„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/54/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1010 პუნქტი: „1010. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა - 15 000 ლარი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისი, 2017 წლის .............................. 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სიგარაბარის მოწყობისათვის შესაბამისი მოსაკრებლის დადგენა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ კანონპროექტს ემატება 101 მუხლი, რომლის თანახმად დგინდება სიგარაბარის მოწყობის ნებართვის ვალდებულება და შესაბამისი სანებართვო პირობები. აქედან გამომდინარე საჭიროა „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა დაგეგმილ ცვლილებასთან. ამ მიზნით, კანონს ემატება 1010 პუნქტი - სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა, რომელიც განისაზღვრა 15 000 ლარით. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის თანახმად დადგენილია სიგარაბარის მოწყობის ნებართვის ვალდებულება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს კანონმდებლობაში შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრას და იგი შეადგენს 15 000 ლარს, რომელიც ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში; ვინაიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სანებართვო მოსაკრებლით გაითვალისწინება ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები, შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღნიშნული ხარჯები, გაღებული იქნება სწორედ ნებართვების გაცემით მიღებული შემოსავლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2 საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის 101 მუხლის თანახმად, „სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“. კერძოდ, კანონპროექტით წესდება ნებართვის ახალი სახე სიგარაბარის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 15 000 ლარს და გაიცემა 4 წლის ვადით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება როგორც 2018, ასევე შემდგომ საბიუჯეტო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან დღეისათვის ეს სფერო იყო დერეგულირებული, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში რეგისტრირებული სიგარაბარის რაოდენობაზე, მით უფრო იმ პოტენციურ სუბიექტებზე, ვინც დადგენილ სანებართვო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ; ამდენად, 2018, ასევე შემდგომ საბიუჯეტო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენა დამოკიდებულია იმ სუბიექტების რაოდენობაზე, რომლებიც გადაწყვეტენ ამგვარი სიგარაბარის გახსნას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ამგვარი საქმიანობის ადმინისტრირება მოხდება ზოგადი წესით, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვას არ გამოიწვევს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, აღნიშნული გავლენა გავრცელდება პოტენციური სიგარაბარის მფლობელებზე, ვინაიდან კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში საქმიანობის დაწყების ან/და გაგრძელების შემთხვევაში მათ ნებართვის მისაღებად მოუწევთ სანებართვო მოსაკრებლის გადახდა 15 000 ლარის ოდნობით, ამასთან სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით განისაზღვრება სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი 15 000 ლარის ოდენობით. მოსაკრებლის აღნიშნული ოდენობით განსაზღვრა განპირობებულია ერთგვარი მავნე ზეგავლენის მომხდენი საქმიანობებისათვის 3 დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის ოდენობების ანალოგიის გათვალისწინებით (მაგ. ლოტოსა და ბინგოს მოწყობა). გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო რგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ: 1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (FCTC) ევროპული რეგიონის თამბაქოს კონტროლის პროგრამების მენეჯერი კრისტინა სტენდერ მაიერი; 2. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (FCTC) „FCTC 2030“ პროგრამის მენეჯერი, თამბაქოს კონტროლის საკითხების ექსპერტი ენდრიუ ვილიამ ბლეი; 3. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის დირექტორი მარიან ივანუშა; 4. თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები: კახა ღვინიანიძე, გიორგი ბახტურიძე; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დ.ა. პუნქტში მითითებული ექსპერტების გაზიარებული კანონპროექტის შემუშავებისას. მოსაზრებები სრულად იქნა 4 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე და ლევან კობერიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 5
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 7. სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთები 1. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვა – 500 ლარი. 2. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა – 40 ლარი. (8.04.2010 N 2913) 3. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი. (8.05.2007 N 4714) 31. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა – 50 ლარი. (8.05.2007 N 4714) 4. განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა: ა) 500 ათას ლარამდე ღირებულების ობიექტი – 1000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.5%; ბ) 500 ათასიდან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ობიექტი – 8000 ლარი; გ) 1 მილიონიდან 3 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 14000 ლარი; დ) 3 მილიონიდან 5 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 19000 ლარი; ე) 5 მილიონიდან 10 მილიონამდე ღირებულების ობიექტი – 24000 ლარი; ვ) 10 მილიონზე მეტი ღირებულების ობიექტი – 24000 ლარს + ობიექტის ღირებულების 0.01%. 5. ამოღებულია (8.05.2007 N 4714) 6. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა – 500 ლარი. (29.12.2006 N 4206) 61. ამოღებულია (14.12.2007 N 5607) 62. ამოღებულია (14.12.2007 N 5607) 7. საბაჟო სფეროში საქმიანობის ნებართვა: (27.03.2012. N5945) ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა – წელიწადში 100 ლარი; (15.05.2012. N6214) ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა – 1000 ლარი. 8. ამოღებულია (29.12.2006 N4202) 9. ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისთვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობენერგეტიკულ სისტემაში განთავსების ნებართვა – 240 ლარი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებისა და ტრანსპორტირების საშუალებების განთავსების ნებართვა – 200 ლარი. 10. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვა: (9.12.2011. N5451 6 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან) ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა − 15 000 ლარი; ბ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით; გ) ლოტოსა და ბინგოს მოწყობა (თითოეული სახეობა) – წელიწადში 15 000 ლარი; დ) ტოტალიზატორის მოწყობა − წელიწადში 30 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით; ე) სამორინეს მოწყობა: (15.05.2012. N6214 ამოქმედდეს 2012 წლის 1ივლისიდან) ე.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ქალაქ ბათუმისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიისა, დაბა ბაკურიანის ტერიტორიისა, ასევე ქობულეთის, ბორჯომის, წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა) – წელიწადში არა უმეტეს 5 000 000 ლარისა; ე.ბ) ქალაქ ბათუმში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე ქობულეთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში – წელიწადში 250 000 ლარი; (15.05.2012. N6214 ამოქმედდეს 2012 წლის 1ივლისიდან) ვ) აზარტული კლუბის მოწყობა − წელიწადში 10 000 ლარიდან 50 000 ლარის ჩათვლით. (24.04.2012. N6055 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 101. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სამორინეს მოწყობა გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, ასევე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. (31.05.2011 N 4719) 102. სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ქალაქ ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. (21.06.2011 N 4862) 103. ამ მუხლის 102 პუნქტის მიზნებისათვის პირობებს, რა შემთხვევაშიც ჩაითვლება სასტუმრო ახლად აშენებულად, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. (6.11.2009 N 2002) 104. