„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.05.2017
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გრიგოლ ლილუაშვილი, ბექა ოდიშარია
ნომერი
#07-3/56/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 93 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 92 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-05-16
ბიუროს ნომერი 57

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს ცვლილება და 172 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 172. შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით 1. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარების და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის აქვს მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის განწილვადების თაობაზე, რა დროსაც მოსაკრებლის გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ იგი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2019 წლის 1 იანვრისა და რომ შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გაუქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის შესახებ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, არაერთი დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობა, რომლებიც დროსთან ერთად, საფრთხის შემცველი გახდა საზოგადოებისათვის (სანიტარული თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თვალსაზრისით). თითოეული სამშენებლო ობიექტის მშენებლობის შეჩერების მიზეზი სხვადასხვაა. უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტებს მშენებლობისას წარმოეშვათ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, ართულებს მშენებლობის დასრულებას. კანონპროექტის მიღების რაც მიზეზია, მშენებლობების დასრულებისათვის მოქნილი საშეღავათო მექანიზმების არარსებობა და აღნიშნული პროცესის სტიმულირების აუცილებლობა. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადავადების საკითხი დარეგულირებულია 172 მუხლში, რომელიც, მოცემულ ეტაპზე, ვეღარ არეგულირებს შესაბამის სამართალურთიერთობებს მოქმედების ვადის ამოწურვის გამო, რადგან იგი ითვალისწინებდა მოსაკრებლის გადამხდელის ვალდებულას, არაუგვიანეს 2016 უფლებამოსილი ორგანოსათვის, ექსპლუატაციაში მიღებისათვის წლის 1 იანვრისა შენობა-ნაგებობის საქართველოს განცხადება წარდგენა მდგომარეობის, კანონმდებლობით მისი დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. ამასთან, კანონის 174 მუხლში სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლისაგან გათავისუფლება კონკრეტულ თარიღებს დაუკავშირდა, კერძოდ, ქვეყანაში 2008 წლის 8 აგვისტოს მიმდინარე საომარ მდგომარეობას და ამასთან, იმ დათქმით, რომ ობიექტი მთლიანად ან ობიექტის არანაკლებ 60%-ისა განკუთვნილი უნდა იყოს საცხოვრებლად. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 172 და 174 მუხლებით გათვალისწინებულმა არსებულმა საშეღავათო მექანიზმებმა ვერ უზრუნველყვეს დედაქალაქში არსებული დაუსრულებელი მშენებლობების იერსახის პრობლემის შემცირება. მოწესრიგების, შესაბამისად, ნაწარმოები როგორც მშენებლობების დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე ბიზნეს ფაქტორებისა და დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, საჭიროა მოქნილი საკანონმდებლო მექანიზმის არსებობა. დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობების დასრულების შემაფერხებელი გარემოებებიდან ერთ-ერთ მწვავე პრობლემად დგას მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კანონმდებლობით დადგენილი შეთანხმებისათვის დაწესებული (კ-2) ზღვრული მაჩვენებლის გაზრდისას წესით გაცემული სპეციალური (ზონალური) მოსაკრებლის გადაუხდელობის საკითხი, რისთვისაც მიზანშეწონილია, კანონმდებლობით დარეგულირდეს მოსაკრებლის გადახდის განწილვადების საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიღების მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტების (საჭიროების შემთხვევაში) ტერიტორიაზე მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა, მშენებლობის პროცესის სტიმულირება, შენობა- ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების პროცესის დაჩქარება და მშენებლობისათვის შესაბამისი ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კანონპროექტის მიღებით შეიქმნება გადასახდელი მოსაკრებლის განწილვადების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს მშნებელობის განმახორციელებელი სუბიექტებისათვის ფინანსური ტვირთის შემსუბუქებას, იმგვარად რომ ზიანი არ მიადგეს როგორც ადგილობრივ ბიუჯეტს, ასევე მესამე პირების ინტერესებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 172 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომელიც ითვალისწინებს, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო (ხოლო ქ. თბილისში - ქ. თბილისის მთავრობა) უფლებამოსილია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ეკისრება მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, წერილობითი განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მოსაკრებლის გადახდის განწილვადების შესახებ, თუ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე განცხადება უფლებამოსილ ორგანოში წარდგინილი იქნება 2019 წლის 1 იანვრამდე და შენობა-ნაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევას 2019 წლის 1 იანვრამდე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადასახდელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსააკრებლის ოდენობა 2012-2014 წლებში შეადგენს : გადასახდელი თანხა 60,595,131, დავალიანება 22,860,515ლარი, ხოლო 2015-2017 წლებში: გადასახდელი თანხა 33,594,405, დავალიანება 23,776,771 ლარი ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის ვალდებულებებს. მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება ფინანსურ გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, თუმცა, აღნიშნული მონაცემის ზუსტად განსაზღვრა მოცემულ ეტაპზე არ არის შესაძლებელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დადგენილი არ არის გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღიარებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, ორგანიზაცია/დაწესებულება, არასახელმწიფო ექსპერტები, რომლებმაც ან/და საერთაშორისო მონაწილეობა კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მიიღეს ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ოდიშარია პარლამენტის წევრები გრიგოლ ლილუაშვილი და ბექა ვ) პროექტის ინიციატორი: პარლამენტის წევრები გრიგოლ ლილუაშვილი და ბექა ოდიშარია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი სრული რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მათი ამოღება: 2 მუხლი 17 . შეთანხმება სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით (19.06.2012 N 6506) 1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილ ორგანოს, ქალაქ თბილისში − ქალაქ თბილისის მთავრობას უფლება აქვს, შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროულად დასრულების, ქალაქის განვითარების და მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის აქვს ამ მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, მოსაკრებლის გადამხდელის წერილობითი განცხადების საფუძველზე დადოს შეთანხმება გადასახდელი მოსაკრებლის გადახდის გადავადების შესახებ. ამ შეთანხმების დადებისას მოსაკრებლის გადამხდელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ იგი შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადებას წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოს მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2016 წლის 1 იანვრისა, და რომ შენობანაგებობა დააკმაყოფილებს ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. (27.06.2015 N 3818) 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში იმავე პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება გაუქმდება და მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია გადაიხადოს მოსაკრებელი შეთანხმების გაუქმებიდან 1 თვის ვადაში.