„საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ"

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის 108 წევრი
ნომერი
#07-3/52/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ვეტოს უფლება 07-1/13/9)

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი (1)
✓ 80 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
I მოსმენა
✓ 115 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
II მოსმენა
✓ 114 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
III მოსმენა
✓ 114 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (1)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
ინიციირებული ვარიანტი (2)
სხდომაზე განსახილველი პროექტი (2)
✓ 117 ✗ 3
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი (2)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (5)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (6)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-01
ბიუროს ნომერი 52

📜 ტექსტი

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ მუხლი 1 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორიული ერთეული. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მოიცავს ტერიტორიას ამ კანონის მიღების დღისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა დასაშვებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის ინიციატივის საფუძველზე საქართველოს ორგანული კანონით. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული ხელისუფლების ორგანოების შექმნა. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ სრული შემადგენლობის ორი მესამედით და ძალაში შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებისთანავე. 5. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს დროშა და გერბი, რომლებიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშასა და გერბში გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო დროშისა და გერბის ელემენტები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშისა და გერბის გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბათუმი. მუხლი 2 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო აქტებით. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს დამოუკიდებლად ახორციელებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებული უფლებამოსილებებია: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრა; გ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის მიღება და მისი შესრულების კონტროლი; დ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა; ე) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის, ტყის და წყლის რესურსების მართვა და განკარგვა; ვ) საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და განვითარება; ზ) ავტონომიური რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მართვა; მნიშვნელობის საავტომობილო გზების და სხვა თ) ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საგანმანათლებლო, სამეცნიერო, შემოქმედებითი და სპორტული დაწესებულებების შექმნა, მართვა და მხარდაჭერა; ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებისა და საპატიო წოდებების დადგენა და მინიჭება; კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამსახურის მართვა. 3. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის, გარემოს დაცვის სფეროში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. 4. სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებამოსილებათა დელეგირება დასაშვებია კანონით, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სარგებლობს ფინანსური ავტონომიით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს კანონის საფუძველზე შეიძლება გადაეცეს სახელმწიფო საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ნაწილი, აგრეთვე სპეციალური დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას აქვს ქონება, რომლის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 3 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საქმიანობას და აკონტროლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 2. უმაღლესი საბჭო შედგება 4 წლის ვადით არჩეული არა უმეტეს 21 დეპუტატისგან. უმაღლესი საბჭო აირჩევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები ტარდება უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს. არჩევნებს საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩევნებამდე არა უგვიანეს მე-60 დღისა ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების რაოდენობა განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, ხოლო მათი არჩევის წესი საქართველოს კანონმდებლობით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და კანონმდებლობით. უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. 3. უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევნებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. უმაღლესი საბჭო მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. 4. დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს წევრი იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი. შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცით და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 5. უმაღლესი საბჭო: ა) იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებს; ბ) ამტკიცებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; გ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას; დ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს; ე) ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯილდოებს და საპატიო წოდებებს; ვ) ახორციელებს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, გარდა კონსტიტუციისა, ხელს აწერს და აქვეყნებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია კანონპროექტი შენიშვნებით დაუბრუნოს უმაღლეს საბჭოს. უმაღლესი საბჭო კენჭს უყრის მთავრობის თავმჯდომარის შენიშვნებს, რომელთა მისაღებად საკმარისია კანონპროექტის მისაღებად დადგენილი ხმათა როდენობა. კანონპროექტის პირვანდელი რედაქციით მისაღებად საჭიროა უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ მთავრობის თავმჯდომარე ხელს არ აწერს კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. 7. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე ან უმაღლესი საბჭოს დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე. 8. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის თანხმობით დაითხოვოს უმაღლესი საბჭო, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას, იგი ვერ ახორციელებს ამ კანონითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ან მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. უმაღლესი საბჭოს დათხოვნა იწვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტას. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში მის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი სახელმწიფო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი სახელმწიფო საბჭოს უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული კანონი ექვემდებარება უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებას მისი უფლებამოსილების ცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ ვადაში არ დაამტკიცებს დროებითი სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ კანონს, იგი ძალადაკარგულად გამოცხადებულად ჩაითვლება. უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში რიგგარეშე არჩევნები ტარდება მისი დათხოვნიდან არა უადრეს 60 და არა უგვიანეს 90 დღისა. თუ გამოცხადებულია საომარი მდგომარეობა ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნები ტარდება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 60 დღის ვადაში. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. 9. უმაღლესი საბჭოს შიდა ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტით. მუხლი 4 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა შედგება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრებისაგან. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დამტკიცებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ უმაღლესი საბჭო არ დაამტკიცებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია 10 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს მთავრობის იგივე ან სხვა შემადგენლობა. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირი და წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გადააყენოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტს და ახორციელებს ამ კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შექმნა დასაშვებია მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრულ სფეროებში. 6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინაშე. 7. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის აქტის მოქმედება ან გააუქმოს ეს აქტი, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ამ კანონს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, საქართველოს კანონებს და საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივ აქტებს. 8. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას უფლებამოსილება უწყდება: ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისას; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გადადგომისას ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტისას; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნისას. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ახორციელებს თავის უფლებამოსილებებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. 10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, რომლის პროექტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. მუხლი 5 1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. 3. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში. საქართველოს ორგანული კანონით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების დამტკიცებამდე ძალაშია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედი დებულებები.
