ ფურცელი; 2 - „1“ ცალი CD. პატივისცემით, გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის პროექტი 2018 წლისათვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები: • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობით პარლამენტის ხელშეწყობა მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში; • საჯარო სექტორის ფინანსური განვითარების ხელშეწყობა; მართვის სისტემის • შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება. პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები აუდიტორული საქმიანობა • საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ფინანსური და შესაბამისობის აუდიტით დაფარვის კოეფიციენტის ზრდა; • საჯარო რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტის რაოდენობის ზრდა; • ინფორმაციული სისტემების (IT) აუდიტის დანერგვა; • აუდიტორული საქმიანობით გაცემული რეკომენდაციების შედეგად მოტანილი სარგებლის ზრდა; • საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა; IT აუდიტის დანერგვა • IT აუდიტის მიმართულების განვითარება წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (სას) პასუხს საჯარო სექტორში ელექტრონული მმართველობის დანერგვასთან დაკავშირებული რისკებისადმი. კერძოდ, რისკებმა ფურცლიდან ელექტრონულ სისტემებში გადაინაცვლეს და ამასთანავე გაიზარდა შესაძლებლობები თაღლითობისათვის, ინფორმაციის დატაცების, დამახინჯებისა და გავრცელებისათვის (ინფორმაციის კონფიდენციალობისა და მთლიანობის დარღვევა); • აღნიშნული აუდიტორული მიდგომა უზრუნველყოფს საჯარო სექტორში არსებულ ინფორმაციულ სისტემებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მონაცემთა მთლიანობისა და თაღლითობის რისკების იდენტიფიცირებას და მათი პრევენციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, ასევე აუდიტის ამ ინოვაციური მიდგომით შესაძლებელი იქნება აუდიტის მასშტაბის გაზრდა. დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის მიმართულების განვითარება სახელმწიფო აუდიტის სამსახური დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტების აუდიტის ფარგლებში მიზნად ისახავს: 1. დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების გარე აუდიტისათვის აუდიტორული კომპანიებისათვის გამოყოფილი სახსრების დაზოგვასა და სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას; 2. კორუფციული გარიგებებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენას და ამ მიმართულებით საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ცნობიერების ამაღლებას; 3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიონალიზმის მუდმივ გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით სამსახური გეგმავს კვალიფიციური კადრების მოზიდვას და ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც შეძლებენ დონორების პროცედურებითა და საერთაშორისო სტანდარტებით აუდიტის ჩატარებას. აუდიტის მართვის პროგრამის - ელექტრონული სისტემის თანამედროვე გადაწყვეტის დანერგვა აუდიტის მართვის სისტემის დანერგვა საშუალებას მისცემს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ გააუმჯობესოს: • აუდიტორული საქმიანობის წლიური დაგეგმვა; • ხარჯებისა და დროის მონიტორინგი; • ადამიანური და დროითი რესურსების უფრო ზუსტი და ეფექტიანი განაწილება; • აუდიტის პროცესის სტანდარტიზაცია; • აუდიტის მიმდინარეობისა და თანამშრომლების დატვირთვის მონიტორინგი; • აუდიტის მიმდინარეობის შესახებ დროული და ზუსტი ანგარიშგება. ამასთანავე: • სისტემა ხელს უწყობს ინსტიტუციური მეხსიერების ჩამოყალიბებას, რაც მომდევნო აუდიტებში დაზოგავს დროს აუდიტორული პროცედურების განხორციელებისას; • ელექტრონული სამუშაო დოკუმენტები უზრუნველყოფს კონსოლიდირებულ დოკუმენტში თითოეული აუდიტორის მიერ განხორციელებული ცვლილების იდენტიფიცირებას. საჯარო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის რეფორმის ხელშეწყობა • • • • პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის ხელშეწყობა; საჯარო სექტორში შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის სისტემის შექმნის