საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის აპრილში გაწეული მუშაობის ანგარიში

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#7425/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

წერილი
N 7425 10/05/2017 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს ბატონო ირაკლი, წარმოგიდგენთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის აპრილში გაწეული მუშაობის ანგარიშს. დანართი: 4 ფურცელი. პატივისცემით, გიორგი კახიანი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2017 წლის აპრილში გაწეული მუშაობის ანგარიში საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში მუშაობა მიმდინარეობდა კანონშემოქმედებითი, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებით. 2017 წლის აპრილში მოწვეული იქნა კომიტეტის 2 სხდომა და გაფორმდა შესაბამისი ოქმები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 3 პროექტზე კომიტეტი მუშაობდა როგორც წამყვანი. მათ შორის 1 პროექტი კომიტეტის წევრების ინიციატივით იყო წარმოდგენილი. კომიტეტმა რეგლამენტის ერთი პროექტი განიხილა მესამე მოსმენით, მეორე პროექტი - პირველი მოსმენით, ხოლო მესამე პროექტზე მიმდინარეობდა მუშაობა. კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, განიხილა :  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ აღნიშნული პროექტი წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი კახიანისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით. ამ ინიციატივის მიზანი იყო საკანონმდებლო წინადადების განხილვის პროცედურების დაზუსტება, აგრეთვე გარკვეული ახლებური რეგულაციების განსაზღვრა საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების განხორციელებისა და განხილვის პროცედურების დახვეწის მიზნით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნული ინიციატივის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მოსამზადებლად.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე", ეს პროექტი პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი. რეგლამენტის პროექტის მიზანი იყო ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებასთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობის უზრუნველყოფა. კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც გარკვეულწილად შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის წესი. წარმოდგენილი ცვლილების პროექტი აწესრიგებდა პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის საკითხებს. კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი განიხილა მესამე მოსმენით და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. 1  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე." ეს პროექტი ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ ინიციატივით იყო წარმოდგენილი. ინიციატორების აზრით, იმის გამო, რომ პარლამენტის მოქმედი რედაქცია ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის წევრების ნებას გააკეთონ განცხადება მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, საჭიროა 137-ე მუხლში ცვლილების განხორციელება, რომლითაც პარლამენტის უფრო მეტ წევრს მიეცემა რეალური შესაძლებლობა, როგორც სახელმწიფო -პოლიტიკური თანამდებობის პირმა, ისარგებლოს პლენარულ სხდომაზე განცხადების გაკეთების უფლებით, რათა შეაფასოს ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა წარმოდგენილ ინიციატივაზე, განიხილა კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტმა ჩათვალა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 137-ე მუხლის მოქმედი რედაქცით გათვალისწინებული, პარლამენტის წევრების მიერ განცხადებებით სარგელობის წესი გაცილებით უფრო მოქნილია და იძლევა საშუალებას რაციონალურად მოხდეს დროის გამოყენება, ვიდრე წარმოდგენილი პროექტით შემოთავაზებული რედაქცია. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის წარმოდგენილი პროექტი მიუღებლად მიიჩნია. კომიტეტის შესაბამისი დასკვნა გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს. გარდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტებისა, კომიტეტი მუშაობდა შემდეგ საკითხებზე:  კომიტეტი მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე ,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ.“ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლი, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმარლესი საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესსა და პროცედურებს ეხება. ინიციატორთა მოსაზრებით, ნაცვლად ფორმალური ხასიათის შესაბამისობის დადგენისა, შემოთავაზებულია პარლამენტის კომიტეტისათვის ფართო მანდატის მინიჭება კანდიდატთა თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული გამოხატულია ერთი მხრივ არსებული პროცედურის დახვეწის, ხოლო მეორეს მხრივ კანდიდატთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის მოძიებაში. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებაზე, ხდებოდა მოსაზრებების შეჯერება საკითხის კომიტეტის სხდომაზე განსახილველად მომზადების მიზნით.  კომიტეტმა განიხილა აგრეთვე არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,210-მუხლის“ დირექტორის წერილი, რომელიც შეეხებოდა 2 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს განემარტა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული იმ პროცედურების შესახებ, რომელიც საჭიროა საქართველოს პარლამენტისათვის საკანონმდებლო წინადადების წარსადგენად. მიმდინარე წლის აპრილში კომიტეტი მუშაობდა დებულებით განსაზღვრულ სხვადასხვა საკითხებზე:  კომიტეტი სწავლობდა არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს სარჩევნო კოდექსი“ ცვლილების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ი.პავლიაშვილი, მ.კუპრავა-შარვაშიძე, თ.აბრამიშვილი, ე.რუსეცკაია, ც.ბაკურაძე) განცხადებას, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დაევალა კომიტეტს.  ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს და საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად კომიტეტში მიმდინარეობდა მუშაობა წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავების მიმართულებით.  საანგარიშო პერიოდში კომიტეტი სწავლობდა კომიტეტებში, დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო კომისიებში ფრაქციათა ზღვრული წარმომადგენლობის კვოტების დაცვის მდგომარეობას.  კომიტეტი აგრძელებდა მუშაობას პარლამენტის წევრის შეკითხვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემდგომი რეაგირების მიზნით კომიტეტი სწავლობდა პარლამენტის წევრის ირმა ნადირაშვილის წერილს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევის შესახებ და პარლამენტის წევრის ირაკლი აბესაძის წერილს რამდენიმე მინისტრის მიერ მის წერილებზე პასუხის გაუცემლობის თაობაზე.  კომიტეტმა პარლამენტის ვებ გვერდზე ინფორმაციის განთავსების მიზნით განიხილა პარლამენტის მანდატურის სამსახურისა და პარლამენტის კომიტეტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციები პარლამენტის წევრთა მიერ 2017 წლის მარტში კომიტეტების სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ და შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნა საქართველოს პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტს.  კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სწავლობდა პარლამენტის წევრების ქონებრივი დეკლარაციებსა და პარლამენტის წევრების თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხებს. 3  კომიტეტი აგრძელებდა ცალკეული კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლს, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან და პარლამენტის სტრუქტურებთან. კომიტეტის ვებ გვერდზე მიმდინარე წლის აპრილში განთავსდა მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ამსახველი განახლებული ინფორმაციები, რომელიც ითვალისწინებდა როგორც შესასრულებელი, ასევე შესრულებული დავალებების შესახებ ინფორმაციას. გარდა ამისა, გრძელდებოდა კონტროლი და ინფორმაციების დაზუსტება წინა პერიოდში ვადაგასული, ჯერ არ შესრულებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მუშაობდა ასევე კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ სხვა საკითხებზე. 4