საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N6866; 04/04/2017) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#6888/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-01
ბიუროს ნომერი 52

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 6888 01/05/2017 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2017 წლის 27 აპრილის სხდომაზე განიხილა პოლიტიკური გაერთიანება „მემარცხენე ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N6866, 04.04.2017), რომელიც ეხება 7 აპრილის - ხარების დღესასწაულის - უქმე დღედ გამოცხადებას. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილ იქნა შემდეგი მიზეზის გამო: მიზანშეუწონელია აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ცალკე, სხვა მსგავსი წინადადებებისგან მოწყვეტილად განხილვა. უმჯობესია უქმე დღეებთან დაკავშირებული წინადადებები განხილულ იქნეს ერთიანად, სისტემური მიდგომით, სოციალური პარტნიორების მონაწილეობით, რისთვისაც კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. აკაკი ზოიძე თავმჯდომარე