ხელშეწყობა; საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობა; სამართალდამცავი ორგანოების ექსპერტული დახმარება ქვეყნის ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში. შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება • • • • აუდიტის მართვის პროგრამის - ელექტრონული სისტემის თანამედროვე გადაწყვეტის დანერგვა; საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფა და განვითარება; მართვის სისტემებისა და პროცესების გაუმჯობესება სამსახურის საქმიანობის პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის ასამაღლებლად; პარლამენტთან, მედიასთან, საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული მაჩვენებლები:  საბიუჯეტო ასიგნება - 14 517 200 ლარი  მომუშავეთა რიცხოვნობა - 370 5000 450000 200000 250000 შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება გრანტი 1816000 სხვა ხარჯები 11796200 სოციალური უზრუნველყოფა არაფინანსური აქტივების ზრდა მოსალოდნელი შედეგები: • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით; • საჯარო სექტორის გაუმჯობესება, ფინანსური საჯარო მართვის ფინანსების სისტემის მართვაში ფუნქციონირების ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და კანონიერების უზრუნველყოფა; • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვის ეფექტიანობის ამაღლება. 2017 წ. დამტკიცებული (ლარი) 2018 წ. პროექტი (ლარი) შრომის ანაზღაურება 11 796 200 11 796 200 საქონელი და მომსახურება 1 816 000 1 816 000 სუბსიდია 0 0 გრანტები 5 000 5 000 სოციალური უზრუნველყოფა 200 000 200 000 სხვა ხარჯები 450 000 450 000 არაფინანსური აქტივების ზრდა 250 000 250 000 სულ 14 517 200 14 517 200 ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი „შრომის ანაზღაურება“ დაფინანსება 2018 წლისათვის - 11 796 200 ლარი აღნიშნული მუხლით დაფინანსება განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირებისათვის. შენიშვნა: ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტი მომზადებულია „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 322 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. „საქონელი და მომსახურება“ დაფინანსება 2018 წლისათვის - 1 816 000 ლარი აღნიშნული მუხლით დაფინანსება, ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, მოიცავს შემდეგ ხარჯებს: • შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება განსაზღვრულია კანონმდებლობით დადგენილი ზღვრული ოდენობის შესაბამისად. საჭიროებიდან გამომდინარე, მათი სამსახურში გარკვეული ვადით მისაღებად, არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად. • ოფისის ხარჯებით დაფინანსება განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობების (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) კომუნალური მომსახურებისათვის, კომპიუტერული ტექნიკის მოვლა-შენახვისათვის, ასევე საკანცელარიო და სამეურნეო საქონლის, პერიოდული ლიტერატურისა და დაბალფასიანი საოფისე ინვენტარის შესაძენად. • მივლინების ხარჯები განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა მიერ ქვეყნის შიგნით რეგიონებში ჩასატარებელი აუდიტისთვის და ქვეყნის გარეთ მივლინებებისთვის. ამასთან აღსანიშნავია, რომ ქვეყნის გარეთ მივლინებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საშუალებას მისცემს იქონიოს მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებთან, რაც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას, არსებული გამოცდილებების გაცვლასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. • • • • ტრანსპორტის, ტექნიკისა და იარაღის ექსპლუატაციისა და მოვლაშენახვის ხარჯები განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კუთვნილი ავტომანქანებისათვის საწვავ-საპოხი მასალების შესაძენად, მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და საჭიროების შემთხვევაში, ტრანსპორტის დასაქირავებლად. წარმომადგენლობითი ხარჯები განსაზღვრულია მიღებების, წვეულებების, საქმიანი სადილებისა და პროტოკოლით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის ღონისძიებების დასაფინანსებლად. სამედიცინო