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს (მათ შორის, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელისთვის). საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მის მიერ დადგენილი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი მისი ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში გაზარდოს არა უმეტეს 30%ით, ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში. (24.06.2011 N 4934 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 105. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს ტოტალიზატორის მოწყობის 7 სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. (9.12.2011. N5451 ამოქმედდეს 2012 წლის 3 იანვრიდან.) 106. საქართველოს მთავრობა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს აზარტული კლუბის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს. (24.04.2012. N6055 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 107. ქალაქ თბილისში სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება არა უმეტეს 3 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. (24.04.2012. N6055 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 108. ქალაქ თბილისში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე თავისუფლდება 1 აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მისაღებად დაწესებული სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან. (24.04.2012. N6055 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 109. საქართველოს მთავრობა, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით და 10 1 2 და 10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა: (15.05.2012. N6214 ამოქმედდეს 2012 წლის 1ივლისიდან) ა) ამ მუხლის მე-10 პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთის ფარგლებში ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს; ბ) უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები (სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება). (15.05.2012. N6214 ამოქმედდეს 2012 წლის 1ივლისიდან) 11. ამოღებულია (29.12.2006 N 4206) 111. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. (13.04.2016 N 4954 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 112. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა − 200 ლარი. (13.04.2016 N 4954 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 12. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა – 200 ლარი. (29.12.2006 N 4206) ამოღებულია (13.04.2016 N 4954 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 121. რადიოაქტიური მასალების შეძენის და გადაცემის ნებართვა – 20 ლარი. (20.03.2012. N5915 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 122. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტის, ექსპორტის, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა – 40 ლარი.(20.03.2012. N5915 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 123. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტის ნებართვა – 40 ლარი. (20.03.2012. N5915 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 13. საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გადატანის სფეროში საქმიანობის ნებართვა: 8 ა) შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან, შეკეთებასა და მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა (გარდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოების კუთვნილი ან მათთვის განკუთვნილი შეიარაღების (მათ შორის, იარაღის), სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის, საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვებისა) – გარიგების ღირებულების შესაბამისად: (14.05.2014. N2426 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) ა.ა) 500 ლარიდან 10 მლნ ლარამდე – 0.5%; ა.ბ) 10 მლნ ლარიდან ზევით – 0.1%, მაგრამ არაუმეტეს 120 000 ლარისა; ბ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა – 100 ლარი; გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – 30 ლარი; დ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – 600 ლარი; ამოღებულია (13.04.2016 N 4954 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) ე) ამოღებულა (25.11.2011. N5350) ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.) ვ) ამოღებულა (25.11.2011. N5350) ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.) ზ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა – 50 ლარი. (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 14. ამოღებულია (9.06.2006 N3244) 15. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. (2.07.2010. N3287) 151. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 6 ლარი. (2.07.2010. N3287) 152. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-15 პუნქტით გასაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. (2.07.2010. N3287) 153. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“– „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო 9 იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა – 8 ლარი. (2.07.2010. N3287) 154. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა, აგრეთვე შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. (2.07.2010. N3287) 155. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა – 8 ლარი. (2.07.2010. N3287) 156. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა: ა) ფიზიკური პირისთვის – 6 ლარი; ბ) იურიდიული პირისთვის – 12 ლარი. (2.07.2010. N3287) 157. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა – 8 ლარი. (2.07.2010. N3287) 158. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – 10 ლარი. (2.07.2010. N3287) 159. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – 16 ლარი. (2.07.2010. N3287) 16. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა – 14 ლარი. (8.05.2007 N 4714) 17. ამოღებულია (25.11.2004 N 603 2005 წლის 1 იანვრიდან) 18. დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა: ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადება – 100 ლარი; ბ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების შეძენა, საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა – გარიგების ღირებულების 1%. 19. ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – 10 ლარი. 20. საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – 1100 ლარი. 21. ამოღებულია (09.12.2004 N 661) 22. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა – 100 ლარი. 23. სანებართვო მოწმობის დუბლიკატი – 10 ლარი. 24. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა – 200 ლარი. (7.12.2006 N 3834) 25. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალების, გარდა ნარკოტიკული საშუალებისა) ნებართვა – 400 ლარი. (7.12.2006 N 3834) 26. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა – 300 ლარი. (10.08.2009 N 1590 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 261. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა – 300 ლარი. (21.07.2010. N3552 10 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.) 27. ამოღებულია (10.08.2009 N 1590 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 28. ამოღებულია (10.08.2009 N 1590 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 29. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე – 500 ლარი. (8.04.2011 N 4529 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 30. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა – 100 ლარი. (20.12.2011 N 5548 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან) 11