„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#07-3/54/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 92 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 421 პუნქტი: „421. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისი, 2017 წლის........................... 1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია სიგარაბარის მოწყობისათვის შესაბამისი ნებართვის შემოღება და კანონის შესაბამისობაში მოყვანა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ (07-3/592, 09.06.2016) კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს ემატება 101 მუხლი, რომლის თანახმად დგინდება სიგარაბარის მოწყობის ნებართვის ვალდებულება და შესაბამისი სანებართვო პირობები. აქედან გამომდინარე საჭიროა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა დაგეგმილ ცვლილებასთან. ამ მიზნით, კანონს ემატება 421 პუნქტი სიგარაბარის მოწყობის ნებართვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს ფულადი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის თანახმად დადგენილია სიგარა ბარის მოწყობის ნებართვის ვალდებულება, რაც თავის მხრივ ითვალისწინებს კანონმდებლობაში შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრას და იგი შეადგენს 15 000 ლარს, რომელიც ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში; ვინაიდან „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სანებართვო მოსაკრებლით იქნება გათვალისწინებული ნებართვის გაცემის ადმინისტრირების ხარჯები, შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში აღნიშნული ხარჯები, გაღებული იქნება სწორედ ნებართვების გაცემით მიღებული შემოსავლიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის მიმართულებით, ვინაიდან, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტის 101 მუხლის თანახმად, „სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა 2 ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო“. კერძოდ, კანონპროექტით წესდება ნებართვის ახალი სახე სიგარაბარის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 15 000 ლარს და გაიცემა 4 წლის ვადით. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება როგორც 2018, ასევე შემდგომ საბიუჯეტო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ვინაიდან დღეისათვის ეს სფერო არ იყო დერეგულირებული, არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები ქვეყანაში რეგისტრირებული სიგარაბარის რაოდენობაზე, მით უფრო იმ პოტენციურ სუბიექტებზე, ვინც დადგენილ სანებართვო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ; ამდენად, 2018, ასევე შემდგომ საბიუჯეტო წლების სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენა დამოკიდებულია იმ სუბიექტების რაოდენობაზე, რომლებიც გადაწყვეტენ ამგვარი სიგარაბარის გახსნას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ამგვარი საქმიანობის ადმინისტრირება მოხდება ზოგადი წესით, რაც დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვას არ გამოიწვევს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, აღნიშნული გავლენა გავრცელდება პოტენციური სიგარა ბარის მფლობელებზე, ვინაიდან კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში საქმიანობის დაწყების ან/და გაგრძელების შემთხვევაში მათ ნებართვის მისაღებად მოუწევთ სანებართვო მოსაკრებლის გადახდა 15 000 ლარის ოდნობით, ამასთან სიგარაბარის მოწყობის ნებართვა გაიცემა 4 წლის ვადით; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით ხდება მოსაკრებლის ახალი სახის განსაზღვრა, კერძოდ კანონპროექტი აწესებს სიგარა ბარის მოწყობაზე ნებართვის მოსაკრებელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 3 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან: კანონპროექტი შეთანხმებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო რგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობას იღებდნენ: 1. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (FCTC) ევროპული რეგიონის თამბაქოს კონტროლის პროგრამების მენეჯერი კრისტინა სტენდერ მაიერი; 2. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს (FCTC) „FCTC 2030“ პროგრამის მენეჯერი, თამბაქოს კონტროლის საკითხების ექსპერტი ენდრიუ ვილიამ ბლეკი; 3. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის დირექტორი მარიან ივანუშა; 4. თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები: კახა ღვინიანიძე, გიორგი ბახტურიძე; დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დ.ა. პუნქტში მითითებული ექსპერტების მოსაზრებები სრულად იქნა გაზიარებული კანონპროექტის შემუშავებისას. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე და ლევან კობერიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი. 4
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება: მუხლი 24. ნებართვის სახეები 1. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. 2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 3. ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა. 4. გარემოზე ზემოქმედების ნებართვა. 5. ამოღებულია (14.12.2007 N5606) 6. ამოღებულია (14.12.2007 N5606) 7. შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა (შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით). (14.12.2007 N5606) ამოღებულია (13.04.2016 N 4950 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 71. ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. (13.04.2016 N 4950 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 72. ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა. (13.04.2016 N 4950 ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან) 8. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა. 9. რადიოაქტიური მასალების შეძენა და გადაცემა. (20.03.2012. N5913 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.) 10. რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი. (20.03.2012. N5913 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.) 101. რადიოაქტიური ნარჩენების ექსპორტი (20.03.2012. N5913 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან.) 11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა. (24.07.2006 N3495) 12. ამოღებულია (14.12.2007 N5606) 13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 141. იმ პირის მიერ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება, ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა 5 და ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 142. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 143. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 15. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 151. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 152. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა.(2.07.2010. N3288) 153. ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 16. ტირის, სასროლეთის და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა. 17. სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა. (14.05.2014. N2425 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 171. სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 172. სამხედრო პროდუქციის ექსპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 173. სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 174. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა.(29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 175. სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 18. იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა. 19. უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის, საქართველოდან გატანისა და საქართველოში გადაადგილების ნებართვა. (2.07.2010. N3288) 20. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვა. (2.07.2010. N3288) 21. ამოღებულია (2.07.2010. N3288) 22. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) 6 იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა. (2.07.2010. N3288) 23. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა. 24. განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვა. (2.07.2010. N3284) 241. რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის ნებართვა. (2.07.2010. N3284) 25. ამოღებულია (8.04.2010 N 2912) 26. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა. 27. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 271. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 272. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 273. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 274. ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების ნებართვა. (29.11.2013. N1684 ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან) 28. საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა. (1.12.2009 N 2176 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს) 281. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვა. (1.12.2009 N 2176 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს) 29. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 30. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა. (22.02.2011. N4214 ამოქმედდეს 2011 წლის 1 ნოემბრიდან.) 31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი. 32. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა. (12.11.2010. N3806 ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან) 33. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა. (27.03.2012. N5957) 34. ამოღებულია (26.12.2008 N 874) 341. ამოღებულია (13.10.2011. N5121) 35. ამოღებულია (29.12.2006 N4233) 36. ამოღებულია (29.12.2006 N4233) 37. სამორინეს მოწყობის ნებართვა. 371. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა. (24.04.2012. N6054 ამოქმედდეს 2012 წლის 1 მაისიდან) 38. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა. 7 39. ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა. 40. ლოტოს მოწყობის ნებართვა. 41. ბინგოს მოწყობის ნებართვა. 42. წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა. 43. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა. 44. ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვა. 45. ფარმაცევტული წარმოების (სამკურნალო საშუალებებისა, გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ნებართვა. 46. ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა. (10.08.2009 N 1589 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 47. ამოღებულია (10.08.2009 N 1589 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 48. ამოღებულია (10.08.2009 N 1589 ამოქმედდეს 2009 წლის 15 ოქტომბრიდან) 49. არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა. 50. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვა. (8.05.2007 N4715) 51. არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვა. 52. საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა. 53. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. (5.12.2008 N 628) 54. სტაციონარული დაწესებულების ნებართვა. (21.07.2010. N3550 ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.) 55. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა. (8.04.2011 N 4527 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 56. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა. (20.12.2011 N 5547 ამოქმედდეს 2012 წლის 1 თებერვლიდან) 8