ხარჯები განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობებისათვის სადეზინფექციოსადერატიზაციო სამუშაოების განსახორციელებლად. სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურების ხარჯები განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორთა გადამზადებისა და სახელმწიფო სერტიფიცირებული სისტემის დასანერგად, მაღალანაზღაურებად კერძო აუდიტორთა მოსაწვევად, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველსაყოფად. ,,გრანტები” დაფინანსება 2018 წლისათვის - 5 000 ლარი • აღნიშნული მუხლით დაფინანსება განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ INTOSAI-ს,EUROSAI-სა და ASOSAI-ს ყოველწლიური საწევრო გადასახადებისათვის. ,,სოციალური უზრუნველყოფა” დაფინანსება 2018 წლისათვის 200 000 ლარი • სოციალური უზრუნველყოფის მუხლით განსაზღვრული დაფინანსება განკუთვნილია დამქირავებლის მიერ გასაცემი სოციალური დახმარებებისათვის (საავადმყოფო ფურცელი, კომპენსაცია, ერთჯერადი დახმარება). ,,სხვა ხარჯები” დაფინანსება - 450 000 ლარი • სხვა ხარჯების მუხლით არსებული დაფინანსება გათვალისწინებულია სხვადსხვა სახის დაზღვევის ხარჯების ასანაზღაურებლად, კერძოდ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხელეთა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ავტომანქანების დასაზღვევად. ,, არაფინანსური აქტივების ზრდა” დაფინანსება - 250 000 ლარი • აღნიშნული მუხლით დაფინანსება განსაზღვრულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად, IT ტექნოლოგიების განსავითარებლად და სხვადასხვა სახის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად. 2017 წლის დამტკიცებული 2018 წლის პროექტი მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომუშავეთა რიცხოვნობა ხარჯები შრომის ანაზღაურება საქონელი და მომსახურება პროცენტი სუბსიდიები 13835.5 370 13557.8 11738.3 1341.8 0 0 14517.2 370 14267.2 11796.2 1816.0 0 0 14517.2 370 14267.2 11796.2 1816.0 0 0 14517.2 370 14267.2 11796.2 1816.0 0 0 გრანტები 7.0 195.9 274.8 277.7 5.0 200.0 450.0 250.0 5.0 200.0 450.0 250.0 5.0 200.0 450.0 250.0 0 0 0 0 0 0 0 0 სოციალური უზრუნველყოფა სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივები ვალდებულებები მათ შორის, გრანტები და კრედიტები 2016 წლის შესრულება ორგანიზაციული კოდი 05 00 დასახელება სახელმწიფო აუდიტის სამსახური მხარჯავი დაწესებულების ნაერთი ბიუჯეტი განაცხადი (ათას ლარებში) სახელმწიფო აუდიტის სამსახური 05 01 დაფინანსების საპროგნოზო მოცულობა 2021 წ. დაფინანსების საპროგნოზო მოცულობა 2020 წ. დაფინანსების საპროგნოზო მოცულობა 2019 წ. დაფინანსების საპროგნოზო მოცულობა 2018 წ. დაფინანსების მოცულობა 2017 წ. (დამტკიცებული) მხარჯავი დაწესებულების სისტემაში არსებული ორგანიზაციის/ პროგრამის/ღონისძიების დასახელება (ივსება ორგანიზაციული სტრუქტურის მეორე დონეზე) ორგ. კოდი უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტებისა და ამ პროექტებში თანამონაწილეობის თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების გარეშე 14 517.2 14 517.2 14 952.7 15401.3 15 863.3 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის დამტკიცებული და 2018-2021 წლების საპროგნოზო ასიგნებების დინამიკა (ათას ლარებში) (უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებითა და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტებში თანამონაწილეობის თანადაფინანსებაზე გათვალისწინებული ასიგნებების გარეშე) 2018, 14517.2 2017, 14517.2 2019, 14952.7 2020, 15401.3 2021, 15863.3 რეზიუმე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესში გათვალისწინებულ იქნა IT აუდიტის მიმართულების გაძლიერება, დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტის განვითარება და აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემის თანამედროვე გადაწყვეტის დანერგვა. ამ მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს კვალიფიციური კადრების მოზიდვას და ცოდნის გაღრმავებას, რომლებიც შეძლებენ საერთაშორისო სტანდარტებით აუდიტის ჩატარებას. გმადლობთ ყურადღებისთვის!