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ: ა.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღების მიზეზი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მოქმედი რედაქცია შეიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. კონსტიტუციური კანონი ვერ უზრუნველყოფს უფლებამოსილებების მკაფიო და ჯეროვან გამიჯვნას სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკასა და თვითმმართველ ერთეულებს შორის, მნიშვნელოვანი ხარვეზებით არის დარეგულირებული ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ინსტიტუციური მოწყობა. კონსტიტუციური კანონი გაუმართავია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით. ა.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანი კონსტიტუციური კანონის პროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებისა და ინსტიტუციური მოწყობის ჯეროვანი მოწესრიგება. ახალი კონსტიტუციური კანონით არ იცვლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის, უფლებამოსილებისა და ინსტიტუციური მოწყობის განსაზღვრის საერთო პრინციპები, რომლებსაც მოქმედი კონსტიტუციური კანონი ეფუძნება. ა.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი არსი კონსტიტუციური კანონი სრულად ანაცვლებს მოქმედ კონსტიტუციურ კანონს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“. პროექტი ადგენს შემდეგ ძირითად დებულებებს: მუხლი 1 არსებითად უცვლელი რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგად სტატუსთან, ტერიტორიულ იურისდიქციასთან, ხელისუფლების განხორციელების ზოგად პრინციპთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიღებასთან, სიმბოლიკასთან და ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირებული დებულებები. მუხლი 2 მე-2 მუხლი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს, რომლებიც ახალ კონსტიტუციურ კანონში მკაფიოდ არის გამიჯნული სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებისგან. ახალი ნორმა ადგენს უფლებამოსილებათა უნივერსალობის პრინციპს, რომლის თანახმად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არ განეკუთვნება სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ან ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ საკუთარ უფლებამოსილებას და რომლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით არ გამოირიცხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებიდან. მე-4 პუნქტით განსაზღვრული ახალი ნორმა ადგენს სახელმწიფოს მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე უფლებამოსილების დელეგირების შესაძლებლობას. მე-5 პუნქტი განამტკიცებს ფინანსებისა და ქონების გამიჯვნის პრინციპს. მუხლი 3 მე-3 მუხლი ადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სტატუსს, არჩევის, აგრეთვე უფლებამოსილების ცნობისა და შეწყვეტის წესს, უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს, უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებისა და გამოქვეყნების პროცედურას, აგრეთვე უმაღლესი საბჭოს დათხოვნის საფუძვლებსა და წესს. უმაღლესი საბჭოს სტატუსისა და უფლებამოსილების განსაზღვრის საერთო პრინციპები არსებითად შეესაბამება მოქმედი კონსტიტუციური კანონით დადგენილ პრინციპებს. მუხლი 4 მე-4 მუხლი აწესრიგებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტატუსს, წესს, მთავრობის თავმჯდომარის სტატუსსა და შემადგენლობას, ფორმირების უფლებამოსილებებს, მთავრობის სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოების წინაშე, უფლებამოსილების შეწყვეტის წესს და მთავრობის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს. მთავრობის სტატუსის, ფორმირების წესისა და უფლებამოსილების განსაზღვრის საერთო პრინციპები არსებითად შეესაბამება მოქმედი კონსტიტუციური კანონით დადგენილ პრინციპებს. მუხლი 5 გარდამავალი დებულებები ითვალისწინებს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებასა და მოქმედი კონსტიტუციური კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე. მე3 პუნქტი ადგენს ამ კანონის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვის ვადებსა და პროცედურას. ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ წარმოშობს დამატებით ხარჯებს. ბ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღებას არ ექნება გავლება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება სახელმწიფოს არ აკისრებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება კონსტიტუციური კანონის პროექტის მიღება არ განაპირობებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კონსტიტუციური კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას ან მისი ოდენობის ან ოდენობის განსაზღვრის პრინციპის ცვლილებას. გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივებთან. გ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან. გ.გ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან კონსტიტუციური კანონის პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან. დ) კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა საქართველოს პარლამენტის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების, კონსტიტუციური ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. კონსტიტუციური კანონის პროექტი კომისიის მიერ მოწონებულ იქნა ერთხმად. დ.ბ) კონსტიტუციური კანონის პროექტის შემუშავებაში მონაწილე (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ ორგანიზაციის კონსტიტუციური კანონის პროექტს არ ერთვის მის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის, დაწესებულების ან ექსპერტის შეფასება. ე) კონსტიტუციური კანონის პროექტის ავტორი კონსტიტუციური კანონის პროექტი მომზადდა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ. ვ) კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორი კონსტიტუციური კანონის პროექტის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის 108 წევრი: ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე, გოგი მეშველიანი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, კახაბერ კუჭავა, გიორგი კოპაძე, გურამ მაჭარაშვილი, ეკა ბესელია, პაატა კვიჟინაძე, ფატი ხალვაში, ზვიად ძიძიგური, სულხან მახათაძე, გიორგი მოსიძე, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, შალვა კიკნაველიძე, გელა სამხარაული, ირინე ფრუიძე, სამველ მანუკიანი, მამუკა მდინარაძე, თამაზ ნავერიანი, ირაკლი სესიაშვილი, მახირ დარზიევი, ისკო დასენი, გრიგოლ მიქელაძე, ირაკლი შიოლაშვილი, თეიმურაზ ჭკუასელი, სვეტლანა კუდბა, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა ხუციშვილი, ნინო წილოსანი, კობა ნარჩემაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, მარიამ ჯაში, დიმიტრი ხუნდაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, რატი იონათამიშვილი, თეიმურაზ კოხრეიძე, ოთარ ჩრდილელი, ბექა ოდიშარია, მერაბ ქვარაია, კობა კობალაძე, რომან მუჩიაშვილი, აკაკი ზოიძე, მიხეილ ყაველაშვილი, კობა ლურსმანაშვილი, გიორგი ხატიძე, ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, ვანო ზარდიაშვილი, თამარ ხულორდავა, არჩილ ხაბაძე, გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, ელგუჯა გოცირიძე, ილია ნაკაშიძე, პაატა მხეიძე, იოსებ მაკრახიძე, ირაკლი კოვზანაძე, რომან კაკულია, რევაზ არველაძე, შოთა ხაბარელი, გენადი მარგველაშვილი, ალექსანდრე ქანთარია, არჩილ თალაკვაძე, სიმონ ნოზაძე, დიმიტრი მხეიძე, ბიძინა გეგიძე, ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი თოთლაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ალექსანდრე ერქვანია, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ბეგაძე, სავალან მირზოევი, ირაკლი ბერაია, რუსლან გაჯიევი, გედევან ფოფხაძე, ლევან კობიაშვილი, ერეკლე ტრიპოლსკი, ანზორ ბოლქვაძე, კარლო კოპალიანი, გია ბენაშვილი, გოჩა ენუქიძე, კობა ნაკაიძე, დავით სონღულაშვილი, ლევან ბეჟანიძე, ლერი ხაბელოვი, დიმიტრი სამხარაძე, მირიან წიკლაური, რუსლან პოღოსიანი, ნინო გოგუაძე, სოფიო ქაცარავა, დავით ჭიჭინაძე, თენგიზ ხუბულური, ირაკლი ხახუბია, ენძელა მაჭავარიანი, ივლიანე წულაია, დიმიტრი ცქიტიშვილი, ლევან კობერიძე, ოთარ დანელია, გუგული მაღრაძე.